globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 მარტი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 2nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Frankfurter Allgemeine //Tageszeitung» (გერმანია): მიხეილ სააკაშვილი ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

«Еспресо TV» (უკრაინა): ქართველები უკრაინაში: ინტერვიუ განათლების ექს-მინისტრთან

«Новые известия» (რუსეთი): ღრმა პიკეში: რუსულ რუბლთან ერთად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ვალუტაც გაუფასურდა

———————–

«Frankfurter Allgemeine //Tageszeitung» (გერმანია), 1 მარტი, 2015 წელი

http://www.faz.net/aktuell/politik/ausland/nemzow-mord-in-moskau-merkel-und-obama-bestuerzt-13455756.html

http://www.taz.de/Mord-in-Moskau/!155544/

გერმანული პრესა: მიხეილ სააკაშვილი ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

გერმანული პრესა აქტიურად ეხმაურება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს და მრავალრიცხოვან კომენტარებს შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თვალსაზრისიცაა მოცემული.

როგორც გაზეთი „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგი“ («Frankfurter Allgemeine Zeitung») წერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ბოლო დროს ბორის ნემცოვი უკრაინის მოვლენების შესახებ მოხსენების მომზადებაზე მუშაობდაო. პუბლიკაციაში დაფიქსირებულია ექს-პრეზიდენტის გამონათქვამი, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს მას არ გაჰკვირვებია ბორის ნემცოვის მკვლელობა. იგი რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყველაზე მკვეთრ, კატეგორიულ კრიტიკოსად მოიხსენიებს.

იგივეს აღნიშნავს გაზეთი „ტაგესცაიტუნგიც“Tageszeitung»): მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეარხს „სი-ენ-ენ“-ის ჟურნალისტთან საუბარში გააჟღერა, რომ ბორის ნემცოვი ბოლო დროს უკრაინის შესახებ მოხსენებას ამზადებდა. ქართველი ექს-პრეზიდენტის თქმით, ამ მოხსენებით ბორის ნემცოვი ამტკიცებდა, რომ რუსეთის არმია აქტიურად ერეოდა უკრაინის მოვლენებში. „მიკვირს, რომ იგი უფრო ადრე არ მოკლეს“, – თქვა თავის ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა“.

«Еспресо TV» (უკრაინა), 1 მარტი, 2015 წელი

http://espreso.tv/article/2015/02/28/khatiya_dekanoidze_yakscho_my_zlamayemo_khrebet_korupciyi_ta_putina__to_v_ukrayiny_z_hruziyeyu_bude_spilne_svitle_maybutnye

http://www.ukrinform.ua/rus/news/gruzini_eshche_v_2008_m_predupregdali_chto_putin_napadet_na_ukrainu_1719489

ქართველები უკრაინაში: ინტერვიუ განათლების ექს-მინისტრთან

28 თებერვლის საღამოს, უკრაინის ტელეკომპანია Еспресо.TV-ის პროგრამაში „საღამო ნიკოლაი კნიაჟიცკისთან“ მიწვეული იყო საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე, რომელიც ამჟამად კიევში ე.წ. „ახალგაზრდა ლიდერების სკოლას“ ხელმძღვანელობს და უკრაინის ხელისუფლებას სხვადასხვა რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს. ტელეგადაცემაშიც მან უკრაინისათვის რეფორმების გატარების ქართული გამოცდილების სარგებლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ექს-მინისტრი შეეხო აგრეთვე პოლიტიკურ მოვლენებსაც, კერძოდ, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და 2008 წლის აგვისტოს ომის წინაპირობები გაიხსენა:

„2008 წლის აგვისტომდე, სანამ რუსები ქართული სოფლების დაბომბვას დაიწყებდნენ, ჩვენ ძალიან ბევრს ვყვიროდით [საერთაშორისო თანამეგობრობოს გასაგონად], ასე ვაკეთებდით 2006 და 2007 წლებშიც, რომ ისინი [რუსები] რაღაცას ამზადებენ… არსებობს ჩვენი დელეგაციების გამოსვლები, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ თუ [დასავლეთი] არაფერს გააკეთებს, მაშინ საქართველოში დიდი უბედურება დატრიალდებაო. ისე გამოვიდა, რომ იფიქრეს, თითქოსდა ჩვენ სიტუაციას გადაჭარბებულად ვაფასებდით, მაგრამ შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომი ყველამ დაინახა. რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. მოგვიანებით, 2008 წლის შემდეგ, მიშა, ჩვენი მინისტრები, საგარეო საქმეტა სამინისტროც აცხადებდნენ, რომ ვლადიმერ პუტინის შემდეგი სამიზნე უკრაინა იქნებოდა…

თუ საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინის მოვლენებზე მკაცრ რეაგირებას არ გააგრძელებს, ბოროტება უკრაინაზე არ შეჩერდება და ის აღმოსავლეთ ევროპაზე, ბალტიის ქვეყნებზეც გავრცელდება. პოლონეთი და ბალტიის ქყვეყნები ამ საფრთხეს აცნობიერებენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

«Новые известия» (რუსეთი), 2 მარტი, 2015 წელი

http://www.newizv.ru/economics/2015-03-02/215728-v-glubokom-pike.html

ღრმა პიკეში: რუსულ რუბლთან ერთად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ვალუტაც გაუფასურდა

დიმიტრი დოკუჩაევი

(შემოკლებით)

მსოფლიოს 5 დასახელების ვალუტა, რომლებმაც 2015 წლის ორი თვის განმავლობაში გაუფასურების ყველაზე უარესი დინამიკა აჩვენეს, პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებს ფულადი ერთეულებია. როგორც სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ მომზადებულ კვლევაშია მოცემული, ესენია უკრაინული გრივნა, რუსული და ბელორუსული რუბლი, ქართული ლარი, აზერბაიჯანული მანათი და მოლდავური ლეი. ამ ვალუტების კურსები ბოლო კვირის მანძილზე დრამატულად ეცემოდა, [რამაც საზოგადოებაში შესაბამისი რეაქცია გამოიწვია]. ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალუტების კურსის ვარდნის მიზეზები სხვადასხვაა, მათ მაინც ერთი პრობლემა „აერთიანებთ“: რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი და მათი კრიტიკული დამოკიდებულება რუსულ რუბლზე.

(…)

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ვალუტას – ლარს: მისი გაუფასურება ძირითადად ექსპორტის მოცულობის შემცირებითაა გამოწვეული, მაგრამ არა რუსეთში, არამედ უკრაინაში ექსპორტით. საქმე იმაშია, რომ სწორედ უკრაინა გახდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი მას შემდეგ, რაც თბილის-მოსკოვის ურთიერთობა გაუარესდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ცნობილი გეოპოლიტიკური მოვლენების გამო, ქართული პროდუქციის ექსპორტი უკრაინაში თითქმის ორჯერ შემცირდა. საერთო ჯამში, 2015 წლის იანვარში ქართული ექსპორტი უკრაინაში 20%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ერთი წლის წინ. რასაკვირველია, ქართული ეკონომიკის მცირე მოცულობისა და ასევე მცირე სავალუტო რეზერვების (2,5 მილიარდი აშშ დოლარი) მქონე ქვეყნისათვის ექსპორტის შემცირებამ ლარის დევალვირება გარდაუვალი გახადა.

Comments are closed