globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 1st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): ქართული ოპოზიცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის გადადგომას მოითხოვს: პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თბილისს და სოხუმს ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების გამოცდილება არ აქვთ

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოში ფედერალიზაციაზე ფიქრი დაიწყეს

«The Wall Street Journal» (აშშ): ნატო ჩერნოგორიას გასაწევრიანებლად მიიწვევს: გაფართოება პირველად 2009 წლის შემდეგ // საქართველოს კანდიდატურა ჯერ-ჯერობით არ განიხილება

———————–

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 01 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/nc-georgia-zakareishvili-on-abkhazia/3081495.html

ქართული ოპოზიცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის გადადგომას მოითხოვს: პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თბილისს და სოხუმს ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების გამოცდილება არ აქვთ

ნესტან ჩარკვიანი

„ქართული ოპოზიცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომლის თანახმად, „აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს არ შედიოდაო“. „ჩვენ აფხაზეთთან ერთიანი სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხში მხოლოდ ერთადერთი გამოცდილება გვაქვს – საბჭოთა კავშირის პერიოდში. მე არ ვიცი, რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, ჩვენ საბჭოურის გარდა, სხვა გამოცდილება არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა“, – აი, ასეთი განცხადება გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა თბილისში გამართულ დისკუსიაზე „კონფლიქტები დარეგულირების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები“, რომელიც მასმედიაში გავრცელდა.

სახელმწიფო მინისტრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა არამარტო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მას პრპრუსული პოლიტიკის განხორციელებაში ადანა-შაულებს, არამედ ხელისუფლების წარმომადგენ-ლების მხრიდანაც, რომლებმად სახელმწიფო მინისტრის განცხადებები დაგმეს.

პაატა ზაქარეიშვილს თავის მართლება მოუწია: როგორც მან 30 ნოემბერს განაცხადა, მისი სიტყვები „საერთო კონტექსტიდან ამოაგდეს“ და ისე გაავრცელეს. როცა იგი აფხაზეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში არსებობაზე ლაპარაკობდა, მას თურმე „მხედველობაში მხოლოდ პოსტსაბჭოთა პერიოდი ჰქონია“, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. „ჩვენ ახლა რარაც სისტემა უნდა შევიმუშაოთ, სადაც აფხაზებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ“, – განაცხადა მან. თუმცა ქართულმა ოპოზიციამ პაატა ზაქარეიშვილის განმარტება არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია.

რადიო“ გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ადრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო, დღემდე „ვერ გაუგია“, რომ უკვე მინისტრია და შესაბამისად, არ აქვს უფლება ისეთი „კერძო აზრი“ გამოთქვას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ოპოზიციური დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე ყველანაირი საუბარი და დისკუსია ჯერ მხოლოდ მომავლის საქმეა, ამჟამად კი ისაა მთავერი, რომ ამ რეგიონების დეოკუპაცია მოხდეს, რათა შესაძლებლობა გვქონდეს მპოლაპარაკება ვაწარმოოთ არა კრემლის მარიონეტებთან, არამედ „ნამდვილ აფხაზ და ოს პატრიოტებთან“.

„ასე რომ, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება საქართველოს ფედერალიზების თაობაზე ნაადრევია, ჯერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპირება უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა „გოლოს ამერიკის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში.

როგორც კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ხელმძღვანელი გია ნოდია ამბობს „გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტთან საუბარში, ქართულ აკადემიკურ წრეებში კონფლიქტების მოგვარებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომები არსებობს: ზოგიერთების აზრით, საქართველო ერთიანი სახელმწიფო უნდა იყოს და მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ცენტრმა სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლი, ანუ სახელმწიფოს მთლიანობა აღადგინოს; მეორენი ფიქრობენ, რომ საქართველო და სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე ცალკე სუბიექტები არიან და გაერთიანდებიან თუ არა ისინი ერთ სახელმწიფოდ, ამისათვის მოლაპარაკებაა საჭირო. გია ნოდიას აზრით, პაატა ზაქარეიშვილს, როგორც კერძო პირს, შეუძლია ჰქონდეს ინდივიდუალური ხედვა, მაგრამ იმავდროულად მხარი სხვა თვალსაზრისს დაუჭიროს, მაგრამ მინისტრის რანგში მსგავსი განცხადება „ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“, რადგან ის სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიტიკურ კურსს – როგორც წინა ხელისუფლების მიერ გატარებულს, ასევე ამჟამინდელისასაც.

გია ნოდიას თქმით, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება მხოლოდ „ფაქტების“ მიხედვითაც არაზუსტია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთი 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, რაც რუსეთმა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებმა იურიდიულადაც აღიარეს. გარდა ამისა, აფხაზეთი საქართველოს ფარგლებში იყო 1993 წლამდე და მასზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდებოდა.

«Независимая газета» (რუსეთი), 01 დეკემბერი, 2015 წერლი

http://www.ng.ru/cis/2015-12-01/6_gruzia.html

საქართველოში ფედერალიზაციაზე ფიქრი დაიწყეს

იური სიმონიანი, მიმომხილველი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართველებისა და აფხაზების ერთ საზოგადოებაში ცხოვრების ერთადერთ გზას მხოლოდ ფედერალიზაცია წარმოადგენს. მისმა სიტყვებმა რეზონანსი გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, თუმცა დარჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც ბოლომდე არ თქმულა.

პაატა ზაქარეიშვილმა „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან იური სიმონიანთან საუბარში ზემოთ აღნიშნული დანაკლისი შეავსო:

- თქვენ განცხადებაში ფედერალიზაციის შესახებ სამხრეთ ოსეთი არ მოგიხსენებიათ… ცხინვალისათვის სხვა წინადადება გაქვთ?

- სამწუხაროდ, ჩემი ყველა განცხადება და კომენტარი ხშირად საერთო კონტექსტიდან არის ხოლმე ამოვარდნილი. ამ შემთხვევაში ევროპელმა დეპუტატებმა კითხვა საქართველოს სამომავლო მოწყობის პერსპექტივაზე დამისვეს, აფხაზეთთან კონფლიქტის მოგვარების კონტექსტით. მე ვთვლი, რომ საქართველოში ასიმეტრიული რეგიონალიზმი უნდა დაინერგოს და მის ჩარჩოებში აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიეცეს. ეს წინადადება ახალი არ არის. მე ამის შესახებ წლების წინ ვლაპარაკობდი, თანამოაზრეებთან ერთად ვამუშავებდი კონცეფციას აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ საქართველოს შემადგენლობაში. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი აფხაზეთისათვის, რომელსაც, რუსეთისაგან მიღებული „დამოუკიდებლობის“ აღიარებისაგან თითქმის აღარაფერი არ დარჩა – იმ „ხელშეკრულების“ წყალობით, რომელიც იმავე რუსეთთან გააფორმა. ამ „ხელშეკრულებამ“, რომელიც საერთაშორისო ნორმების თანახმად, უკანონოა, მთლიანად მოსპო და გაანადგურა აფხაზური საზოგადოების მიღწევები სუვერენიტეტის მიმართულებით. ფედერალური მოწყობის დროს კი აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება და მასში ყველა ის ფასეულობა ჩაიდება, რასაც აფხაზები ასე ძალიან უფრთხილდებიან – მიწაზე საკუთრება, ქონების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ა.შ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მხოლოდ სამი წელი იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ აფხაზებს რამდენჯერმე შევთავაზეთ პირდაპირი დიალოგის დაწყება, მაგრამ აფხაზები რატომღაც არ ჩქარობენ. ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მათი სუვერენიტეტი იზღუდება, მაგრამ გამოსავალს არ ეძებენ და ჟენევის შეხვედრებზე, რუსების მხარდაჭერით, პირიქით აქეთ გვიტევენ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ჩემი პირადი თვალსაზრისია.

- აფხაზეთმა თუ მოახდინა რაიმე რეაგირება ფედერალიზაციის პროექტის მიმართ?

- სოხუმში მოულოდნელად განაცხადეს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. ეს სასაცილოა – მე არ მითქვამს, რომ მოლაპარაკებას ვმართავთ, მე მათ მხოლოდ დაწყება შევთავაზე.

- შესაძლოა ეს იყო აფხაზური მხარის მინიშნება იმაზე, რომ მათ პირდაპირი დიალოგი არ სურთ?

- არ ვიცი, რას ელოდება აფხაზური საზოგადოება. სამწუხაროდ, ჩვენ დროს ვკარგავთ. ყველა ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი, მაგალითად უკრაინაში, როგორ გადაწყდა ყირიმის საკითხი. ვფიქრობ, აფხაზურ საზოგადოებას მხარდაჭერა ჭირდება როგორც საქართველოსაგან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. რუსეთი აშკარად აჩვენებს იმას, რომ აფხაზეთს დამოუკიდებლად ვერ ხედავს, მას აფხაზეთის სუვერენიტეტი არ ჭირდება, ანუ მოსკოვი სიტყვით ერთს ამბობს, საქმით კი მეორეს აკეთებს. აფხაზებისთვის ღირსეული, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშია შესაძლებელი – საქართველოში, სადაც მათ განსაკუთრებული სტატუსი და ყველაზე ფართო უფლებამოსილება ექნებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2013 წლის 8 აგვისტოს განაცხადა, როცა აფხაზებს და ოსებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობის საკითხების განხილვა შესთავაზა.

- თქვენს მიერ ნათქვამი სამხრეთ ოსეთის გასაგონადაცაა?

- მე როცა განსაკუთრებულ სტატუსზე ვლაპარაკობ, ამაში უპირველესად აფხაზეთს ვგულისხმობ. ჩვენ ვიცით აფხაზეთის რესურსები, ვიცით მათი პოზიცია სხვადასხვა საკითხების მიმართ. ისეთ სტატუსს, როგორიც აფხაზეთს ექნება,  სამხრეთ ოსეთი ვერ შეწვდება. სამხრეთ ოსეთზე სხვაგვარად უნდა ვიფიქროთ. ეს არის ანკლავი, რომელშიც ამჟამად მხოლოდ 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მათთვის სხვა სტატუსია შესამუშავებელი, რეგიონალიზმის კონტექტსში. იდეა იმაშია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს სხვადასხვანაირი სტატუსი ექნებათ: აჭარას ერთი, აფხაზეთს – მეორე, იმერეთს მესამე… და ასე შემდეგ.

- აფხაზეთის შესახებ თქვენი განცხადება თითქმის დაემთხვა ინფორმაციას ახალი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნასა თუ აღდგენაზე, რუსეთის მასმედიის წინააღმდეგ მიმართული კონტრპროპაგანდისათვის. მართლაც ასეა?

- ეს სხვა რამეა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსული პროპაგანდის ზონაში რუსეთის ტელეკომპანიების წყალობით იმყოფება. მე ყურადღება მივაქციე, რომ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი, რომლებიც თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში სამკურნალოდ და სხვა მიზნებისთვის ჩამოდიან, მათ არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება ჩვენთან, რა პროცესები მიდის… ისინი გაკვირვებულნი არიან ჩვენი წარმატებებით, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესით. აქედან გამომდინარე, მივედით იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ობიექტური წარმოდგენა უნდა შევუქმნათ საქართველოს სინამდვილეზე, მათ უნდა გავაგებინოთ, თუ როგორ სახელმწიფოში ვთავაზობთ ცხოვრებას, მათ ესეც უნდა იცოდნენ იმისაგან განსხვავებით, რასაც მოსკოვი უმზადებს.

«The Wall Street Journal» (აშშ), 30 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.wsj.com/articles/nato-set-to-invite-montenegro-to-join-in-first-expansion-of-alliance-since-2009-1448908484

ნატო ჩერნოგორიას გასაწევრიანებლად მიიწვევს: გაფართოება პირველად 2009 წლის შემდეგ

საქართველოს კანდიდატურა ჯერ-ჯერობით არ განიხილება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაფართოებისათვის ემზადება – ნატო ამ კვირაში თავის წევრად ჩერნოგორიას მიიწვევს. ეს მოხდება ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს: უკვე ცნობილია, რომ მინისტრები რეკომენდაციას გაუწევენ ბალკანეთის პატარა სახელმწიფოს – ჩერნოგორიას ვარშავის სამიტზე, ნატოში გაწევრიანებისათვის. ეს იქნება სამხედრო ბლოკის პირველი გაფართოება 2009 წლის შემდეგ, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ჯულიან ბარნსი).

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სულ ბოლოს, 2009 წლის აპრილში, ალბანეთი და ხორვატია გაწევრიანდნენ. სხვა პოტენციური კანდიდატების, განსაკუთრებით საქართველოს კანდიდატურა, ჯერ-ჯერობით არ განიხილება. ნატოს ბევრი წევრი-სახელმწიფო მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული და, შესაბამისად, ასეთი ქვეყნის ალიანსის წევრად მიღება არ შეიძლება, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატოს მრავალ სამშვიდობო ოპერაციებში.

როგორც ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რუსეთმა ალიანსის რამდენიმე წევრს გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნა, რომელთა თანახმად, ჩერნოგორიის ნატოში მიღება რეგიონის დესტაბილიზებას გამოიწვევს, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებია მიზანშეწონილი არ იქნება. ვესკო გარჩევიჩის – ნატოში გაწევრიანების ეროვნული კოორდინატორის თქმით, ჩერნოგორიის ხელისუფლებამ იცის რუსეთის პოზიცია, მაგრამ მოსახლეობის სურვილი და პარლამენტის მხარდაჭერა იმდენად დიდია, რომ მთავრობამ ასეთი ნაბიჯი მაინც გადადგა.

ნატოს წევრები მიიჩნევენ, რომ ჩერნოგორია რუსეთისაგან საკმაოდ შორს მდებარეობს და ამიტომაც მოსკოვს მისი მიღება არანაირად არ ემუქრება: „მესმის რუსეთის პოზიცია, მაგრამ ჩენოგორიიდან რუსეთამდე ასეულობით კილომეტრია“, – განაცხადა დუგლას ლუტმა, აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში, გუშინ, ორშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

ზოგიერთი ჩინოვნიკის აზრით, რუსეთი სპეციალურად ცდილობს  ნატოში გაწევრიანების საკითხზე ჩერნოგორიის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს, მაგალითად, მხარს უჭერს ანტინატოურ პროტესტებს. თავის მხრივ, რუსებმა უარყვეს ჩერნოგორიის საქმეებში ჩარევა, მაგრამ აღნიშნეს, რომ მოსკოვი დიდი ხანია ნატოს „ღია კარის“ წინააღმდეგ გამოდის და რომ ასეთმა პოლიტიკამ ევროპა უსაფრთხო ვერ გახადა.

ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგს არაფერი უთქვამს რუსეთის ბრალეულობაზე ჩერნოგორიაში მიმდინარე პროტესტების საკითხში და აღნიშნა, რომ „ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ საზოგადოებაში“. თავის მნხრივ, ჩერნოგოიელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ პრორუსულო ოპოზიციის მოქმედებამ ნატოს წევრები არ უნდა შეაშინოს: „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ გამოდის, ჩერნოგორიას კი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს – ეს ის ორგანიზაციებია, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს“, – თქვა ვესკო გარჩევიჩმა.

Comments are closed