globalresearch.ge

საპარლამენტო უმრავლესობაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია არ არსებობს

Posted by Globalresearch on Mar 11th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია, ცენტრი პრესაში. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

`გლობალური კვლევების ცენტრის~ ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საექსპერტო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

`გლობალური კვლევების ცენტრი~ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. ამჯერად, მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პეტრე მამრაძემ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

`გლობალური კვლევების ცენტრის~ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: დღევანდელი საექპერტო სემინარის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ახლა საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და შესაბამისად, ჩვენ მოვიწვიეთ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნული საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა.

საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრების აზრით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიციაც არ არსებობს. წინა მოწვევის პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორი საკონსტიტუციო პროექტის ინიციირება მოხდა. ერთი წარადგინა ოპოზიციამ _ 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერით და ის დეპუტატების 75-75-ზე განაწილების პრინციპს გულისხმობდა, ხოლო მეორე ინიციატივა გახლდათ თავად `ქართული ოცნების~ 83 დეპუტატის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასევე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, თუმცა დაკონკრეტებული არ იყო, თუ რა სახის პორპორციულ სისტემა იგულისხმებოდა. თუმცა, არც ერთი საკითხი კენჭისყრაზე არ განხილულა, ვინაიდან საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატი არც ერთხელ არ შეიკრიბა სხდომაზე. შესაბამისად, ამ საკითხმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში გადაინაცვლა. ახლა არასაპარლამენტო პარტიებმა მიმართეს პარლამენტს, რათა ეს საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს, ვინაიდან ამ კანონპროქტმა სრული განხილვის პროცესი უკვე გაიარა და რეგლამენტის 149-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს წინა მოწვევის პარლამენტიდან დარჩენილი განსახილველი კანონპროექტების ბედი. ხელისუფლება კანონს არღვევს, ვინაიდან რეგლამენტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამგვარი მიდგომა შეიძლება პარლამენტს ჰქონდეს მხოლოდ განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტებისადმი, აღნიშნულმა კანონპროექტმა კი უკვე განხილვის ყველა პროცედურა გაიარა. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს კენჭისყრაზე აღნიშნული საკითხის განხილვა, რადგან პოლიტიკურად წამგებიანი და არაპოპულარულია, უარი უთხრა 200 ათას მოქალაქეს. არ არის გამორიცხული, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართონ, რათა აიძულონ ხელისუფლება, ეს საკითხი პარლამენტში განიხილოს.

რაც შეეხება ინიციატივას, რომელსაც `ქართული ოცნების ~ 83-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი, ბატონო გია ვოლსკი აცხადებს, რომ ისინი კვლავ ეთანხმებიან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, მაგრამ `ქართულ ოცნებას~ ახალი დეპუტატებიც ჰყავს პარლამენტში და ბევრი მათგანი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს. არ არის გამორიცხული, თუ პროპორციული სისტემაზე გადასვლას უმრავლესობა არ დაეთანხმება, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ საკონსტიტუციო კომისიას.   გამოკვეთილად ჩანს `ქართული ოცნების~ სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც სურთ განახორციელონ. თან სურთ ეს გააკეთონ მაღალი კონსენსუსის სახელით, თითქოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ესქპერტები ამას მხარს უჭერენ. პირველი – მათ უნდათ, რომ პარლამენტი გადმოვიდეს ქუთაისიდან თბილისში. ოღონდ აქაც კი `ქართული ოცნება~ ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და ეს ქუთაისელებისთვის არაპოპულარული ქმედება, `ქართულ ოცნებას~ კი არა, არამედ საკონსტიტუციო კომისიას `დაბრალდეს.~ `ოცნება~ დაპირდა ქუთაისელ ამომრჩეველს, რომ პარლამენტი არ გადმოვიდოდა ქუთაისიდან თბილისში.

მეორე მიზანია პრეზიდენტის არჩევითობის უფლებამოსილების გაუქმება. არც პოლიტიკურმა სპექტრმა, არასამთავრობოების და ექსპერტების დიდმა ნაწილმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ამიტომ შემოვლითი გზა აირჩიეს. პრეზიდენტს თანდათან ართმევენ უფლებებს. ჴპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მოსაზრებით, პირიქით, პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, კერძოდ, საჭიროა, პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების აღდგენა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება, ვინაიდან, პრეზიდენტს, რომელიც პირდაპირი წესით არის არჩეული ქვეყნის მოქალაქეების მიერ, თავისი ამომრჩევლების მიმართ ქმედითი საქმიანობის განხორცილება უნდა შეეძლოს საკანონმდებლო ინიციატივით. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოში სამ-სამ წევრს ნიშნავს, ამიტომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა.

მესამე საკითხი არის საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობის გაუქმება. მათი არგუმენტი ერთადერთია, თითქოს ეს ყველაფერი პოლიტიკური პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ამას ამბობს პარტია, რომელიც თავადაც ამგვარი საარჩევნო ბლოკით მოვიდა ხელისუფლებაში. კომისიაში კონსტიტუციონალისტების ნაწილმაც კი, რომლებიც ხშირად ეთანხმებიან ხელისუფლების ინტერესებს, განაცხადეს, რომ ეს ძალიან საშიში და არასწორი ქმედება იქნება. ამავე დროს გაჩნდა ინიციატივა საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ, მაგრამ დღეს, ქართულ რეალობაში, როდესაც პოლიტიკურ ძალებს წაართმევ კოალიციის ან საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების საშუალებას, მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ ქუჩაში მოახდინონ პოლიტიკური ერთობის დემონსტრირება.

საგულისხმოა, რომ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ისმის თავად `ქართული ოცნების~ წევრების მხრიდანაც. `ოცნების~ ერთი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ დიახ, საარჩევნო ბლოკები უნდა გაქუმდეს, მეორე ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არავითარი ბლოკების გაუქმებას არ აპირებენ, უბრალოდ ფიქრობენ რეგულაციების შემოღებას, რათა პოლიტიკური პარტიების ფინანსური უზრუნველყოფა დახვეწონ.

ასეა თუ ისე, მმართველ ძალას მოუწევს შეთანხმებული ვარიანტის წარმოდგენა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთობა თავად მათ გუნდშიც არ არის, სავარაუდოა, რომ მასზე თანხმობის მიღწევა და კონსენსუსის სახით მიღება უკიდურესად გართულდება.

საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.

Comments are closed