globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 15 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 15th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი//მთელი კვირა“: რუსეთთან დამაკავშირებელი მეხუთე გზა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები


„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ჩვენი სპეცსამსახურები სად იყურებიან?! ავარეთ-კახეთის გზის აღდგენა არ შეიძლება”

„ვერსია“: კახეთში დიდი პროვოკაცია იგეგმება?! ვინ დგას ლეკების უკან?

————————

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 15 დეკემბერი, 2014 წელი
რუსეთთან დამაკავშირებელი მეხუთე გზა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
სტატიაში საუბარია ყვარლის რაიონის სოფელ სარუსოში არასამთავრობო ორგანიზაციების გამართული საპროტესტო აქციის შესახებ, რომელიც ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობას უკავშირდება. აქციების დროს ზოგი მშენებლობის მხარდამჭერად, ზოგი კი მოწინააღმდეგედ გამოდიოდა (ავტორი ელზა პაპოშვილი).
მოწინააღმდეგეების აზრით, გზის მშენებლობა რუსეთის მიერ კახეთის ოკუპაციას გამოიწვევს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ამ კომუნიკაციის გაყვანაზე უარი თქვას. იქვე ახლოს მდებარე სოფელ საცხენეს მცხოვრები გიორგი ქენქაძე ამბობს, რომ ამ გზით რუსეთის საქართველოში უფრო სწრაფად შემოვა, ვიდრე როკის გვირაბით: „აქ ის მოხდება, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ საქართველოს ოკუპაციას მოახდენს“, – ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბარში გიორგი ქენქაძე.
თვით სარუსოს მცხოვრებლებს კი, რომლებიც ლეკები (ავარლები) არიან, აგრეთვე კიდევ ორი სოფლის – თვისა და ჩანთლისყურის მოსახლეობას, გზის გაყვანა სურთ. ისინი ამბობენ, რომ საავტომობილო გზა მათ საშუალებას მისცემს რუსეთში (დაღესტანში) სწრაფად და მარტივად ჩავიდნენ: „როცა გავიგეთ, რომ გზა უნდა აშენმდეს, ძალიან გაგვეხარდა. ლეკებისათვის ეს გზა მოკლეა და ამიტომ რუსეთში სწრაფად ჩავალთ. აქაური სოფლების ლეკი მოსახლეობა უმეტესად რუსეთის მოქალაქეები ვართ. ახლა რუსეთში წაქსვლა ვლადიკავკაზის გავლით გვიწევს და ძალიან ძვბირი გვიჯდება“, – ამბობს სოფელ სარუსოს მკვიდრი ნუიკ მაგედაროვი. იგი თვალსაზრისს გამოხატავს სარუსოს კიდევ ერთი მცხოვრები ამირ გამზათი.
სტატიის ავტორი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა. „რა თქმა უნდა, გზის მშენებლობა კარგია, როცა ეს კომუნიკაცია ორ ქვეყანას აკავშირებს, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, როგორაა ამ გზის მიმართ განწყობა. ავარეთ-კახეთის გზა არის კავკასიის ქედზე რუსეთის გადმოდის (პირველი – “სოხუმის სამხედრო გზა“ ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან აფხაზეთში, დალის ხეობის გავლით, მეორე – მამისონის გზა – ჩრდ.ოსეთიდან რაჭისაკენ; მესამე – როკის გვირაბით, ანუ ტრანსკავკასიური მაგისტრალი, ჩრდ.ოსეთიდან ცხინვალისაკენ; მესამე – საქართველოს სამხედრო გზა, ჩრდ.ოსეთიდან თბილისისაკენ, მეოთხე – ჩეჩნეთის ითუმ-ყალედან შატილისაკენ).
ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა – რაში სჭირდება რუსეთს ეს გზა და მის მშენებლობაზე ფულის ხარჯვა, როცა არსებობს სხვა გზებიც? ზოგიერთი რუსული ანალიტიკოსის მოსაზრებით, ავარეთ-კახეთის გზა რუსეთს იმისთვის სჭირდება, რომ ახალი ინტერვენციის შემთხვევაში თბილისს სწრაფად მოუახლოვდეს და ალყაში მოაქციოს. მე ეს აზრი სარწმუნოდ არ მიმაჩნია, თუმცა რაღაც ლოგიკა მასში შესაძლოა მართლაც არის… რაც შეეხება რუსული პასპორტების მქონე მოსახლეობას, მათი რაოდენობა სულ ორი ათასამდეა და ამას ხელისუფლებამ ყურადღება თუ არ მიაქცია, მაშინ რაღა ხელისუფლებაა?
ვფიქრობ, რომ ეს აქციები წინასწარ იყო დაგეგმილი. რატომ ჰგონიათ არასამტავრობოებს, რომ მხოლოდ მათ შესტკივათ გული? აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი იკვეთება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთს ქართული მხარის პოზიცია საერთოდ არ აინტერესებს, ის გზას თავის ტერიტორიაზე აშენებს… მოსახლეობის პროტესტიც გასაგებია, რადგან მათ რუსეთში წასვლა, ვაჭრობა და ნათესავების მონახულება უადვილდებათ.
ეს გზა ყველაზე დიდ ხიფათს შეიცავს რელიგიური ექსპანსიის საკითხში: ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში შეიძლება პოლიტიკური ისლამის გავრცელება მოხდეს. ვფიქრობ ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხს ყურადღებით უნდა მოეკიდოს და ფრთხილი ნაბიჯებით იპოვოს გამოსავალი, რათა პრობლემები თავიდან აიცილოს’, – ამბობს მამუკა არეშიძე.
ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი ამ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა: მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ამ გზის მშენებლობის საკითხი არ განიხილება, ხოლო რუსეთის საშინაო საქმეებში კი თბილისი ვერ ჩაერევა: რუსეთს ვერ ვეტყვით, რა უნდა ააშენონ და რა არა. ჩვენი მხრიდან არაფერს არ ვაშენებთ“, – განაცხადა მან.

„კვირის პალიტრა“, 15 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ჩვენი სპეცსამსახურები სად იყურებიან?! ავარეთ-კახეთის გზის აღდგენა არ შეიძლება”
ინტერვიუში ცნობილი ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე, საშინაოპოლიტიკურ საკითხებთან ერთად, საგარეოპოლიტიკურზეც საუბრობს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხება:
„ჩემი აზრით, რუსეთი ცხინვალის შეერთებაზე არ წავა, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასი იქნება, თუმცა, რუსეთი სრულიად არაპროგნოზირებადია და ვერაფერს გამოვრიცხავთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი მოდელები კრემლში განიხილება, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მგონია, რომ ამას არ გააკეთებენ”, – ამბობს ექსპერტი ინტერვიუში და შეკითხვას – “დაღესტან (ავარეთ)-კახეთის გზა არ უნდა აშენდეს?” – ასე პასუხობს:
„ეს გზა, თავის დროზე, [კავკასიის ომების პერიოდში], იმამ შამილთან საბრძოლველად გენერალმა გრიგოლ ორბელიანმა გაიყვანა, [როცა იგი ავარეთის მმართველი იყო]. წლების წინ მეც მივლია ამ გზაზე… თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მეტრიანი მონაკვეთი ისეა ჩავარდნილი, რომ გზის ფუნქციონირება შეუძლებელია და არც არის საჭირო. ამ გზის აღდგენა არაფრით არ შეიძლება. საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად უნდა მოეკიდოს ამგვარ ტენდენციებს, თუნდაც ლეკების მხრიდან. თუ საქართველო არ მოსწონთ და რუსეთი უნდათ, შეუძლიათ მიბრძანდნენ. ამ აქციას აშკარად პროვოკაციის სუნი ჰქონდა, საქართველოში მეხუთე კოლონა რომ აქტიურად მუშაობს, ეს ცხადია, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, ჩვენი სპეცსამსახურები სად იყურებიან?! მართლაც დროულად უნდა ჩატარდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია და ქვეყნის სპეცსამსახურები უფრო ქმედუნარიანი გახდეს”.

„ვერსია“, 15 დეკემბერი, 2014 წელი
კახეთში დიდი პროვოკაცია იგეგემება?!
ვინ დგას ლეკების უკან?
ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის სესახებ საუბრობს (ავტორი რუსუდან შელია).
„იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია, რომელიც მათ ყვარლის რაიონში გამართეს, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობას ჰგავდა, რადგან საქართველოს მტავრობას გზის მშენებლობაზე გადაწყვეტილენბა არ მიუღია, რადგან მას კარგად ესმის, ეს რა პრობლემებთან და გამოწვევებტანაა დაკავშირებული. ამიტომაც კახეთში გამართული აქციები და მონაწილეთა დაპირისპირება სპექტაკლს ჰგავდა, რომლის მონაწილეებმაც არ იცოდნენ, რომ მარიონეტების როლს ასრულებდნენ.
ფაქტია, რომ აქციის მონაწილეებმა ამ გზის მნიშვნელობაზე არაფერი იციან… არასამტავრობოების მიერ მოწოდებები გაისმოდა, თბილისისკენ ტანკებს არ გავუშვებდო, არადა თბილისთან ახლოს რომ პუტინის ტანკები დგანან, ეს მათთვის თითქოს არფერს ნიშნავს. ყვარელში უამრავი ახლობელი მყავს, მათ აქციის მონაწილეების ვინაობა ვკითხე და მითხრეს, რომ უმრავლესობა თბილისელი იყო. ორი ვერსია მაქვს: ეს აქცია ან საქართველოში „მოღვაწე“ პრორუსულმა ორგანიზაციებმა დაგეგმეს, ან ამ არასამთავრობოების უკან ის პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებთაც საკითხის გაბუქება და პროვოკაცია აწყობთ. არაა გამორიცხული, რომ შესაძლოა [ამის ორგანიზატორები] ნაციონალებიც იყვნენ, შესაძლოა ორივე მხარესაც კი, რადგან ისინი ამგვარ ტექნოლოგიებს კარგად არიან დაუფლებულნი“, – ამბობს მამუკა არეშიძე.
(სტატიაში ექსპერტი ვრცლად საუბრობს კახეთ-ავარეთის გზის ისტორიაზე, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ სხვა გზებზე, რომლებიც კავკასიის ქედზე გადმოდის და ა.შ.).
„ნებისმიერი მოქალაქე რომ გამოვიდეს და მთავრობას საუვედური უთხრას, ეს ცემთვის გასაგები იქნება, მაგრამ „ნაციონალებს“ ამ თემაზე საუბრის უფლება არ აქვთ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ გეოპოლიტიკური სივრცე აღდგენილიყო. უფრო მეტიც – სხვისთვის დაგებულ ხაფანგში თვითონ გაყვეს თავი და საბოლოოდ, ომში დამარცხდნენ.
ცხადია, ხელისუფლება ამ კუთხით აქტიური უნდა იყოს, მაგრამ რა მემკვიდრეობა დატოვეს „ნაციონალებმა“? ერთადერთი გზა დასავლეთზე აპელირება რჩება, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ ყოველგვარი ინიციატივის საშუალება დაკარგა. პირადად მე ხელისუფლებისთვის იმის საყვედურის თქმა შემიძლია, რომ ის სოხუმსა და ცხინვალში კულუარულად არ მუშაობს.
ამას წინათ მოსკოვში საერთაშორისო კონფერენციაზე ვიყავი (შვეიცარიის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული), რუსულ-ქართული დიალოგის ცარჩოებში… რუსეთი საკითხს ასე აყენებს – აფხაზეთს და ცხინვალს ნუ შევეხებით, დანარჩენზე ვილაპარაკოთო. არადა, ტერიტორიიების საკითხი ისევ დღის წესრიგში უნდა დაგეს – ნათქვამია, წვეთმა ქვა გახვრიტაო. მართალია, დღეს მოლაპარაკებები მხოლოდ ღვინოზე და ავიაფრენებზე არ მიდის, მაგრამ თუ საქართველოში ნატოს საწრთვნელი ბაზების მშენებლობა დაიწყება, მაშინ 2006 წლის მოვლენების გამეორების საშიშროება დადგება. კონტრგადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო… მართალია, რუსეთს ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე დღეები უდგას, მაგრამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რუსეთზე არასწორი წარმოდგენებეი აქვთ, ფიქრობენ, იქ მალე ანტისამთავრობო სოციალური გამოსვლები დაიწყებაო, მაგრამ ასე არ მოხდება: რუსები ამგვარ სიტუაციაში საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ ყოფილან და მზად არიან ეკონომიკურ ზეწოლას ბოლომდე გაუძლონ, თუმცა რუსეთი, როგორც სახელმწიფო, მის გარშემო არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გაუძლებს
რუსეთი ისეთ კონდიციამდე უნდა მივიდეს, რომ დასავლეთის ნათქვამი შეისმინოს. პუტინი ჯიუტია, მაგრამ ბზარები უკვე შეიმ,ჩნევა. ამ დროს კი საქართველოს სიდინჯე და სიბრძნის გამოჩენა მართებს“, – ამბობს ინტერვიუში არეშიძე.

Comments are closed