globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: არცერთი პოლიტიკოსი არ სარგებლობს ისეთი მაღალი ნდობით, როგორც ივანიშვილი!

Posted by Globalresearch on Jan 17th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის პირველ პრესკონფერენციას აფასებს. მისი თქმით, პრემიერმა მედიასთან შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი მესიჯი გააკეთა.

„პრემიერის მედიასთან შეხვედრაზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მესიჯი გაკეთდა. დაისვა კითხვა, მართავს თუ არა ივანიშვილი მთავრობას კულისებიდან. სრულიად ღირსეული პასუხი იქნა გაცემული, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რჩევა ჰკითხოს ყოფილ პრემიერს. ბევრი ადამიანი ამას აკეთებს კიდეც და არ შეიძლება ეს აღქმული იყოს, როგორც ქვეყნის ფარულად მართვის მცდელობა. ყოფილ პრემიერს ეს რომ სდომოდა, ამის სრული კარტბლანში ჰქონდა, რადგან არცერთი დღეს მოქმედი პოლიტიკოსი ისეთი მაღალი ნდობით არ სარგებლობს, როგორც ივანიშვილი”, – აცხადებს ნანა დევდარიანი და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლებისთვის მთავარია ის გეგმები შეასრულოს, რომელიც დასახული აქვს.

„კრიტიკა ყოველთვის იქნება, მით უფრო ისეთი ოპოზიციისგან, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა”, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ მთავრობამ უახლოეს მომავალში ის გეგმები, რაც დასახული აქვს, შეასრულოს. თუმცა იყო მთელი რიგი სუბიექტური შეფასებები, მაგრამ სუბიექტივიზმისგან თავისუფალი არავინ ვართ. თუნდაც სააკაშვილის მიერ საფრანგეთის ხელისუფლებისადმი მიწერილი წერილი, რაც თავიდან ბოლომდე სუბიექტივიზმის ნიმუშია, მასში არავითარი საღი აზრი არ არის. ასე რომ, ღარიბაშვილის პრესკონფერენციას მთლიანობაში მე პოზიტიურად შევაფასებდი”, – აცხადებს „გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი „საზოგადოება. გე”-სთან.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=12910

Comments are closed