პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე “არ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან”. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ გამართული სემინარის შემდეგ განაცხადა.
“მე მიჭირს ახლა კომენტარის გაკეთება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისგადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არაერთგზის მითქვამს, მე არ ვფიქრობ, რომბიძინა ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან მას აქვს აღებულიძალიან დიდი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობისწინაშე. საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა იმპოლიტიკურ ძალებს, რომელთა დატოვებასაც იგი აპირებს ხელისუფლებაში.
პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ბიძინაივანიშვილი თავის წინ იყენებს და რომლის დაფიქსირებასაც სხვადასხვა ადგილზეცდილობს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ განცხადებით ბატონი ბიძინა სრულგაუგებრობაში ამყოფებს არა მარტო ქვეყნის მოსახლეობას, არამედ საერთაშორისოსაზოგადოებას.
წყარო: news.boom.ge