«ТВ Первый канал» (რუსეთი): მართლმადიდებლური ქრისტეშობა მსოფლიოში 180 მილიონმა მორწმუნემ აღნიშნა, მათ შორის საქართველოშიც (რეპორტაჟი)
«The New York Times» (აშშ): მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა ქრისტეშობა [საქართველოშიც] აღნიშნეს
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): შობის დღესასწაული კონფლიქტის ზონაში
«БЕЛТА» (ბელორუსია): რეპორტაჟი: ბათუმი – ტურისტული სამოთხე
«Today’s Zaman» (თურქეთი): შეუძლია თუ არა აფხაზეთს რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობის შერბილება?
«Общественное Радио Армении» (სომხეთი): რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულება კანონმდებლობით უნდა გაუქმდეს
«Эхо» (აზერბაიჯანი): ისტორიას არ უყვარს კავშირებითი კილო – „ასე რომ ყოფილიყო…“ // სომხები რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების დენონსაციის საკითხში წარმატებას ვერ მიაღწევენ
«Эхо» (აზერბაიჯანი): საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა თურქეთის სამხედრო ბაზა დაარსდეს
——————–
«ТВ Первый канал» (რუსეთი), 7 იანვარი, 2016 წელი
http://www.1tv.ru/news/world/299577
მართლმადიდებლური ქრისტეშობა მსოფლიოში 180 მილიონმა მორწმუნემ აღნიშნა
რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „ვრემია“-ში გადაიცა ვრცელი სიუჟეტი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ.
„ხუთშაბათს ღამით, ბეთლემში, წმინდა მიწაზე, მოწმუნენი იმ ბაზილიკასთან მიდიოდნენ, რომელიც, როგორც ამბობენ, ქრისტეს დაბადების ადგილზეა აშენებული. ღვთისმსახურებას პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასიც დაესწრო. უკრაინის დედაქალაქში ზეიმის ცენტრი კიევ-პეჩორის ლავრა გახდა, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები შეიკრიბნენ.
საქართველოში ქრისტეშობის დღესასწაულის აღსანიშნავ ზეიმის დროს, ტრადიციულად, დიდი საშობაო მსვლელობა – „ალილო“ გაიმართა.
„ალილოს მონაწილეები თეთრად არიან შემოსილნი და გალობით ამცნობენ ყველას ქრისტეს დაბადებას. ამ დროს მიიღება საჩუქრები და შეწირულებები ავადმყოფებისა და ღარიბებისათვის.
«The New York Times» (აშშ), 8 იანვარი, 2016 წელი
http://www.nytimes.com/aponline/2016/01/07/world/middleeast/ap-orthodox-christmas.html?_r=0
მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა ქრისტეშობა აღნიშნეს
7 იანვარს, ხუთშაბათს, ქრისტიანულ-მართლმადიდებულური სამყაროს დიდი ნაწილმა ქრისტეშობა აღნიშნა. რუსეთის, უკრაინიას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მორწმუნენი დრესასწაულის აღსანიშნავს ტაძრებში შეიკრიბნენ. ზოგიერთი ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ქვეყნების ეკლესიები, რომის კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების მსგავსად, ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ ხოლმე.
——-
საქართველოს დედაქალაქ თბილისის მთავარ ქუჩაზე – რუსთაველის გამზირზე ტრადიციული მსვლელობა მოეწყო ლამაზად ჩაცმული მონაწილეებით, რომლებიც უპოვრებისათვის შეწირულებებს და საჩუქრებს იღებდნენ. ტრადიციას „ალილო“ („დიდება უფალს“) ეწოდება და მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საშობაო ქადაგების შემდეგ მორწმუნეები ქუცაში გამოდიან და საქვემოქმედო მიზნისათვის შეწირულებებს აგროვებენ ხოლმე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, [კომუნისტების ხელმძღვანელობის დროს], „ალილო“ აკრძალული იყო და მისი ჩატარება ოფიციალურად მხოლოდ 2000 წელს აღდგა.
ხუთშაბათს, 7 იანვარს გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ თეთრ სამოსში გამოწყობილი მორწმუნეები, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშები მოჰქონდათ. ზოგიერთები მოდიოდნენ ორთვალებით, რომლებშიც ვირები და ხარები იყო შებმული, მოჰქონდათ აქლემებისა და ჟირაფების მაკეტებიც.
„ეს მსვლელობა ნიშნავს, რომ ადამიანები თავიანთ სიხარულს იმატაც უზიარებენ, რომლებმაც ვერ შეძლეს ქრისტეშობის ზეიმში მონაწილეობა ავადმყოფობის ან სირარიბის გამო. ჩვენ საჩუქრებს შევაგროვებთ და შემდეგ მათ გადავცემთ“, – ამბობს მღვდელი მამა კახაბერი (გოგოტიშვილი), მსვლელობის მონაწილე.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 8 იანვარი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/gori-easter-celebration/3135266.html
შობის დღესასწაული კონფლიქტის ზონაში
ნინო დალაქიშვილი
ქრისტესშობის დღესასწაულს დღეს ტრადიციულად აღნიშნავენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები და დევნილებიც. ამერიკის ხმა რამდენიმე ოჯახს ესტუმრა და მათი საშობაო სამზადისის, სურვილების, დარდის, დღემდე აუხდენელი და ასახდენი ოცნებების შესახებ ინტერვიუები ჩაწერა.
ნაზი ბერუაშვილი 70 წელს მიღწეული ადამიანია და გორთან ახლოს დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, პატარა კოტეჯში ორი პატარა საძინებლით და მისაღებით. ქალბატონი ნაზი დევნილად 2008 წლის შემდეგ იქცა. დღეს მისი შვილის, თამარის დაბადების დღეა, თუმცა მისთვის პირადად მილოცვას ვერ ახერხებს, მხოლოდ ტელეფონით და ინტერნეტით უკავშირდება, რადგან თამარი ცხინვალში ცხოვრობს. „21-ე საუკუნეში გადაადგილების პრობლემა რატომ უნდა იყოს“,- წუხს ქალბატონი ნაზი: „ჩემი შვილი ცხინვალში ცხოვრობს. ესაა ჩემი წართმეული უფლებაა: არ შემიძლია შვილი ვნახო და პირადად მივულოცო დაბადების დღე. ტერიტორიულად ახლოს ცხოვრობს, მაგრამ მისასვლელად ძალზე შორია. შვილიშვილები მერვე წელია არ მინახავს. შვილთაშვილიც მყავს, მაგრამ ჯერ არ შევხვედრილვარ. მხოლოდ კომპიუტერით თუ შევხედავ, ესაა“.
გიული ოქროპირიძე ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ცხოვრობს ხუთ შვილთან და მეუღლესთან ერთად. მისი უმცროსი ქალიშვილი, ქეთევანი 2008 წელს 8 აგვისტოს, ომის დროს დაიბადა. წლევანდელი დღესასწაული ერგნეთელი ბავშვებისთვის მოულოდნელ სიხარულთანაცაა დაკავშირებული და იმედგაცრუებასთანაც. მოულოდნელი სიხარული ახალ წლამდე ერგნეთში კოკა-კოლის სანტას მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რასაც იქ არავინ ელოდა. იმედი კი მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილმა თოვლის ბაბუმ გაუცრუათ, რომელსაც ახალი წლის ღამეს იქ მისვლა დააგვიანდა. „კოკა-კოლას მანქანა მოვიდა ახალი წლის წინა ღამეს. საოცრად კარგი იყო, ბავშვებს, უფროსებს, ყველას უხაროდა, შევიკრიბეთ პოსტთან, რომელიც ეგრეთ წოდებულ საზღვართანაა. დაიწყო საცეკვაო მუსიკა, ყველა მხიარულობდა, რაღაც კარგი განწყობა, მხიარულება შემოიტანა ამ ვიზიტმა“,- ამბობს გიული ოქროპირიძე.
ზაალ ახალკაცი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ცხოვრობს, რომელსაც ოსური სოფლები მუგუთი და დიდმუხა ესაზღვრება. დვანში ლითონის ღობე გავლებულია რუსი მესაზღვრეების მიერ, თუმცა არა სრულ პერიმეტრზე. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ამ დროისთვის დვანიდან ერთი ადამიანი იმყოფება ცხინვალის ციხეში და მას იქ ერთი წლის გატარება მოუწევს, რადგან ერთი თვის განმავლობაში ამგვარი „დარღვევა“ ორჯერ დაუფიქსირეს. „ახალი წლისთვის და შობას სროლების ხმას არ შევუწუხებივართ, აქა-იქ თუ ისმოდა. ომამადე, სანამ რუსის ჯარი დადგებოდა, ახალ წელს უფრო ბევრს ისროდნენ. მშვიდობაა ამ დროისთვის. ერთი ჩვენი თანასოფლელია დაკავებული. შეეშალა საზღვარი, დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა და წაიყვანეს. ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მოხვდა ცხინვალის ციხეში და ამის გამო ერთი წელი პატიმრობა მიუსაჯეს. ასე ითქვა აქ, ასე გავიგეთ,“- ამბობს ზაალ ახალკაცი.
გამოსაზამთრებლად, გათბობით უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონის სოფლებში მაცხოვრებელი ოჯახებისთვის 200 ლარიანი დახმარებები გამოყო. დვანში ეს თანხა აიღეს ადგილობრივებმა, ერგნეთში კი ჯერ კიდევ ელიან. 2008 წლის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლების უმეტეს ნაწილს შეეზღუდა ხელმისაწვდომობა ტყის გამოყენებაზე. ბუნებრივი აირით კი ამ დროისთვის ყველა ვერ სარგებლობს.
«БЕЛТА» (ბელორუსია), 8 იანვარი, 2016 წელი
http://www.belta.by/society/view/reportazh-batumskij-uik-end-v-raju-dlja-turistov-176756-2016/
რეპორტაჟი: ბათუმი – სამოთხე ტურისტებისათვის
„თუ საქართველოს ერთხელ მაინც ეწვევი, იმდენად მოგეწონება, რომ კიდევ მოისურვებ იქ ჩასვლას. საქართველო საოცრად ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ტურისტების სამოთხე“, – ასე იწყება ბელორუსიის საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ კორესპონდენტის ჟანა კოტლიაროვას რეპორტაჟი საქართველოდან, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული აჭარის კოლორიტი და ტურისტული ინფრასტრუქტურა, ბუნება და ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციები.
პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ბათუმის ღირსშესანიშნაობებს: ზღვისპირა ბულვარს, სადაც დგას სკულპტურა „ალი და ნინო“, არის მრავალი გასართობი დაწესებულებაა დგას, მათ შორის „ჭაჭის შადრევანი“, „ეშმაკის ბორბალი“ და სხვა. ასევე აღწერილია ისტორიული კვარტალი „პიაცა“, „ევროპის მოედანი“, მომღერალი შარდევნები“ და რასაკვირველია, ბათუმის ცნობილი დელფინარიუმი და ბოტანიკური ბაღი…
ცხადია, ბელორუსელი ჟურნალისტი გვერდს ვერ აუვლიდა ბათუმის აზარტულ დაწესებულებებს – კაზინოებს და ღამის კლუბებს: „ბათუმს შავიზღვისპირა ლას-ვეგასს უწოდებენ, რომელიც კავკასიის რეგიონში განუმეორებელ გასართობ ცენტრად იქცევა. აქ დაინახავთ კლიენტებს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან. სულ უფრო მატულობს სასტუმროების რაოდენობა, რომლებსაც ცნობილი ბრენდი-კომპანიები აშენებენ: „შერატონი“, „ჰილტონი“, „რედისონი“, „ჰოლიდეი“, „კემპინსკი“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე აჭარის მთიანი სოფლების ტურისტულ პოტენციალზე – იგი რეპორტაჟში აღწერს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისს, ესაუბრება იქაური ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელს ლევან ბერიძეს, საუბრობს ისტორიულ ციხე-სიმაგრე გონიოსა და თამარ მეფის თაღოვან ხიდის შესახებ.
რეპორტაჟის დასასრულს „ბელტას“ ჟურნალისტი წერს აჭარის ავტონომიის ტურისტული განვითარების პერსპექტივაზე და ამ ფონზე საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობის გაღრმავებაზე: „აჭარის ხელისუფლების გეგმების თანახმად, უცხოელ ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად 150 ათასამდე უნდა მატულობდეს. სულ აჭარას სხვადასხვა ქვეყნებიდან (თრქეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან…) წელიწადში ნახევარ მილიოამდე ტურისტი სტუმრობს. რაც შეეხება ბელორუს ტურისტებს, მათი რაოდენობა ჯერ-ჯერობით ბევრი არაა: 2014 წელს აჭარაში 4,5 ათასმა ბელორუსმა ტურისტმა იმოგზაურა, 2015 წლის წინასწარი მონაცემებით კი – 6 ათასამდე. გარკვეულ ხელისშემშლელ მიზეზებად შეიძლება დასახელდეს თვითმფრინავით მგზავრობის მაღალი ღირებულება (ავიაკომპანია „ბელავიას“ ბილეთი ორივე მიმართულებით 600 დოლარამდე ღირს). თითქოსდა ქართულმა და ბელორუსმა მხარეებმა ფასის დაკლება განიზრახეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი ცნობილი არ არის.
დიახ, ფრენის ღირებულება მაღალია, მაგრამ თუ საქართველოს მშვენიერ კუთხეში – აჭარაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, სამ საათში მინსკიდან ბათუმში იქნებით და იქ იმდენ სიამოვნებას, სითბოს და მზის ენერგიას მიიღებთ, რომ ყველა უხერხულობა დაგავიწყდებათ“, – აღნიშნულია რეპორტაჟში.
«Today’s Zaman» (თურქეთი), 8 იანვარი, 2016 წელი
შეუძლია თუ არა აფხაზეთს რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობის შერბილება?
„ანკარაში, თურან გიუნესის ბულვარზე, რომელიც საქართველოს საელჩოსაგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, გასული წლის დეკემბერში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა, თუმცა ზედმეტი ტაშ-ფანდურის გარეშე. თურქეთთან ურთიერთობისას აფხაზეთი ტაივანის მოდელის გამოყენებას ცდილობს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ჰასან კანბოლათი).
პუბლიკაციაში ავტორი, რომელიც ანკარაში არსებულ სტარტეგიული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს, აანალიზებს აფხაზეთ-თურქეთის ურთიეერთობებს რუსეთ-თურქეთის გაურესებული დამოკიდებულების ფონზე:
„აფხაზებს და თურქებს ახლო ეთნიკური კავშირები აქვთ, რომლებიც რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული: როცა მოსკოვისა და ანკარის ურთიერთობა კარგია, იგივეა აფხაზებისა და თურქებს შორისაც, ხოლო როცა უარესდება, ეს სოხუმ-ანკარაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. რასაკვირველია, ბოლოდროინდელმა გაურესებამ თავისი კვალი დაამჩნია თურქული ბიზნესის მდგომარეობას აფხაზეთში. ბევრ თურქ ბიზნესმენს აფხაზური პასპორტები აქვთ …
2015 წლის 24 ნოემბრის ღამით აფხაზეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში მთელი ღამის განმავლობაში არავის სძინებია. შეშფოთებულნი იყვნენ აფხაზეთში მცხოვრები თურქებიც. ეს ის დღეა, როცა თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო…. 30 ნოემბერს პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოულოდნელად მოსკოვს გაემგზავრა ვლადიმირ პუტინთან შესახევდრად. არავინ იცის, კრემლში რაზე ილაპარაკეს. ზოგიერთები ამბობენ, რპომ პუტინმა ხაჯიმბას თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება დაავალაო, მაგრამ არანაირი ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე არ გამოქვეყნებულა. ამასობაში კი აფხაზ-აბაზთა მსოფლიო კონგრესი, რომელიც 10-13 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. არის იმის საფრთხე, რომ რუსეთთის სამხედრო ხომალდები ხელს შეუშლიან აფხაზეთისკენ მიმავალ თურქულ გემებს…
პირველი დეკემბრიდან რუსმა მესაზღვრეებმა განსაკუთრებული რეჟიმი დააწესეს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც თურქული პასპორტები აქვთ: რუსეთ-აფახაზეთის საზღვარზე გადასვლისას მათ, ფაქტიურად, ტერორისტებად მიიჩნევენ, გულდასმით ჩხრეკავენ და ამ დროს ძაღლებსა და ელექტრონულ აპარატურას იყენებენ. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ თურქული მუსიკაც კი ეჭვს იწვევს: რუსული უსაფრთხოების ძალები ავტომანქანებს აჩერებენ და მძღოლებს მკაცრ შენიშვნას აძლევენ: „აქ თურქეთი არ არის, რატომ გაქვთ ჩართული თურქული მუსიკა?“. აქვე ვიტყვით, რომ ჯერ-ჯერობით რუსები ლმობიერად ეკიდებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც თურქულთან ერთად, აფხაზური მწვანე პასპორტებიც აქვთ.
აშკარაა, რომ მოსკოვი თურქეთსა და აფხაზეთს შორის კავშირების დარღვევას ცდილობს. ამასთან, აფხაზეთს შეუძლია ის კრიზისი გაანეიტრალოს, რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ წარმოიქმნა. ეს რუსეთისათვის მომგებიანი იქნება: მაგალითად, რუსეთი თურქულ საქონელს (ტექსტილს, ხილს და ბოსტნეულს…) აფხაზეთის გავლით შეიტანს. გარდა ამისა, აფხაზეთი შეიძლება თურქული პროდუქციის წარმოების ცენტრიც გახდეს – ამის ნიშნები უკვე არის: თურქულმა კომპანიებმა, რომლებიც აფხაზეთში საქმიანობენ, უკვე დაიწყეს რუსეთში შესატანი პროდუქციის წარმოება, მაგალითად, უკვე ექსპორტირებულია 5 ათასი ტონა პომიდორი“, – ნათქვამია სტატიაში.
«Общественное Радио Армении» (სომხეთი), 7 იანვარი, 2016 წელი
http://russia-armenia.info/node/23700
რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულება კანონმდებლობით უნდა გაუქმდეს
„1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება, რომელსიც დიპლომატიაში „მოსკოვის ხელშეკრულების“ სახელითაა ცნობილი, თავისი პოლიტიკური შინაარსის სიმწვავის გამო, საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილ საერთაშორისო დოკუმენტად ითვლებოდა. არადა, ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა იურიდიულად ჯერ საბჭოთა კავშირ-თურქეთის, შემდეგ კი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში ბრესტის ხელშეკრულების, მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის და კურილის კუნძულების ტოლფასია, ხოლო ემოციურობის თვალსაზრისით – ალიასკისა და ყირიმის კუთვნილების საკითხს ჰგავს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ჰამლეტ გრიგორიანი).
ვრცელ პუბლიკაციაში დეტალურადაა გადმოცემული რუსეთ-თურქეთის აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი (მუხლების სახით). განსაკუთრებული ყურადღება, რასაკვირველია, სასაზღვრო-ტერიტორიოულ საკითხს ეთმობა – თუ როგორ უსამართლოდ მიიღო თურქეთმა სომხეთისა და საქართველოს ისტორიუყლი მიწა-წყალი. იქვე გამოთქმულია აზრი, რომ შესაძლოა ამ დოკუმენტის დამატებითი „საიდუმლო ოქმები“ არსებობდეს. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი რიგი ფაქტებისა და მოვლენების საფუძველზე, რომ თავდაპირველად ეს ხელშეკრულება დაიდო 25 წლით, შემდეგ მას ვადები უგრძელდებოდა. როცა პირველი 25-წლიანი ვადა გადიოდა, 1946 წლის 16 მარტამდე, სწორედ მაშინ მოითხოვა მოსკოვმა ანკარისაგან ტერიტორიების დაბრუნება.
სტატიაში საუბარია იმაზეც, თუ როგორ ემზადებოდა საბჭოთა კავშირი თურქეთისათვის ადრე გადაცემული ტერიტორიების დასაბრუნებლად: მოცემულია თურქეთთან საზღვრის ახლოს საბჭოთა ჯარების დისლოკაციისა და მანევრების ფაქტები, საბჭოთა პარტიული და ადმინისტრაციული აპარატის შექმნის გეგმები, ქალაქკომების, რაიკომებისა და აღმასკომების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასანიშნი პირების სიები, თვით ყარსისა და ერზერუმის საბჭოთა სამხედრო ჰოსპიტლების მთავარ ექიმის თამდებობის ჩათვლითაც კი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართველმა და სომეხმა მეცნიერ-ისტორიკოსებმა ვრცელი სტატიები გამოაქვეყნეს ადგილობრივ და ცენტრალურ პრესაში ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით. ავტორი ყურადღებას უთმობს აგრეთვე საქართველოს „უსაფუძვლო პრეტენზიებს“ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სომხეთს ეკუთვნოდა, მაგალითად, არტაანის ოლქზე…
საქართველოსა და სომხეთის სსრ-ების თურქეთისადმი ულტიმატუმი ანეკდოტურად დამთავრდა: ცნობილია თურქეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის შუქრი სარაჯოღლუს განცხადება: „ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერიტორიები ადრე სომხეთს ეკუთვნოდა, მაგრამ გაუგებარია საქართველოს პრეტენზიები… კარგი იქნებოდა, რომ ჯერ თვითონ სომხები და ქართველები გაერკვნენ, თორემ ისე გამოდის, რომ მოუკვლელი დათვის ტყავს იყოფენ“.
ავტორი იმედოვნებს, რომ რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების საკითხის განხილული იქნება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 8 იანვარი, 2016 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=94542
ისტორიას არ უყვარს კავშირებითი კილო – „ასე რომ ყოფილიყო…“
სომხები რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების დენონსაციის მოთხოვნის საკითხში წარმატებას ვერ მიაღწევენ
სტატიაში განხილულია რუსეთში მცხოვრები სომხების მიერ სახელმწიფო სათათბიროში გასაგზავნი პეტიციის მხარდასაჭერად დაწყებული კამპანიის საკითხი, რომელიც რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების დენონსაციის მოთხოვნას შეიცავს (ავტორი – ნ.საფაროვი)..
როგორც ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრეტ სადიხოვი აღნიშნავს, „სომხებმა მათთვის მომგებიანი პოლიტიკური ფონი შეარჩიეს, როცა თურქეთ-რუსეთის დაპირისპირება გამწვავებულია, როცა რუსი ექსპერტები დაპოლიტოლოგები სომხებს მხარდაჭერას უცხადებენ, როცა უკვე გაისმის მოწოდებები „აღმოსავლეთ ანატოლიის (ე.წ. „სომხეთის ისტორიული ტერიტორიების“) თურქებისაგან გათავისუფლებისა და მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ…“.
გასაგებია, რომ მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის და ყარსის 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებები სწორედაც რომ დღეს სომხეთს არ აწყობს. ორივე ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ ნახჭევანი აზერბაიჯანის ნაწილია, რაც სომხებისათვის „დიდი სომხეთის“ შექმნის საკითხში ხელის შემშლელია.
როგორც პოლიტიკური ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი მუბარიზ აჰმედოღლუ ამბობს, კრემლი სომხების პეტიციას ყურადღებას არ მიაქცევს. „ეს რომ მხოლოდ თურქეთს ეხებოდეს, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს ეხება საქართველოას და აზერბაიჯანის ინტერესებსაც. ამირომაც ვეჭვობ, რომ სახელმწიფო სათათბირომ ამ საკითხის განხილვა დაიწყოს. და თუ დაიწყებს, არაა გამორიცხული, რომ სამაგიეროდ თურქეთმა მონტრეს კონვენციის (ბოსფორ-დარდანელის სრუტეების საერთაშორისო სტატუსის) შეცვლა მოითხოვოს. შესაბამისად, რუსეთს სრუტეებში გასვლა გაუძნელდება, მოსკოვი კი ამისათვის მზად არ არის“.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 8 იანვარი, 2016 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=94609
საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა თურქეთის სამხედრო ბაზა დაარსდეს
„გამორიცხული არაა, რომ თურქეთი წინადადებით გამოვიდეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ბაქოს პოლიტიკური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა, პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ (ავტორი – ბ.საფაროვი).
ექსპერტის თქმით, ეს საკითხი შეიძლება თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს იქნეს განხილული, რომელიც თბილისში 23 იანვარს უნდა გაიმართოს: „თურქეთმა თავისი ჯარები უკვე შეიყვანა ერაყში და იქ სამხედრო ბაზა შექმნა. მოლაპარაკება მიმდინარეობს ყატართანაც იმავე მიზნით. იგივე განზრახვა აქვს თურქეტს საუდის არაბეთის მიმართაც. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ სამიტზე ანკარამ საკითხი დასვას აზერბაიჯანის ან საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის დაარსების შესახებაც“, – განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ, – ან სულაც ორივე ქვეყანაში. მართალია, აზერბაიჯანის კონსტიტუცია კრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოეთის სამხედრო ბაზების არსებობას, მაგრამ თურქეთისათვის ეს ხელისშემშლელი არ იქნება – მას შეუძლია ეს საკითხი განხილვის მიზნით წამოაყენოს“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრების შეხვედრის დროს დაგეგმილია რიგი საკითხების განხილვა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობა. არაა გამორიცხული, რომ დადგება საკითხი ირანისა და საქართველოს მოლაპარაკების შესახებაც, რომლის თანახმად, თბილისს ირანული გაზის შესყიდვა აქვს განზრახული, სომხეთის ტერიტორიიის გავლით. ამას უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე ეკონომიკური.
„თბილისსა და თეირანს შორის მოლაპარაკება კი მიდის, მაგრამ მხარეები ჯერ რაიმე კონკრეტულ შედეგამდე არ მისულან. რასაკვირველია, თეირანში კარგად უწყიან, რომ არ არსებობს მილსადენი, რომლის მეშვეობით, სომხეთის ტერიტორიის გავლით, ირანიდან ბუნებრივი გაზის საქართველოში გადაიტუმბება. შესაძლოა, მათ იმედი აქვთ, რომ ამ მიზნით რუსეთ-სომხეთის გაზსადენს გამოიყენებენ, რევერსული ან „სვოპური“ (ჩამნაცვლებელი) ოპერაციით: ირანი სომხეთს გაზს აძლევს, სომხეთი კი – საქართველოს. [ჯერჯერობით ბევრი რამ უცნობი და გაუგებარია], მაგრამ აშკარაა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით ჩვენ გვაბრაზებენ. ყველასათვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს ირანული გაზის საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შედიოდა. ახლაც შეიძლება იგივეს გაკეთება, სულ მცირე დანახარჯებია საჭირო ამისათვის, მაგრამ ირანი ამ ფაქტის არსებობას განგებ ივიწყებს“, – ამბობს მუბარიზ აჰმედოღლუ, – „რაც შეეხება ქართულ მხარის სურვილს ხან ირანული და ხან რუსული გაზის შესყიდვის თაობაზე, ეს ყველაფერი თვით საქართველოს დააზარალებს. ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შეეძლო ამ საკითხში თავისი ექსპერტების აზრით დაინტერესებულიყო. მოკლედ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ალბათ, ამ საკითხის განხილვაც არის დაგეგმილი“.