«Asahi Shimbun» (იაპონია): „აბრეშუმის გზის“ პროექტი საქართველოს დედაქალაქში
«Слова & Смыслы» (უკრაინა): „ქართული სასწაული“: განა მისი ავტორი და განმხორციელებლი მართლაც მიხეილ სააკაშვილია?
———————-
«Asahi Shimbun» (იაპონია), 01 ივლისი, 2015 წელი
http://www.asahi.com/articles/DA3S11832784.html
http://inosmi.ru/caucasus/20150701/228889465.html
„აბრეშუმის გზის“ პროექტი საქართველოს დედაქალაქში
იაპონურ გაზეთ „ასაჰი სიმბუნ“-ში გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც, პეკინში „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის“ (აიიბ) შექმნასთან დაკავშირებით, მიმოხილულია ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი ტენდენციები. როგორც ცნობილია, ამ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოც არის და სწორედ ესეც იყო საქართველოს დელეგაციის მიზანი, რომელიც ამ დღეებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.
გავეცნოთ სტატიის შინაარსს (შემოკლებით), რომლის ავტორია იაპონელი ჟურნალისტი კეიკო ესიოკა:
საქართველო სამხრეთკავკასიური სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიაზეც უძველესი „აბრეშუმის დიდი გზა“ გადის. თბილისში ამჟამად ახალგაზრდული ოლიპიური თამაშების გამართვის უზრუნველსაყოფად დიდი ოლიმპიური სოფელი შენდება. აქ საცხოვრებელ კვარტალთან ერთად სასტუმროებს და კომერციულ შენობებსაც აგებენ. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ჩინელებიც მუშაობენ. ოლიმპიური თამაშების შემდეგ საცხოვრებელი კვარტალი გაიყიდება. აქ ყველაფერი ჩინური წარმოებისაა – დაწყებული უნიტაზებით, დამთავრებული ელექტროაპარატურით.
ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ჩინეთის სინძიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ერთ-ერთ კომპანიას აქვს დაკისრებული, რომელმაც პროექტში 300 მილიონი დოლარი დააბანდა. თავის დროზე, როცა კონტრაქტი გაფორმდა, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩინელ ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში სამი ათასი სამუშაო ადგილის შექმნისათვის.
მიმდინარე წლის მარტში საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ოქმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ მშენებლობის თაობაზე. დაიწყო მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად. ისიც აღსანიშნავია, რომ მანამდე, თებერვალში თბილისის რკინიგზის სადგურზე პირველი სატვირთო მატარებელი შევიდა, რომელიც ჩინეთიდან ევროპისაკენ მიდიოდა. გარდა ამისა, ჩინელი ბიზნესმენები შავი ზღვისპირა ნავსადგურმა ანაკლიამაც დააინტერესა, რომელიც საქართველოსთვის, შეიძლება ითქვას, „ევროპაში გასასვლელ კიდევ ერთ დიდ ფანჯარას“ წარმოადგენს. ანაკლიის მშენებლობისათვის საქართველოს მტავრობამისეთი კომპანია აირჩია, რომელსაც კავშირები აქვს როგორც ჩინეთთან, ასევე აშშ-სთან. მშენებლობა 5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას მოითხოვს და რადგანაც, სპეციალისტთა მტკიცებით, ამდენ ფულს ევროპის ან იაპონიის კერძო კომპანიები არ დააბანდებენ, საჭიროა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკისა და ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ ფონდის დახმარება.
ანაკლიის მშენებარე ნავსადგურთან, მდინარე ენგურს მიღმა, აფხაზეთი მდებარეობს, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ საქართველოსაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დღეს რუსეთისაგან დახმარებას ღებულობს. ამასთან, იქ რუსეთის სამხედრო ბაზებიცაა დისლოცირებული. საერთაშორისო თანამეგობრობამ აფხაზეთის სუვერენიტეტი არ აღიარა, შესაბამისად, ეს რეგიონი საქართველოს ნაწილად არის მიჩნეული.
აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას არძევის შემდეგ ვაშინგტონის ინტერესები კავკასიის მიმართ ძველებურად აქტუალური აღარ არის და შესამჩნევადაა დასუსტებული. ქართველმა პოპულარულმა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ასეთი აზრი გამოხატა: ისეთ პატარა ქვეყანისათვის, როგორიც საქართველოა, რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელია მჭიდრო კავშირები ჰქონდეს მსხვილ და ძლიერ სახელმწიფოებთან. უსაფრთხოებისა და ფასეულობების სფეროში საქართველო ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს ეყრდნობა, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკას, აქ თბილისს ჩინეთის დიდი იმედი აქვს“.
ორიოდე თვის წინათ, ბაოს აზიურ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მთელ მსოფლიოს ინვესტიციების მიღების შანსს აძლევს. იმავე ხანებში პეკინმა საინტერესო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც მოცემულია „აბრეშუმის დიდი გზის“ ახლებური ხედვა, როგორც საზღვაო და მატერიკული ეკონომიკური სარტყლის პერსპექტივა.
ამ გეგმის ჩარჩოებში ევრაზიის მატერიკის 64 ქვეყანაში შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა – რკინიგზები, ავტოგზები, ნავსადგურები და საინფორმაციო ქსელები. ამ რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 60%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) – 30%. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მრავალ ქვეყანას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შექმნაში მიეღო მონაწილეობა. 2020 წლისათვის აზიის ინფრასტრუქტურასათვის რვა ტრილიონი დოლარი დაიხარჯება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთის სავალუტო რეზერვები დიდია, მაგრამ მაინც არასაკმარისი – 3,7 ტრილიონი დოლარი. ასე რომ, აუცილებელია მსხვილი ინვესტორების მიზიდვა.
ერთი მხრივ. ჩინეთი ზემოთ ხსენებული ბანკის დამფუძნებლებს იწვევს, მეორე მხრივ კი პეკინი „აბრეშუმის გზის“ ფონდს აყალიბებს, რომლის ფულადი სახსრები 40 მილიარდ დოლრას გადააჭარბებს. მაისში ამ ფონდის პირველი სარეალიზაციო პროექტი გახდა ცნობილი: პაკისტანში მსხვილი ჰესის მსენებლობა. მას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მათ შორის, ბუნების დამცველები და ეკოლოგები. პაკისტანს მშენებლობის თავი არ აქვს, ამიტომ ჰესს მხოლოდ ჩინეთი ააშენებს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ პეკინის ამბიციებს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. გარდა ამისა, როიგორც ცენტრალური აზიის განვითარების მოძრაობის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, „ჩინეთი ვერ ხვდება, თუ რამდენად რთულია საზღვრების გადალახვა ცენტრალურ აზიაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული ბუნებრივი პირობები, არასტაბილური ხელისუფლება, მოსახლეობა გაფანტულად ცხოვრობს. იმავე ექსპერტის აზრით, „აბრეშუმის გზის“ აღორძინება უკვე შეუძლებელია, მას აზრი აღარ აქვს, რადგან ისტორიამ ის დიდი ხნის წინ უარყო, კაცობრიობის განვითარების კვალობაზე. არის აგრეთვე ეჭვები იმის შესახებაც, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს ჩინეთი ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობას, რადგან „აიიბ“-ის დამფუძნებლები სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყნები არიან.
რაც შეეხება საქართველოს, ეს ქვეყანა აბრეშუმის გზის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. საქართველოს იმედი აქვს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი დერეფანი გახდება, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი (წევრი) გახდა. შეერთებული შტატები, რომლისთვისაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, საკმაოდ ფრტხილად უყურებს მის მოქმედებას, თუმცა „აიიბ“-ი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის კონკურენტი ვერ გახდება.
კავკასიისა და აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. გარდა ამისა, მათი სატრასპორტო კომუნიკაციები ძირითადად ორიენტირებულია მოსკოვზე, ამიტომაც ისინი შეცვლილ თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამბობს, „საქართველოსთვის რუსეთი რთულ მეზობელს წარმოადგენს, ჩვენს შორის უკვე მოხდა სამხედრო კონფლიქტი, რომლის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20% მიიტაცა. 2008 წლის ომის შემდეგ თბილისასა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყდა. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური სიტუაციის განმტკიცება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასაც“.
«Слова & Смыслы» (უკრაინა), 2 ივლისი, 2015 წელი
http://okara.org/2015/06/gruzinskoe-chudo-bendukidze/
„ქართული სასწაული“: განა მისი ავტორი და განმხორციელებლი მართლაც მიხეილ სააკაშვილია?
უკრაინული გამოცემა «Слова и смыслы» აქვეყნებს სტატიას, რომელშიც განხილულია საქართველოში 2004 წლიდან განხორციელებული რეფორმები, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში (ავტორი – ეკონომიკის ექსპერტი ელენე გალკინა).
უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ ყველამ უცებ დაივიწყა, თუ ვინ იყო სინამდვილეში ქართული რეფორმების ავტორი. 2004 წლიდან საქართველოში მართლაც სასწაული მოხდა – პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გვერდით, სარდაფში მიმალული საქართველო რეფორმების წყალობით უეცრად გამოხტა დღის სინათლეზე და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს სხვადასხვა მონაცემებით გაუტოლდა.
ასეთი ნახტომი კი არც „უსახელო“ რეფორმების შედეგად არ განხორციელებულა და არც ე.წ. აბსტრაქტული „მიხეილ სააკაშვილის გუნდის“ მიერ. რეფორმების ავტორი კახა ბენდუქიძე იყო. ბევრი რეფორმა მართლაც მოსაწონი და დადებითი შედეგების მომტანი გამოდგა, განსაკუთრებით საგასახადო და საბაჟო სფეროში, ბიზნესის გათავისუფლების საკითხებში… საქართველომ საერთაშორისო რეიტინგებში ფანტასტიკურ სიმაღლეებს მიაღწია…
მაგრამ იყო რეფორმები ჯანდაცვისა და განათლების სფეროშიც, ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, რომელიც სპეციალისტებისა და მოსახლეობის მკვეტრი კრიტიკის ობიექტი გახდა. შრომის კანონმდებლობაში ყველაფერი მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებს ემსახურებოდა, დასაქმებულის უფლებები კი უმეტესად შელახული იყო. სამედიცინო მომსახურება ფასიანი გახდა, რომელიც მიუღწეველი აღმოჩნდა რიგითი მოქალაქისათვის, განსაკუთრებით გლეხებისათვის.
საქართველო დღემდე სასოფლო-სამეურნეო, აგრარული ქვეყანაა, ბოლომდე ურბანიზებული ჯერ არის, თანაც ურბანიზების პროცესი ბოლო წლებში თანდათან ეცემა. საქართველო მცირე ტერიტორიის მქონე ქვეყანაა, ასევე მცირე მოსახლეობით. იმ წლებში ხელისუფლებამ მიიზიდა იმდენი ფული, რომელიც პირველ ეტაპზე საკმარისი იყო. კახა ბენდუქიძე ხელისუფლებიდან 2009 წელს წავიდა. იმ დროისთვის საქართველოში ასეთი პოზიციები იყო: ბიზნესის დაწყებისა და ინვესტიციების მოზიდვის გაადვილება, რუსეთისაგან დამოუკიდებელობა ენერგოუზრუნველყოფის სფეროში; კორუფციის აღკვეთა ქვედა დონეზე; მსოფლიო ლიდერობა ეკონომიკის დერეგულიაციის სფეროში.
მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემები ვერ გადაწყდა: მატულობდა სიღარიბის დონე და უმუშევრობა, ეკონომიკა იზრდებოდა საგარეო ინექციებით და არა ეროვნული წარმოებიტა და სოფლის მეურნეობის განვითარებით.
კახა ბენდუქიძემ მთავრობიდან წასვლის შემდეგ თავისი ცხოვრების მიზნის – დასავლური სტანდარტების მქონე უნივერსიტეტის შექმნით იყო დაკავებული. მიხეილ სააკაშვილი კი ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდს ხელმძღვანელობდა, რომლის ჩამოყალიბებაში თავის დროზე იმავე კახა ბენდუქიძემ მიიღო მონაწილეობა. მაგრამ სააკაშვილის გუნდს არაფერი გაუკეტებია სოფლის მეურნების ასაღორძინებლად. რაიონებში კვლავ სირარიბე და ნგრევა მეფობდა. საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ვერ სეძლო ვერც თბილისის, ვერც ბათუმის და ვერც სამთო-სათხილამურო ბაზების სრული ამოქმედება და იქ დახარჯული თანხების ამოღება. დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი სამთო-სათხილამურო ბაზა ტურისტული ინდუსტრიის ცენტრი ვერ გახდა.
მიხეილ საკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა, რომელიც კახა ბენდუქიძის მთავრობიდან წასვლას დაემთხვა, ქვეყნის ლიდერის ვოლუნტარიზმსა და საქართველოს პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევაში გამოიხატა. შესაბამისად, შემთხვევითი არ ყოფილა იმ დროს მომხდარი მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც საბოლოო ჯამში, 2012 წლის ოქტომბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის კრახით დასრულდა.
დიახ, კახა ბენდუქიძის რეფორმება ქართველებს მუშაობა ასწავლა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველო ისეთ სახელმწიფოს ვერ ჩამოყალიბდა, სადაც მათ უნდა ემუშავათ. კახა ბენდუქიძემ უნივერსიტეტი შექმნა, მაგრამ მისი კურსდამთავრებულები დღეს სამუშაოდ საზღვარგარეთ გარბიან, საქართველოდან შორს. სოფლიას მეურნებოაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების დაბანდება მხოლოდ ბოლო წლებში მიმდინარეობს, უკვე მიხეილ სააკაშვილის შემდეგ. საერთოდ, ექს-პრეზიდენტის მმართველობის დროს ბევრი რამ მხოლოდ ქაღალდზე იქნა მიღწეული. მაგალითად, კორუფცია – ქვედა დონეზე შეწყდა, მარალ დონეზე კი პირიქით – გაძლიერდა. იყო ქონების რეიდერული მიტაცებები, უკანონო ჩამორთმევები… საბოლოო ჯამში, შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ საქართველს, ერთი მხრივ, მსოფლიოში მაღალი, შესაშური რეიტინგები ჰქონდა, მეორე მხრივ, ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნის მოსახლწეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, მთლიანი შიდა პროდუქტით კი 149-ე ადგილზე, კოსოვოზე ქვემოთ.
იყო კი მიხეილ სააკაშვილის მმართველობა (და არა კახა ბენდუქიძის რეფორმები) ნამდვილად ისეთი წარმატებული, როგორც დღეს არეკლამირებენ? ვისაც აინტერესებს, ერთმანეტს შეადაროს საქართველოსა და სომხეთის ძირითადი ეკონომიკური მონაცემები 2005-2013 წლებში. ზალიან გაკვირვებულნი დარცებით იმით, რომ ისინი ერთმანეთს ჰგავს, თანაც სომხეთს არც „ახალგაზრდა რეფორმატორების“ არ ჰყავდა და არც ბათუმური ხედები და ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.
საქართველოში რეფორმები დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერით გატარდა (სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით). ისინი გამოირჩეოდნენ თავისი რადიკალურობით, ორიგინალური საკადრო პოლიტიკით და მმართველობის პროცესით. მათ იდეოლოგსა და მოტორს კახა ბენდუქიძე წარმოადგენდა, რომელიც სხვათა შორის, არ იყო მომხრე იმისა, რომ საქართველო სწრაფად გაწევრიანებულიყო ევროკავშირში.
კახა ბენდუქიძის რეფორმები ზოგიერთ სფეროში გასაოცრად წარმატებული აღმოჩნდა, ზოგიერთში კი – არასაკმარისად. სამწუხაროდ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მოსახლეობის ცხოვრების დონე კვლავ დაბალი დარცა: სოფლებში სიღატაკეა, ქალაქდ -კი სინგაპურში თავს ნამდვილად ვერ იგრძნობ.
შედეგი: მიხეილ სააკაშვილის გუნდმა, კახა ბენდუქიძის გარეშე, ვერანაირი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა ვერ მოაგვარა, პირიქით, მათმა პოლიტიკამ პროტესტები გამოიწვია, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, „ნაციონალების“ ხელისუფლება გადაიყოლა: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ელექტორატს უმუშევრობასთან ბრძოლა და ცხოვრების გაუმჯობესება აღუთქვა. ხელისუფლებამ მართლაც მნიშვნელოვნად გააფართოვა მოქალაქეთა სოციალური დახმარებები. სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ხაზი არ გადაუსვია კახა ბენდუქიძის დამსახურებისათვის. უკვე რამდენიმე წელი გავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან და საქართველოს საერტაშორისო რეიტინგები ჯერ-ჯერობით არ იცვლება. ესე იგი, შეიძლებოდა ხომ „ნაციონალებსაც“ ეფიქრათ ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე?
დიახ, მიხეილ სააკაშვილი მშვენიერი „ფიარშჩიკი“ და ფროტმენია.
მაგრამ რეფორმები თოქ-შოუ არ არის. რეფორმების განხორციელებას ისეთი ადამიანები ჭირდება, რომლებსაც თვითონაც რაღაც აქვთ შექმნილი და ესმით, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და როგორ უნდა მართვა, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი კონკრეტულ ქვეყანაში.
რეფორმები ქვეყნის მასშტაბით უნდა გატარდეს და არა ერთ ოლქში, ასე არაფერი გამოვა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭიროა არა მიხეილ სააკაშვილი-გუბერნატორი, არამედ კახა ბენდუქიძის ტიპის პრემიერ-მინისტრი, თანაც სავალდებულო არაა ის ვარიაგი იყოს