globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 სექტემბერი 2016 წელი

Posted by nanamaoglobal on Sep 5th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ამ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დატოვებს პოლიტიკას“ // ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი გრძნობს პასუხისმგებლობას განვლილ ოთხ წელზე და ცდილობს, ამგვარი ფორმით ანგარიში ჩააბაროს მოსახლეობას

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ თემურ ჭკუასელთან: „როგორ გგონიათ, ჩემთან მოულაპარაკებლად კანდიდატურას მომახსნევინებენ?!“ // „ამომრჩევლები ძირითადად ირაკლი ალასანიას დაპირებას მახსენებენრატომ არ გაგვიზარდეთ პენსია 230 ლარამდეო

„კვირის პალიტრა“: რატომ დატოვეს ნინო ბურჯანაძის პარტია ზაზა ვეკუამ, თამარ ცინცაბაძემ და შალვა ობგაიძემ? //  „დადგება დრო, როდესაცყველა დეტალს გავასაჯაროებ“ // ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვიჩნდა განსხვავებული შეხედულებები, რაც არა მხოლოდ პარტიას, სრულიად ქვეყანას აზიანებს

——

ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა შეთანხმდნენ“ – შუა უნდა გაიკრიფოს“ // „პაატა ბურჭულაძეს აქვს შანსი, გახდეს მესამე ძალა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ ჯგერენაიასთან: „არცერთი პარტია არ ამბობს, რის ხარჯზე გაზრდის პენსიებს“ // „პროგრამები მოდაში არ არის“

——

„რეზონანსი“ (03 სექტემბერი): ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება და „ჰეტეროკრატია“ „ოცნებას“ არჩევნებს მოაგებინებს“

„რეზონანსი“ (03 სექტემბერი): ახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი 100 დეპუტატის გაყვანაზე?

——

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოცნება“ პარლამენტში 100 დეპუტატს მხოლოდ არჩევნების გაყალბებით თუ შეიყვანს“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „პირველ ადგილზე „ოცნება“ იქნება, მეორეზე – „ნაცმოძრაობა“ // წინასაარჩევნო რეიტინგების ომი

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: „საზოგადოება გაიზარდა და მას მრავალფეროვანი პარლამენტის ხილვა სურს“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: იქნება თუ არა მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული? (გამოკითხვა)

„რეზონანსი//მთელი კვირა“: რომელი სახელმწიფოს სახელით მოქმედებს კრემლი საქართველოში // „რუსეთს საქართველოს პარლამენტში 10-15-კაციანი ჯგუფი უნდა“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ქართული პორტების ხელში ჩაგდების გეგმა კრემლში უკვე არსებობს“ // მოსკოვი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით იმოქმედებს

——

ვესია: ორი გეგმა, რომლითაც „ნაციონალები“ არჩევნების წინ ციხეებში ვითარების არევას შეეცდებიან // ვისი დახმარებით და რა პროვოკაცია მზადდება სასჯელაღსრულების სისტემაში

——

„თბილისელები“: რატომ შემცირდა საქართველოში მოსახლეობა 1989 წლიდან დღემდე მილიონ რვაასი ათასით და რატომ აღარ დაბრუნდება უკან 500 000 ქართველი?

„თბილისელები“: რატომ ჩაითვალა საქართველოში უწმაწური სიტყვებით ლაპარაკი თავისუფლების გამოხატულებად?

——————-

„კვირის პალიტრა“, 5 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ამ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დატოვებს პოლიტიკას // „ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი გრძნობს პასუხისმგებლობას განვლილ ოთხ წელზე და ცდილობს, ამგვარი ფორმით ანგარიში ჩააბაროს მოსახლეობას

ნათია დოლიძე

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ამჯერად კვლევა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია JPM-მა ჩაატარა. გამოკითხულთა 32% აპირებს ხმა “ქართულ ოცნებას” მისცეს, ხოლო 16% – “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია. ამ მონაცემებით ბარიერის გადალახვას სწორედ ეს ორი ძალა ახერხებს. “თავისუფალ დემოკრატებსა” და ლეიბორისტულ პარტიას მხარს გამოკითხულთა 4-4% უჭერს, პაატა ბურჭულაძის მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისათვის” – 3%, “პატრიოტთა ალიანსს” და “დემოკრატიულ მოძრაობას” კი – 2-2%. წინა კვლევების მსგავსად, კვლავაც მაღალია იმ ამომრჩევლის რაოდენობა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია (34%). სწორედ ამ მონაცემებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- სიმართლე გითხრათ, ჩვენში სოციოლოგიურ კვლევებს სახელი ისე აქვს გატეხილი, მიჭირს მათი შედეგების შეფასება, თუმცა ზოგადი ტენდენციები მეტ-ნაკლებად ჩანს. რას ვიზამთ, რეალობა ასეთია. საარჩევნო ასპარეზზე ისევ ორი მთავარი პოლიტიკური ძალაა – თუ წარსულში გინდა დაბრუნება, ხმა “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა მისცე, თუ მეტ-ნაკლებად თავისუფალ გარემოში გსურს ცხოვრება, “ქართულ ოცნებას”. არადა, ამ ორი პოლიტიკური ძალის მოქმედებით ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კმაყოფილი არ არის, სწორედ ამით მგონია განპირობებული, რომ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ჯერაც ვერ გადაწყვიტა, ვის მისცეს ხმა. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში “ნაციონალურ მოძრაობას” მხარდამჭერთა ზრდის პოტენციალი ნაკლებად აქვს, მეეჭვება ჯერაც გაურკვეველი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმხროს. ამაში ვგულისხმობ პაატა ბურჭულაძესა და მასთან ალიანსში შესულ “ნაცმოძრაობის” სატელიტებსაც. ამათ, ყველამ ერთად, დაახლოებით 20%-ს შეიძლება მოუყარონ თავი. მათგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა, ვფიქრობ, მოიმატებს.

ამ კვლევით ისე ჩანს, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ბარიერის გადალახვის პრობლემა ყველა სხვა ძალას აქვს.
მე მაინც მგონია, რომ მომავალ პარლამენტში ორზე მეტი სუბიექტი შევა. ჩემი აზრით, ბარიერს გადალახავს როგორც “თავისუფალი დემოკრატები”, ასევე “პატრიოტთა ალიანსი”. გულდასაწყვეტია, რომ მომავალ პარლამენტში, დიდი ალბათობით, ვერ მოხვდებიან რესპუბლიკელები.

- მიუხედავად იმისა, რომ არც მიხეილ სააკაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად აღარ არიან პოლიტიკურ არენაზე, ისე ჩანს, რომ ეს არჩევნებიც მათი დაპირისპირების ასპარეზად იქცევა. ისინი რომ კვლავაც მთავარ ფიგურებად ცდილობენ დარჩენას, მათი სატელევიზიო აქტიურობითაც ჩანსბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ახალი ტელეპროექტი დაიწყო GDS-ზე, მიხეილ სააკაშვილი კი, ფაქტობრივად, არ ჩამოდისრუსთავი 2″-ის ეკრანიდან...

- გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და რეალური ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი – მიხეილ სააკაშვილი. ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის კი დიდი მსოფლმხედველობრივი სხვაობაა. თქვენ თუ შეადარებთ 2012 წლისა და წლევანდელ საარჩევნო კამპანიებს, დიდ სხვაობას დაინახავთ. სისტემური ძალადობა, ხალხის დაშინება, სარეკლამო სივრცის მონოპოლიზება და ა.შ. რაც ახასიათებდა ოთხი წლის წინანდელ წინასაარჩევნო პროცესს, დღეს აღარ ჩანს. აბსოლუტურად სხვაგვარ გარემოში, გაცილებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, გადაცდომები და დარღვევები არის, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. დღეს გარემო გაცილებით თავისუფალია და ამომრჩეველსაც არჩევნის გაკეთება გაცილებით თავისუფლად უწევს. შეიძლება ბევრი საყვედური ვუთხრათ ამჟამინდელ ხელისუფლებას, დიახ, იყო ბევრი შეცდომა, გაცილებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ ოთხ წელიწადში, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში მთავარ იმპერატივად რომ იქცა ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ეს ცხადზე ცხადია. დიახ, ბიძინა ივანიშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც ჩართული არიან საარჩევნო პროცესში, მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემაა: მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მაღალჩინოსანია, შესაბამისად, აშკარად ოდიოზური ვითარებაა – სააკაშვილს უნდა უკრაინაშიც პირველი პირი იყოს, აქაც და დანარჩენ მსოფლიოშიც, ივანიშვილი კი ძალაუფლებისკენ არ ილტვის. ის იძულებით შემოვიდა პოლიტიკაში და დღემდე იძულებით რჩება.

- რას ფიქრობთ ახალ სატელევიზიო პროექტზე, სადაც სწორედ ივანიშვილია მთავარი გმირი. ის სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამანქართულ ოცნებას“?

- ვფიქრობ, ივანიშვილი გრძნობს პასუხისმგებლობას განვლილ ოთხ წელზე და ცდილობს ამგვარი ფორმით ანგარიში ჩააბაროს მოსახლეობას. ამასთან, ეს ერთგვარი წინასაარჩევნო გათვლაა, თუმცა, ძნელია თქმა, ამომრჩეველზე მისი საუბარი რა გავლენას მოახდენს. საქართველოს მოსახლეობა არ არის ჰომოგენური, ჩვენში დიდი მსოფლმხედველობრივი განსხვავებებია… ჩემი აზრით, იმათზე, ვინც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, გავლენის მოხდენა გაჭირდება, თუმცა, ალბათ, სატელევიზიო ფორმატის გათვლა სწორედ იმ ამომრჩეველზეა, ვინც ჯერ ვერ გადაწყვიტა, ვის უნდა მისცეს ხმა.
ჩემი აზრით, ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საბოლოოდ დატოვებს პოლიტიკას, ანუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოვა, მოახერხებს ქვეყნის სწორად მართვას.

- კიდევ ერთ სატელევიზიო პროექტზე უნდა გკითხოთ. ვგულისხმობ, გოგა ხაინდრავას მარავალსერიიან ფილმს, რომელიც სწორედ არჩევნების წინ გამოვა ეკრანებზე და ასახავს სააკაშვილის 9-წლიან ძალადობრივ მმართველობას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომქართული ოცნება“, ნაცვლად იმისა, ამომრჩეველს გასული 4 წლის მმართველობის შედეგებს აცნობდეს და მომავალზე ელაპარაკებოდეს, ისევნაციონალური მოძრაობისკრიტიკითა და ციხის კადრების უკვე მხატვრული ვერსიით ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას...

- არა მგონია, ეს შეფასება სამართლიანი იყოს. როგორც ვიცი, ამ ფილმის გადაღება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს და მეეჭვება, წინასწარ სცოდნოდათ, საარჩევნოდ მოესწრებოდა თუ არა. ფილმში დიდი ფულია გადახდილი და, ბუნებრივია, ვინც გადაიხადა, ეცდება, მისგან გარკვეული დივიდენდები მიიღოს, მათ შორის, პოლიტიკური, და ამაში ვერავის გავამტყუნებთ. მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ აზრს, რომ მხოლოდ ამ ფილმით და “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკით ცდილობენ ფონს გასვლას. მე ვხედავ, რომ მთავრობა გამუდმებით ლაპარაკობს როგორც მიღწევებზე, ასევე გეგმებზეც, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ყველაზე მეტად ერთმანეთს სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” აკრიტიკებენ. ეს შემთხვევითი არ არის, თავშივე ვთქვით, რომ ეს ორი ძალაა ამ არჩევნების მთავარი გმირი. “ქართული ოცნების” მნიშვნელოვან ნაწილს სურს დისკურსის პოზიტიურ სივრცეში გადატანა, მაგრამ ამის საშუალებას დიდწილად სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” არ აძლევს.

- საქართველოში რუსული კომპანიაიანდექს ტაქსიშემოვიდა, რასაც ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა გაირკვა, რომიანდექსისრუკაზე საქართველო წარმოდგენილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე...

- მოსახლეობის დიდ ნაწილს და მათ შორის მეც, ამგვარი კომპანიების საქართველოში გამოჩენა ნამდვილად გვაღიზიანებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართული ეკონომიკური კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია. თქვენც შეგიძლიათ ტაქსის ნიშანი დაადგათ თქვენს მანქანას და იმუშაოთ ისე, რომ არც გადასახადი გადაიხადოთ და არც რაიმე ნებართვა აიღოთ. ამ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი საკანონმდებლო საშუალება, რომ ამ კომპანიას ლიცენზია გაუუქმდეს. ახსენეს “ოკუპაციის შესახებ” კანონი, მაგრამ, როგორც იურისტები განმარტავენ, ამ კანონის მოქმედება ვერ არეგულირებს მსგავსი კომპანიების საქმიანობას. ერთადერთი, რისი გაკეთებაც რიგით მოქალაქეებს შეგვიძლია, ის არის, რომ ამ ტაქსიში არ ჩავსხდეთ, რასაც პირადად მე ვაპირებ.

როგორც გვითხრეს, 2017 წლიდან შემოვა ტაქსების ლიცენზირება და იმედია, ეს კომპანია ვერ მიიღებს ნებართვას. ამ სფეროს რეგულირება რომ აუცილებელია, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მთავრობას ესმის, უბრალოდ, ეს საკითხიც, ისევე, როგორც მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვა, არჩევნებს შეეწირა. ხელისუფლებას ისევ არჩევნების შიშმა გადაადებინა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

- აფხაზეთის .. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამფეისბუკშიგაავრცელა ფოტოები, სადაც ყარაბაღში ჩასულ არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც არის გადაღებული

- ვიდრე ამაზე დავიწყებ ლაპარაკს, ისიც გავიხსენოთ, რომ ორიოდე დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ექსტრადიცია მოხდა მოლდავეთიდან. ოფიციალურად ამ ხალხს სარგსიანიც არ შეხვდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არაოფიციალურად კონიაკით ხელში გაესაუბრა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ სომხეთის პოლიტიკური ელიტა აკმაყოფილებს ზნეობრივი და პოლიტიკური ქმედებების ევროპულ მოთხოვნებს.

- ორიოდე დღის წინ თბილისის ცენტრში, დღისით, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ვერსიით, ეს კრიმინალური გარჩევის შედეგიაზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, კრიმინალების ასეთი გათავხედება არასწორი პოლიტიკის ბრალია

- ნამდვილად სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა გამოძიების დასრულებამდე, ალბათ, ვერავინ იტყვის დაზუსტებით, რომ ეს მაინცდამაინც კრიმინალური გარჩევა იყო. გინახავთ ქვეყანა, სადაც კრიმინალური სამყარო არ არსებობს? მე არ მინახავს. ასეთი რამ საფრანგეთშიც ხდება, აშშ-შიც, გერმანიაშიც და ა.შ. ვერც იმას ვიტყვი, რომ აქ კრიმინალური სამყარო წახალისებულია, რადგან ვხედავთ, რომ დანაშაულები სწრაფად იხსნება, ამჯერადაც მკვლელობაში ბრალდებული, მგონი, ერთ საათში დააკავეს.

- მოკლული სოსო ჯოხაძე ამ რამდენიმე ხნის წინ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ხელისუფლების ოპონენტებმა მისი და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ფოტო გამოაქვეყნეს. მაშინ წულუკიანს კრიმინალებთან მეგობრობას აბრალებდნენ, დღეს კი ისეთი აზრიც გაჩნდა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გავლენების მოსაპოვებლად შესაძლოა კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს

- როგორც ვხვდები, ამას ამბობს ის ხალხი, ვინც თავის დროზე თვითონ ცდილობდა კრიმინალების გამოყენებას. ჩემი აზრით, ამგვარი ბრალდება სრულიად აბსურდულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამგვარი რესურსი იმდენად მცირეა, რომ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ძალიან მეეჭვება “ქართული ოცნების” რეალურ ლიდერს, ივანიშვილს, და პრემიერ კვირიკაშვილს ამგვარ გეგმაზე საერთოდ ეფიქრათ. ეს არის ხელმოცარული ოპოზიციის უსაფუძვლო განცხადებები.

- გონიოში ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების მოძებნა დღემდე ვერ მოხერხდა. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას თქმით, ინსტრუქტორებს, ვინც ამ ბიჭებს ახლდნენ, ლიცენზია არ ჰქონდათ, რაც არ დაადასტურა გენშტაბის უფროსმა. იზორიას განცხადებას მწვავედ გამოეხმაურა თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელიც

- დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვფიქრობ, აქ რაღაც სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ, ჰქონდათ თუ არა ინსტრუქტორებს ლიცენზია და ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. რა მოხდა იქ, მართლაც გაუგებარია. როგორც წესი, დაღუპულთა გვამები ამოტივტივდება ხოლმე წყლის ზედაპირზე, არადა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილმა თურქულმა გემმა მათ კვალს ვერ მიაგნო. ვშიშობ, ყველაფერი ისე დასრულდება, რომ ვერ გავიგებთ, რა მოხდა. ვიმეორებ, შემაშფოთებელია თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების შეუთანხმებელი განცხადებები. იზორია შეცდა, როდესაც ინსტრუქტორების თაობაზე საჯაროდ გააკეთა განცხადება. ეს პოლიტიკურად არასწორი იყო. მაინცდამაინც არც ხიდაშელის განცხადებები ბრწყინავდა, მისი ლაპარაკი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ლაპარაკს უფრო ჰგავდა, ვიდრე პოლიტიკური ლიდერისას.

- როგორ შეაფასებთ დედაქალაქის მერიის გარშემო შექმნილ ვითარებას?

- სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა, რომ თბილისის მერია თვითონ ქმნის პრობლემებს, მერე კი გმირულად ძლევს მათ. პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა თბილისის ახალ მერს, უნდა შეექმნა ქალაქის განვითარების სტრატეგია, მათ შორის იმ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, რასაც ქალაქის გამწვანება და ეკოლოგია ჰქვია. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ დაბინძურებულ ქალაქში და მთელი ძალისხმევა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს როგორმე დავძლიოთ. ამის მაგივრად კი ვხედავთ ისევ ხეების მოჭრას, უსისტემო განაშენიანებას და ა.შ. ქალაქი სულ სხვა მეთოდებით უნდა იმართებოდეს!
პროტესტი და მოთხოვნა, რომ ქალაქის მართვაში ჩაერთონ არასამთავრობო სექტორისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები, ნიშნავს, რომ საზოგადოება არ ენდობა ქალაქის ხელმძღვანელობას და ცდილობს მისი ადგილის დაკავებას, რაც ნებისმიერ ნორმალურ ქალაქში სასაცილო ამბავი იქნებოდა. როგორც ყველა სფეროში, აქაც კომპეტენციის პრობლემაა. იმ ხალხმა, ვინც თბილისის სათავეშია, არ იცის, როგორ უნდა მართოს ქალაქი.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნარმანია ნორმალური მერია, რომელიც ბევრ საქმეს აკეთებს, მისი პრობლემა მხოლოდ საზოგადოებასთან არასწორი ურთიერთობაა...

- ვიცნობ ბატონ დათოს, ის პროფესიონალი ეკონომისტია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქალაქი რომ სწორად მართო, ბოლოს და ბოლოს, მის პრობლემებში უნდა დაიბადო და გაიზარდო. ბატონმა დავით ნარმანიამ კი, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქუჩის მდებარეობაც არ იცის. ნარმანიას არჩევა ივანიშვილის შეცდომა კი არა, ჩვენი, ამ ქალაქის მცხოვრებთა შეცდომაა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენ ავირჩიეთ და ახლა უნდა ვცეთ პატივი ჩვენივე არჩევანს და დაველოდოთ მომავალ არჩევნებს, სადაც ახალ მერს ავირჩევთ.

- გასული კვირის სენსაციად იქცა მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა მორიგი გამოცდები, რომლის შედეგებითაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითქმის 80%-მა ვერ გადალახა

- ეს არის დიდი ხნის სისტემური პრობლემა, რომლის დაძლევა ვერა და ვერ მოხერხდა. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მასწავლებლებად მიდიან ხელმოცარული ადამიანები, რომელთაც სხვა სფეროებში არ გაუმართლათ და ვისი კომპეტენცია და პროფესიული თვისებები ძალიან დაბალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახეთ, რა დაბალია მასწავლებლის ხელფასი, რატომ მოუნდება მაღალი კომპეტენციის პროფესიონალს ამ ხელფასზე მუშაობა? არადა, ვითარება მართლაც კატასტროფულია. ჩემი აზრით, ქვეყანაში ეს არის ყველაზე მწვავე საკითხი, პრობლემა, რომელსაც დროულად სჭირდება მოვლა-პატრონობა, ვინაიდან სასკოლო განათლება ქმნის ქვეყნის განვითარების იმედს. არ გვეყოლება განათლებული ახალგაზრდობა, არ გვექნება სახელმწიფო.

„კვირის პალიტრა“, 5 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ თემურ ჭკუასელთან: „როგორ გგონიათ, ჩემთან მოულაპარაკებლად კანდიდატურას მომახსნევინებენ?!“ // „ამომრჩევლები ძირითადად ირაკლი ალასანიას დაპირებას მახსენებენრატომ არ გაგვიზარდეთ პენსია 230 ლარამდეო

რუსუდან შელია

რეგიონული მედიის ცნობით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ თემურ ჭკუასელს გურიაში წინასაარჩევნო კამპანიისას მხოლოდ პარტიის აქტივისტები ხვდებიან. თურმე მოსახლეობის ნაწილი მასზე იმდენად განაწყენებულია, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე კვერცხებიც კი დაუშინეს. დეტალებზე “კვირის პალიტრასთან” ჩოხატაურსა და ლანჩხუთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი თემურ ჭკუასელი საუბრობს:

- ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც მოსახლეობას ჩემს საარჩევნო პროგრამას ვაცნობდი, ვინმე­ მენაბდე გამოვიდა და გინება დაიწყო. მშვიდად ავუხსენი,­ “ქარ­თულმა ოც­ნებამ” ამ ქვეყანაში დემოკრატია დაამკვიდრა და თუ არ მოგწონვარ, არჩევნებში ხმას ნუ მომცემ-მეთქი.

- ითქვა, რომ თქვენთან შეხვედრებზე მხოლოდ პარტიის აქტივისტები მოდიან, ერთ-ერთ შეხვედრაზე კი ამომრჩევლებმა კვერცხები დაგიშინეს

- ეს სიცრუეა! როგორც უნდა ვეზიზღებოდე, გურული ქალი ხილისა და კვერცხის დაშენას არასოდეს იკადრებს. დიახ, იყო ერთ-ორი არაკეთილგანწყობილი პიროვნება, თუმცა ისინი სოფელმა დააშოშმინა. ძირითადად ადამიანებს ჩემი დანახვა უხარიათ – როგორც ჩანს, ჩემი იუმორიც მოსწონთ. შეხვედრებზეც შეკრებილთა რაოდენობის სიმცირეს არ ვუჩივი, ჩემი თითოეული სიტყვა დამაჯერებლად ეჩვენებათ.

- ოთხი წლის მანძილზე რაიონში რომელი კონკრეტული პრობლემის მოგვარება მოახერხეთ?

- დღეს დაპირებებზე ნაკლებად ვსაუბრობ, თუმცა, ბუნებრივია, ხალხს დიდი მოთხოვნები აქვს. ოთხი წლის წინ შემომჩიოდნენ, – მშობიარობის ფული არ გვაქვს, ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნა, ბავშვები სკოლაში ვერ დაგვყავსო… დღეს, თავადაც მეთანხმებიან, რომ მოთხოვნები შეცვლილია. ახლა განაწყენებული არიან – სოციალური დახმარება რატომ მოგვიხსნესო. გპირდებით, კანონმდებლობის შეცვლაზე აუცილებლად ვიმუშავებ-მეთქი. ისე, ძირითადად ირაკლი ალასანიას დაპირებას მახსენებენ – რატომ არ გაგვიზარდეთ პენსია 230 ლარამდეო. ჩვენ მაგას არ დაგპირებივართ, ამის თაობაზე ირაკლი ალასანიას მიაკითხეთ-მეთქი, – ვპასუხობ…

- გავრცელდა ინფორმაცია, რომქართული ოცნებათქვენი კანდიდატურის შეცვლას გეგმავს.

- არ გადამრიოთ!.. რას ამბობთ, უზარმაზარი ბილბორდებია გამოკრული.

- ბილბორდები გოდერძი ბუკიასაც გამოკრული ჰქონდა, თუმცა ამას კანდიდატურის მოხსნა არ შეუფერხებია...

ამაზე სერიოზული საუბარი პარტიაში არ ყოფილა. თანაც პოლიტსაბჭოს წევრი ვარ, როგორ გგონიათ, ჩემთან მოულაპარაკებლად კანდიდატურას მომახსნევინებენ?! პირადად მე არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის, სანამ ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდებოდა, პრემიერმა მკითხა, – რას აპირებთო. ვუპასუხე, – როგორც პარტია გადაწყვეტს, ისე ვიმოქმედებ-მეთქი. თუ გუნდი უფრო ძლიერ კანდიდატს იპოვიდა, ჩემ ნაცვლად საარჩევნო მარათონში სხვა ჩაერთვებოდა. ბოლოს გაირკვა, რომ დასახელებულთა შორის ყველაზე ძლიერი მაინც მე ვიყავი – დედაჩემი ლანჩხუთის რაიონიდანაა, მამა – ჩოხატაურელი, ამიტომ სიტუაციას მოვერგე. ვერც ერთი რაიონი ვერ იტყოდა, ჩვენიანი არ არისო. ამიტომ არა მგონია, გუნდი ახლა სხვა კანდიდატურას ეძებდეს.

„კვირის პალიტრა“, 5 სექტემბერი, 2016 წელი

რატომ დატოვეს ნინო ბურჯანაძის პარტია ზაზა ვეკუამ, თამარ ცინცაბაძემ და შალვა ობგაიძემ? //  „დადგება დრო, როდესაცყველა დეტალს გავასაჯაროებ“ // „ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვიჩნდა განსხვავებული შეხედულებები, რაც არა მხოლოდ პარტიას, სრულიად ქვეყანას აზიანებს

რუსუდან შელია

თბილისის საკრებულოში ბურჯანაძის ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძ­რაობა” დაიშალა. ნინო ბურჯანაძის პარტია გენერალურმა მდივანმა ზაზა ვეკუამ, აღმასრულებელმა მდივანმა თამარ ცინცაბაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა ოგბაიძემ დატოვეს. რა გახდა პარტიიდან წასვლის მთავარი მიზეზი და აქვთ თუ არა მოლაპარაკება სხვა პოლიტიკურ ძალასთან, “კვირის პალიტრას” საკრებულოს წევრი ზაზა ვეკუა ესაუბრა:

- ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია წინასაარჩევნო რეჟიმში არიან, ამიტომ ამ პოლიტიკური ძალის პრობლემებზე ღიად ვერ ვისაუბრებ. თუმცა აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველა დეტალს გავასაჯაროებ. ბუნებრივია, პარტიის სამი ხელმძღვანელის ერთდროულად წამოსვლას სერიოზული მიზეზი ჰქონდა.

- როდის გადაწყვიტეთ პარტიის დატოვება და უკავშირდება თუ არა თქვენი წამოსვლა საარჩევნო სიას, როგორც ამას თქვენი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ?

- პარტიიდან წამოსვლა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გადავწყვიტეთ. არ გვინდოდა, ეს მედიაში გავრცელებულიყო, თუმცა როდესაც რამდენიმე სხდომაზე არ გამოვჩნდით, კითხვები ბუნებრივად გაჩნდა. მიჭირს იმ ადამიანების ადეკვატურად შეფასება, ვინც მიზეზად საარჩევნო სიას ასახელებს. ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვიჩნდა განსხვავებული შეხედულებები, რაც არა მხოლოდ პარტიას, სრულიად ქვეყანას აზიანებს.

- რას გულისხმობთპრორუსული არ იყო და ახლა გახდა, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე მიანიშნებთ?

- პარტია ქვეყნისთვის არა­სწორ მიმართულებას დაადგა. ამაში ჩემი კოლეგებიც დამეთანხმნენ და პარტიიდან წამოვედით.

- უკვე მართავთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებას?

- ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გვაქვს. არც საარჩევნო კამპანიაში ჩავერთვებით. ახალ ფრაქციას ვქმნით და საკრებულოში დედაქალაქის პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობას განვაგრძობთ.

———-

თამარ ცინცაბაძე, თბილისის საკრებულოს წევრი:

- დღეს სამზარეულოს განხილვის დრო ნამდვილად არ არის. “ქართულ ოცნებასთან” ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებები არ გვაქვს, სამივე საკრებულოს დეპუტატებად ვრჩებით.

———–

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრი გიგლა ბარამიძე კი სამი ლიდერის წასვლას საარჩევნო სიაზე შეუთანხმებლობას უკავშირებს:

- შალვა ოგბაიძე, თამარ ცინცაბაძე და ზაზა ვეკუა სიის ხუთეულში მოხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ვუხსნიდით, რომ საკრებულოშიც პარტიის სიით მოხვდნენ – ელემენტარული ადამიანური და პოლიტიკური მორალი ხომ უნდა არსებობდეს?! კარგია, რომ მათ საკრებულოში პარტიის ფრაქციაც დატოვეს.

- გავრცელდა ინფორმაციათითქოს მათუბ­ლოკო სტატუსზეპარტიის ინიციატივა არ მოეწონათ...

- პირიქით, ერთ-ერთი მათგანი “უბლოკო სტატუსის” იდეის ავტორია. მერწმუნეთ, პარტიის საგარეო კურსი პარტიიდან წასვლის მიზეზი არ გამხდარა. სამი თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე, სადაც ეს ინიციატივა გავაჟღერეთ, სამივე ჩვენ გვერდით იდგა. უბრალოდ, წინასაარჩევნოდ, სიის ფორმირების პროცესში, მსგავსი უთანხმოება ყველა პარტიაში ხდება.

ახალი თაობა“, 05 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნება და ნაცმოძრაობა შეთანხმდნენ“ - შუა უნდა გაიკრიფოს“ // „პაატა ბურჭულაძეს აქვს შანსი, გახდეს მესამე ძალა

რატომ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის ტელეეკრანზე ხშირი გამოჩენა წამგებიანი, რაზე გარიგდნენ „ოცნება“ და ყოფილი ხელისუფლება. რატომ ხორციელდება პაატა ბურჭულაძეზე შეტევა, რა მოჰყვება გოგა ხაინდრავას გახმაურებული ფილმის ჩვენებას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადება, არჩევნებზე ჩვენი მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა იქნებაო, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ამ 3 პარტიას ვიხილავთ?

- ეს განცხადება წმინდა წყლის პოლიტტექნოლოგიური საკითხია. ნეგატიური ბრძოლის მეთოდი ასეთია, უნდა შექმნა მტრის ხატი და შუაგაკრეფილ, მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე გამართო ბრძოლა. სინამდვილეში ყველას კარგად გვესმის, რომ „ოცნების“ მთავარი კონკურენტი არც ძველი და არც ახალი ნაცმოძრაობა არ არის. მისი მთავარი ოპონენტი არის საზოგადოება, რომელსაც სერიოზული პრეტენზიები აქვს მმართველ გუნდთან. ახლა ისინი ამ ადამიანების შემობრუნებას უნდა ცდილობდნენ. პოლიტტექნოლოგიები ვახსენე ზემოთ და ამ კუთხით ბევრ ახალ რამეს მოვისმენთ. არ გაგიკვირდეთ, თუ ამ დღეებში ამ ორის გვერდით ნაციონალური მოძრაობის მესამე ფრთაც გამოჩნდეს.

- ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მწარედ აპროტესტებენ ახალი ნაცმოძრაობის გამოჩენას. მათი ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ჩივის, რომ ამ განცხადებით ივანიშვილი ნაცმოძრაობის მომხრეების დაბნევას ცდილობს. ამაზე რას იტყვით?

- ნიკა მელიასა და ნაციონალებს სხვაზე რა აქვთ სათქმელი. მთელი ძალებით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ პაატა ბურჭულაძე არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ბიძინა ივანიშვილი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის პროექტია. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო რიტორიკა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკურ ტექნოლოგიას ყოფილი ხელისუფლებაც წარმატებით იყენებს. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ერთ სიმბიოზად ჩამოყალიბდა. თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, სინამდვილეში ერთმანეთს კვეთენ და ძალიან კარგად თანაცხოვრობენ. დიდი სურვილი აქვთ, რომ სამყაროში მხოლოდ ისინი დარჩნენ და სხვა არავინ არსებობდეს. მათი ეს განცხადებები სწორედ ამ ამოცანას ემსახურება და მეტს არაფერს.

- შუაგაკრეფა ახსენეთ და მოახერხებენ ამ არჩევნებზე ამის გაკეთებას?

- მე არა მგონია, რომ მოახერხონ. შუას გაკრეფას სხვა პოლიტიკური ტემპერატურა სჭირდება, მით უმეტეს, რომ ეს ტექნოლოგია, შევარდნაძიდან მოყოლებული, ბევრჯერ იქნა გამოყენებული და ამომრჩევლისთვის საინტერესო აღარ არის. სხვა საკითხია დანარჩენი პოლიტიკური ელიტა. ეს ფლანგი იმდენად სუსტია, რომ მოსახლეობას ღირსეულ არჩევანს ვერ სთავაზობს. დღეს ძალიან საინტერესო სიტუაციაა შექმნილი – არჩევნებში ვინც მონაწილეობს, ყველა იმ პარტიის ჯამური რეიტინგი იმაზე ნაკლებია, ვიდრე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა. შესაბამისად, მთელი პოლიტიკური ელიტა არ არის ლეგიტიმური, მით უმეტეს არაა ლეგიტიმური `ქართული ოცნება~ და ნაციონალური მოძრაობა. ისინი დიდი ხანია უმცირესობაში არიან და ერთადაც კი ვერ აყალიბებენ მთავრობას. ყველა კვლევა ამაზე მიუთითებს. ამავეს ამტკიცებს `იმედის~ ბოლო კვლევა. ამ ორი პარტიის საერთო მაჩვენებელი 50%-ზე ვერ ადის. ამიტომაც ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა და კონკურენტი იმედგაცრუებული ხალხია და არა – ყოფილი ხელისუფლება.

- თქვით, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა პარტიის ამომრჩეველი, ერთად აღებული. რას იზამს ეს ხალხი არჩევნებზე?

- მოდით, ჯერ ის ვთქვათ, ვინ არის ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ეს ის ხალხია, რომელმაც თავის დროზე ნაცმოძრაობას მისცა ხმა. მათგან იმედგაცრუებულებმა უკვე „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი. ეს ხალხი „ოცნებისგანაც“ იმედგაცრუებული დარჩა. შესაბამისად, ისინი მესამე არჩევანს ეძებენ.

- არის ეს მესამე არჩევანი?

- ჯერჯერობით არ ჩანს. ერთადერთი ძალა, რომელიც თეორიულად, შესაძლოა, მესამე არჩევანად იქნეს განხილული, პაატა ბურჭულაძეა. ის მიუღებელია როგორც ძველი, ასევე მოქმედი ხელისუფლებისთვის. მათი გაღიზიანება პაატა ბურჭულაძის მიმართ ამით არის განპირობებული. ნაციონალებიც და „ოცნებაც“ მის გასასვრელად ყველაფერს აკეთებენ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა მას მისცეს ხმა?

- თეორიულად მესამე ძალად ქცევის ყველაზე მეტი შანსი ბურჭულაძის ბლოკს აქვს. თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მესამე ძალისკენ წავა, მაშინ რეიტინგების დღეს არსებული სურათი თავდაყირა დადგება. ამიტომაც არის, რომ ნაციონალები და „ოცნება“ პოლიტიკურ ველზე მესამეს არ უშვებენ და მზად არიან, ყველა ჩაძირონ, ვინც ამ მიმართულებით ამოყოფს თავს. წინასაარჩევნო პროცესი ამ 2 პარტიის მხრიდან ნეგატიურ ჭრილში მიმდინარეობს. ისინი საზოგადოებას არანაირ პოზიტივს არ სთავაზობენ.

- თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი კონკურენტი იმედგაცრუებული ხალხი იქნება. შეძლებს თუ არა ის დარჩენილ დროში ამ ხალხის შემობრუნებას და რა როლს ითამაშებს ამაში ის სატელევიზიო პროექტი, რომელიც მან წინა კვირას დაიწყო?

- მისი სატელევიზიო გამოსვლები განსაკუთრებული ეფექტის მომტანი ვერ იქნება. ერთადერთი, რაც ამას მოჰყვება, ისაა, რომ „ოცნების“ რეიტინგის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. ის სატელევიზიო პროექტი, რომელიც, ალბათ, მისმა მრჩევლებმა მოიფიქრეს, პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის წამგებიანი იქნება.

- რატომ იქნება წამგებიანი?

- მე თეორიაშიც კი არ გამიგია პრეცედენტი პერმანენტული პრესკონფერენციების ჩატარებისა. ის რასაც აკეთებს, არის წმინდა წყლის პრესკონფერენცია და ერთ თვეში ერთსა და იმავე თემაზე 10 პრესკონფერენცია ძალიან მძიმე საყურებელია. ეს უკვე ამ კვირაში იჩენს თავს. მესამე-მეოთხე გადაცემიდან მას წინა გადაცემებში ნათქვამის გამეორება დასჭირდება, რაც მას შეიძლება ძალიან ცუდად შეუტრიალდეს. ამიტომ მას ვურჩევდი, რაღაცნაირად მოახერხოს ამ ფორმატის ტრანსფორმირება. დავიჯერო, მის გვერდით არ არის ვინმე საქმეში ჩახედული, რომ ამაზე ესაუბროს?

- პირველ გადაცემაზე რას იტყვით?

- ვერც მას ჩავთვლი დიდ პოზიტივად. მომავალში, როგორც უკვე გითხარით, უარესი იქნება.

- ამ კვირაში იწყება დიდი ხნის წინ დაპირებული ფილმის ჰეროკრატიის ჩვენება. ოცნებაში ფიქრობენ, რომ ის ამომრჩეველზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. თქვენ რას ფიქრობთ?

- ეს ფილმი მე ნანახი არ მაქვს და, რაც არ გინახავს, იმაზე მსჯელობა ძნელია. იმედი იმისა, რომ ეს ფილმი ნაციონალებს ამომრჩეველს წაართმევს, ილუზიაა და მეტი არაფერი.

- რატომ გგონიათ, რომ ნაციონალებს ვერ წაართმევს ამომრჩეველს?

- ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის პროფილიდან გამომდინარე, ეს არის გამორიცხული.

- ვერც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იქონიებს ფილმი გავლენას?

- გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე რაღაც დოზით, ალბათ, იმუშავებს, თუმცა ფილმი არჩევნებში რაღაც სასწაულ და რადიკალურ როლს არ ითამაშებს. მხატვრული ფილმის სხვა მხარეებზე ვერ ვილაპარაკებ, თან ნანახი არ მაქვს და თან შეფასებაში სუბიექტური ვიქნები.

- სუბიექტური რატომ იქნებით?

- გოგა ხაინდრავა ჩემთვის უცხო ადამიანი არ არის. მე მას ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ მისი ნამუშევარი ძალიან წარმატებული იყოს. არჩევნების წინ ამ ფილმის გაშვება, შესაძლოა, ცუდი შედეგის მომტანიც იყოს. არჩევნების წინ მისი გაშვება ფილმის დაკნინებაა და ამაზე ვწუხვარ.

- ნაციონალები რას დაუპირისპირებენ ამ ფილმს?

- ყოფილი ხელისუფლება გადაფარვის პრინციპს მიმართავს. მათ ექნებათ გეგმა. ამ გადაფარვაში ბევრი რამე იგულისხმება და ამ კუთხით ძალიან ცხელი სექტემბერი გველოდება.

ახალი თაობა“, 05 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ემზარ ჯგერენაიასთან: „არცერთი პარტია არ ამბობს, რის ხარჯზე გაზრდის პენსიებს“ // „პროგრამები მოდაში არ არის

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აფასებს.

- ბატონო ემზარ, რამდენად სტაბილურია დღეს ეკონომიკური მდგომარეობა?

- ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო _ არა, მაგრამ ნორმალური ნამდვილად არის. ეკონომიკური ზრდაც გადაიხედა და, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, გახდა +3%. სავალუტო კურსიც დასტაბილურდა, რომელიც 2,28-ის დონეზეა. ასევე გამოსწორდა ტრანსფერები. სამწუხაროდ, ექსპორტი ვერ გამოსწორდა და ეს დღესაც პრობლემატურია.

- თქვენ საუბრობთ კურსის სტაბილურობაზე, თუმცა ლარი საგრძნობლად გაუფასურებულია...

- კურსის გაუფასურებას მნიშვნელობა არა აქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ კურსი დასტაბილურდა და მისი სწრაფი ვარდნა არ მოხდა. არც სწრაფი გამყარებაა კარგი და არც _ სწრაფი ვარდნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- გაზაფხულზე საგრძნობლად სწრაფად გამყარდა ლარი, თუმცა მალევე გაუფასურდა. ეს არასწორი იყო?

- დიახ, მოხდა სწრაფი გამყარება და ეს სერიოზული შეცდომა იყო. ამას მალევე მოჰყვა უკუშედეგი და ასევე სწრაფად გაუფასურდა ლარი. ეს ეროვნული ბანკის შეცდომა იყო. მას ინტერვენცია უნდა განეხორციელებინა და არ მიეცა იმის საშუალება, რომ ასეთი რაღაც მომხდარიყო.

- ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს უკვე ხშირად აკრიტიკებენ, არ დგამს სწორ ნაბიჯებსო. რას ფიქრობთ თქვენ?

_ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ ის ნაბიჯები, რომ

Comments are closed