01 დეკემბერი, 2014 წელი
„КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 01 დეკემბერი, 2014 წელი
ჰტტპ://წწწ.კომმერსანტ.რუ/დოც/2619000?ისშეარცჰ=თრუე
სოხუმისა და თბილისის პოლიტიკური ელიტების დამოკიდებულება რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებისადმი
„სოჭში ხელმოწერილმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებამ აფხაზურ და ქართულ ელიტაში ნერვიულობა გამოიწვია“, – აღნიშნულია ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტ“-ში გამოქვეყნებულ ალექსეი ტოკარევის სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული და გაანალიზებული ორმხრივ დოკუმენტთან დაკავშირებული მოვლენები. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
„როგორც კი აფხაზეთში დიპლომატიური არხებით რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი მიიღეს, აფხაზურმა ელიტამ და საზოგადოებამ დაიწყო ისეთი სიტყვების თუ ტერმინების ძიება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა გაემართლებინათ თავიანთი სურვილი – ხელი არ მოეწერათ სწორედ ისეთი შინაარსის მქონე დოკუმენტისთვის, როგორსაც მოსკოვი სთავაზობდა და იმავდროულად თბილი ურთიერთობები შეენარჩუნებინათ სახელმწიფო-მფარველთან. ამ მხრივ განსაკუთრებით აშკარა იყო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის პარტია „ამცახარას“ მცდელობა, რომლის ყრილობაზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გაისმა (…)
აფხაზეთის დღევანდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, თუ როგორი „საჩუქრები“ დატოვა ალექსანდრე ანქვაბმა გადადგომის შემდეგ. მხედველობაშია საზოგადოებაში აქტიურად მოარული ხმები, რომელთა თანახმად, „ანქვაბი იმიტომ გადადგა, რომ მას ხელშეკრულების რუსულ „კაბალურ“ პროექტზე ხელმოწერა არ სურდა“, იგი მოსკოვმა აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა, რაულ ხაჯიმბა კი მას დაუყონებლივ ხელს მოაწერსო, თუმცა ეს ასე არ მოხდა: ხელშეკრულების პროექტს საკმაო ხნის განმავლობაში იხილავდნენ როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში (…)
სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, სადაც მაგისტრალური განწყობა ოსი ხალხის გაერთიანება და რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა, აფხაზეთის მოსახლეობის ცნობიერებაში სუვერენიტეტის ცნება ღრმადაა გამჯდარი. მართალია, პოლიტიკური ელიტა და მოსახლეობა გრძნობს, თუ როგორი მადლობელი უნდა იყვნენ რუსეთისა, მაგრამ იმავდროულად სოხუმი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკა დამოუკიდებელი უნდა დარჩეს.
ექსპერტები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის ანალიზს აკეთებენ, არცთუ ისე იშვიათად სოხუმ-მოსკოვის ერთმანეთთან დამოკიდებულებას მდიდარ მამაკაცისა და მისი ხარჭის ურთიერთობას ადარებენ, ანუ ვინც ფულს გიხდის, მისთვის უნდა იცეკვო. მაგრამ ერთი ნიუანსით: ამგვარ კოორდინატთა სისტემაში აფხაზეთი იმდენად ამაყი ქალია, რომ მას რომ უსაყვედურო, მე გინახავ და უნდა დამემორჩილოო, იგი სილას გაგაწნავს და მიგატოვებს, მაგრამ ყოფილ ქმარს არ დაუბრუნდება და მარტო დარჩენას ამჯობინებს. აფხაზებს პატივისცემით უნდა მოეპყრა, მათი ხასიათის გათვალისწინებით, ყოველგვარი ამ ტიპის საყვედურების გარეშე – „გაიხსენე ვინ იყავი და სად იქნებოდი, მე რომ არ დაგხმარებოდიო“.
აფხაზეთში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტრენდი (ტენდენცია) არსებობს: პოლიტიკური დამოუკიდებლობის მტკიცე სურვილი და სულ უფრო მეტი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რომელიც რესპუბლიკის დესუვერენიზაციას აღრმავებს. აფხაზეთისადმი რუსული დახმარების შედეგები შეიძლება ზღვის ტალღების მოქმედებას შევადაროთ: თავდაპირველად ის ძლიერია, შემდეგ კი მისი ძალა და შედეგი თანდათან მცირდება… მდინარე ფსოუდან სოხუმამდე კარგად გარემონტებული გზაა, მაგრამ სოხუმის იქით საქართველოს საზღვრამდე ტიპიური რუსული გზა იწყება – ორმოებით და ასფალტის ნარჩენებით (…)
იურიდიულად სუვერენული სახელმწიფოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის მიუხედავად, რუსული დოტაციები საზოგადოების ფასეულობათა დონეზე გავლენას არ ახდენს. მერე რა, რომ ყველაფერი რუსეთიდან შემოდის და მოსკოვი გვფარველობს. აფხაზეთში დამოუკიდებლობის იდეა ყოველთვის ცოცხლობს. ჩვენში ყოველთვის იქნება ათეულ ათასობით ადამიანი, რომელიც ავტომატით ხელში სამშობლოს დაიცავს“, – ამბობს აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ალხას თხაგუშევი. ამასთან იგი იმასაც აცნობიერებს, რომ ჩრდილოელ მეზობელზე დამოკიდებულება აფხაზეთს საბოლოოდ რუსეთის რეგიონად გადაქცევის ბედს უმზადებს: „თუ ჩვენ მასწავლებლისა და მოსწავლის მსგავსი ურთიერთობა გვექნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მოსწავლე მასზე უკეთესი გაიზარდოს, ხომ ასეა? მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ელიტას (როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში) არ სურს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე რესპუბლიკის განვითარებისათვის და რუსულ დოტაციებზე ცხოვრებას ამჯობინებს“.
შეკითხვაზე, „ვინ და რატომ დააჩქარა რუსეთმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი“, ყველა პასუხობს: „ვლადისლავ სურკოვმა“ (რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში). ასლან თხაგუშევი ასე განმარტავს სიტუაციას: „ოკეანის ზვიგენი რომ პატარა ტბაში გაუშვა, ბუნებრივია, ის თავისი საქმის გაკეთებას ეფექტიანად და სწრაფად შეეცდება, რათა ასევე სწრაფად დაბრუნდეს ჩვეულ გარემოში“ (…)
საქართველოში რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებამ შიდაპოლიტიკური სიტუაციაა მნიშვნელოვნად გაამწვავა: ნოემბრის დასაწყისში პოლიტიკური კრიზისი განვითარდა (…)
დღევანდელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკურსში ელიტას საზოგადოების მართვისათვის ორი ბერკეტი აქვს – თაფლაკვერი და მათრახი: პირველი ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციაა, მეორე კი რუსეთთან ურთიერთობა. პირველთან მიმართებით საზოგადოება უფრო კონსოლიდირებულია, რადგან ადგილობრივი მასმედია ხელს უწყობს ანტირუსული განწყობის გაღვივებას და ეს ხდება არა მარტო ქართული, არამედ რუსული მედიის მიერაც. ბრალდებები „პრორუსულობაში“ და „ევროინტეგრაციის ჩაშლაში“ ქართველ პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან ჰგავს აფხაზურ სიტუაციას, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთს „პროქართველობას“ წამოაძახებენ ხოლმე.
სწორედ „ევროინტეგრაციის ჩაშლის მცდელობა“ და „რუსეთისადმი ყურადღება“ წამოაძახეს ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა (…)
მართალია, სტანდარტული კონსტრუქცია „ხელისუფლება-ოპოზიცია“ საქართველოში ჯერ კიდევ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაიშალა (პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამას დაემთხვა შიდაპოლიტიკური უთანხმოებანი მმართველი კოალიციის ცალკეულ ფიგურანტებსა და პარტიებს შორის, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის), მაგრამ მათი ურთიერთობა სოჭში მომხდარმა მოვლენამ უფრო გაამწვავა. შეიძლება ითქვას, ორივე მხარემ – პოზიციამაც და ოპოზიციამაც თავისი ინტერესებისათვის გამოიყენა (…)
საქართველოში არცერთ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს აფხაზეთის საგარეო ვექტორისადმი ილუზიები არ აქვს, თუმცა აშკარაა, რომ სოხუმისათვის ხელშეკრულების „შეტენვის“ დროს რუსეთმა აფხაზეთის მიმართ რამდენიმე გარემოება მხედველობაში არ მიიღო: პირველი – არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული ხელისუფლების ვერტიკალი და მისი სტრატეგია; მეორე – ოპოზიცია აქტიურად თამაშობს აფხაზთა ტრადიციულ ფობიაზე – სუვერენიტეტის დაკარგვაზე და მესამე – „ზემოდან, დიპლომატიურად ჩამოშვებული“ ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს აფხაზური ელიტის იმ ნაწილს, რომელიც „პროცედურულ პატივისცემას“ ითხოვს. ამ სიტუაციაში რუსეთი იძულებულია დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიაქციოს ყურადღება აფხაზეთის სპეციფიკას (…
მოკლედ, ხელშეკრულება ხელმოწერილია; აფხაზური საზოგადოება მთლიანობაში თანახმაა; რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისადმი დახმარებას, ადგილობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტის მომხმარებლური განწყობის გათვალისწინებით; აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება შიდა რესურსების გამოყენებით ჯერ კიდევ ღიად რჩება; საქართველოსთან მეტ-ნაკლებად მისაღები ურთიერთობის იმედები ჯერ-ჯერობით ისევ ცოცხლობს.
„ტვ როსია-24“ (რუსეთი), 29 ნოემბერი, 2014 წელი
ჰტტპ://წწწ.ვესტი.რუ/დოც.ჰტმლ?იდ=2161794#
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან რიწის ტბის ფონზე: „რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით აფხაზეთმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო“
გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს, რუსეთის ტელეკომპანია „როსსია-24“-ის პროგრამა „შაბათს სერგეი ბრილევთან ერთად“ გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი ამ რამდენიმე დღის წინათ სოჭში გაფორმებული რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ.
ვიდეოსიუჟეტის დასაწყისში პროგრამის წამყვანი სერგეი ბრილევი საუბრობს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხელშეკრულებას აფხაზეთის პერსპექტიული განვითარებისათვის, ასახელებს თანხებს, რომელიც აფხაზეთს რუსეთის ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს მომავალი სამი წლის განმავლობაში და ა.შ.
ვიდეოკადრებს ბზიფის ხეობაში, რიწის ტბაზე გადავყავართ, რომლის ნაპირზე რუსი ჟურნალისტი და აფხაზი პრეზიდენტი საუბრობენ.
„გაგრის ქედის მთები ცნობილი რიწის ტბის წყალში აირეკლება. აქ არის ასევე ცნობილი იოსებ სტალინის აგარაკიც… ამ ადგილების ბუნებრივი სილამაზე განუმეორებელი და დამატყვევებელია. იყო დრო, როცა რიწის ტბა სრულიად საკავშირო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცენტრს წარმოადგენდა. ახლა ამ ყველაფერს აღდგენა ესაჭიროება“, – ამბობს ჟურნალისტი და ყურადღებას ამახვილებს ბზიფის ხეობაში მიმდინარე რუსულ-აფხაზურ წრთვნებზე, რომელიც მის იქ ყოფნას დაემთხვა: „ერთი შეხედვით, აფხაზ და რუს მაშველებს ერთმანეთისაგან ვერც გაარჩევ. აფხაზეთის არაკეთილმსურველები ამბობენ, რომ რუსეთმა აფხაზეთი სულ დაიმორჩილაო, მაგრამ მე თვითონ ვხედავ, ეს ასე არ არის: წრთვნებს აფხაზი ხელმღვანელობს.
- რაულ ჯუმკას ძევ, გასაგებია, რომ ეს ქვედანაყოფები საგანგებო სიტუაციების სამინისტროებს მიეკუთვნება, ისინი გასამხედროებულ რეჟიმში არიან, მაგრამ სამხედრო მოსამსახურეები არ არიან. როგორი იქნება ხელშეკრულების მიხედვით კოლექტიური შეიარაღებული ძალები?
- ეს იმიტომ ხდება, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები იმ დონემდე იქნას მიყვანილი, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ. რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა. მართალია, რუსული არმიის ნაწილები, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვეცადოთ.
- აფხაზეთი მცირე სახელმწიფოა, რუსეთი კი დიდი. ხელშეკრულებით აფხაზური არმია რუსეთის არმიას დაექვემდებარება?
- არავითარ შემთხვევაში
- მაშ როგორ იქნება?
- ჩამოყალიბდებიან გარკვეული გაერთიანებული ქვედანაყოფები, რომლებიც შესაბამის ამოცანებს შეასრულებენ… აფხაზეთის კონსტიტუციით, უმაღლესი მთავარსარდალი აფხაზეთის პრეზიდენტია, შესაბამისად, პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე რუსეთი ვერანაირ სამხედრო ღონისძიებას ვერ ჩაატარებს…
- გადავიდეთ იმ ეკონომიკურ უპირატესობებზე, რომელიც ახალი ხელშეკრულება აფხაზეთს აძლევს… მე აფხაზეთში ბოლოს რამდენიმე წლის წინათ ვიყავი. დღეს განსხვავებას ვხედავ – გაგრიდან დაწყებული, ბიჭვინთის გავლით, ეკონომიკური გამოცოცხლება უკვე იგრძნობა… რას მოხმარდება რუსეთის მიერ გამოყოფილი ფული?
- პირველ რიგში აქცენტს იმაზე გავაკეთებთ, რომ ეს დახმარება მიზანმიმართული იყოს…
- რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ რუსი გადასახადის გადამხდელის ფულს აფხაზები, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად იყენებენ. სადაა იმის გარანტია, რომ ის ფული, რომელიც მომავალ წელს აფხაზეთს გამოეყოფა, ნამდვილად საქმისთვის იქნება დახარჯული და ვიღაცის სასახლის მშენებლობას არ მოხმარდება?
- ჩვენ [სოჭში] ღიად ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსი გადასახადის გადამხდელის ფული აუცილებლად აფხაზ ხალხს უნდა მოხმარდეს და ცალკეული ადამიანების ჯიბეში არ უნდა დაილექოს.
(ავტორის ტექსტი: აფხაზეთში კარგად ახსოვთ, რომ პირველი ომის დროს, 1992 წელს, საქართველოს არმია აქ რკინიგზის დაცვის საბაბით შემოვიდა – იმ რკინიგზისა, რომელსაც გამჭოლი მიმართულება ჰქონდა: რუსეთიდან ამიერკავკასიაში – საქართველოშიც და სომხეთშიც. რუსეთ-აფხაზეთის შეხვედრის სენსაცია გახდა იდეა რკინიგზაზე მოძრაობის შესაძლო აღდგენის შესახებ. რასაკვირველია, ამ საკითხზე მოლაპრაკება რთული იქნება).
- თქვენ მზად ხართ ქართველებს დაელაპარაკოთ რკინიგზის აღდგენის საკითხზე?
- მე ვფიქრობ, რომ ქართველები ამ საკითხით პირველ რიგში თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ იმ განცხადებების ფონზე, რასაც მე სოჭში შეხვედრის შემდეგ ვისმენ, როგორც ჩანს, ქართველებმა სიტუაცია ობიექტურად ვერ აღიქვეს..
- თქვენ ახლა, როგორც ჩანს, მხედველობაში გქონდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება… მან რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან აგრესიული პასუხი იქნება გაცემულიო… თქვენთვის ეს რაიმე ფრაზაა თუ საბაბი მობილიზებისათვის?
- იცით, ჩვენ უკვე დიდი ხანია მობილიზებულები ვართ. ასე რომ, მსგავსი ფრაზები ჩვენთვის ახალი არ არის, უკვე მივეჩვიეთ. 2008 წლის მოვლენები ის საფუძველია, რომლითაც საქართველო აფხაზეთთან ურთიერთობის სისტემის შექმნას ცდილობს. მიმაჩნია, რომ თვით საქართველომ უნდა გააცნობიეროს ის, რომ მხოლოდ მუქარებით ვერც აფხაზეთთან და ვერც რუსეთთან ურთიერთობას ვერ მოაგვარებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს შეგვიძლია წარვუდგინოთ… დღეს აფხაზეთი თავს უფრო იმედიანად გრძნობს – რუსეთთან დადებული ახალი ხელშეკრულების წყალობით ახალი რეალიები იქმნება. დოკუმენტის რატიფიცირება მალე განხორციელდება.
„9 კანალ“ (ისრაელი), 29 ნოემბერი, 2014 წელი
ჰტტპ://9ტვ.ცო.ილ/ნეწს/2014/11/30/191083.ჰტმლ
აფხაზეთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში
ისრაელის ტელეკომპანია „9 კანალ“-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა გიორგი დავიდოვიჩის პოლიტიკური მოვლენების ირონიანარევი მიმოხილვა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:
„შეერთებული შტატების ძირითადი ამოცანაა კვლავ მუხლებზე დააჩოქოს რუსეთი, რომელიც ეს-ესაა წამოდგა“. ამ აზრს, რომელსაც რუსეთის ტელევიზია მოსახლეობას უნერგავს, პოლიტიკოსებიც და უბრალო ადამიანებიც იმეორებენ.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ ამერიკას რუსეთზე გავლენის მოპოვება სურს: „ისტორიიდან ცნობილია, რომ რუსეთის დამორჩილება ვერავინ ვერ შეძლო“, – განაცხადა მან საერთორუსული სახალხო ფრონტის ფორუმზე. ხმები დადის, ეს რომ მონღოლებმა გაიგეს, ცოტა ეწყინათო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, როცა ამერიკის განუზომელ ამბიციებსა და რეალურ შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა, ქურდულ ჟარგონზე გადავიდა და განაცხადა, „ვაშინგტონი ჩვენს პონტზე აგდებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდაო“.
საქართველოდან ისრაელში რეპატრირებული ჩვენი თანამემამულეები არ მომცემენ იმის ნებას, რომ ვიცრუო: „ეს სიტყვა – „პონტი“ – თავის სხვადასხვა ვარიაცებით ძალიან პოპულარული იყო ქართველ სისხლის სამართლის ელემენტებს შორის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ქვეყნიდან გაქრნენ. თვითონ სერგეი ლავროვი კი არ მალავს, რომ თბილისშია დაბადებული.
აი, პუტინი კი საქართველოში არ ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში, ლეგალურად მაინც. თუმცა რა განსხვავებაა? არც პუტინი, არც ლავროვი და არ მედვედევი კმაყოფილებას არ მალავენ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით.
ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ ოლიმპიისშემდგომ სოჭში აფხაზეთის თვით გამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი მიიღო და მასთან ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტი ფაქტიურად ლეგალიზებას ახდენს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ისედაც დე-ფაქტო შესვლას. ძალიან რომ არ სწყენოდათ აფხაზებს, კრემლმა სეპარატისტებს 5 მილიარდი რუბლი აჩუქა და სამომავლოდ კიდევ ოთხი მილიარდი აღუთქვა.
ხელშეკრულების გამო საქართველოს რუსეთუმე ხელისუფლებაც კი აღშფოთდა, საკმაოდ მჟღერი სახელი რომ დაირქვა – „ქართული ოცნება“. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ მრისხანე განცხადებით გამოვიდა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდა, რა და როგორ უნდა ეთქვა. „მეოცნებეთა“ პრემიერმა ბრიტანულ მასმედიას განუცხადა, რომ უკრაინას იარაღი არავინ არ უნდა მისცეს და პუტინთან მოლაპარაკება უნდა აწარმოოსო. კონკრეტულად რა თემაზე, ამის შესახებ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პაჟს არაფერი უთქვამს. ამასობაში კი სოხუმის ქუჩემი უკმაყოფილო აფხაზები გამოვიდნენ, რომლებსაც რუსეთში მზიურ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ რეგიონად ყოფნა არ სურთ.
თავისი საქმე რომ გააკეთა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „ჩვენ არავის არ ვემუქრებით და არ გვინდა ჩავერიოთ გეოპოლიტიკურ თამაშებში, ინტრიგებში და მით უმეტეს, კონფლიქტებშიო“. ეტყობა, უკრაინელებს, მოლდოველებს და ქართველებს, რომელთა ტერიტორიული მთლიანობა გაეროსგანაა აღიარებული, რუსეთის ჯარების იქ ყოფნა მოელანდათ“.
„კავკაზსკიი უზელ“ (რუსეთი), 30 ნოემბერი, 2014 წელი
ჰტტპ://წწწ.კავკაზ-უზელ.რუ/არტიცლეს/253238/
ვააგნ ხაჩატრიანი: „სომხეთისათვის აფხაზეთის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა“
როგორც ერევნის ყოფილმა მერმა, ეკონომისტმა ვააგნ ხაჩატრიანმა „კავკასზსკიი უზელ“-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მისი თქმით, საქართველოსთვის რკინიგზის გახსნა, ეკონომიკური თვალსაზრისით, წამგებიანია.
რაც შეეხება სომხეთს: „ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ სომხეთისათვის აფხაზეთის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა. ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა რკინიგზას ნახჭევნის გავლით. სწორედ აზერბაიჯანის ტრანზიტით შემოდიოდა სომხეთში ტვირთების 90%“, – აღნიშნა ვააგნ ხაჩატრიანმა.
ამასთან, ერევნის ექს-მერის აზრით, რამდენადაც აფხაზეთის რკინიგზას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, იმდენად მისმა გახსნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთ-აფხაზეთ-საქართველოს შორის უთანხმოების დასრულებას.
01 დეკემბერი, 2014 წელი
„КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 01 დეკემბერი, 2014 წელიჰტტპ://წწწ.კომმერსანტ.რუ/დოც/2619000?ისშეარცჰ=თრუესოხუმისა და თბილისის პოლიტიკური ელიტების დამოკიდებულება რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებისადმი„სოჭში ხელმოწერილმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებამ აფხაზურ და ქართულ ელიტაში ნერვიულობა გამოიწვია“, – აღნიშნულია ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტ“-ში გამოქვეყნებულ ალექსეი ტოკარევის სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული და გაანალიზებული ორმხრივ დოკუმენტთან დაკავშირებული მოვლენები. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:„როგორც კი აფხაზეთში დიპლომატიური არხებით რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი მიიღეს, აფხაზურმა ელიტამ და საზოგადოებამ დაიწყო ისეთი სიტყვების თუ ტერმინების ძიება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა გაემართლებინათ თავიანთი სურვილი – ხელი არ მოეწერათ სწორედ ისეთი შინაარსის მქონე დოკუმენტისთვის, როგორსაც მოსკოვი სთავაზობდა და იმავდროულად თბილი ურთიერთობები შეენარჩუნებინათ სახელმწიფო-მფარველთან. ამ მხრივ განსაკუთრებით აშკარა იყო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის პარტია „ამცახარას“ მცდელობა, რომლის ყრილობაზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გაისმა (…)აფხაზეთის დღევანდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, თუ როგორი „საჩუქრები“ დატოვა ალექსანდრე ანქვაბმა გადადგომის შემდეგ. მხედველობაშია საზოგადოებაში აქტიურად მოარული ხმები, რომელთა თანახმად, „ანქვაბი იმიტომ გადადგა, რომ მას ხელშეკრულების რუსულ „კაბალურ“ პროექტზე ხელმოწერა არ სურდა“, იგი მოსკოვმა აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა, რაულ ხაჯიმბა კი მას დაუყონებლივ ხელს მოაწერსო, თუმცა ეს ასე არ მოხდა: ხელშეკრულების პროექტს საკმაო ხნის განმავლობაში იხილავდნენ როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში (…)სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, სადაც მაგისტრალური განწყობა ოსი ხალხის გაერთიანება და რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა, აფხაზეთის მოსახლეობის ცნობიერებაში სუვერენიტეტის ცნება ღრმადაა გამჯდარი. მართალია, პოლიტიკური ელიტა და მოსახლეობა გრძნობს, თუ როგორი მადლობელი უნდა იყვნენ რუსეთისა, მაგრამ იმავდროულად სოხუმი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკა დამოუკიდებელი უნდა დარჩეს.ექსპერტები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის ანალიზს აკეთებენ, არცთუ ისე იშვიათად სოხუმ-მოსკოვის ერთმანეთთან დამოკიდებულებას მდიდარ მამაკაცისა და მისი ხარჭის ურთიერთობას ადარებენ, ანუ ვინც ფულს გიხდის, მისთვის უნდა იცეკვო. მაგრამ ერთი ნიუანსით: ამგვარ კოორდინატთა სისტემაში აფხაზეთი იმდენად ამაყი ქალია, რომ მას რომ უსაყვედურო, მე გინახავ და უნდა დამემორჩილოო, იგი სილას გაგაწნავს და მიგატოვებს, მაგრამ ყოფილ ქმარს არ დაუბრუნდება და მარტო დარჩენას ამჯობინებს. აფხაზებს პატივისცემით უნდა მოეპყრა, მათი ხასიათის გათვალისწინებით, ყოველგვარი ამ ტიპის საყვედურების გარეშე – „გაიხსენე ვინ იყავი და სად იქნებოდი, მე რომ არ დაგხმარებოდიო“.აფხაზეთში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტრენდი (ტენდენცია) არსებობს: პოლიტიკური დამოუკიდებლობის მტკიცე სურვილი და სულ უფრო მეტი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რომელიც რესპუბლიკის დესუვერენიზაციას აღრმავებს. აფხაზეთისადმი რუსული დახმარების შედეგები შეიძლება ზღვის ტალღების მოქმედებას შევადაროთ: თავდაპირველად ის ძლიერია, შემდეგ კი მისი ძალა და შედეგი თანდათან მცირდება… მდინარე ფსოუდან სოხუმამდე კარგად გარემონტებული გზაა, მაგრამ სოხუმის იქით საქართველოს საზღვრამდე ტიპიური რუსული გზა იწყება – ორმოებით და ასფალტის ნარჩენებით (…)იურიდიულად სუვერენული სახელმწიფოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის მიუხედავად, რუსული დოტაციები საზოგადოების ფასეულობათა დონეზე გავლენას არ ახდენს. მერე რა, რომ ყველაფერი რუსეთიდან შემოდის და მოსკოვი გვფარველობს. აფხაზეთში დამოუკიდებლობის იდეა ყოველთვის ცოცხლობს. ჩვენში ყოველთვის იქნება ათეულ ათასობით ადამიანი, რომელიც ავტომატით ხელში სამშობლოს დაიცავს“, – ამბობს აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ალხას თხაგუშევი. ამასთან იგი იმასაც აცნობიერებს, რომ ჩრდილოელ მეზობელზე დამოკიდებულება აფხაზეთს საბოლოოდ რუსეთის რეგიონად გადაქცევის ბედს უმზადებს: „თუ ჩვენ მასწავლებლისა და მოსწავლის მსგავსი ურთიერთობა გვექნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მოსწავლე მასზე უკეთესი გაიზარდოს, ხომ ასეა? მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ელიტას (როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში) არ სურს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე რესპუბლიკის განვითარებისათვის და რუსულ დოტაციებზე ცხოვრებას ამჯობინებს“.შეკითხვაზე, „ვინ და რატომ დააჩქარა რუსეთმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი“, ყველა პასუხობს: „ვლადისლავ სურკოვმა“ (რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში). ასლან თხაგუშევი ასე განმარტავს სიტუაციას: „ოკეანის ზვიგენი რომ პატარა ტბაში გაუშვა, ბუნებრივია, ის თავისი საქმის გაკეთებას ეფექტიანად და სწრაფად შეეცდება, რათა ასევე სწრაფად დაბრუნდეს ჩვეულ გარემოში“ (…)საქართველოში რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებამ შიდაპოლიტიკური სიტუაციაა მნიშვნელოვნად გაამწვავა: ნოემბრის დასაწყისში პოლიტიკური კრიზისი განვითარდა (…)დღევანდელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკურსში ელიტას საზოგადოების მართვისათვის ორი ბერკეტი აქვს – თაფლაკვერი და მათრახი: პირველი ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციაა, მეორე კი რუსეთთან ურთიერთობა. პირველთან მიმართებით საზოგადოება უფრო კონსოლიდირებულია, რადგან ადგილობრივი მასმედია ხელს უწყობს ანტირუსული განწყობის გაღვივებას და ეს ხდება არა მარტო ქართული, არამედ რუსული მედიის მიერაც. ბრალდებები „პრორუსულობაში“ და „ევროინტეგრაციის ჩაშლაში“ ქართველ პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან ჰგავს აფხაზურ სიტუაციას, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთს „პროქართველობას“ წამოაძახებენ ხოლმე.სწორედ „ევროინტეგრაციის ჩაშლის მცდელობა“ და „რუსეთისადმი ყურადღება“ წამოაძახეს ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა (…)მართალია, სტანდარტული კონსტრუქცია „ხელისუფლება-ოპოზიცია“ საქართველოში ჯერ კიდევ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაიშალა (პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამას დაემთხვა შიდაპოლიტიკური უთანხმოებანი მმართველი კოალიციის ცალკეულ ფიგურანტებსა და პარტიებს შორის, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის), მაგრამ მათი ურთიერთობა სოჭში მომხდარმა მოვლენამ უფრო გაამწვავა. შეიძლება ითქვას, ორივე მხარემ – პოზიციამაც და ოპოზიციამაც თავისი ინტერესებისათვის გამოიყენა (…)საქართველოში არცერთ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს აფხაზეთის საგარეო ვექტორისადმი ილუზიები არ აქვს, თუმცა აშკარაა, რომ სოხუმისათვის ხელშეკრულების „შეტენვის“ დროს რუსეთმა აფხაზეთის მიმართ რამდენიმე გარემოება მხედველობაში არ მიიღო: პირველი – არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული ხელისუფლების ვერტიკალი და მისი სტრატეგია; მეორე – ოპოზიცია აქტიურად თამაშობს აფხაზთა ტრადიციულ ფობიაზე – სუვერენიტეტის დაკარგვაზე და მესამე – „ზემოდან, დიპლომატიურად ჩამოშვებული“ ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს აფხაზური ელიტის იმ ნაწილს, რომელიც „პროცედურულ პატივისცემას“ ითხოვს. ამ სიტუაციაში რუსეთი იძულებულია დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიაქციოს ყურადღება აფხაზეთის სპეციფიკას (…მოკლედ, ხელშეკრულება ხელმოწერილია; აფხაზური საზოგადოება მთლიანობაში თანახმაა; რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისადმი დახმარებას, ადგილობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტის მომხმარებლური განწყობის გათვალისწინებით; აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება შიდა რესურსების გამოყენებით ჯერ კიდევ ღიად რჩება; საქართველოსთან მეტ-ნაკლებად მისაღები ურთიერთობის იმედები ჯერ-ჯერობით ისევ ცოცხლობს.
„ტვ როსია-24“ (რუსეთი), 29 ნოემბერი, 2014 წელიჰტტპ://წწწ.ვესტი.რუ/დოც.ჰტმლ?იდ=2161794#ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან რიწის ტბის ფონზე: „რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით აფხაზეთმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო“გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს, რუსეთის ტელეკომპანია „როსსია-24“-ის პროგრამა „შაბათს სერგეი ბრილევთან ერთად“ გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი ამ რამდენიმე დღის წინათ სოჭში გაფორმებული რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ.ვიდეოსიუჟეტის დასაწყისში პროგრამის წამყვანი სერგეი ბრილევი საუბრობს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხელშეკრულებას აფხაზეთის პერსპექტიული განვითარებისათვის, ასახელებს თანხებს, რომელიც აფხაზეთს რუსეთის ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს მომავალი სამი წლის განმავლობაში და ა.შ. ვიდეოკადრებს ბზიფის ხეობაში, რიწის ტბაზე გადავყავართ, რომლის ნაპირზე რუსი ჟურნალისტი და აფხაზი პრეზიდენტი საუბრობენ. „გაგრის ქედის მთები ცნობილი რიწის ტბის წყალში აირეკლება. აქ არის ასევე ცნობილი იოსებ სტალინის აგარაკიც… ამ ადგილების ბუნებრივი სილამაზე განუმეორებელი და დამატყვევებელია. იყო დრო, როცა რიწის ტბა სრულიად საკავშირო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცენტრს წარმოადგენდა. ახლა ამ ყველაფერს აღდგენა ესაჭიროება“, – ამბობს ჟურნალისტი და ყურადღებას ამახვილებს ბზიფის ხეობაში მიმდინარე რუსულ-აფხაზურ წრთვნებზე, რომელიც მის იქ ყოფნას დაემთხვა: „ერთი შეხედვით, აფხაზ და რუს მაშველებს ერთმანეთისაგან ვერც გაარჩევ. აფხაზეთის არაკეთილმსურველები ამბობენ, რომ რუსეთმა აფხაზეთი სულ დაიმორჩილაო, მაგრამ მე თვითონ ვხედავ, ეს ასე არ არის: წრთვნებს აფხაზი ხელმღვანელობს. - რაულ ჯუმკას ძევ, გასაგებია, რომ ეს ქვედანაყოფები საგანგებო სიტუაციების სამინისტროებს მიეკუთვნება, ისინი გასამხედროებულ რეჟიმში არიან, მაგრამ სამხედრო მოსამსახურეები არ არიან. როგორი იქნება ხელშეკრულების მიხედვით კოლექტიური შეიარაღებული ძალები?- ეს იმიტომ ხდება, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები იმ დონემდე იქნას მიყვანილი, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ. რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა. მართალია, რუსული არმიის ნაწილები, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვეცადოთ.- აფხაზეთი მცირე სახელმწიფოა, რუსეთი კი დიდი. ხელშეკრულებით აფხაზური არმია რუსეთის არმიას დაექვემდებარება?- არავითარ შემთხვევაში- მაშ როგორ იქნება?- ჩამოყალიბდებიან გარკვეული გაერთიანებული ქვედანაყოფები, რომლებიც შესაბამის ამოცანებს შეასრულებენ… აფხაზეთის კონსტიტუციით, უმაღლესი მთავარსარდალი აფხაზეთის პრეზიდენტია, შესაბამისად, პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე რუსეთი ვერანაირ სამხედრო ღონისძიებას ვერ ჩაატარებს…- გადავიდეთ იმ ეკონომიკურ უპირატესობებზე, რომელიც ახალი ხელშეკრულება აფხაზეთს აძლევს… მე აფხაზეთში ბოლოს რამდენიმე წლის წინათ ვიყავი. დღეს განსხვავებას ვხედავ – გაგრიდან დაწყებული, ბიჭვინთის გავლით, ეკონომიკური გამოცოცხლება უკვე იგრძნობა… რას მოხმარდება რუსეთის მიერ გამოყოფილი ფული?- პირველ რიგში აქცენტს იმაზე გავაკეთებთ, რომ ეს დახმარება მიზანმიმართული იყოს…- რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ რუსი გადასახადის გადამხდელის ფულს აფხაზები, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად იყენებენ. სადაა იმის გარანტია, რომ ის ფული, რომელიც მომავალ წელს აფხაზეთს გამოეყოფა, ნამდვილად საქმისთვის იქნება დახარჯული და ვიღაცის სასახლის მშენებლობას არ მოხმარდება?- ჩვენ [სოჭში] ღიად ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსი გადასახადის გადამხდელის ფული აუცილებლად აფხაზ ხალხს უნდა მოხმარდეს და ცალკეული ადამიანების ჯიბეში არ უნდა დაილექოს.(ავტორის ტექსტი: აფხაზეთში კარგად ახსოვთ, რომ პირველი ომის დროს, 1992 წელს, საქართველოს არმია აქ რკინიგზის დაცვის საბაბით შემოვიდა – იმ რკინიგზისა, რომელსაც გამჭოლი მიმართულება ჰქონდა: რუსეთიდან ამიერკავკასიაში – საქართველოშიც და სომხეთშიც. რუსეთ-აფხაზეთის შეხვედრის სენსაცია გახდა იდეა რკინიგზაზე მოძრაობის შესაძლო აღდგენის შესახებ. რასაკვირველია, ამ საკითხზე მოლაპრაკება რთული იქნება).- თქვენ მზად ხართ ქართველებს დაელაპარაკოთ რკინიგზის აღდგენის საკითხზე?- მე ვფიქრობ, რომ ქართველები ამ საკითხით პირველ რიგში თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ იმ განცხადებების ფონზე, რასაც მე სოჭში შეხვედრის შემდეგ ვისმენ, როგორც ჩანს, ქართველებმა სიტუაცია ობიექტურად ვერ აღიქვეს..- თქვენ ახლა, როგორც ჩანს, მხედველობაში გქონდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება… მან რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან აგრესიული პასუხი იქნება გაცემულიო… თქვენთვის ეს რაიმე ფრაზაა თუ საბაბი მობილიზებისათვის?- იცით, ჩვენ უკვე დიდი ხანია მობილიზებულები ვართ. ასე რომ, მსგავსი ფრაზები ჩვენთვის ახალი არ არის, უკვე მივეჩვიეთ. 2008 წლის მოვლენები ის საფუძველია, რომლითაც საქართველო აფხაზეთთან ურთიერთობის სისტემის შექმნას ცდილობს. მიმაჩნია, რომ თვით საქართველომ უნდა გააცნობიეროს ის, რომ მხოლოდ მუქარებით ვერც აფხაზეთთან და ვერც რუსეთთან ურთიერთობას ვერ მოაგვარებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს შეგვიძლია წარვუდგინოთ… დღეს აფხაზეთი თავს უფრო იმედიანად გრძნობს – რუსეთთან დადებული ახალი ხელშეკრულების წყალობით ახალი რეალიები იქმნება. დოკუმენტის რატიფიცირება მალე განხორციელდება.
„9 კანალ“ (ისრაელი), 29 ნოემბერი, 2014 წელიჰტტპ://9ტვ.ცო.ილ/ნეწს/2014/11/30/191083.ჰტმლაფხაზეთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებშიისრაელის ტელეკომპანია „9 კანალ“-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა გიორგი დავიდოვიჩის პოლიტიკური მოვლენების ირონიანარევი მიმოხილვა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:„შეერთებული შტატების ძირითადი ამოცანაა კვლავ მუხლებზე დააჩოქოს რუსეთი, რომელიც ეს-ესაა წამოდგა“. ამ აზრს, რომელსაც რუსეთის ტელევიზია მოსახლეობას უნერგავს, პოლიტიკოსებიც და უბრალო ადამიანებიც იმეორებენ.რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ ამერიკას რუსეთზე გავლენის მოპოვება სურს: „ისტორიიდან ცნობილია, რომ რუსეთის დამორჩილება ვერავინ ვერ შეძლო“, – განაცხადა მან საერთორუსული სახალხო ფრონტის ფორუმზე. ხმები დადის, ეს რომ მონღოლებმა გაიგეს, ცოტა ეწყინათო.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, როცა ამერიკის განუზომელ ამბიციებსა და რეალურ შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა, ქურდულ ჟარგონზე გადავიდა და განაცხადა, „ვაშინგტონი ჩვენს პონტზე აგდებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდაო“.საქართველოდან ისრაელში რეპატრირებული ჩვენი თანამემამულეები არ მომცემენ იმის ნებას, რომ ვიცრუო: „ეს სიტყვა – „პონტი“ – თავის სხვადასხვა ვარიაცებით ძალიან პოპულარული იყო ქართველ სისხლის სამართლის ელემენტებს შორის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ქვეყნიდან გაქრნენ. თვითონ სერგეი ლავროვი კი არ მალავს, რომ თბილისშია დაბადებული.აი, პუტინი კი საქართველოში არ ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში, ლეგალურად მაინც. თუმცა რა განსხვავებაა? არც პუტინი, არც ლავროვი და არ მედვედევი კმაყოფილებას არ მალავენ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით.ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ ოლიმპიისშემდგომ სოჭში აფხაზეთის თვით გამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი მიიღო და მასთან ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტი ფაქტიურად ლეგალიზებას ახდენს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ისედაც დე-ფაქტო შესვლას. ძალიან რომ არ სწყენოდათ აფხაზებს, კრემლმა სეპარატისტებს 5 მილიარდი რუბლი აჩუქა და სამომავლოდ კიდევ ოთხი მილიარდი აღუთქვა.ხელშეკრულების გამო საქართველოს რუსეთუმე ხელისუფლებაც კი აღშფოთდა, საკმაოდ მჟღერი სახელი რომ დაირქვა – „ქართული ოცნება“. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ მრისხანე განცხადებით გამოვიდა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდა, რა და როგორ უნდა ეთქვა. „მეოცნებეთა“ პრემიერმა ბრიტანულ მასმედიას განუცხადა, რომ უკრაინას იარაღი არავინ არ უნდა მისცეს და პუტინთან მოლაპარაკება უნდა აწარმოოსო. კონკრეტულად რა თემაზე, ამის შესახებ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პაჟს არაფერი უთქვამს. ამასობაში კი სოხუმის ქუჩემი უკმაყოფილო აფხაზები გამოვიდნენ, რომლებსაც რუსეთში მზიურ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ რეგიონად ყოფნა არ სურთ.თავისი საქმე რომ გააკეთა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „ჩვენ არავის არ ვემუქრებით და არ გვინდა ჩავერიოთ გეოპოლიტიკურ თამაშებში, ინტრიგებში და მით უმეტეს, კონფლიქტებშიო“. ეტყობა, უკრაინელებს, მოლდოველებს და ქართველებს, რომელთა ტერიტორიული მთლიანობა გაეროსგანაა აღიარებული, რუსეთის ჯარების იქ ყოფნა მოელანდათ“.
„კავკაზსკიი უზელ“ (რუსეთი), 30 ნოემბერი, 2014 წელიჰტტპ://წწწ.კავკაზ-უზელ.რუ/არტიცლეს/253238/ვააგნ ხაჩატრიანი: „სომხეთისათვის აფხაზეთის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა“ როგორც ერევნის ყოფილმა მერმა, ეკონომისტმა ვააგნ ხაჩატრიანმა „კავკასზსკიი უზელ“-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მისი თქმით, საქართველოსთვის რკინიგზის გახსნა, ეკონომიკური თვალსაზრისით, წამგებიანია. რაც შეეხება სომხეთს: „ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ სომხეთისათვის აფხაზეთის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა. ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა რკინიგზას ნახჭევნის გავლით. სწორედ აზერბაიჯანის ტრანზიტით შემოდიოდა სომხეთში ტვირთების 90%“, – აღნიშნა ვააგნ ხაჩატრიანმა.ამასთან, ერევნის ექს-მერის აზრით, რამდენადაც აფხაზეთის რკინიგზას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, იმდენად მისმა გახსნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთ-აფხაზეთ-საქართველოს შორის უთანხმოების დასრულებას.