globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 1st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „მიხეილ სააკაშვილმა კარიერის განახლებაზე კი არა, პასუხისმგებლობაზე უნდა იფიქროს“

«Regnum» (რუსეთი): რისთვის დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს ილჰამ ალიევი?

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 01 მაისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2720501

„მიხეილ სააკაშვილმა კარიერის განახლებაზე კი არა, პასუხისმგებლობაზე უნდა იფიქროს“

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ბაქოში ყოფნის ფაქტს ეხმაურება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს – მან აზერბაიჯანის ტელევიზიისათვის (TV ANS) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „საქართველოს დიდი მომავალი აქვს და მინდა ეს მომავალი ქართველ ხალხთან ერთად ვაშენო“.

ექს-პრეზიდენტის თანამოაზრენი, მისი თანაპარტიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია „ხელისუფლების შეცვლისა და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისთვის მწიფდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, ამას მოწმობს საქართველოში მომხდარი ბოლო მოვლენები: მთავრობის გადადგომა და ის, რომ პრემიერი იძულებული გახდა პარლამენტისათვის ნდობის ვოტუმის გამოცხადების თხოვნით მიემართა. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და, რასაკვირველია, ჩვენი პარტიის ტავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული“, – განუცხადა „კომერსანტს“ სერგო რატიანმა და დაამატა, რომ მისი აზრით, ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგაა აღძრული, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისთანავე „თავის აქტიალურობას დაკარგავს“.

თუმცა ხელისუფლება ასე არ ფიქრობს: „მიხეილ სააკაშვილმა კარიერის განახლებაზე კი არა, ჩადენილი დანაშაულებებზე უნდა იფიქროს. მას პასუხისგება უცილებლად მოუწევს“, – დაარწმუნა „კომერსანტი“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც პარლამენტის წევრია მართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.

«Regnum» (რუსეთი), 1 მაისი, 2015 წელი

http://www.regnum.ru/news/polit/1920691.html

რისთვის დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს ილჰამ ალიევი?

რუსული საინფორმაციო სააგენტო „Regnum»-ის აღმოსავლეთის რედაქციის სეფ-რედაქტორი სტანისლავ ტარასოვი კომენტარს უკეთებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის აზერბაიჯანში ყოფნის ფაქტს, ბაქოს უარს თბილისის თხოვნაზე (მიხეილ სააკაშვილის დაკავების მიზნით) და წერს: „ლოგიკის მიხედვით, აზერბაიჯანის ხელისუფლების უარი, ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების მკაფიოდ დამაფიქსირებელ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც, როგორც ჩანს, შედეგებიც მოჰყვება და სამომავლოდაც ამ ურთიერთობების უფრო ვრცელ კონტექსტს განსაზღვრავს“.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები ხაზს უსვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი ქვეყნის ახლო მეგობარია. აი, რას ამბობს ელჰან შაჰინოღლუ: „იგი აზერბაიჯანის ერთგული მხარდამჭერია, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მიიღო ორი ქვეყნის ურთიერთობამ სტრატეგიული ხასიათი“. გამოდის, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის?

აზერბაიჯანი საქართველოსთან ურთიერთობებში ერთგვარი ზეწოლით მოქმედებს – ამას უკვე ქართველი პოლიტოლოგები ამბობენ: „საქართველოს არ აქვს იმის „ფუფუნების“ შესაძლებლობა, რომ ბაქოსთან ურთიერთობა გაიფუჭოს – საქართველოს ხომ აზერბაიჯანთან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების აკავშირებს“.

2008 წლის ომის შედეგებით გამოწვეული საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაურესება აზერბაიჯანისთვის მომგებიანი იყო (რადგან საქართველო აზერბაიჯანზე დამოკიდებული აღმოჩნდა), მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობამ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ისიც აგრძნობინა, რომ თბილისი მის ხელში დაჭერილი „მოკლე სადავით“ მუდმივად ვერ ივლის. ქართველებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავიანთი ახალი რეგიონული პოლიტიკის გატარება, რომელიც შემდეგში გამოიხატება: ქართული დერეფნით დიდ სარგებლობას იღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ აზერბაიჯანიც… და თუ საჭირო გახდება, ამ დერეფნით სარგბელობა სხვებსაც შეუძლიათ. ანუ საქართველო დერეფანს, ენერგორესურსებით მომარაგების თვალსაზრისით, ალტერნატიულ ვარიანტად გამოიყენებს, ვთქვათ, ირანული გაზის ევროპაში გასატანად, შავი ზღვის მეშვეობით, სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით. სხვათა შორის, ამგვარი პროექტი ირანისათვის ყველაზე სასურველი იქნებოდა.

ამჯამად საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნიშნები გამოიკვეთა. მთავრობამ გადადგომა გამოაცხადა. ამბობენ, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებას პარლამენტში რაიმე საფრთხე არ ემუქრება, რადგან მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში საკმაო უმრავლესობა ჰყავს. ალბათ, ეს ასეც იქნება და ახალი მთავრობა ნდობის ვოტუმს მიიღებს. ამასთან, მიამიტობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვლენების განვითარებას მდუმარედ დაუწყებს ცქერას. მას შეუძლია კონტრშეტევაზე გადავიდეს და ამისთვის იგი თავისი პარტიის ჯერ კიდევ შემონახული პოტენციალით ისარგებლებს, მით უმეტეს, რომ მას საკმაო ბერკეტები აქვს ძირი გამოუთხაროს საქართველოს მყიფე სტაბილურობას. აი, რატომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა: მიხეილ სააკაშვილს სურდა ნიადაგის ზონდირება მოეხდინა იმ შემთხვევისათვის, თუ საქართველოში სიტუაცია გარკვეული სცენარით განვითარდებოდა.

სხვათა შორის, სქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ერთ-ერთი ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ ისინი „სკეპტიკურად უყურებენ „ქართული ოცნების“ დაპირებების შესრულებას და სამომავლო ცვლილებებს ექს-პრეზიდენტისა და მისი გუნდის დაბრუნებას უკავშირებენ“.

ამავე დროს, რადგან ბაქოს ესმის, რომ დასავლეთმა, საეჭვოა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეცვალოს, ამიტომაც ის ფრთხილად მოიქცევა: ყოველ გაუთვლელ ნაბიჯს შეუძლია აზერბაიჯანის გრძელვადიანი ენერგეტიკული პროექტები დარტყმის ქვეშ დააყენოს.

Comments are closed