globalresearch.ge

ნინო ბურჯანაძე: მე არ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან

Posted by Globalresearch on Jul 31st, 2013 and filed under ელექტრონულ მედიაში. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ნინო ბურჯანაძე“მიჭირს კომენტარის გაკეთება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არაერთგზის მითქვამს: მე არ ვთვლი, რომბიძინა ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან”,-განაცხადა კაფე„დისქავერში” „გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ გამართული სემინარის შემდეგჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ. 

როგორც ბურჯანაძე განმარტავს ივანიშვილს აღებული აქვს ძალიან დიდივალდებულებები და პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. მისი თქმით,საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა იმ პოლიტიკურძალებს, რომელთა დატოვებასაც იგი აპირებს ხელისუფლებაში.
“პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ბიძინაივანიშვილი თავის წინ იყენებს და რომლის დაფიქსირებასაც სხვადასხვა ადგილზეცდილობს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ განცხადებით ბატონი ბიძინა სრულგაუგებრობაში ამყოფებს არამარტო ქვეყნის მოსახლეობას, არამედ საერთაშორისოსაზოგადოებას”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძეს აკვირვებს განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილი წავა, პოლიტიკურითანამდებობა არ ექნება, მაგრამ პასუხისმგებელი იქნება ყველაფერ იმაზე, რაზეცპასუხისმგებელია პრემიერმინისტრი. პრეზიდენტობის კანდიდატი, პრემიერს სთხოვსმიაქციოს მისი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღება.

” ეს რა არის? რა წყობა არის? ქვეყნის მოწყობის რომელი წყობაა? ჩემთვის, როგორცსაერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის და პოლიტიკოსისთვის, სიმართლეგითხრათ, გაუგებარია 21-ე საუკუნეში წყობა, როდესაც, როგორც „ოცნების”პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს თუ ვინდატოვოს თავის ადგილზე. შემდეგ ის გადაწყვეტს, რა ფუნქციები ექნება და როგორმართავს პოლიტიკური თანამდებობის გარეშე ქვეყანას. არ ვარგა ასეთიგანცხადებები პირდაპირ მინდა ვთქვა. მინდა ვთხოვო ბატონ ბიძინას, რომ მიაქციოსმისი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ ამ ტიპის განცხადებებს ყურადღება დათავადაც გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,რომელიც მას ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს დააკისრა”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
წყარო

Comments are closed