globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 13th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ICTV» (უკრაინა), 12 დეკემბერი, 2015 წელი

http://fakty.ictv.ua/ru/index/read-news/id/1539370

„საქართველოს გენპროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან კარგი შედეგები აჩვენა“

ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლის ხელფასი 20 ათასი გრივნა იქნება, პლუს პრემიები გამოაშკარავებულ-მხილებული კორუფციული სქემების რაოდენობის მიხედვით, – განაცხადა უკრაინის ტელეკომპანია «ICTV»-ის პროგრამა „სიტყვის თავისუფლების“ სტუდიაში გამოსვლისას უკრაინის ვერხოვნა რადას კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ ეგორ სობოლევმა

[შენიშვნა: დღევანდელი კურსით, 100 უკრაინული გრივნა დაახლოებით 6,3 აშშ დოლარის ტოლფასია].

„ანტიკორუფციული ბიურო გამომძიებლები ღირსეულ ხელფასებს უნდა იღებდნენ. სწორედ ამ კრიტერიუმით განისაზღვრა ანაზღაურების რაოდენობაც – დაახლოებით 20-25 ათასი გრივნა. ამ შემთხვევაში გამომძიებელს თავისი ოჯახის დაპურება-რჩენის საშუალება ექნება და არაფრის შეეშინდება, არც ქრთამს არ აიღებს. ასე მოიქცნენ ქართველებიც, როცა მათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ეს მათი იდეაა. საქართველოს გენპროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ძალიან კარგი შედეგები აჩვენა მაღალი თანამდებობის პირებს შორის არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველებმა მაღალი პრემიები დააწესეს მილიონობით თანხებთან დაკავშირებული თაღლითობის გამოსავლენად“, – აღნიშნა ეგორ სობოლევმა.

გარდა ამისა, დეპუტატის აზრით, უკრაინამ საქართველოს უნდა მიბაძოს,  კორუფციასთან ბრძოლის იქაური პრაქტიკა გადმოიღოს და განახორციელოს – თუ დაპატიმრებული კორუფციონერები მითვისებული თანხის 90%-ს დააბრუნებენ, ისინი საპყრობილედან გათავისუფლედებიან.

«Lragir» (სომხეთი), 13 იანვარი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/40117

დასავლეთი საქართველოს რუსეთს მსხვერპლად არ შესწირავს

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ლატვიაში ვიზიტი და იქ გამართული შეხვედრები, კერძოდ, მისი მოლაპარაკება ევროკომისარ ფედერიკა მოგერინთან, რომლის უფლებამოსილებაში ევროკავშირის საგარეო პოლტიკა და უსაფრთხოების საკითხები შედის. როგორც ცნობილია, მხარეებმა სეხვედრის დროს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე ისაუბრეს (ავტორი აკოფ ბადალიანი).

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ერთგვარ მორევში აღმოჩნდა, -აღნიშნულია პუბლიკაციაში, – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან ყველაზე მთავარი ქართველი ევროატლანტიკური ინტეგრატორი ირაკლი ალასანია გადააყენეს. მას სხვა მედასავლეთე მინისტრების გადადგომაც მოჰყვა. დასავლეთში, კერძოდ, აშშ-ში ამ ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასურველია საქართველომ ევროატლანტიკურ კურსიდან არ გადაუხვიოსო.

მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს გაემგზავრა და იქაური დასავლელი ლიდერები საქართველოს ძველებურად ერთგულ დამოკიდებულებაში დაარწმუნა. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ბოლო ხანს არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში რაიმე შეშფოთება აღარავინ გამოხატავს, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობაში მომხდარი „პერეტურბაციები“ საგარეო ორიენტაციაზე არ მოქმედებს, განსაკუთრებით დღევანდელი ქართული ხელისუფლების რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებაზე.

პრინციპში, ამაში უცნაურიც არაფერი არაა, რადგან რუსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკა იგივე დარჩა, როგორიც მთავრობაში ცვლილებამდეც იყო: მხოლოდ ეკონომიკური კავშირების გაფართოება, ნეგატიური დამოკიდებულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული თუ დასადები ხელშეკრულებების გამო. გარდა ამისა, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდისაგან განსხვავებით, საქართვლოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის მიმართ კვლავაც შედარებით რბილი რჩება, თუმცა, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ერთი ნიუანსი არსებობს: მიხეილ სააკაშვილმა თავისი ამოცანა უკვე შეასრულა, საქართველო რუსეთის სივრცეს ცამოაშორა ისე, რომ ახლა მხოლოდ მოსკოვ-თბილისის განსაზღვრულ ურთიერთობებზეა საუბარი და არა იმაზე, რომ საქართველო რუსულ ორბიტას დაუბრუნდება.

დღს საქართველოს რუსეთისადმი ზომიერი დამოკიდებულება აქვს. შესაბამისად, ეს ურთიერთობების ისეთი დისტანციაა, რომელიც თბილისს დასავლეთმა შესთავაზა.

უკრაინის მოვლენებმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, უპირველესად კი დასავლეთი დარწმუნდა, თუ რა შეუძლია რუსეთს. ვაშინგტონსა და ბრიუსელში დაინახეს, რომ უკრაინული ცეცხლი შეიძლება სამხრეთ კავკასიასაც გადმოწვდეს. დასავლეთი გრძნობს, რომ შესაძლებელია რუსეთმა კავკასიაშიც საკითხები უკრაინულის მსგავსად, ანუ სამხედრო მეთოდებით  გადაწყვიტოს. მართალია, სამხრეთ კავკასიაში, ალბათ, უფრო რთული იქნება, ვიდრე უკრაინაში, ამიტომაც ჯერ-ჯერობით რუსეთი ინიციატივას არ იჩენს. ამასთან, კავკასიაში მიმდინარე ფუნდამენტურმა ცვლილებებმა (იგულისხმება საგარეოპოლიტიკური ორიენტირების გამკვეთრება) და გამოწვევებმა შესაძლოა რუსეთს სამოქმედოდ ხელ-ფეხი გაუხსნას. შესაბამისად, კრემლი ვა-ბანკზე წასვლას არ დააყოვნებს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტულ სამიზნედ არა მხოლოდ არცახი (მთიანი ყარაბაღი) იქნება, არამედ საქართველოც. თბილისი, დასავლეთის თანხმობით, ცდილობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეარბილოს და ამით პროვოკაციები თავიდან აიცილოს. აშკარაა, რომ კავკასიაში დასავლეთი ისეთ ტაქტიკაზე გადავიდა, რომელიც რუსეთის განერვიულება-გაღიზიანებას არ ითვალისწინებს, – ხაზგასმულია სტატიაში.

Comments are closed