globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 2nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ТВ Интер – Подробности» (უკრაინა), 01 თებერვალი, 2015 წელი

http://podrobnosti.ua/power/2015/02/01/1013965.html

ვინ ვინ არის: უკრაინის მთავრობის მრჩეველს ზურაბ ადეიშვილს ინტერპოლი ეძებს

პირველი თებერვალს, გვიან საღამოს (22.15) უკრაინის ტელეკომპანია „ინტერის“ ანალიტიკური პროგრამა „პოდრობნოსტში“ გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს იუსტიციის ექს-მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესახებ.

გთავაზობთ ტექსტურ ვერსიას:

„სკანდალი პოლიტიკური ქვეტექსტით: ამ შაბათ-კვირას მასმედია გაჰყვიროდა, რომ უკრაინის მთავრობაში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულიარით ეძებსო. ჩვენ გადავამოწმეთ – ნამდვილად ასეა: მართლაც გამოჩნდა მრჩევლის როლში. „ზურაბ ადეიშვილი“ – ეს სახელი გვარი არის უკრაინის ოფიციალურ საიტებზე, სადაც ნათქვამია, რომ იგი კონსულტაციას უწევს და რჩევებს აძლევს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. ეს სახელი გვარი არის აგრეთვე „ინტერპოლის“ ოფიციალურ საიტზეც… აი, რა წერია მის შესახებ: „ბრალი ედება ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში პირადი სარგებელის მიღების მიზნით, მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანურ დამოკიდებულებაში, სისხლის სამართლის საქმეთა გაყალბებაში და ა.შ.“.

არის კონტრარგუმენტიც: „დიდი ამბავი, რა მოხდა მერე… საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების წარმომადგენელს დევნის. ჩვენთანაც ხომ ასეა – „პრავიი სექტორის“ ლიდერს დიმიტრი იაროშს ინტერპოლი ეძებს რუსეთის მოთხოვნით, მაგრამ ეს, უბრალოდ, პოლიტიკური დევნაა“.

მაგრამ ჩვენი კანონი რომ კრძალავს სახელმწიფო სამსახურში იმ ადამიანების მიღებას, რომლებთაც ნასამართლეობა აქვთ ან კორუფციის გამო სამართლებრივ დევნიან? ზურაბ ადეიშვილს კი სამშობლოში, საქართველოში, ეძებენ.

ვინაა ეს კაცი? სამწუხაროდ, აქ, კიევში, ზურაბ ადეიშვილზე ვერაფერი გავარკვიეთ. იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც ოფიციალური შეკითხვით მივმართეთ, გვითხრეს, რომ „თქვენი შეკითხვა მიღებულია და პასუხზე ვმუშაობთო“. პასუხს ველოდებით და ჯერ არ ჩანს. რადგან კიევში ამ საკითხის ირგვლივ არავინ არაფერს გვეუბნება, დახმარება ჩვენ ქართველ კოლეგებს ვთხოვეთ. და აი, რა გაირკვა:

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ზურაბ ადეიშვილი ჯერ საქართველოს გენერალურ პროკურორად, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრად მუშაობდა. მის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა: ვინ იყო იგი საქართველოში – ბრწყინვალე რეფორმატორი თუ ტალანტიური კორუფციონერი?

„ზურაბ ადეიშვილს ეხება საქართველოს პროკურატურაში მოქალაქეთა მიერ შეტანილი ოცი ათასი განცხადებიდან ნახევარზე მეტი. იგი ჩვენთან ელიტარული კორუფციისა და სახელმწიფო რეკეტის ინიციატორი იყო. ზურაბ ადეიშვილის თანხმობით მინიმუმ რამდენიმე ათეული კომაპნია დაყაჩაღდა“, – ამბობს „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

„ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მთავრობაში ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი იყო. იგი ძალიან არასაჯარო პიროვნებას წარმოადგენდა, შესაბამისად, გაჩნდა მითები, იგი ერთგვარი „რუხი კარდინალის“ როლს ასრულებდა ხელისუფლებაში, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა. ეს გადაჭარბებული ხმებია“, – ამბობს გია ნოდია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი.

„ზურაბ ადეიშვილს ბრალი ედება პატიმრებისადმი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში… გარდა ამისა, მას ბრალი აქვს წაყენებული მუხლით „დანაშაულის პროვოცირების ორგანიზება და დოკუმენტების გაყალბება“. მასვე ბრალად ედება ბანკ „ქარტუს“ გაკოტრება, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება…“, – ამბობს პროკურორი კოკა კაციტაძე.

ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი ხშირად ათვალიერებს იმ პროექტების ფოტოსურათებს, რომლებიც, როგორც ჩანს, სამუდამოდ ქარალდზე დარჩნენ. შორეულ 2010 წელს, როცა ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის მინისტრად მუშაობდა, ვახტანგ რჩეულიშვილი  მსხვილი სამშენებლო კომპანიის ხელმღვანელი იყო. თბილისის მერს გიგი უგულავას ზურაბ ადეიშვილმა სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ მოქმედების „ნება დართო“. მისი გადარჩენა ვახტანგ რჩეულიშვილმა ძლივ-ძლივობით, სასწაულებრივად შეძლო. „ჩვენ მერს დახმარება ვთხოვეთ აქტივების გაყიდვის საკითხში, მაგრამ უეცრად რეიდერული წესით დაგვაყაჩაღეს. ფაქტიურად, კომპანია დავკარგეთ: თვითონვე გაყიდეს ჩვენი აქტივები, ფული კი არ მოგვცეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი საბანკო ვალებსაც კი არ იხდიდნენ“, – ამბობს დაზარალებული ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი.

„ზურაბ ადეიშვილისთვის მთავარი ინსტრუმეტი იყო საპროცესო გარიგებებბის დადება: როცა უწყინარ და უდანაშაულო მოქალაქეს აპატიმრებდნენ, მას თავისუფლების მოსაპოვებლად უზარმაზარი თანხები უნდა გადაეხადა. პარადოქსია: სახელმწიფო ბიუჯეტში უფრო მეტი ფული საპროცესო გარიგებების შედეგად შედიოდა, ვიდრე მიწის რენტისაგან და მის მფლობელობაზე დაწესებული გადასახადებისაგან. იმისგან დამოუკიდებლად, დაარღვია თუ არა კანონი ვინმემ, მას გამოიძახებდნენ და თხოვდნენ, უარი ეთქვა თავის ბიზნესზე. მათ, ვინც ამ წინადადებას არ ეთანხმებოდა, იმავ წუთს აპატიმრებდნენ და ათასგვარ იარლიყს აწებებდნენ, საქმეებს ასაიდუმლოებდნენ, რომ ისინი არავის ენახა“, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ამგვარ გამონათქვამებს პოლიტიკური ელფერი აქვს და ასე იმიტომაა, რომ ახალი ხელისუფლება ძველს დევნის.

„ზურაბ ადეიშვილი, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის იმ პირებიდან, რომლებსაც ამჯამინდელი ხელისუფლება ებრძვის. მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრების წინააღმდეგ ბრძოლა და ეგრეთ წოდებული „სამართლიანობის აღდგენა“ სხვა არაფერია, თუ არა წინა ხელისუფლების წარმმომადგენელტა განადგურებისაკენ მიმართული მცდელობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განადგურდეს – ასეთია მათი მიზანი. წინა მთავრობის თითქმის ყველა წევრი ან იძებნება, ან უკვე ციხეში სხედან. ზურაბ ადეიშვილიც გამონაკლისი არაა“, – ამბობს გია ნოდია.

ყველა შემთხვევაში, ექს-ჩინოვნიკი ზურაბ ადეიშვილი თუ სამუდამოდ არა, დიდხანს მაინც ვერ მოახერხებს სამშობლოში დაბრუნებას: მას არამარტო ქართველი სამართალდამცველები ეძებენ, არამედ ინტერპოლიც – თანაც „წითელი ცირკულარით“ 2013 წლის 14 ნოემბრიდან.

საინტერესოა, რომ ზურაბ ადეიშვილის შესახებ ის ადამიანიც კარგს ლაპარაკობს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დაამხო:

„ზურაბ ადეიშვილი ყველაზე ტალანტიური იყო წინა ხელისუფლებიდან ადა მე ამის თქმა არ მრცხვენია. ის რომ ჩემი მინისტრი ყოფილიყო, ყველაზე საუკეთესო იქნებოდა. იგი აკეთებდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ. მას არ შეეძლო წინ აღდგომოდა იდეოლოგიას და ძალადობას. მე არ ვამბობს, რომ იგი არ უნდა დაისაჯოს. რა თქმა უნდა, ის დაისჯება“, – ამბობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე.

ასე რომ, საქართველოში ყველა ამბობს – ზურაბ ადეიშვილი ბრწყინვალე ჭკუა-გონებისა და ტალანტის პატრონიაო, მაგრამ ერთ დეტალში ვერ თანხმდებიან: ერთნის მტკიცებით, ეს ტალანტი აღმშენებლობითი იყო, მეორენის მტკიცებით კი – კრიმინალური.

«РИА Новости» (რუსეთი), 2 თებერვალი, 2015 წელი

http://ria.ru/world/20150202/1045388507.html

ალექსეი პუშკოვი: „ჩვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ვჭირდებით… განა საქართველოსა და სხვა რეგიონებში არსებული კონფლიქტების რუსეთის გარეშე მოგვარდება?“

როგორც რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეტა კომიტეტის ტავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ეშინია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთს ხმის უფლება აპრილამდე შეუჩერა, რუსეთი ევროსაბჭოს წევრობას დატოვებს, შესაბამისად, ახლა ინიციატივა უკვე რუსეთის ხელში გადავიდა. „ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული – დავრჩებით ევროსაბჭოს წევრად თუ დავტოვებთ ამ ორგანიზაციის შემადგენლობას. არადა, მათ ძალიან ეშინიათ, რომ რუსეთი ევროსაბჭოს დატოვებს“, – განაცხადა ალექსეი პუშკოვმა რუსეთის ტელეკომპანია «Россия-1»-ის პროგრამა „კვირის საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად“.

„ჩვენ უკვე მოგვდის სიგნალები სტრასბურგიდან: თქვენ ხმის უფლება მხოლოდ აპრილამდე არ გაქვთ, ამ გადაწყვეტილებას გადავხედავთ. იქნებ დაბრუნდეთო?“, – აღნიშნა ალექსეი პუშკოვმა და ხაზი გაუსვა: „საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის გარეშე ისეთ ორგანიზაციად გადაიქცევა, რომელიც მხოლოდ ჰაერს არყევს და მეტს არაფერს“.

„ჩვენ ევროპის საკვანძო ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველას ვჭირდებით უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით… ვჭირდებით ამიერკავკასიაში არსებული სიტუაციის გამოც – საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი… განა იქ ჩვენს გარეშე რაიმე მოგვარდება? მოლდოვა, დნესტრისპირეთი… მოკლედ, ევროპული კრიზისების სადავეები ხელში სწორედ ჩვენ გვიჭირავს“, – აღნიშნა ალექსეი პუშკოვმა, რომელიც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაციას ყოველწლიურად ამ ორგანიზაციაში 22 მილიონ ევროზე მეტ საწევრო გადასახადი შეაქვს.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 01 თებერვალი, 2015 წელი

http://blogs.ft.com/beyond-brics/2015/01/30/abkhazia-a-new-el-dorado-on-the-black-sea-coast/

აფხაზეთი: ახალი ელდორადო შავიზღვისპირეთში?

მარია ხოსე დელ ვალიე

სანამ დასავლეთის ყურადღება უკრაინის პრობლემებზეა მიპყრობილი, აფხაზეთში ათასობით მიგრანტი ჩადის – აქ ჩუმი სამშენებლო ბუმი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბად ცხოვრობს (ჯერ კიდევ დსთ-ის მიერ 2008 წლამდე გამოცხადებული ემბარგოს გამო), სიტუაცია ისეთია, რომ ეს პატარა არაღიარებული „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკა ერთგვარ ელდორადოდაა გადაქცეული.

„საბჭოთა ფლორიდად“ წოდებულმა აფხაზეთმა საქართველოს კონტროლს თავი დააღწია 1992-93 წლების ომის შედეგად, რუსეთის შეარაღებული ძალების ნაწილების დახმარებით. აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა როგორც თვით რუსეთმა, ასევე ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარგუამ, დანარჩენი მსოფლიო კი ამ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად სცნობენ. სოხუმის სიმწვანეში ჯერ კიდევ მოჩანს კონფლიქტის მიერ დატოვებული იარები, თუმცა ქალაქი სწრაფად იცვლება: უკვე არის ახალი გზები, საავადმყოფოები, სკოლები და მრავალი მიგრანტი, რომლებიც სამუშაოს ძიებისათვის ჩამოსულან. საქალაქო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ასიგნებათა მოცულობის ზრდამ შრომით რესურსებზე მოთხოვნა გააფართოვა. მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებამ ბევრს კერძო მშენებლობების წამოწყების საშუალება მისცა.

2011 წლიდან აფხაზეთში რეგისტრირებული იქნა 14 ათასი უცხოელი შრომითი მიგრანტი, მათგან სამუშაო 9 ათასმა მსურველმა მიიღო. ისინი ძირითადად უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და სომხეთის მოქალაქეეები არიან (დსთ-ის ქვეყნებიდან აფხაზეთში ჩასვლა ვიზის გარეშეც შეიძლება). აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელის, ეკონომიკური მრჩევლის ბესლან ბარათელიას თქმით, შესაძლოა უცხოელი მიგრანტები უფრო მეტიც კი იყოს, რადგან აგრარულ სექტორში სეზონური სამუშაოების წარმოებისას რეგისტრირება არ ხდება.

ვასილი გუვირი აფხაზეთში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა, იგი თვეში 500 ევრომდე იღებს, დასაქმებულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სარემონტო სამუშაოებში. მას რომ თავის მშობლიურ მოლდოვაში ემუშავა, იქ მას ორჯერ ნაკლებს გადაუხდიდნენ. 2013 წელს აფხაზეთის სამშენებლო სექტორში საშუალოდ 16 790 რუბლს შეადგენდა (დაახლოებით 375 ევროა, იმდროინდელი გაცვლითი კურსით). სტუდენტთა ჟრიამულში, რომელიც ახლადშეღებილ დერეფნებში ისმის, ვასილი გუვირი გვიამბობს, რამ აიძულა აფხაზეთში ჩამოსვლა: „ჩვენთან, მოლდოვაში, სიტუაცია აფხაზეთთან შედარებით უარესია, მხოლოდ ზაფხულობით შეიძლება მუშაობა, აქ კი სამუშაო მთელი წლის განმავლობაში მაქვს“. ვასილი ხელით ირგვლივ მიანიშნებს: „გარდა ამისა, აქ შავი ზღვაა, სუფთა ჰაერია, თვალწარმტაცი პაიზაჟი და მეგობრულად განწყობილი ადამიანები. მე და ჩემი მეუღლე ხელფასის ნაწილს მოლდოვაში შვილებს ვუგზავნით. განზრახული გვაქვს ისინიც აქ ჩამოვიყვანოთ“.

აფხაზეთის ცენტრალური ბანკის მონაცემების თანახმად, აფხაზეთიდან შრომითმა მიგრანტებმა 2013 წელს 2,3 მილიარდი რუბლი გადარიცხეს, ძირითადად, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში – ეს შედარებით უფრო მეტია იმ თანხაზე (1,9 მილიარდი რუბლი), რითაც რუსეთი აფხაზეთს პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას უწევს (თუმცა აქვე ვიტყვით, რომ მოსკოვი დამატებით უზრუნველყოფს აფხაზეთის მოსახლეობისათვის პენსიების გაცემას).

აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს ფულის გადარიცხვების რაოდენობა შეამციროს, რადგან ასეთი დიდი თანხების გადინება მცირე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ამბობს, „სამშენებლო ბუმისთვის იაფი მუშახელის მოდინება აუცილებელია. ჩვენ გვინდა მიგრანტთა ნაკადი გარკვეულწილად გავაკონტროლოთ“.

რასაკვირველია, აფხაზეთში უმუშევრებიც ბევრია. ოფიციალური შეფასებით, რესპუბლიკაში უმუშევრობის დონე 15%-ს აღწევს, თუმცა სოფლის რაიონებში ის გაცილებით მეტია, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ.

ბოლო თვეებში სამთავრობო ფონდების შემცირებამ მშენებლობის ტემპები შეანელა, თუმცა, აშკარაა, რუსეთიდან ახალი თანხების გადმორიცხვა სიტუაციას გააუმჯობესებს. 2014 წლის ნოემბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე მკვეთრად უნდა გაიზარდოს საპენსიო და სახელფასო ხარჯები. 2015 წლის განმავლობაში მოსალოდნელია დამატებითი რუსული ფიონანსური გრანტი 5,5 მილიარდი რუბლის ოდენობით, რომლითანაც 3,3, მილიარდი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ეს 2014 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. დიდი თანხებია გათვალისწინებული ადგილობრივი აფხაზური მარკეტინგული კომპანიების მხარდასაჭერად, ტურიზმის რეკლამირებისათვის.

უცხოური დაქირავებული შრომის მოზიდვას სხვა ფაქტორებიც ხელს უწყობს: რადგან საკუთრივ აფხაზების რაოდენობა რესპუბლიკაში მცირეა, იმის შიშით, რომ უმცირესობაში არ აღმოჩენილიყვნენ, ბოლო დრომდე აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვა უცხოელებზე აკრძალული იყო, ახლა კი სამთავრობო წრეებში ამ კანონის შეცვლის საკითხი განიხილება. ეს ნიშნავს, რომ თუ უცხოელებს უძრავ ქონებაში კაპიტალის დაბანდების უფლება მიეცემათ, სამშენებლო ბუმი კვლავ გაგრძელდება. შრომით მიგრანტებთან ერთად აფხაზეთში დიდი რაოდენობით შედის სამშენებლო მასალებიც – მისმა იმპორტმა 2014 წელს 12%-ს გადააჭარბა, ანუ 2015-ში ისიც მზარდი ტემპით გაგრძელდება. როგორც აფხაზეთის სავჭრო პალატის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მაქსიმ ღვინჯია ამბობს, აფხაზეთისთვის ამჟამად ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება (რუსეთის გარდა), ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, თუმცა ამ მხრივ სერიოზული ბარიერი არსებობს: ბევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით დასავლეთში, უარს აცხადებს აფხაზეთთან ვაჭრობაზე – მათ საქართველოს კანონის დარღვევა არ სურთ [იგულისხმება „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“].

აშკარაა, რომ აფხაზეთს რუსული დახმარება ჯერ კიდევ დიდხანს დაჭირდება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა შორეული პერსპექტივაა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რუსული სუბსიდიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ადგილობრივი შემოსავლების კი შემცირდება (2013-თან შედარებით, 30%-ით).

ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, ხშირად მთავარი ის კი არაა, რამდენ ფულს იღებს რესპუბლიკა რუსეთიდან, არამედ ის, თუ სად და როგორ იხარჯება ეს ფული. რუსული მასმედიის მონაცემებით, 2013 წელს რუსეთის კონტროლის (საანგარიშო) პალატის წარმომადგენლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2010-2012 წლებში რუსეთიდან მიღებული დახმარების მხოლოდ 53% ანუ 11 მილიარდი რუბლია დახარჯული ინფრასტრუქტურაში და ის ფულიც ისეთი ობიექტების აგებაში დაიხარჯა, რომელთა მშენებლობა აუცილებელი არ იყო. აფხაზი პარლამენტარების კრიტიკას იწვევს, მაგალითად, სოხუმში მეორე დიდი სტადიონისა და ტყვარჩელში დიდი საცურაო აუზის მშენებლობა, რომლებზეც უამრავი ფული გაიფლანგა.

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ბესლან ბარათელია, რომელსაც ზღვისპირა კაფეში ვესაუბრებით, ამბობს, რომ ეკონომიკის დაგეგმვა არასტაბილურობის პირობებში რთული საქმეა. ჩვენს მეზობელ მაგიდაზე ახალგაზრდა უცხოელი წყვილი ზის, რომელსაც სირიიდან ჩამოსული ოფიციანტი ქალი ემსახურება. იგი უცხოელებს აფხაზურ ღვინოს სთავაზობს, რომლის ექსპორტი რუსეთში მიმდინარე წელს მოიმატებს. კაფეს ახლოს პნევმობურღის ხმა ისმის – რესტორნის რეკონტრუქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული მეტრის იქით კი, ზღვასთან ახლოს, უზბეკები, ტაჯიკები და მოლდაველები, სხვა უცხოელ მუშებთან ერთად, რუსეთის საელჩოს ახალ შენობას აშენებენ.

Comments are closed