globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 8 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 8th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ჩვენ მოსკოვი გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, მაგრამ ეს ურთიერთობის დასამყარებლად არ კმარა“


„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „რუსეთს საქართველოზე გავლენის გაძლიერების გეგმა აქვს. ეს უპირველესად რეგიონებს ეხება“

„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: ახალი უწყება საგარეო პოლიტიკისთვის

————————

„ახალი თაობა“, 08 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ჩვენ მოსკოვი გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, მაგრამ ეს ურთიერთობის დასამყარებლად არ კმარა“
წყარო: საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
ინტერვიუში ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კომენტარს უკეთებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გარკვეულ პროგნოზებს აკეთებს – როგორც შიდაპოლიტიკურს, ასევე საგარეოპოლიტიკურს (რესპოდენტს ესაუბრება ჟურნალისტი კობა ბენდელიანი).
გთავაზობთ ამონარიდს:
რამაზ საყვარელიძე: საქართველო გამოწვევების წინაშე იქნება, რაც ყველა პარტიას ერთნაირად ეხება. 2015 წლის მამართ ეკონომისტების პროგნოზი მძიმეა. გარდა ამისა, უაღრესად მძიმე სურათი იქმნება ჩრდილოეთით. თუ დასავლეთმა რუსეთს დაუთმო, გათამამებული რუსეთი საქართველოს და უკრაინასაც ახლებურად დაუბრუნდება და სხვა ქვეყნებსაც (მაგალითად, ყაზახეთს) დაადებს თათს. თუ დასავლეთმა გააგრძელა სანქციები, რაც დღეს, საბედნიეროდ, სახეზეა, ეკონომიკურმა კრიზისმა შეიძლება, რუსეთი დაშლის პირას მიიყვანოს. მთლიანობის შესანარჩუნებელ ჯარსაც ფული უნდა. ამ პირობებში რას მოიმოქმედებს რუსეთი, ძნელი სათქმელია. მისი შესაძლო დაშლაც კატასტროფაა – 146 მილიონი ადამიანის უკონტროლო მასა მთელი მსოფლიოსთვის სახიფათოა. ამდენ, რისკებს შორის ურისკო გადაწყეტის მოძებნა რთული იქნება დასავლეთისთვის, უფრო რთული – მისი რეალიზაცია. მთელი მსოფლიო ელოდება ახალ გამოწვევებს აგრესიული ისლამის მხრიდან, რაც მეტ-ნაკლებად საქართველოსაც უკავშირდება. შესაბამისად, საქართველოს შეიძლება დაუდგეს თავდაცვის ამოცანები და მყარი პარტნიორების მოძებნა ამ მიმართულებით საშურია. ამ პროცესეში შესაძლებელია, ახლებურად დადგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ამისთვისაც საჭიროა მომზადება. ბუნებრივია, შიდა პოლიტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს მკაფიო და მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბება არჩევნების წინ და ა.შ.
შეკითხვა: გასული წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში დაბალანსებულ პოლიტიკას იმაზე მეტად ატარებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. მართალია, ამას მოსკოვისათვის ხელი არ შეუშლია, სოხუმთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, ხოლო – ცხინვალთან გაფორმება დაეგეგმა, რომლითაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსია-ანშლუსი დასრულებულადაც კი შეიძლება გამოცხადდეს. ვითარებაში, როცა პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო გარე სამყაროსთან ურთიერთობის პრობლემა აქვს და რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებით ურთულეს მდგომარეობაშია, თქვენი აზრით, რას შეიძლება ემყარებოდეს მოლოდინი, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დაახლოება საქართველოსთვის წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს?
რამაზ საყვარელიძე: ჩემი აზრით, თქვენი კითხვიდან პასუხიც გამომდინარეობს. ვვარაუდობ, რომ ეკონომიკური სირთულეები რუსეთს ბევრ ისეთ პრობლემას გაუჩენს, რომელიც შეაფერხებს მის აგრესიულ პოლიტიკას. ხშირად, დასუსტებული აგრესორი აგრესიის ხალისს კარგავს. ამ ფონზე მასთან მშვიდობიანობის ძებნა შესაძლებელია, შედეგიანი აღმოჩნდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. რუსეთის მეტად გამწარებაც არ არის გამორიცხული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური ჩანს სამშვიდობო პოლიტიკა – იგი მინიმალური დანაკარგების შემცველია.
შეკითხვა: ისეთი პირი უჩანს, მოსკოვთან თბილისის ურთიერთობების თემა შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე საკამათო და პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელიც კი. თუ თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, სავარაუდოდ, რუსეთის თემის აქტუალიზაცია რა კორექტივებს შეტანს ქართულ პოლიტიკაში?
რამაზ საყვარელიძე: მოსკოვის და თბილისის ურთიერთობაში თბილისს აქვს რთული პოზიცია. ჩვენ მოსკოვი გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, მაგრამ ეს ურთიერთობის დასამყარებლად არ კმარა. გასარკვევია, თუ რა შეიძლება შევთავაზოთ მოსკოვს ბორჯომის და ღვინის გარდა. ბევრი ფიქრობს, რომ მოსკოვს აღიზიანებს ჩვენი კავშირი დასავლეთთან და მისი დათმობის ხარჯზე მოსკოვის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ. ეს ვერსია ფაქტებს არ ითვალისწინებს.
ჩვენ წინაა ორი მაგალითი – სომხეთი და აფხაზეთი. ორივე მოსკოვის პოლიტიკას ატარებს. მოსკოვი რითი პასუხობს? ისაკუთრებს მათ ქონებას, სუვერენიტეტს, ცდილობს, მოახდინოს ასიმილაცია. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც პუშკინს დააწერინა ზღაპარი ოქროს თევზზე – ამ ქვეყანის წესია, რომ ერთი სურვილის აღსრულების შემდეგ უფრო მეტი ისურვონ, ვიდრე… გატეხილი გობი არ შეაჩერებთ. ამიტომ, ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში მისი სურვილის აღსრულება მადლიერების მოლოდინით გულუბრყვილობაა.
მოსკოვის სურვილები უნდა იცოდე, როგორც მეტოქის “აქილევსის ქუსლი”. დღეს რუსეთის აქილევსის ქუსლია ეკონომიკა, რომელიც ინგრევა მისი აგრესიული იმიჯის გამო. ვფიქრობ, ამ იმიჯის გამოსწორებაში შეიძლება გამოვადგეთ რუსეთს – თუ იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება, ეს დადებით კორექტივებს შეიტანს მის იმიჯში და შეიძლება, ოდნავ მოდუნდეს დასავლეთის ეკონომიკური მარწუხები. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ მივცეთ კეთილი საქმის განხორციელების საშუალება, სხვა არაფერი გვაქვს შესათავაზებელი რუსეთისთვის. ხოლო ამ მიმართულებით მცდელობას ახალი პოლიტიკური რესურსები დასჭირდება.

„ახალი თაობა“, 08 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „რუსეთს საქართველოზე გავლენის გაძლიერების გეგმა აქვს. ეს უპირველესად რეგიონებს ეხება“
ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ანზორ აბრალავა ეხება საქარღთველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ მოვლენებს (ესაუბრება ჟურნალისტი შორენა კოწოწაშვილი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე თემატურ მიმოხილვას:
ა) საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა
„მაია ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ქვეყანას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნდა. ყოველ შემთხვევაში სამინისტრო ამ კუთხით არასაკმარისად მუშაობდა. უფრო მეტიც: შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრი არ ჰყავდა. მაია ფანჯიკიძე ასრულებდა სტატისტის ფუნქციას. მან ვერცერთი სერიოზული თემა ვერ წარადგინა და ვერ აჩვენა სათანადო დონეზე. ის რაც მოხდა, მაგალითად, ასოცირების ხელსეკრულების გაფორმება, არ იყო საქართველოზე დამოკიდებული და მასში მაია ფანჯიკიძის დამსახურება ნაკლებია. მისი დამსახურება ის იქნებოდა, თუ იგი წინ წამოსწევდა იმ ზეწოლებს, რომლებიც საქართველოს მიმართ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცეებისათვის მზად არ ვართ ევროკავშირში სრული ინტეგრაციისათვის… მაია ფანჯიკიძეს ეს ყველაფერი მკაფიოდ უნდა წარმოეჩინა და მოეთხოვა, რომ თუ საქართველო მზადაა ავღანეთსა და ერაყის სამხედრო ოპერაციებისათვის, მაშინ რატომ არაა მზად ევროკავშირში შესასვლელად. ნაციონალების“ პროვოკაციული განცხადებები არ უნდა იყოს ჩვენთვის ბარიერების შემქმნელი. „ნაციონალური მოძრაობა“ პრორუსული ძალაა, მაგრამ ამის გაპიარებას ხელისუფლება ვერ ახერხებს“.
ბ) უკრაინა და მიხეილ სააკაშვილი
„ახლა რასაც „ნაციონალები“ უკრაინაში აკეთებენ – მხედველობაში მაქვს იქაურ მტავრობაში „ნაციონალების“ კადრების დანიშვნა – ეს უკრაინელების სიბრიყვეზე მიუთითებს. არასწორია, რომ უკრაინას საქართველოს ადარებენ, რადგან უკრაინელები და რუსები ერთი ეთნოსის წარმომადგენლები არიან. ის, რაც მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ხდება უკრაინაში, ეს არის წმინდა წყლის რუსული პოლიტიკა. მიხეიკლ სააკაშვილი არის პროვოკატორი, იგი რუსულ პოლიტიკას ახორციელებს. სამწუხაროდ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ აღუდგა მის საქმიანობას და დასავლეთის თვალში არგუმენტირებულად ვერ დაასაბათა სააკაშვილის პიროვნების პროვოკატორობა“.
გ) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემა
„ამ ეტაპზე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი არ გამოვა, რადგან ეს რუსეთთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენ რუსებთან უნდა მოვილაპარაკოთ. დღეს იქ რუსული ჯარია, რუსული დაზვერვაა, რუსული პოლიტიკაა და რუსეთი გვეუბნება, აფხაზებსა და ოსებს ესაუბრეთო, ისისნი კი მოსკოვის გარეშე არ გვესაუბრებიან.
რუსეთს საქართველოზე გავლენის გაძლიერების გეგმა აქვს. ეს უპირველესად რეგიონებს ეხება. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უკვე გაფორმებული და გასაფორმებელი ხელშეკრულებებიც ამას მოწმობს. შესაძლოა, ხელშეკრულების დადება კიდევ რომელიმე რეგიონთანაც აქვს განზრახული, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით არ იკვეთება. ჩვენი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის საუბრები პოლიტიკა კი არ არის, არამედ საკითხის მიმოხილვა, სესაბამისად, ჩვენი ქმედება ადექვატური უნდა იყოს. რაც სეეხება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას, ეს რუსების ულტიმატუმია და უკავშირდება ირანთან მიმოსვლას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. ეს მხოლოდ რკინიგზა არ არის. მე ტავის დროზე მისი გახსნის მომხრე ვიყავი და არც ახლა ვარ მოწინააღმდეგეგ. მჯერა, რომ რკინიგზა საბოლოოდ გაიხსნება“.
დ) საქართველო-რუსეთის ურთიერთობა
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დიდ ეკონომიკურ რყევებს რუსეთში იქნება საქართველოსთვის სასიკეთო ცვილილებები მოჰყვეს. ზოგს ჰგონია, რომ რუსეთის ტერიტორია და რესურსები დიდია და რუსეთი სანქციებს გაუძლებს, მაგრამ სიტუაცია იცვლება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობასთან, რუსეთ-ევროპის ურთიერთობასთან, მაგრამ აქ მაინც წამყვანი ამერიკაა. ევროპამ კარგად იცის, რას ნიშნავს რუსეთის თვახედობა. მოსკოვს სეუძლია კვლავ შევიდეს ევროპაში რუსული ჩექმით – კვლავ დაიკავოს პარიზი, ბერლინი, პრაღა და რომელი დედაქლაქიც გნებავთ. ამ წუთს რუსეთის შემაკავებელი ძალა არის მხოლოდ სამხედრო ძალა და არა პოლიტიკური ნება. თუ პრობლემა ასე არ იქნა დანახული და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩავა რუსეთში და იქ ვიღაცას დაელაპარაკება, ეს არასწორია“.

„რეზონანსი“, 8 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: ახალი უწყება საგარეო პოლიტიკისთვის
ია აბულაშვილი
(შემოკლებით)
ახალი წლიდან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებს ახლად შექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიმუშავებს, რომლის ფუნქციებში ასევე შედის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული ყველა სუბიექტის კოორდინაცია და იმ თემების განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით, ასეთია ის მოკლე ინფორმაცია, რომელიც საბჭოს შექმნის თაობაზე საზოგადოებას მიეწოდა.
საბჭოს სამომავლო საქმიანობასა და მის ფუნქციებს კომენტარს უკეთებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:
„მართალია, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საბჭო იმიტომ არ იქმნება, რომ სამინისტრო ცუდად მუშაობსო, მაგრამ იგი დიპლომატია და დიპლომატის ნათქვამი საწინააღმდეგოდ უნდა გავიგოთ. მე თედო ჯაფარიძეს ნახევარი საუკუნეა ვიცნობ და მის პროფესიონალიზმში ეჭვიც არ მეპარება. ისიც კარგად ვიცი, თუ რა ძნელია პროფესიონალი ადამიანისათვის მუშაობა ამ დილეტანტიზმის ჭაობში. მოკლედ, მისი ნათქვამი ნიშნავს, რომ „გამგები გაიგებს“.
ამ პრობლემას თუ სიღრმისეულად შევხედავთ, ვატყობ, რომ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, რუდიმენტად ქცეული საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციების გადანაწილება აქვს განზრახული რამდენიმე კომისიასა და უწყებათაშორისო სტრუქტურაზე, თორემ ქვეყანაში, სადაც ორი უშიშროების საბჭო და ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის რამდენიმე უწყება არსებობს, კიდევ ერთი საბჭოს შექმნა აბსოლუტურად გაუგებარ დანამატად გამოიყურება. (…)
საბჭოს შექმნის მიზეზი შეიძლება იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაეფექტური მუშაობა. ცხადია, ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს სრული საფუძველი აქვს აღფრთოვანებული არ იყოს ჩვენი საგარეო საქმეთა უწყების და პირადად მინისტრის (ძველისაც და ახალისაც) პროფესიონალიზმით და ეფექტურობით და გამოსავლად მოიძებნა კიდევ ერთი ახალი ბიუროკრატული უწყების დაარსება.
საერთოდ, პროფესიონალიზმი რომ ყოფილიყო ჩვენი საკადრო პოლიტუიკის მტავარი პრიორიტეტი, ვერც ფანჯიკიძე და ვერც ბერუჩაშვილი მინისტრებად ვერ გახდებოდნენ. არაფერს ვამბობ იმაზე (ანეგდოტივით რომ გამოიყურება), რომ თურმე ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაცვა ჰყოლიათ. თუ საქართველოს მტრები ჰყავს (და ალბათ, ჰყავს), მაშინ მათ სამიზნედ არაპროფესიონალი მინისტრები ნამდვილად ვერ იქცევიან, ისინი ჩვენს მინისტრებზე დროს არ დაკარგავენ, ვინაიდან ყოველი ჩვენი არაპროფესიონალი ჩინოვნიკი ჩვენი მტრისთვის ლანგარზე მირთმეული საჩუქარია.
რაც შეეხება საბჭოს ფუნქციებს: მის წევრებს შორის ძნელი იქნება კონსენსუსის მიღწევა, ამიტომაც ამ ახალი უწყების მარგი ქმედების კოეფიციენტი თავიდანვე განწირულია. ალბათ პირველ სარეკომენდაციო პრობლემად იქცევა რუსეთთან ურთიერთობის საკითხი, ევროსტრუქტურებთან ჩვენი თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდა და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემა. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ის საკითხი, რომლებიც წლების მანძილზე ქართული დიპლომატიის „აქილევსის ქუსლად“ აღიქვება. (…)

Comments are closed