globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 1st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი მკვლევარების კომენტარები მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის თაობაზე

«Xalq qəzeti» (აზერბაიჯანი): საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წრთვნები დაიწყო

«Новое время» (აზერბაიჯანი): ახალი ნახტომი კავკასიისკენ: ამერიკული ტანკები თბილისში

«Lragir» (სომხეთი): რუსეთმა კავკასია ნატოს გადააბარა

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/brookings-fellows-about-vice-presidents-visit-to-georgia/3966673.html

ამერიკელი მკვლევარების კომენტარები მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის თაობაზე

ეკა მაღალდაძე

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მანამდე ის ესტონეთს ესტუმრა, საქართველოდან კი მონტენეგროში გაემგზავრება. საქართველო ამ ვიზიტის ფარგლებში ერთადერთი ნატოს არაწევრი სახელმწიფოა, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტი პენსი პირველად ჩადის. ის ამერიკელი ექსპერტებიც კი, რომლებიც ნატო-ს გაფართოებას უახლოეს მომავალში შესაძლებლად არ მიიჩნევენ, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გზავნილია საქართველოსთვის, სწორედ, როგორც ალიანსის არაწევრი სახელმწიფოსთვის.

ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრიანაში სტივენ პაიფერი ამბობს, რომ ეს ვიზიტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს: „ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს. ეს ვიზიტი ასევე აჩვენებს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებია“, – ამბობს სტივენ პაიფერი ჩვენთან საუბრისას. ის ასევე დასძენს, რომ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები სჭირდება: „მანამდე, სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვფიქრობ, რომ ამერიკასა და ევროპულ სახელმწიფოებს შუძლიათ შეინარჩუნონ ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან, რაც იქნება მხარდაჭერა ქვეყნისთვის, რომელიც კვლავ იქნება რუსეთის მხრიდან გარკვეული წნეხის ქვეშ“, – ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.

როგორც სტივენ პაიფერი ამბობს, 2008 წლის ნატოს სამიტზე მიღებულმა დეკლარაციამ, რომლითაც გაცხადდა, რომ საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდებოდა, ქვეყანა რუსეთის აგრესიის მიმართ კიდევ უფრო დაუცველი გახადა, რადგან ამ განცხადების მიუხედავად, ნატოს არ შეუძლია ქვეყანა სამხედრო ძალით დაიცვას, ეს კი ვლადიმირ პუტინისთვის [თავისუფლად მოქმედების განცდას აჩენს] და ზრდის კონფლიქტის ალბათობას”. ​

ბრუკინგსის ინსტიტუტის კიდევ ერთი უფროსი მკვლევარი მაიკლ ოჰანლონი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დადებითი მოვლენაა. „მიხარია, რომ ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია. ამერიკა-საქართველოს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. აღტაცებული ვარ იმით, რასაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის კუთხით. მას დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში, მაგალითად ავღანეთის მისიაში“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ მაიკლ ოჰანლონმა.

მკვლევარი ფიქრობს, რომ მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის ძლიერ ინტერესზე მიუთითებს. „ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭიროა მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ გვაღელვებს რა მოხდება საქართველოში“. საქართველო-რუსეთის დამოკიდებულების თაობაზე მაიკ ოჰანლონი ამბობს: „ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გამოინახოს გზები, რომლებიც მისაღები იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის, რადგან სიტუაცია, რომელიც ახლა გვაქვს, ნამდვილად არ არის კარგი. ჩვენ არ გვაქვს კარგი პასუხი, რეალურად ჩვენ უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ უარესი არ მოხდება და ვართ პოზიციაში, როდესაც არ შეგვიძლია ოკუპაციას სამხედრო ძალით ან სხვაგვარი მნიშვნელოვანი გზით ვუპასუხოთ. ასე რომ, ის დინამიკა, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა, ფაქტია, რომ კარგად არ მოქმედებს“.

პირველ აგვისტოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. მაიკლ პენსი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მასთან ერთად დაესწრება საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნის „ღირსეული მოკავშირის” სავარჯიშოებს და შეხვდება წვრთნების მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პენსი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერსაც შეხვდება.

«Xalq qəzeti // სახალხო გაზეთი» (აზერბაიჯანი), 01 აგვისტო, 2017 წელი

http://www.xalqqazeti.com/pdf/xalqqazeti.pdf

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წრთვნები დაიწყო

სტატიაში საუბარია საქართველოში ნატოს ეგიდით დაწყებული სამხედრო წრთვნების დაწყების თაობაზე (ავტორი – მაზიმ აბდულაევი).

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სლოვენია, თურქეთი… ხაზგასმულია, რომ წრთვნებში მონაწილეობენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი არაწევრები ქვეყნების – საქარტველოს, უკრაინის და განსაკუთრებით სომხეთის სამხედრო კონნტინგენტი.

სტატიაში მოკლედაა გადმოცემული აგრეთვე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მისალმებანი სამხედრო წრთვნების გახსნასთან დაკავშირებით.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 01 აგვისტო, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w100536/…/#.WYAbp4qQzs0

ახალი ნახტომი კავკასიისკენ: ამერიკული ტანკები თბილისში

„დღეს უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის: არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთდაპირისპირება მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამერიკა პერმანენტულად აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას რუსეთის საზღვრებთან: ამ დღეებში ამერიკული ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები – „ბრედლები“ და „სტრაიკერები“ რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოჩნდნენ, რომლებიც  სამხედრო წრთვნებში მონაწილეობის მისაღებად ევროპიდან გადმოისროლეს“, – ნათქვამია ვრცელ სტატიაში (ავტორი რ.ველიევი), რომელშიც გადმოცემულია  მასპინძელი ქვეყნის – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართვები წრთვნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისადმი.

პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის მიზნებსაც: როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, მისი ჩამოსვლა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ადასტურებს. ამას მოწმობს აგრეთვე მაიკ პენსის განცხადებაც, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის წინ, ესტონეთში ყოფნის დროს გააკეთა.

„ღირსეული პარტნიორი-2017“ – ასეთია წრთვნების კოდური სახელწოდება, რომელშიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სომხეთის მონაწილეობს, – აღნიშნავს ავტორი. „იმ ქვეყნებმა, რომლებიც ნატოსთან ჯერ-ჯერობით მხოლოდ თანამშრომლობენ, წრთვნებში მონაწილეობის მისაღებად ამ ეტაპზე ოცეულები გამოგზავნეს: უკრაინამ 30 საზღვაო ქვეითი, სომხეთმა – 40 ჯარისკაცი, თურქეთმა კი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი „უხუცესი“ წევრია, მხოლოდ… სამი სამხედრო მოსამსახურე. ნიშანდობლივია წრთვნების ჩატარების ვადებიც: საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ათეულობით საბრძოლო ტექნიკის განლაგების თარიღი რუსეთთან ომის მე-9 წლისთავს დაემთხვა. სპეციალისტების აზრით, ეს ყველაფერი უბრალოდ და უმიზეზოდ არ ხდება. თვით წრთვნების კოდური სახელწოდებაც – „ღირსეული პარტნიორი“ ბევრ რამეზე მიანიშნებს: ნატოს პარტნიორებისათვის, უპირველესად კი საქართველოსთვის ესაა შანსი აჩვენოს საკუთარი თავი მთელი თავისი საბრძოლო მზადყოფნით, რათა თბილისს ნატოში შესვლა გაუადვილდეს. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმი უსაფუძვლოა: ნატოს მრავალწლიან თამაშებს, რომელსაც ბრიუსელი თბილისთან აწარმოებს, მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ როგორმე ალიანსი რუსეთის სამხრეთ საზღვრებს დაუახლოვდეს. არის სხვა მოსაზრებაც: დასავლეთმა ჩათვალა, რომ კავკასიაში მისი გააქტიურების დრო დადგა და ის რუსეთის ინტერესებს აინუნშიც არ აგდებს.

კარგადაა ცნობილი, რომ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ათწლეულობის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში, აშშ დიპლომატიურ შეტევას აწარმოებდა. ამ დროს ვაშინგტონი ძირითად ორიენტაციას კასპიის ზღვის ენერგორესურსების კონტროლზე აკეთებდა. ახლა კი, აშშ-რუსეთის დაპირისპირების ზრდა გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებზე, მათ შორის მთიან ყარაბაღზეც.

ამერიკული ანალიტიკური სააგენტო „სტრატფორის“  მიერ მომზადებულ ანალიზში აღნიშნულია, რომ აშშ სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებს და მათზე ზეწოლას ახორციელებს. მასში საუბარია აგრეთვე საქართველოზეც, რომლის ტერიტორიის მეშვეობით კასპიის ენერგორესურსები  მსოფლიო ბაზარზე გადის და აზერბაიჯანზე, რომელზეც ვაშინგტონი სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს. ანუ ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, თუ როგორ ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირება მსოფლიოში“, – აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

«Lragir» (სომხეთი), 01 აგვისტო, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57333

რუსეთმა კავკასია ნატოს გადააბარა

აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი

(შემოკლებით)

სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ნატოს სამხედრო სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი – 2017“, რომელიც საქართველოში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ამ წრთვნებში სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ერევნის ოფიციოზისა და მასმედიის მიერ არ ტირაჟირდებოდა (ინფორმაცია ძირითადად ნატომ და მასპინძელმა ქვეყანამ გაავრცელეს), ეს უკვე ფაქტია, რომელსაც უნდა მივესალმოთ, 2009 წლისაგან განსხვავებით, როცა სომხეთმა სულ ბოლო მომენტში თქვა უარი – „შექმნილი გარემოებების გამო“. მაინც რა „გარემოებები“ გახდა უარის მიზეზი, ეს გაურკვეველი დარჩა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ სომხეთის ნაბიჯი რუსეთის ზეწოლამ განაპირობა.

რუსეთ-საქართველოს იმდროინდელი (2009 წლის) ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წელს მომხდარი ომის გავლენის ქვეშ იყო. იმავდროულად, დასავლეთიც ცდილობდა განესაზღვრა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის მიმართულება. სწორედ მაშინ სომხეთმა ევროკავშირთან ურთიერთობის გაფართოება დაიწყო – ერევანი ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის ემზადებოდა. ცხადია, სომხეთს ადრეც მიუღია მონაწილეობა ნატოს ეგიდით ჩატარებულ წრთვნებში, მაგრამ 2009 წლის წრთვნები განსაკუთრებული იყო. მათი დაწყების წინა დღით, 5 მაისს, საქართველოში შეიარაღებული ამბოხის მცდელობა მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, ამიტომაც სომხეთმა წრთვნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ან სულაც რუსეთმა სთხოვა ამის გაკეთება.

დღეს სიტუაცია სხვაა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა გამწვავებულია. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს სტრანსპორტო დერეფნების გახსნის ტაობაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით. ნიშანდობლივია, რომ ამჯერად სომხეთმა გადაწყვიტა წრთვნებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა ფსონები აწეულია – რუსეთსა და დასავლეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე. ეს გადაწყვეტილება გონივრული სახელმწიფოებრივი ნაბიჯია, რომელიც სომხეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას პასუხობს, თუმცა რუსეთთან დამოკიდებულების ფონზე, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ გაბედულია.

ცხადია, ვერავინ ჩათვლის, რომ „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობა თითქოსდა სომხეთის დემარშია რუსეთის მიმართ. შესაძლოა რუსეთის საერთოდ არ არის წინააღმდეგი სომხეთ-ნატოს ურთიერთობისა იმ ფონზეც კი, როცა ნატო რუსეთს თავის მთავარ საფრთხედ აცხადებს. საქმე იმაშია, რომ სომხეთ-ნატოს ურთიერთობა, სომხეთის „ოდკბ“-ში წევრობის მიუხედავად, თურქეთისა და აზერბაიჯანის სეკავების საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, აქაა გაერთინაბული სამხედრო დაჯგუფებაც, მაგრამ ეს ფაქტორები მხოლოდ „გვამშვიდებენ“. სინამდვილეში ანკარისა და ბაქოს სავარაუდო აგრესიის რეალური შემაჩერებელი სომხეთ-ნატოს კავშირები იქნება. ამ ფაქტორის გარეშე რუსეთი იძულებული გახდებოდა დამორჩილებოდა თურქულ-აზერბაიჯანულ შანტაჟს და არცახს დათმობდა, ან კიდევ ორივესთან ურთიერთობას გაიფუჭებდა. მოკლედ, რუსეთის შეკავების სხვა გზა არ არსებობს. რუსეთის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებულია, თუ როგორი იქნება სომხეთ-ნატოს ურთიერთობა.

რუსეთს კავკასიაში ორი ბლიცკრიგის მცდელობა ჩაეშალა, რომლებიც თურქულ-აზერბაიჯანულ მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული – პირველი იყო საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომის დროს, რომლის წინააღმდეგ თურქეთი გამოვიდა (შემთხვევითი არაა, რომ სწორედ იმ ხანებში დათანხმდა აბდულა გიული სერჟ სარგსიანის წინადადებას: ვგულისხმობთ „საფეხბურთო დიპლომატიას“ – „ციურიხის ოქმებს“) და მეორე – 2016 წლის აპრილში, როცა აზერბაიჯანი არცახს ოთხი დღის განმავლობაში უტევდა. ეს ორი ფიასკო მოსკოვისათვის საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ მესამე მცდელობა მისთვის საბედისწერო იქნებოდა. სტრატეგიული მარცხის  თავიდან აცილება სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო, ამიტომაც რუსეთმა საჭიროდ ჩათვალა რეგიონში ნატოს ყოფნა.

მოსკოვმა სამხრეთ კავკასია დე-ფაქტოდ დიდი ხანია ჩააბარა ნატოს, ახლა საქმე მხოლოდ მის ლეგიტიმიზებას ეხება. სომხეთი ამ საკითხში საკვანძო როლის შემსრულებელი ქვეყანაა.

Comments are closed