globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 2nd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): რუსული ბორდერიზაციის შედეგები ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში

«Московский комсомолец» (რუსეთი): ვის ჭირდება რუსეთი // კრემლი და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები: „ბაქოსტრატეგიული პარტნიორი, ერევანისტრატეგიული მოკავშირე, თბილისი – … გაურკვეველია

«Lragir» (სომხეთი): აშშ-რუსეთის ურთიერთობა და კავკასია: ახალი თურქული თამაში // აშშ-სთვის თურქეთის კავკასიურ გზაზე სომხეთი საიმედობოქლომისროლს ასრულებს, ვაშინგტონის გეგმებში არ შედის საქართველო-აზერბაიჯანის გადაჭარბებული ინტეგრირებაც თურქეთთან

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კავკასიური ჯორჯიისდღეები ამერიკის ქალაქ სან-დიეგოში

—————–

«RFE//RLრადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 30 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/saokupacio-zoli/28461953.html

რუსული ბორდერიზაციის შედეგები ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში

თამარ ზანთარაია

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მცხოვრები არველოდ ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე ერთი კვირაა, რაც საკუთარ ყანაში ვერ შედიან. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრედ მცხოვრებთა ორ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი რუსმა სამხედროებმა მიითვისეს. მათ ნაჭყებიას და მიქაუტაძის სიმინდის ყანებს ხის ბოძები შემოავლეს და უთხრეს, რომ აქ შემოსვლა ეკრძალებათ, რადგან ტერიტორია ოკუპირებულ რეგიონს ეკუთვნის.

ომარ მიქაუტაძემ გასულ კვირაში მეზობლებისგან შეიტყო, რომ სახლიდან მოშორებით მდებარე მის კუთვნილ 1 ჰექტარ სიმინდის ყანაში რუსი სამხედროები მუშაობდნენ.

დავუძახე და მოვიდა ერთი, მაგას გავესაუბრე. მითხრა, რომ თქვენი არ არისო ეს მიწა, აფხაზეთის არისო. მე ვუმტკიცებდი, არ არის აფხაზეთის, ეს მიწა საქართველოსია და ბოძებს რატომ აკეთებთ-მეთქი. ეს შენი საკითხავი არ გვაქვსო, მითხრა. მე როცა აქ ვთოხნიდი, ხშირად ვხვდებოდი მაგათ. აქეთ არ გადმოდიოდნენ, ისე ველაპარაკებოდი. როცა ვთოხნიდი, არაფერ სიტყვას არ მეუბნებოდნენ. იმ წელს დავამუშავე მიწა, ავიღე სიმინდი და არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ ამ წელს კი შემოღობეს და რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. 6-7 კაცი იყო. ურალით იყვნენ მოსული”, – ამბობს ომარ მიქაუტაძე. მას უკვე წართმეულ ყანაში 5 ტონამდე სიმინდი მოჰყავდა. მოხუცმა ვერც გასულ კვირაში თავისი ხელით გამზადებული საშეშე მასალის გადმოტანა მოასწრო.

საკუთარ სიმინდის ყანაში შესვლა აკრძალული აქვს 90 წლის არველოდ ნაჭყებიასაც. ის მიწის ნაკვეთს 25 წლის განმავლობაში ამუშავებდა, სადაც სამ ტონამდე მარცვლეული მოჰყავდა. როგორც ხუთსულიანი ოჯახის უფროსი განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი ოჯახის რჩენის ერთადერთი წყარო იყო: „ახლა სამხედროებისაა ეს, უფლება არ მაქვს მე იქ შევიდე. რა ვუყო ახლა მე საქონელს, არ ვიცი. ჩალა ხომ უნდა, სიმინდი ხომ გვინდა?! არსად ერთი მეტრო ნაკვეთი არ მაქვს მე”.

როგორც რესპონდენტები ჰყვებიან, რუსმა სამხედროებმა ბოძების განთავსებაზე სამი დღის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მისიის დამკვირვებლებთან ერთად დაათვალიერეს, არ გამოჩენილან.

სოფელ ხურჩაში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელ ბადრი ხუნჯგურუას თქმით, მომხდარის შესახებ მას თანასოფლელებმა შეატყობინეს, რაც შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას აუწყა: „ეს ტერიტორია არის მითვისებული. ჩვენ მოსახლეობამ გაგვაგებინა. საქმის კურსში იქნა ჩაყენებული სამხარეო, რაიონის ხელმძღვანელობა და ყველა სტრუქტურები, ვისაც ეხებოდა. იყო რეაგირება, დაათვალიერეს და კიდევ რა რეაგირებას გააკეთებენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე და ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება. მათივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე.

განცხადებას, რომ ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე, თავად დაზარალებულები არ ეთანხმებიან. არველოდ ნაჭყებიას თქმით, ის 25 წელია აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. ომარ მიქაუტაძემ კი აღნიშნა, რომ ერთ ჰეტარამდე მიწის ნაკვეთი ადგილობრივი მცხოვრებისგან ხუთი წლის წინ შეიძინა და ყანაში მუშაობისას ადრე .. მესაზღვრეებთან პრობლემა არ შეჰქმნია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებამცოცავი ოკუპაციისწინააღმდეგ გამართულ აქციაზე გააკრიტიკეს ასევეერთიანი ნაციონალური მოძრაობისადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხურჩაში. „ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურჩაში არ გადმოწეულა და რომ ამ მხრივ აქ საგანგაშო მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. თავის მხრივ, სუს-ში განმარტავენ, რომ ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელთა დამკვირვებლები ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 02 მაისი, 2017 წელი

http://www.mk.ru/politics/2017/05/01/komu-nuzhna-rossiya-kak-izmenilis-strany-byvshego-sssr.html

ვის ჭირდება რუსეთი

კრემლი და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები: „ბაქოსტრატეგიული პარტნიორი, ერევანისტრატეგიული მოკავშირე, თბილისი – … გაურკვეველია

სტატიაში განხილულ-გაანალიზებულია სიტუაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეშია შექმნილი: როგორი ურთიერთობაა დსთ-ის სახელმწიფოებს შორის, როგორი ინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობს, რა როლს ასრულებს დასავლეთი და რუსეთი ამ პროცესებში და .. მასალაში გადმოცემულია რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების თვალსაზრისი (ავტორიარტურ ავაქოვი).

თუ ადრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ჯიუტად იმზირებოდნენ შორეული ამერიკა-ევროპისაკენ და უახლოესი მეზობლების დანახვაც კი არ უნდოდათ, დღეს სხვა სიტუაციაამათი ერთმანეთთან დაახლოება მიმდინარეობს“, – ნათქვამია სტატიაში. მასში, ბუნებრივიაყურადღება ეთმობა აგრეთვე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულებას და მათ საგარეოპოლიტიკურ კურსს. გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

კავკასიის ქედის მიღმა

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ-მოკავშირედ ტრადიციულად სომხეთი ითვლება, რომელსაც რეგიონში ორი მრისხანე მოწინააღმდეგე ჰყავსთურქეთი და აზერბაიჯანი. ცხადია, უპირველესად ეს ფაქტორი განაპირობებს სომხეთის თითქმის უსიტყვო მორჩილება-ერთგულებას მოსკოვთან პარტნიორობისადმი, თუმცაკრემლი სამხრეთ კავკასიაში მეტი წარმატებით ვერაფრით ვერ დაიტრაბახებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, აზერბაიჯანი კი, ვისთანაც მოსკოვს შედარებით ნორმალური დამოკიდებულება აქვს, უპირველესად თურქეთის დასაყრდენს წარმოადგენს. თუმცა, ევგენი პრიმაკოვის სახ. პოსტსაბჭოური კვლევების ცენტრის დირექტორის ალექსანდრ კრილოვის თქმით, კრემლთან თანამშრომლობის გარეშე სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას ვერ შეძლებენ:

სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია რთულია, თუმცა არა ისეთი, რომ იქისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმათავისუფლად ინავარდონ. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენს სწრაფად ცვალებად სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხსეს. თუ სირია-ერაყში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს კოალიციური ძალები ერთბაშად შეუტევენ, არაა გამორიცხული, რომ ისინი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში გადმობარგდნენ. ცნობილია, რომ ამ რეგიოების ქვეყნებში უკვე მოქმედებენ მათიუჯრედები“, რომლებიც საჭირო შემთხვევაში შეიარაღებული ბრძოლის პლაცდარმებად გადაიქცევიან.

ჯერ-ჯერობით კი სამხრეთ კავკასიაში აქტიურობა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ იგრძნობა. ეს დაკავშირებულია აზერბაიჯანის მცდელობასთან, რომელიც მიისწრაფვის რაც შეიძლება მეტიოკუპირებული ტერიტორიებიდაიბრუნოს. ბაქოსათვის ამ თემაზე ყოველგვარი ვაჭრობა უადგილოა. სხვათა შორის, მთიანი ყარაბაღის საკითხი ერთგვარივულკანისროლს ასრულებს სომხეთის შიდა პოლიტიკაშიც: დროდადროიღვიძებსხოლმე და დესტაბილიზებას იწვევს. ასეთ ფონზე სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა რუსული დიპლომატიის ფორმულით ამგვარად გამოიხატება: ბაქო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ერევანი კისტრატეგიული მოკავშირეამ ფორმულის შესაცვლელად არანაირი საფუძველი არ არსებობს. რუსეთ-სომხეთის ურთიერთობასთან შედარებით რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა შეიძლება ერთგვარ პარადოქსადაც კი ჩანს: მთიანი ყარაბაღის პრობლემის გარდა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები ძირითადად თითქმის ყველა საერთაშორისო პრობლემისადმი ერთმანეთს ემთხვევა.

რუსეთისმოკავშირე და ერთგულსომხეთში კი ანტისამთავრობო პროტესტები ხშირად ანტირუსული ლოზუნგების ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად, კრემლი იძულებულია იფიქროს, რომ სომხეთის ხელისუფლებაში შეიძლება რადიკალური ოპოზიცია მოვიდეს. ცხადია, სიტუაციის ამგვარი განვითარება ჯერ-ჯერობით ნაკლებადსავარაუდო ვარიანტია, მაგრამ პრაქტიკულად შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სომხეთში მოვლენები, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელიქართულ-რადიკალურიგზით განვითარდება. პრობლემა იმაშია, რომ სომხური ოპოზიციის აზრით, ყველაფერი ცუდი, რაც კი რესპუბლიკაში ხდებაეს იქნება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, კორუფცია, მთიანი ყარაბაღის პრობლემა და .. – მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალია. თუმცა, ცხადია, რუსეთი თავს იკავებს დამოუკიდებელი სომხეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევისაგან, დასავლეთის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, როგორც ეს მათ საქართველოში გააკეთეს.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, აქ არანაირი გარღვევა არ მომხდარა. კონფლიქტის მწვავე სტადიამ გაიარა და ახლა ურთიერთობის ნორმალიზება მიმდინარეობს. გაჭირვებით, ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. ლაპარაკია აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებაზე, რომელიც თავის დროზე თბილისმა დაბლოკა. რკინიგზებზე მოძრაობის აღდგენა, მათ შორის აფხაზეთის მონაკვეთზეც, სასარგებლო იქნებოდა არამარტო პირველ რიგში საქართველოსთვის, არამედ სომხეთისთვისაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საკითხის გადაწყვეტა იმდენად თბილისზეა კი არაა დამოკიდებული, რამდენადაც თურქეთზე და აზერბაიჯანზე: სწორედ მათ უპყრიათ ხელთ რეალური ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად.

თუ თბილისი, მისივე ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, ჩრდილოატლანტიკური ორიენტაციიდან გადაუხვევს (როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ნატოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში კრიზისულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია), ამ შემთხვევაში საქართველო საკუთარი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობით შეძლებს. რამდენად ღრმად წავა თბილისი [ჩრდილოატლანტიკური] მიმართულებით და რამდენი დრო დაჭირდება ამ გზაზე სიარულს (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გათვალისწინებით), ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების სრულფასოვანი აღდგენა და განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას“.

«Lragir» (სომხეთი), 01 მაისი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/55374

აშშ-რუსეთის ურთიერთობა და კავკასია: ახალი თურქული თამაში

აშშ-სთვის თურქეთის კავკასიურ გზაზე სომხეთი საიმედობოქლომისროლს ასრულებს, ვაშინგტონის გეგმებში ასევე არ შედის საქართველოსა და აზერბაიჯანის გადაჭარბებული ინტეგრირება თურქეთთან

სტატიაში საუბარია კავკასიის როლზე აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში, აგრეთვე თურქეთის პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ (ავტორიიგორ მურადიანი).

გთავაზობთ ამონარიდს:

აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, 150-მილიონიანი მოსახლეობით, ბოლო ათწლეულის მანძილზე იყო მცდელობები ინტეგრირებული სივრცის ჩამოსაყალიბებლად. ამ რეგიონების ქვეყნებს თავის დროზე პრობლემები ჰქონდათ როგორც გერმანიასთან, ასევე რუსეთთან: ზოგიერთი მათგანი ჩართული იყო ისეთ ბლოკებში, რომელთა მიზანს საფრანგეთ-რუსეთ-გერმანიის ენერგეტიკული გეგმებისა და პროექტების ხელშეწყობა ან დეზორგანიზება წარმოადგენდა. ამ პროექტში სამხრეთ კავკასიაც იგულისხმება, რომელიც აღმოსავლეთევროპულ ბლოკის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მართალია, ეს არ ეხება დასავლეთის (აშშ-ნატოს) სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს, მაგრამ ენერგეტიკისა და ენერგოკომუნიკაციის დარგში სამხრეთ კავკასიის როლი შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასია საერთაშორისო პოლიტიკაში პერიფერიულ როლს ასრულებდა და ასრულებს, დასავლეთისაგან ერევნის, თბილისისა და ბაქოსადმი გამოჩენილი ყურადღება საკმარისი იქნება ამ ქვეყნებისათვის, რათა მათ საკუთარი თამაშიც აწარმოონ და პოლიტიკური უპირატესობაც მიიღონ. ამ შემთხვევაში ევროპული მიმართულების გარდა, არის სხვა ვექტორებიც, რომლებთაც რეგიონის ბედის განსაზღვრა შეუძლიათ.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სამხრეთ კავკასიისადმი საგნობრივად დაინტერესება არ არსებობს. საქართველოც კი, რომელიც აშშ-ისა და ნატოს განსაკუთრებული პარტნიორია, ამერიკელებში მაინცდამაინც დიდ დაინტერესებას არ იწვევს. მაგრამ თუ რეგიონში გეოპოლიტიკური პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვლება, მაშინ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიით დაინტერესდება. უპირველესად ეს ეხება რუსეთის პოლიტიკის ბლიკირებას და იზოლირებას სხვადასხვა პოსტსაბჭოთა რეგიონებში.

თურქეთის მთლიანად მიბმა ევროპულ მიმართულებაზე არასწორი იქნებოდა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ანკარა ჯერ-ჯერობით ევროპული პოლიტიკის ყურადღების ქვეშ რჩება

თურქეთის მთლიანად მიბმა ევროპულ მიმართულებაზე არასწორი იქნებოდა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ანკარა ჯერ-ჯერობით ევროპული პოლიტიკის ყურადღების ქვეშ რჩება, ის კვლავ ბრიუსელის ორბიტაზეა. და მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის პრობლემები თურქეთსაც გარკვეულწილად ეხება (ევროპული პოლიტიკის მეშვეობით), ანკარა საერთაშორისო არენაზე მაინც დამოუკიდებელიპოლუსისსახით გამოდის. ამასთან, აშშ-სა და რუსეთის რთული დამოკიდებულების ფონზე, პარალელურად შესამჩნევია აშშ-თურქეთის, თურქეთ-ევროკავშირის მწვავე ურთიერთობა და თურქეთ-რუსეთის დაახლოების ტენდენციები. ამერიკა ეტაპობრივად აყალიბებს თურქეთის შეკავების დოქტრინას და ცდილობს აქტიურად გამოიყენოს რეგიონული პრობლემები ანკარის იზოლაციისათვის. თუმცა იმის არდანახვაც შეუძლებელია, რომ აშშ ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება თურქულ ექსპანსიას გარკვეული მიმართულებებით, მეორე მხრივ კი აქეზებს ანკარას, რათა მას რუსეთთან მიმართებით პრობლემები გაუჩნდეს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაშინგტონი არ ამუხრუჭებს თურქეთის მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში გავლენის განსამტკიცებლად, რუსეთთან შეჯახების იმედით, თუმცა სტრატეგიულ პერსპექტივაში ცდილობს თურქეთის გავლენის შემოფარგვლასაც [ზედმეტი რომ არ მოუვიდეს]. ამ ამოცანის შესრულება ითვალისწინებს სომხური ფაქტორის გამოყენებას, ანუ თურქეთის კავკასიურ გზაზე საიმედობოქლომისდადებას. იმავდროულად, ვაშინგტონის გეგმებში არ შედის საქართველოსა და აზერბაიჯანის გადაჭარბებული ინტეგრირება თურქეთთან.

სამხრეთ კავკასიას აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ახალი როლი, ახალი მნიშვნელობა ენიჭება, რომელიც ბოლო პერიოდისთურქულ დიდ პოლიტიკასუკავშირდება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 მაისაი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-days-in-san-diego/3833099.html

კავკასიური ჯორჯიისდღეები ამერიკის ქალაქ სან-დიეგოში

ნანა საჯაია

19 წლის ნინო შათირიშვილი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიო-ქიმიას სწავლობს. ამბობს, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსი დინამიური ადგილია: „აქ სწავლა უმაღლეს დონეზეა. გვაქვს იმის საშუალება, რომ უშუალოდ ვიმუშაოთ ლაბორატორიებში. ამას გარდა არის ორგანიზაციები, სადაც შეგიძლია იმუშაო ქიმიის განხრით თუ სხვა პროფესიით, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ჩვენს ცხოვრებას“.

სან-დიეგოს უნივერსიტეტმა კალიფორნიის სანაპირო ქალაქში საქართველოს დღეებს უმასპინძლა. უნივერსიტეტის დეკანი სტენლი მალოი ამბობს, რომ დროა კალიფორნიელებმა საქართველო გაიცნონ: „ჩვენი გაცვლითი პროგრამებით სტუდენტებმა საქართველოს გაცნობა დაიწყეს, მაგრამ ადგილობრივებმა არ იციან საქართველოს კულტურის და მისი არაჩვეულებრივი ისტორიის შესახებ“.

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ამერიკული სასწავლებელია, რომელმაც საქართველოში ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის პროგრამების შეთავაზება დაიწყო. სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს ამერიკულ განათლებას ისეთ სფეროებში სთავაზობს, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგიები, ქიმია და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. პროექტი 140 მილიონი დოლარითათასწლეულის გამოწვევის ფონდმადააფინანსა.

ეს არ არის მხოლოდ სწავლა წიგნებიდან, აქ სტუნდეტები ნასწავლს პრაქტიკაში ცდიან. სწავლის დამთავრებამდე ლოდინი არაა საჭირო იმისთვის, რომ ინჟნერიის სტუდენტებმა ააგონ თავიანთი გამოგონებები, კომპიუტერული ტექნოლოგიების სტუდნეტებმა კი პროგრამები შექმნან. ამ ყველაფერს სწავლის პარალელურად, ლაბორატორიებში აკეთებენ“, – ამბობს სტენლი მალოიამერიკის ხმასთანინტერვიუში.

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ამჟამად 200 სტუდენტი სწავლობს, პროგრამის იზანია 5 წლის შემდეგ განათლებას, სულ მცირე, 1000 სტუდენტი იღებდეს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველოსაღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში უნივერსიტეტების პარტნიორობა დადებითად იმოქმედებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე. „გარდა სასწავლო პროგრამისა ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარების კომპონენტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 2000 კვადრატზე მეტ ფართს. ის აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით, რომლის მსგავსიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. ეს რესურსი მოხმარდება საქართველოში განათლების სისტემის განვითარებას“, – ამბობს მაგდა მაღრაძე.

საქართველოს დღეებზე ჩასული განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ამ პროგრამით ქართველი და უცხოელი სტუდენტები საქართველოში მსოფლიო კლასის განათლების მიღებას შეძლებენ. უცხოელ სტუდნეტებში, მინისტრი რუსულენოვან და არაბულენოვან სტუდენტებს გამოჰყოფს. „საქართველო საბჭოთა დროსაც იყო და ახლაც არის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მოწინავე პროვაიდერი. უცხოელ სტუდენტებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ძალიან მაღალი ხარისხის საერთაშორისო პროგრამები, უნიკალური სტუდენტური ცხოვრება და უსაფრთხოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველ პირობაა საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოსვლისთვის“, – აღნიშნავს მინისტრი.

საქართველოს მთავრობასთან ათწლიან თანამშრომლობაზე საუბრობსათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისაღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯონათან ნეში. მისი თქმით, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების გრძელვადიანი მიზანი სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდაა, ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში ფონდმა ბოლოს განათლების პროგრამა დააფინანსა. „ამ პროექტით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას სტუდენტები აღჭურვონ იმ ცოდნით და უნარებით, რაც მათ დასაქმების თანამედროვე ბაზარზე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება“, – ამბობს ჯონათან ნეში.

mixeil pavles Ze:

Comments are closed