globalresearch.ge

ნინო ბურჯანაძე: გაუგებარია 21-ე საუკუნეში წყობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს, თუ ვინ დატოვოს

Posted by Globalresearch on Jul 31st, 2013 and filed under ელექტრონულ მედიაში. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე “არ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილიასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან”. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “გლობალურიკვლევების ცენტრის” მიერ გამართული სემინარის შემდეგ განაცხადა. 

“მე მიჭირს ახლა კომენტარის გაკეთება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისგადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არაერთგზის მითქვამს, მე არ ვფიქრობ, რომბიძინა ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან მას აქვს აღებულიძალიან დიდი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობისწინაშე. საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა იმპოლიტიკურ ძალებს, რომელთა დატოვებასაც იგი აპირებს ხელისუფლებაში.პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ბიძინაივანიშვილი თავის წინ იყენებს და რომლის დაფიქსირებასაც სხვადასხვა ადგილზეცდილობს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ განცხადებით ბატონი ბიძინა სრულგაუგებრობაში ამყოფებს არა მარტო ქვეყნის მოსახლეობას, არამედ საერთაშორისოსაზოგადოებას. განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილი წავა, პოლიტიკურითანამდებობა არ ექნება, მაგრამ პასუხისმგებელი იქნება ყველაფერ იმაზე, რაზეცპასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი, ეს რა არის?! რა წყობა არის?! ქვეყნისმოწყობის რომელი წყობაა?! ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სამართლისსპეციალისთისთვის და პოლიტიკოსისთვის, სიმართლე გითხრათ, გაუგებარია 21–ესაუკუნეში წყობა, როდესაც, როგორც “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს,ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს თუ ვინ დატოვოს თავის ადგილზე. შემდეგ ისგადაწყვეტს, რა ფუნქციები ექნება და როგორ მართავს პოლიტიკური თანამდებობისგარეშე ქვეყანას. არ ვარგა ასეთი განცხადებები, პირდაპირ მინდა ვთქვა. მინდავთხოვო ბატონ ბიძინას, რომ მიაქციოს მისი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ ამტიპის განცხადებებს ყურადღება და თავადაც გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ იმპასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მას ქართველმა ხალხმა 1-ელოქტომბერს დააკისრა”,-განაცხადა ბურჯანაძემ.
წყარო: for.ge

Comments are closed