globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 1st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ТВ Россия-24 – Вести» (რუსეთი): რუსეთის ავიაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ: პოლიტიკოსთა კომენტარები // ნინო ბურჯანაძე: „არაა საჭირო იმის კარნახი, თუ ვინ და როდის უნდა დაემხოს. მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს სირიაში ტერორისტების გასანადგურებლად“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ფორუმზე მოუსმინეს // მართლაც გაქრა თუ არა საქართველო საერთაშორისო მედიისა და დისკუსიის რადარებიდან?

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში

«Открытая газета» (რუსეთი): მშვენიერი საქართველოს ფერდობებზე //

მდიდარი ისტორიის მქონე ლამაზი ქვეყანა პირველივე ნახვით შეგიყვარდება

————–

«ТВ Россия-24 – Вести» (რუსეთი), 30 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.vesti.ru/doc.html?id=2670146

რუსეთის ავიაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ: პოლიტიკოსთა კომენტარები

ნინო ბურჯანაძე: „არაა საჭირო იმის კარნახი, თუ ვინ და როდის უნდა დაემხოს. მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს სირიაში ტერორისტების გასანადგურებლად“

რუსული ტელეკომპანია „როსია-24“-ის პროგრამა „ვესტის“ ეთერში გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი, რომელშიც მოცემულია რუსი და უცხოელი პოლიტიკოსების კომენტარები რუსეთის ავიაციის მიერ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვასთან დაკავშირებით (ავტორი – ალექსანდრ ბალიცკი).

რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ტერორიზმთან მებრძოლი სირიის არაბთა რესპუბლიკისათვის დახმარების გაწევის თაობაზე. ტელეეთერში საუბრობენ რუსეთის მუსულმანური რეგიონების ლიდერები:  ჩეჩნეთის (რამზან კადიროვი), დაღესტნის (რამაზან აბდულატიპოვი), თათრეთის (მონტიმირ შაიმიევი), ბაშკირეთის (რუსტემ ხამიტოვი).

რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას იწონებს თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, ოპოზიციური კომპარტიის ჩათვლით, ასევე მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურიც – პატრიარქი კირილე.

„პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეს რუსეთის სერიოზულ გამარჯვება მოიპოვა: „მე ვთვლი, რომ სირიის ლიდერს ბაშარ ასადს ამ სიტუაციაში [ტერორისტებთან ბრძოლაში] ნამდვილად სჭირდებოდა დახმარების გაწევა, – ამბობს ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, – ფაქტი ფაქტად რჩება: პრეზიდენტ ბაშარ ასადს სირიის მოსახლეობის ნახევარი და არმია მხარს უჭერს. ამიტომაც არაა საჭირო იმის კარნახი, თუ ვინ და როდის უნდა დაემხოს. მთავარია ყველაფერი გაკეთდეს ომის შესაწყვეტად [ტერორისტების გასანადგურებლად]“.

გასაგებია, რომ ეს გზავნილი ოკეანის იქითაა მიმართული. კარგია, რომ ვაშინგტონმა ყურად იღო რუსეთის ინიციატივის პოზიტიურობა, რომელიც საბოლოო ჯამში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვისაა გამიზნული. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/president-in-new-york/2985250.html

ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ფორუმზე მოუსმინეს

მართლაც გაქრა თუ არა საქართველო საერთაშორისო მედიისა და დისკუსიის რადარებიდან?

თეა თუაშვილი, ვაშინგტონიდან

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გამართული შეხვედრებით კმაყოფილია და ვიზიტს ვაშინგტონში აგრძელებს. ბოლო შეხვედრები მან პოლონეთის და ხორვატიის პრეზიდენტებთან გამართა და “ფორდჰეიმის სამართლის უნივერსიტეტში” პოლიტოლოგების და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს საგარეო გამოწვევებზე, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაზე შეკითხვები საგარეო ურთიერთობათა საბჭოშიც დაისვა, რომელზეც მიწვეული იყვნენ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტები და სხვადასხვა საფინასო ორგანიზაციის წევრები.

ამერიკელი პოლიტოლოგები, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მრჩევლები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხედვას საქართველო-რუსეთის, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-ნატოს, კონფლიქტების მოგვარების გზების შესახებ ისმენდნენ.

გიორგი მარგველაშვილი: დაპირისპირების დროს, მხარეები ცეცხლის შეწყევეტის აუცილებლობაზე საუბრობენ და როდესაც ამ საკითხზე თანხმდებიან შემდეგ სიტუაცია წყნარდება. სტატუს-ქვო შენარჩუნებულია და ამ მხრივ არაფერი იცვლება. სწორედ ასე მოხდა საქართველოში და ასეა ოკუპირებულ უკრაინაში, სადაც რუსეთმა ერთ ღამეში ყირიმში სამხედროების გადასროლით შეცვალა ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს კატასტროფაა, არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მახსენდება სხვა მაგალითი საქართველოს გარდა, სადაც მთლიანად მომხდარიყო ქვეყნის ტერიტორიული სტატუსის შეცვლა. 2014 წელს ოცი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა უკრაინაში ბირთვულ განიარაღებას. შეთანხმებას ხელი უკრაინამ, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა მოაწერეს, რითაც აიღეს ვალდებულება ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოებაზე, თუმცა ოცი წლის თავზე რუსეთმა ეს გარანტია დაარღვია და ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. ყველა ეს მოვლენა უკავშირდება საერთაშორისო შეთანხმებების და ნორმების დარღვევას. როდესაც ასეთი საკითხის მიმართ ტოლერანტობას იჩენ, სხვა ქვეყნებისთვის სახიფათო გზავნილს აგზავნი, რომ მსგავსი ქმედება მეზობელ ქვეყანაში განახორციელოს.

ამერიკელი გავლენიანი პოლიტოლოგის დევიდ ფილიპსის კითხვა ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებს შეეხო. ხომ არ ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება, რომ ჟენევის ფორმატმა თავის თავი ამოწურა და რაიმე სხვა სტრატეგიას ამუშავებს?

დევიდ ფილიპსი: ეს ოკუპირებული ტერიტორიებია, რომელთაც ობამას ადმინისტრაცია აღიარებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჟენევის პროცესი რეალურად კონფლიქტის რეზოლუციას და კონფლიქტის მიმდინარე საკითხების მართვას ეხება. არ ვარ დარწმუნებული, რომ თავისი მნიშვნელობით დისკუსიის პლატფორმა ისეთი შედეგიანია, რომ ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება დადგეს. პუტინის გამოსვლა ამ კვირაში გაეროს სხდომაზე უფრო მონოლოგი იყო ვიდრე დიალოგის გამართვის სურვილი საქართველოსთან ან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. არანაირი შანსი არ არსებობს მოლაპარაკებების, ვიდრე ეს რეჟიმი იარსებებს მოსკოვში.

პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით კი ჟენევის მოლაპრაკები უნდა გაგრძელდეს. “ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან და მოვიყვანოთ მოლაპარაკების მაგიდასთან. მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ პრობლემებზე საუბარი, იმაზე, რაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ეხება, და ვისაუბროთ რუსეთის ეროვნულ ინტერესებზე. რუსეთმა არამხოლოდ უკრაინა და საქართვლო დააზარალა, არამედ საკუთარი ეროვნული ინტერესებიც დააზიანა. ნახეთ, საქართველოს ორი რეგიონია ოკუპირებული. ვინმემ ამიხსნას რატომ მოხდა ეს ან ვინ მოიგო ამით. ჩვენ დროებით დავკარგეთ ეს ტეროტორიები, სადაც მოსახლეობა ცხორვობს და შრომობს. დავკარგეთ რუსეთის ქმედებების გამო, რომელსაც ერთ-ერთი უდიდესი ტერიტორია უკავია რუკაზე. ვერავინ მეტყვის, რაში სჭირდება ამხელა რუსეთს კიდევ რამდენიმე კილომეტრი, როდესაც ვერავინ ვერ იხეირა და ვერ მოიგო ამ სიტუაციით. თუ ვსაუბროთ უკრაინასა და საქართველოზე რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთი იმით, რომ მის სამეზობლოში დაძაბულობა და დესტაბლიზაიცია არსებობდეს? რატომ უნდა გინდოდეს, რომ ფოკუსირება გქონდეს შენს მეზობლად უკონტროლო ტეროტიროები იყოს, რატომ უნდა შექმნა ეს მდგომარეობა და სირთულეები? ამას არ აქვს არანაირი რაციონალური ახსნა, ეს რუსეთის საგარეო ინტერესი და პოლიტიკა არ უნდა იყოს. რას მიაღწია რუსეთმა ამით? ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ამიტომ ჩვენ გვსურს, სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკურზე, რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა და წყნარი მსჯელობა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გიორგი მარგველაშვილმა ქართულ მედიასთან კომენტარი გაეროში ვლადიმერ პუტინის გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის პათოსი და ერთობა, რაც ამ გამოსვლის შედეგად, იმედი მაქვს, ჩამოყალიბდება ჩვენს მოკავშირეებს შორის. ის რიტორიკა, რაც ჩვენ აქამდე გვაქვს მოსმენილი, სამწუხაროდ თვისობრივად არ არის შეცვლილი რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების მხირდან. თუმცა იმედი მაქვს რომ ჩვენი მოაკვშირეები ევროკავშირის ასევე ნატოს ქვეყნებიდან უფრო ორგანიზებულები იქნებიან და უფრო ნათლად ჩამოაყალიბენენ თავიან შეხედულებებს რუსეთის ფედერაციის ხედვებთან მიმართებაში“.

საქართველოს პრემიერი-გაეროში, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობათა საბჭოში. რუსეთის მიერ საქართველოში გახსნილი ორი ფრონტის, ორი ოკუპირებული ტერიტორიისთვის ბრძოლა ნიუ -იორკში ამ ფორმატით გაიშალა. “რატომ გაქრა ბოლო დროს საქართველო ამერიკული მედიის აქტიური რადარებიდან”?- საგარეო ურთიერთობათა საბჭოში შეხვედრის მოდერატორმა ტომას გრამმა პრეზიდენტს პირველად სწორედ ეს ჰკითხა. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი ამას ისახავს მიზნად, რათა საქართველოს თემატიკა კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდეს საერთაშორისო რადარებზე. სამშაბათს, პრეზიდენტი შეხვედრებს უკვე ვაშინგტონში იწყებს.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 30 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/poroshenko-in-new-york/2986240.html

პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში

ვიქტორია კუპჩინეცკაია

ამ დღეებში ნიუ-იორკში მყოფი სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერების პოლიტიკური აქტიურობა მხოლოდ გაეროს ტრიბუნით არ ამოიწურება. ჩვენ მოვუსმინეთ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გამოსვლას კოლუმბიის უნივერსიტეტში და საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას – საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში.

რეპორტაჟი:

„საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო – ეს ორგანიზაცია ძალიან სერიოზული  პოლიტიკური კლუბია, მისი წევრები გავლენას ახდენენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. გიორგი მარგველაშვილი ამ ორგანიზაციაში ძალიან თბილად მიიღეს და ყურადღებით უსმენდნენ. იგი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ აგრძელებს საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებუოლი ტერიტორიების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლაპარაკებას ფაქტიურად არანაირი შედეგი არ მოაქვს. საქართველოს პრეზიდენტმა ამ მოლაპარაკებებს „მტანჯველი და არაპროდუქტიულიც“ კი უწოდა. აი, რა თქვა მან:

„დიახ, ეს ასეა – მტანჯველი და არაპროდუქტიული. ასეთია ჩვენი ურთიერთობა მეზობელთან, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან კონტაქტები, მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მივიწვიოთ. თუ რუსეთთან შევძლებთ  კონფლიქტის საკითხის რაციონალურად განხილვას, მაშინ მისი ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ შედეგებს. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ის მიდგომები, რომლითაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ მოქმედებს, არა მარტო საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, არამედ თვით რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

საქართველოს პრეზიდენტს გამოსვლის შემდეგ შევეკითხე, თუ როგორ ხედავს იგი დღეს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს. აი, რა მიპასუხა გიორგი მარგველაშვილმა: „ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორობის ქვეყნად ითვლება და,  შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ეს ურთიერთობა ყველა მიმართულებით გავაღრმავოთ“.

«Открытая газета» (რუსეთი), 30 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.opengaz.ru/stat/na-holmah-gruzii-prekrasnoy

მშვენიერი საქართველოს ფერდობებზე

მდიდარი ისტორიის მქონე ლამაზი ქვეყანა პირველივე ნახვით შეგიყვარდება

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსი ტურისტის, სტავროპოლის მხარის მკვიდრის საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები.

„მეგობრებმა გადავწყვიტეთ შვებულება ერთად გაგვეტარებინა. შეიძლებოდა ყირიმში წავსულიყავით, სოჭში ან სულაც თურქეთში, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გაგვიჩნდა საქართველოში წასვლაზე – ალბათ, ამაში დიდი როლი შეასრულა ჩვენი ნაცნობებისა და ახლობლების აღტაცებულმა ნაამბობმა, რომლებიც საქართველოდან დაბრუნდნენ. ამის გარდა, მთელი ინტერნეტი სავსეა შესანიშნავი კომენტარებითა და ამ ჯადოსნური ქვეყნის მიმზიდველი ფოტოსუ-რათებით. გადავწყვიტეთ ავტომობილით გავმგზავრებულიყავით“, – წერს ვიქტორია სერედა სტატიაში.

„ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. შვებულებების პიკია და აქ ასობით ავტომანქანა ელოდება საქართველოში შესვლას. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ (ეს ერთადერთი არასასიამოვნო მომენტი იყო მთელი მოგზაურობის დროს), ჩვენ ფეხი ზღაპრულ ქვეყანაში შევდგით. პირველი გაჩერება – დაბა სტეფანწმინდა, რომლის ზემოთ, პირდაპირ ყაზბეგის მთასთან, სამების ეკლესია მოჩანს. სწორედ მის მოსანახულებლად გავემართეთ“, – აღნიშნავს ავტორი და ვრცლად გადმოსცემს საქართველოს სამხედრო გზის თვალწარმტაც პეიზაჟს, შემდეგ კი თბილისურ შთაბეჭდილებებს: აქებს მეტეხს, იხსენებს აბო თბილელის ისტორიას, აღტაცებულია მტკვარზე გადებული მინის ხიდით და წერს, რომ ის ევროპელი სპეციალისტების მიერაა დაპროექტებული და განსაკუთრებით ლამაზია ღამით; აღწერილია აგრეთვე მთაწმინდაზე ფუნიკულორით ასვლის შთაბეჭდილებები, შემდეგ კახეთი, დავით გარეჯის მონასტერი და ბოლოს ბათუმი – შავი ზღვის მარგალიტი.

„საქართველოში რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ რუსეთ-საქართველოს რთულმა პოლიტიკურმა ურთიერთობამ შესაძლოა მოსახლეობის განწყობაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა-მეთქი და ცოტა მეშინოდა კიდეც… და რა სასიამოვნოა, რომ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა! მოგზაურობის დროს დავრწმუნდით, თუ რამდენად კეთილგანწყობილი და მეგობრული ხალხია ქართველები, ისინი ყველანაირ დახმარებას გვიწევდნენ. მოკლედ, საქართველომ პირველივე შეხვედრისას თავი ისე შეგვაყვარა, რომ სახლში დაბრუნებაც კი აღარ გვინდოდა… საბოლოოდ, როცა უკან დაბრუნება დავაპირეთ, მოვილაპარაკეთ, რომ მომავალ წელსაც აუცილებლად გვენახა ეს კეთილი ქვეყანა, ჩვენ ხომ კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა დასათვალიერებელი. მასპინძლებმა გულწრფელად გვისურვეს სიკეთე, ჩვენ კი ისინი სტავროპოლში დავპატიჟეთ…“, – აი, ასე აღწერს რუსი ტურისტი ვიქტორია სერედა თავის ქართულ შთაბეჭდილებებს.

Comments are closed