«Независимая газета» (რუსეთი): მღელვარე უიკ-ენდი კუმურდოში // სამხრეთ საქართველოში ადგილობრივი სომხებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ეკლესიის გამო ქართველებსა და სომხების დაწყებულ დავაში „სპეცნაზი“ ჩაერია
«Lragir» (სომხეთი): რატომ არის სიტუაცია ყოველთვის ფეთქებადი სომხურ-ქართულ ურთიერთობებში
«The New Republic» (აშშ): როგორ შევიცნოთ რუსეთი: ომების ისტორია ახლო საზღვარგარეთში // საქართველო აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებში
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
«Независимая газета» (რუსეთი), 02 ოქტომბერი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-10-02/1_7085_georgia.html
მღელვარე უიკ-ენდი კუმურდოში
სამხრეთ საქართველოში ადგილობრივი სომხებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა
სტატია ეხმაურება ახალქალაქის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ კუმურდოში მომხდარ ამბებს: გადმოცემულია ადგილობრივი სომხური მოსახლეობის შეხლა-შემოხლის მიზეზები პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებთან (ავტორი – იური როქსი).
„ახალაქალაქის რაიონში სომხები კომპაქტურად არიან დასახლებულნი – ბოლო აღწერით, ისინი მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ. 64 სოფლიდან მხოლოდ 5-ში ცხოვრობენ უმეტესად ქართველები, რამდენიმე შერეული შემადგენლობისაა, 50-ზე მეტ სოფელში კი მხოლოდ სომხები ბინადრობენ. კუმურდო, სადაც გასული კვირის ბოლოს მოსახლეობისა და პოლიციის შეტაკება მოხდა, ერთ-ერთ სომხურ სოფელს წარმოადგენს. სოფლის ახლოს არის კუმურდოს ტაძარი, რომელიც მე-10 საუკუნეშია აგებული. მისი რესტავრირების დროს აღმოაჩინეს სამაროვანი ადამიანის ძვლებით, რომლითაც სპეციალისტები, ობიექტური მიზეზების გამო, არ დაინტერესებულან. ძვლები გარკვეული ხნის განმავლობაში ერთ ადგილას იყო დაგროვილი. მოგვიანებით, სოფლის მოსახლეობამ რესტავრატორებს სთხოვა, რომ ძვლები მიწისთვის მიებარებინათ – „ასეთი ქცევა არაქრისტიანულია, ეს ადამიანი ხომ შეიძლება ჩვენი წინაპარი იყოს“. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ „საძმო საფლავზე“ ხაჩკარს დადგამდნენ, ანუ ქვის სვეტს, რომელზეც ქრისტიანული ჯვარი და ორნამენტი იქნებოდა გამოსახული. საერთოდ, ხაჩკრები სომხური ძეგლებისთვისაა დამახასიათებელი.
რამდენიმე ხნის შემდეგ კუმურდოს ტაძართან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლადაა გამოცხადებული, შეიარაღებული დაცვა დააყენეს და შემოღობეს, რომლის მიღმა „საძმო საფლავიც“ აღმოჩნდა. დაახლოებით სწორედ მაშინ „გაახსენდათ“ სომხებს ხაჩკრის დადგმაც. ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ამ საკითხს თვითმმართველობის არჩევნების – 21 ოქტომბრის შემდეგ დაუბრუნდებოდნენ.
შაბათს მომხდარი კონფლიქტი სრულიად მოულოდნელად დაიწყო: ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა, რომ ხაჩკარი დაპირებულ ვადებზე ადრე დადგმულიყო. დადგენა იმისა, თუ ვინ იყო ამის ინიციატორი, სამართალდამცველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შესაძლოა ეს ყველაფერი სპეციალურად იყო პროვოცირებული. სიტუაცია კი ასე განვითარდა: სოფლის მცხოვრებლების ჯგუფი, უკვე გამზადებული ხაჩკარით, ტაძარს მიადგა, მაგრამ დაცვამ შემოღობილ ტერიტორიაზე არ შეუშვა, შემდეგ კი დასახმარებლად „სპეცნაზი“ გამოიძახა. მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დამახასიათებელი წესით განვითარდა: ერთი მხრიდან – პოლიციის „დუბინკა“-ხელჯოხები და ჰაერში სროლა, მეორე მხრიდან კი – ქვები, რითაც რამდენიმე „სპეცნაზელმა“ სხეულის დაზიანება მიიღო. პოლიციამ ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავა. კონფლიქტის გამწვავების კვალობაზე თბილისიდან კუმურდოში ვერტმფრენით შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაფრინდა. მოლაპარაკების შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს. ხელისუფლებამ კუმურდოელებს წინა შეთანხმება გაახსენა, რომ ყველაფერი არჩევნების შემდეგ მოგვარდებოდა. სიტუაცია ჩაწყნარდა, მცხოვრებლები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დარცა მხოლოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები – „სპეცნაზელებისთვის“ და სახელმწიფო ქონებისასთვის (ავტომობილებისათვის) მიყენებული ზიანის თაობაზე. ამჟამად სიტუაცია მშვიდია, მაგრამ კონფლიქტი საბოლოოდ ამოწურული მაინც არ არის.
ახალქალაქის რაიონი საქართველოში საკმაოდ რთული რაიონია, სუსტი ეკონომიკითა და მკაცრი კლიმატით, რის გამოც მას ხშირად „ქართულ ციმბირსაც“ კი უწოდებენ, თანაც სეპარატისტული შოგთავსით. აქაქურ პრობლემებს მართალც აქვთ ეთნიკური შეფერილობა. წინა პერიოდში, როცა კონფლიქტობის დონე კრიტიკულ ზღვარს სცილდებოდა (რაშიც, ზოგიერთების აზრით, მნიშვნელოვან როლს აქ დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზა ასრულებდა), თბილისის დასახმარებლად ერევნის წარმომადგენლებიც ჩადიოდნენ და ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას ამშვიდებდნენ. უნდა ითქვას, რომ ასეთ სოლიდარული მოქმედება საკმაოდ წარმატებული იყო.
ჯერ-ჯერობით კუმურდოს მოვლენებზე სომხეთის ხელისუფლებას ოფიციალური რეაგირება ჯერ არ გამოუხატავს, თუმცა საზოგადოებრივ დონეზე რეაქცია ორაზროვანია: ერთნი კუმურდოელი თანამოძმეების ქცევით უკმაყოფილონი არიან, მეორენი კი ქართველებს ნაჩქარევ და ნერვიულ რეაგირებას საყვედურობენ. ქართველებს თავიანთი ეჭვები აქვთ – სომხები ჯერ ხაჩკრის დადგმას ითხოვენ, მერე კი ეკლესიის მითვისებაც მოუნდებათო. თუმცა, როგორც „ნეზავისიმაია გაზეტას“ ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ საჭირო არ არის. როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი,არჩევნების წინ ცალკეულ ადამიანთა ინტერესების დაპირისპირების შედეგია და მეტი არაფერი.
——–
კუმურდოს ინციდენტი სხვა რუსულ გაზეთებშიც გაშუქდა. ასე, მაგალითად, «КоммерсантЪ»-მა გამოქვეყნა სტატია სათაურით „ეკლესიის გამო ქართველებსა და სომხების დაწყებულ დავაში „სპეცნაზი“ ჩაერია“ (ავტორი – გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია: „ექსპერტების აზრით, კუმურდოში მომხდარი ამბავი ყველაზე სერიოზული ინციდენტია ამ რეგიონში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. როგორც „კომერსანტს“ კავკასოლოგმა მამუკა არეშიძემ უთხრა, „უკვე თითქმის 30 წელია, რაც კუმურდოს სომხური მოსახლეობა ეკლესიაზე პრეტენზიას აცხადებს და მის რესტავრირებას ეწინააღმდეგებიან“. მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ „კონფლიქტი გარედან ჩარევით მოხერხებულად ღვივდება“. მან „კომერსანტს“ გაახსენა, რომ უმეტესად სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადრე რუსეთის სამხედრო ბაზა იყო დისლოცირებული, რომელშიც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები იყო სამუშაოთი უზრუნველყოფილი. „2007 წელს ბაზის ლიკვიდაციის გამო სომხები უკმაყოფილო დარჩნენ. თავის დროზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადგილობრივ სომხებთან აქტიურად კონტაქტობდა და ამ მიზნით სპეციალური თანამდებობაც კი იყო შემოღებული – სამხედრო ბაზის უფროსის მოადგილე მოსახლეობასთან მუშაობის საკითხში“, – ამბობს მამუკა არეშიძე (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3427482).
«Lragir» (სომხეთი), 02 ოქტომბერი, 2017 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/58445
რატომ არის სიტუაცია ყოველთვის ფეთქებადი სომხურ-ქართულ ურთიერთობებში
სარედაქციო სტატიაში გადმოცემულია კუმურდოში მომხდარი ინციდენტი: მხარეთა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე, კონფლიქტში პოლიციის ჩარევა, ვააგნ ჩახალიანის („ჯავახკის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის“) კომენტარი, რომელშიც იგი მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს: „მოსახლეობამ და პოლიციამ სიფხიზლე და შორსმჭრეტველობა უნდა გამოავლინოს. ამავე დროს უნდა გავაცნობიეროთ: როცა პრობლემების გადაწყვეტა ჭიანურდება, ეს მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს“.
„ტაძრების კუთვნილების საკითხი ერთ-ერთი სადავო „საგანია“ ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის. დროდადრო თითქოსდა მიყუჩებული დავა მწვავედ განახლდება ხოლმე და შეტაკების მიზეზი ხდება. დროა, რომ საქართველოს პატრიარქმა და სომხეთის კათალიკოსმა, სპეციალისტებმა, ქართველ და სომეხ ხალხებს გააცნონ ამ კონფესიათაშორისო დავის საწყისი მიზეზები. ცხადია, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.
ჯავახკში მომხდარი შეტაკების სიღრმულ მიზეზებს წარმოადგენს როგორც რეგიონის მოუგვარებელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე საქართველოს ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკა (რომლის მიზანი სომხური ელემენტის დასუსტებაა), რეგიონის იზოლირება დანარჩენი საქართველოსაგან, ურთიერთუნდობლობა, რუსული სამხედრო ბაზის ლიკვიდირება და ა.შ. ყოველივე ამის შედეგად ჯავახკი იმ ერთ-ერთ სუსტ რგოლად რჩება, რომელსაც ქართულ-სომხური ურთიერთობების „აფეთქება“ შეუძლია. შემთხვევითი არაა, რომ აგერ უკვე 4 თვეა საქართველო აგრემანს არ აძლევს ელჩად დანიშვნის კანდიდატს სერგეი მინასიანს, რომელიც წარმოშობით ჯავახკიდანაა. თბილისში თვლიან, რომ იგი უფრო მეტად რუსეთის წარმომადგენელი იქნება, ვიდრე სომხეთისაო.
საქართველო უკიდურესად მწვავედ აღიქვამს რუსულ საფრთხეს: მედიაწრეებში და საექსპერტო საზოგადოებებში ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი საქართველოში შესაჭრელად ისევ საბაბს ეძებსო. რასაკვირველია, დღევანდელ რთულ საერთაშორისო და რეგიონული სიტუაციის გათვალისწინებით, მსგავსი ინციდენტები სრულიად უადგილოა. საქართველოს ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს. სომხურ-ქართული ურთიერთობების გაუარესების მსურველები საკმაოდ არიან, რადგან სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სომხურ-ქართული ფუნდამენტი ბევრს არ აწყობს“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.
«The New Republic» (აშშ), 01 ოქტომბერი, 2017 წელი
როგორ შევიცნოთ რუსეთი: ომების ისტორია ახლო საზღვარგარეთში
საქართველო აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებში
ვრცელ სტატიაში გაანალიზებულია როგორც რუსეთის ისტორიაში მომხდარი ომები (განსაკუთრებით მის ახლო მეზობლებთან), ასევე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები (რუსეთთან მიმართებით), მათი ნეგატიური შედეგები (ავტორი – სოფი პინკჰემი).
გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც საქართველოს ეხება:
„პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნატოს გაფართოების კამპანია გააქტიურა – აღმოსავლეთისაკენ, ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის მიმართულებით. მისი გეგმების რეალიზებას გარკვეული წინააღმდეგობა ხვდებოდა, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის, თავდაცვის მინისტრის რობერ გეიტსის და და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მხრიდან. ამასთან, რუსეთმა უფრო ადრე მიანიშნა ვაშინგტონს, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში მიღებას შესთავაზებდა, ეს იქნებოდა „წითელი ხაზის“ გადაბიჯების ტოლფასი ქმედება. თუმცა მოსკოვის თვალსაზრისმა ხელი ვერ შეუშალა ნატოს განცხადებას (აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით), რომ გადაწყვეტილება „უკვე მიღებულია“ და „ეს ორი ქვეყანა ალიანსის წევრები გახდებიანო“. ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა დადგენილებამ რუსეთზე ძალიან იმოქმედა: მოსკოვი ხომ დიდი ხანია ამჩნევდა, თუ როგორ იკვრებოდა რკალი მის ირგვლივ, რომ მის გარშემო მტრები არიან, რომ მას ხშირად თავს ესხმოდა გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და შვედეთი. რაც შეეხება ამერიკას, მართალია, ის ოკეანის იქით მდებარეობდა, მაგრამ მაინც რუსეთს „აწვებოდა“ და მისგან იმ ქვეყნების ჩამოშორებას ცდილობდა, რომლებსაც რუსეთთან ასწლოვანი ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აკავშირებდათ.
რისთვის ჭირდებოდა ამერიკას ეს ყველაფერი? საქართველო და უკრაინა ხომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ვერანაირი წარმომადგენლები ვერ იქნებოდნენ? პოლიტიკური ისტორიის მკვლევარი ჯერარდ ტოალი ამას წინათ გამოცემულ წიგნში წერს, რომ აშშ-ის ჩართულობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებში აიხსნება ვაშინგტონის წარმოდგენით საკუთარი მისიის თაობაზე და პირადი ურთიერთობების სპეციფიკით. ავტორი საკმაოდ კარგად განმარტავს, თუ როგორ განვითარდა საქართველოს კონფლიქტი: 1980 წლის ბოლოს საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედურად შევარდნაძემ კარგი ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯეიმს ბეიკერთან და გერმანიის კანცლერთან ჰელმუტ კოლთან. ორივენი მადლობელნი იყვნენ ედუარდ შევარდნაძისა იმისთვის, რომ იგი მათ „ცივი ომის“ მშვიდობიანად დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებაში დაეხმარა. როცა ედუარდ შევარდნაძე 1992 წელს საქართველოს პარლამენტის სპიკერი გახდა, ხოლო 1995 წელს – ქვეყნის პრეზიდენტი, ამერიკამ და გერმანიამ ახლადშექმნილ სახელმწიფოს ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიეს. ამასთან, ვაშინგტონი და ბერლინი თვალს ხუჭავდნენ სეპარატისტების მკაცრ დათრგუნვაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული სამოქალაქო ომის დროს.
ჯერარდ ტოალის აზრით, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, ხედავდა რა რუსეთისაკენ მომზირალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის შესაძლებლობას, შეიმუშავა „სარეკლამო სტრატეგიის გეგმა საქართველოსთვის“, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაზე იყო ორიენტირებული, პირველ რიგში კი შეერთებულ შტატებზე. როგორ უნდა მოეხდინა გავლენა ამერიკელტა გრძნობებზე, ედუარ შევარდნაძისთვის რთული არ იყო: საქართველო, პატარა და ლამაზი ბუნების მქონე ქვეყანა თავისი გემრიელი კერძებითა და უძველესი ქრისტიანული კულტურით, წარმოდგენილი იყო იმ დავითად, რომელიც რუსულ გოლიათს უპირისპირდებოდა. იმავდროულად ედურად შევარდნაძე დაბეჯითებით უმტკიცებდა ევროპას და ამერიკას – „საქართველო თქვენ ძალიან გჭირდებათ ცენტრალური აზიის ნავთობ-გაზის რესურსების მისაწვდომადო“. ასეთმა მიდგომამ გაამართლა: 2011 წლისათვის საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა იმ სახელმწიფოებს შორის, რომელსაც აშშ უწევდა დახმარებას. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ფინანსური და ეკონომიკური დახმარების დიდი ნაწილი ნიავდებოდა და კერძო პირთა ჯიბეებში მიდიოდა.
ერაყში და ავღანეთში დაწყებულმა სამხედრო კამპანიამ ამერიკისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა. აქედან გამომდინარე, თბილისს ახალი პოლიტიკური ბერკეტები გაუჩნდა. ამერიკა საქართველოსთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, ამზადებდა სამხედრო მოსამსახურეებს („წრთვნისა და აღჭურვის პროგრამის“ მიხედვით). საქართველოს იმედი გაუჩნდა, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დაიბრუნებდა. საბოლოოდ, საქართველო შეუერთდა ანტიერაყულ კოალიციას, თავისი ჯარისკაცები ერაყში გაგზავნა, რიტაც კიდევ უფრო მეტი სიმპათია დაიმსახურა აშშ-საგან. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თავისი სამხედრო-საგარეო პოლიტიკით ედუარდ შევარდნაძემ „შენიღბა“ თავისივე უუნარობა და დასავლეთის ყურადღება მოადუნა: მან ვერ მოახერხა რეფორმების გატარება, ვერ გადააქცია საქართველო ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად.
საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის’ შედეგად. იგი აშშ-ის კოლუმბიისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებში სწავლობდა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით სარგებლობდა – ნახევრადსახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა, რომლის ოფიციალურ მიზანს „მსოფლიოში თავისუფლების გავრცელება“ წარმოადგენს. 1995 წელს რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატორი ჯონ მაკკეინი გაიცნო, რომელზეც მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ამერიკელ პოლიტიკოსებს – ისეთებს, როგორიც ჯონ მაკკეინია – ძალიან მოსწონდათ „ვარდების რევოლუციის“ თემა, მით უმეტეს, რომ მას ახალგაზრდა და ენერგიული პიროვნება, ინგლისურ ენაზე თავისუფლად მოლაპარაკე და ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ხელმძღვანელობდა. ამერიკელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს „თავის კაცად“ თვლიდნენ – იგი ხომ საბჭოთა ბიუროკრატიის გადმონაშთებს ებრძოდა (ანუ იგივე ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც ამერიკა მრავალი წლის განმავლობაში ბეჯითად მხარს უჭერდა).
(დასასრული იქნება)
———
ჟურნალი The New Republic დაარსებულია 1914 წელს. რედაქციის მთავარი ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში. გაზეთი იზიარებს და მხარს უჭერს ლიბერალური შეხედულებებს. 2012 წლიდან მისი მფლობელია „ფეისბუქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქრის ჰიუზი. ტირაჟი – 55 ათასი ეგზემპლარი.
«Независимая газета» (რუსეთი): მღელვარე უიკ-ენდი კუმურდოში // სამხრეთ საქართველოში ადგილობრივი სომხებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ეკლესიის გამო ქართველებსა და სომხების დაწყებულ დავაში „სპეცნაზი“ ჩაერია
«Lragir» (სომხეთი): რატომ არის სიტუაცია ყოველთვის ფეთქებადი სომხურ-ქართულ ურთიერთობებში
«The New Republic» (აშშ): როგორ შევიცნოთ რუსეთი: ომების ისტორია ახლო საზღვარგარეთში // საქართველო აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებში
———————
«Независимая газета» (რუსეთი), 02 ოქტომბერი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-10-02/1_7085_georgia.html
მღელვარე უიკ-ენდი კუმურდოში
სამხრეთ საქართველოში ადგილობრივი სომხებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა
სტატია ეხმაურება ახალქალაქის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ კუმურდოში მომხდარ ამბებს: გადმოცემულია ადგილობრივი სომხური მოსახლეობის შეხლა-შემოხლის მიზეზები პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებთან (ავტორი – იური როქსი).
„ახალაქალაქის რაიონში სომხები კომპაქტურად არიან დასახლებულნი – ბოლო აღწერით, ისინი მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ. 64 სოფლიდან მხოლოდ 5-ში ცხოვრობენ უმეტესად ქართველები, რამდენიმე შერეული შემადგენლობისაა, 50-ზე მეტ სოფელში კი მხოლოდ სომხები ბინადრობენ. კუმურდო, სადაც გასული კვირის ბოლოს მოსახლეობისა და პოლიციის შეტაკება მოხდა, ერთ-ერთ სომხურ სოფელს წარმოადგენს. სოფლის ახლოს არის კუმურდოს ტაძარი, რომელიც მე-10 საუკუნეშია აგებული. მისი რესტავრირების დროს აღმოაჩინეს სამაროვანი ადამიანის ძვლებით, რომლითაც სპეციალისტები, ობიექტური მიზეზების გამო, არ დაინტერესებულან. ძვლები გარკვეული ხნის განმავლობაში ერთ ადგილას იყო დაგროვილი. მოგვიანებით, სოფლის მოსახლეობამ რესტავრატორებს სთხოვა, რომ ძვლები მიწისთვის მიებარებინათ – „ასეთი ქცევა არაქრისტიანულია, ეს ადამიანი ხომ შეიძლება ჩვენი წინაპარი იყოს“. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ „საძმო საფლავზე“ ხაჩკარს დადგამდნენ, ანუ ქვის სვეტს, რომელზეც ქრისტიანული ჯვარი და ორნამენტი იქნებოდა გამოსახული. საერთოდ, ხაჩკრები სომხური ძეგლებისთვისაა დამახასიათებელი.
რამდენიმე ხნის შემდეგ კუმურდოს ტაძართან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლადაა გამოცხადებული, შეიარაღებული დაცვა დააყენეს და შემოღობეს, რომლის მიღმა „საძმო საფლავიც“ აღმოჩნდა. დაახლოებით სწორედ მაშინ „გაახსენდათ“ სომხებს ხაჩკრის დადგმაც. ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ამ საკითხს თვითმმართველობის არჩევნების – 21 ოქტომბრის შემდეგ დაუბრუნდებოდნენ.
შაბათს მომხდარი კონფლიქტი სრულიად მოულოდნელად დაიწყო: ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა, რომ ხაჩკარი დაპირებულ ვადებზე ადრე დადგმულიყო. დადგენა იმისა, თუ ვინ იყო ამის ინიციატორი, სამართალდამცველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შესაძლოა ეს ყველაფერი სპეციალურად იყო პროვოცირებული. სიტუაცია კი ასე განვითარდა: სოფლის მცხოვრებლების ჯგუფი, უკვე გამზადებული ხაჩკარით, ტაძარს მიადგა, მაგრამ დაცვამ შემოღობილ ტერიტორიაზე არ შეუშვა, შემდეგ კი დასახმარებლად „სპეცნაზი“ გამოიძახა. მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დამახასიათებელი წესით განვითარდა: ერთი მხრიდან – პოლიციის „დუბინკა“-ხელჯოხები და ჰაერში სროლა, მეორე მხრიდან კი – ქვები, რითაც რამდენიმე „სპეცნაზელმა“ სხეულის დაზიანება მიიღო. პოლიციამ ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავა. კონფლიქტის გამწვავების კვალობაზე თბილისიდან კუმურდოში ვერტმფრენით შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაფრინდა. მოლაპარაკების შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს. ხელისუფლებამ კუმურდოელებს წინა შეთანხმება გაახსენა, რომ ყველაფერი არჩევნების შემდეგ მოგვარდებოდა. სიტუაცია ჩაწყნარდა, მცხოვრებლები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დარცა მხოლოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები – „სპეცნაზელებისთვის“ და სახელმწიფო ქონებისასთვის (ავტომობილებისათვის) მიყენებული ზიანის თაობაზე. ამჟამად სიტუაცია მშვიდია, მაგრამ კონფლიქტი საბოლოოდ ამოწურული მაინც არ არის.
ახალქალაქის რაიონი საქართველოში საკმაოდ რთული რაიონია, სუსტი ეკონომიკითა და მკაცრი კლიმატით, რის გამოც მას ხშირად „ქართულ ციმბირსაც“ კი უწოდებენ, თანაც სეპარატისტული შოგთავსით. აქაქურ პრობლემებს მართალც აქვთ ეთნიკური შეფერილობა. წინა პერიოდში, როცა კონფლიქტობის დონე კრიტიკულ ზღვარს სცილდებოდა (რაშიც, ზოგიერთების აზრით, მნიშვნელოვან როლს აქ დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზა ასრულებდა), თბილისის დასახმარებლად ერევნის წარმომადგენლებიც ჩადიოდნენ და ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას ამშვიდებდნენ. უნდა ითქვას, რომ ასეთ სოლიდარული მოქმედება საკმაოდ წარმატებული იყო.
ჯერ-ჯერობით კუმურდოს მოვლენებზე სომხეთის ხელისუფლებას ოფიციალური რეაგირება ჯერ არ გამოუხატავს, თუმცა საზოგადოებრივ დონეზე რეაქცია ორაზროვანია: ერთნი კუმურდოელი თანამოძმეების ქცევით უკმაყოფილონი არიან, მეორენი კი ქართველებს ნაჩქარევ და ნერვიულ რეაგირებას საყვედურობენ. ქართველებს თავიანთი ეჭვები აქვთ – სომხები ჯერ ხაჩკრის დადგმას ითხოვენ, მერე კი ეკლესიის მითვისებაც მოუნდებათო. თუმცა, როგორც „ნეზავისიმაია გაზეტას“ ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ საჭირო არ არის. როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი,არჩევნების წინ ცალკეულ ადამიანთა ინტერესების დაპირისპირების შედეგია და მეტი არაფერი.
——–
კუმურდოს ინციდენტი სხვა რუსულ გაზეთებშიც გაშუქდა. ასე, მაგალითად, «КоммерсантЪ»-მა გამოქვეყნა სტატია სათაურით „ეკლესიის გამო ქართველებსა და სომხების დაწყებულ დავაში „სპეცნაზი“ ჩაერია“ (ავტორი – გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია: „ექსპერტების აზრით, კუმურდოში მომხდარი ამბავი ყველაზე სერიოზული ინციდენტია ამ რეგიონში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. როგორც „კომერსანტს“ კავკასოლოგმა მამუკა არეშიძემ უთხრა, „უკვე თითქმის 30 წელია, რაც კუმურდოს სომხური მოსახლეობა ეკლესიაზე პრეტენზიას აცხადებს და მის რესტავრირებას ეწინააღმდეგებიან“. მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ „კონფლიქტი გარედან ჩარევით მოხერხებულად ღვივდება“. მან „კომერსანტს“ გაახსენა, რომ უმეტესად სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადრე რუსეთის სამხედრო ბაზა იყო დისლოცირებული, რომელშიც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები იყო სამუშაოთი უზრუნველყოფილი. „2007 წელს ბაზის ლიკვიდაციის გამო სომხები უკმაყოფილო დარჩნენ. თავის დროზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადგილობრივ სომხებთან აქტიურად კონტაქტობდა და ამ მიზნით სპეციალური თანამდებობაც კი იყო შემოღებული - სამხედრო ბაზის უფროსის მოადგილე მოსახლეობასთან მუშაობის საკითხში“, – ამბობს მამუკა არეშიძე (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3427482).
«Lragir» (სომხეთი), 02 ოქტომბერი, 2017 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/58445
რატომ არის სიტუაცია ყოველთვის ფეთქებადი სომხურ-ქართულ ურთიერთობებში
სარედაქციო სტატიაში გადმოცემულია კუმურდოში მომხდარი ინციდენტი: მხარეთა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე, კონფლიქტში პოლიციის ჩარევა, ვააგნ ჩახალიანის („ჯავახკის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის“) კომენტარი, რომელშიც იგი მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს: „მოსახლეობამ და პოლიციამ სიფხიზლე და შორსმჭრეტველობა უნდა გამოავლინოს. ამავე დროს უნდა გავაცნობიეროთ: როცა პრობლემების გადაწყვეტა ჭიანურდება, ეს მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს“.
„ტაძრების კუთვნილების საკითხი ერთ-ერთი სადავო „საგანია“ ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის. დროდადრო თითქოსდა მიყუჩებული დავა მწვავედ განახლდება ხოლმე და შეტაკების მიზეზი ხდება. დროა, რომ საქართველოს პატრიარქმა და სომხეთის კათალიკოსმა, სპეციალისტებმა, ქართველ და სომეხ ხალხებს გააცნონ ამ კონფესიათაშორისო დავის საწყისი მიზეზები. ცხადია, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.
ჯავახკში მომხდარი შეტაკების სიღრმულ მიზეზებს წარმოადგენს როგორც რეგიონის მოუგვარებელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე საქართველოს ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკა (რომლის მიზანი სომხური ელემენტის დასუსტებაა), რეგიონის იზოლირება დანარჩენი საქართველოსაგან, ურთიერთუნდობლობა, რუსული სამხედრო ბაზის ლიკვიდირება და ა.შ. ყოველივე ამის შედეგად ჯავახკი იმ ერთ-ერთ სუსტ რგოლად რჩება, რომელსაც ქართულ-სომხური ურთიერთობების „აფეთქება“ შეუძლია. შემთხვევითი არაა, რომ აგერ უკვე 4 თვეა საქართველო აგრემანს არ აძლევს ელჩად დანიშვნის კანდიდატს სერგეი მინასიანს, რომელიც წარმოშობით ჯავახკიდანაა. თბილისში თვლიან, რომ იგი უფრო მეტად რუსეთის წარმომადგენელი იქნება, ვიდრე სომხეთისაო.
საქართველო უკიდურესად მწვავედ აღიქვამს რუსულ საფრთხეს: მედიაწრეებში და საექსპერტო საზოგადოებებში ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი საქართველოში შესაჭრელად ისევ საბაბს ეძებსო. რასაკვირველია, დღევანდელ რთულ საერთაშორისო და რეგიონული სიტუაციის გათვალისწინებით, მსგავსი ინციდენტები სრულიად უადგილოა. საქართველოს ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს. სომხურ-ქართული ურთიერთობების გაუარესების მსურველები საკმაოდ არიან, რადგან სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სომხურ-ქართული ფუნდამენტი ბევრს არ აწყობს“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.
«The New Republic» (აშშ), 01 ოქტომბერი, 2017 წელი
როგორ შევიცნოთ რუსეთი: ომების ისტორია ახლო საზღვარგარეთში
საქართველო აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებში
ვრცელ სტატიაში გაანალიზებულია როგორც რუსეთის ისტორიაში მომხდარი ომები (განსაკუთრებით მის ახლო მეზობლებთან), ასევე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები (რუსეთთან მიმართებით), მათი ნეგატიური შედეგები (ავტორი - სოფი პინკჰემი).
გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც საქართველოს ეხება:
„პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნატოს გაფართოების კამპანია გააქტიურა – აღმოსავლეთისაკენ, ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის მიმართულებით. მისი გეგმების რეალიზებას გარკვეული წინააღმდეგობა ხვდებოდა, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის, თავდაცვის მინისტრის რობერ გეიტსის და და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მხრიდან. ამასთან, რუსეთმა უფრო ადრე მიანიშნა ვაშინგტონს, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში მიღებას შესთავაზებდა, ეს იქნებოდა „წითელი ხაზის“ გადაბიჯების ტოლფასი ქმედება. თუმცა მოსკოვის თვალსაზრისმა ხელი ვერ შეუშალა ნატოს განცხადებას (აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით), რომ გადაწყვეტილება „უკვე მიღებულია“ და „ეს ორი ქვეყანა ალიანსის წევრები გახდებიანო“. ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა დადგენილებამ რუსეთზე ძალიან იმოქმედა: მოსკოვი ხომ დიდი ხანია ამჩნევდა, თუ როგორ იკვრებოდა რკალი მის ირგვლივ, რომ მის გარშემო მტრები არიან, რომ მას ხშირად თავს ესხმოდა გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და შვედეთი. რაც შეეხება ამერიკას, მართალია, ის ოკეანის იქით მდებარეობდა, მაგრამ მაინც რუსეთს „აწვებოდა“ და მისგან იმ ქვეყნების ჩამოშორებას ცდილობდა, რომლებსაც რუსეთთან ასწლოვანი ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აკავშირებდათ.
რისთვის ჭირდებოდა ამერიკას ეს ყველაფერი? საქართველო და უკრაინა ხომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ვერანაირი წარმომადგენლები ვერ იქნებოდნენ? პოლიტიკური ისტორიის მკვლევარი ჯერარდ ტოალი ამას წინათ გამოცემულ წიგნში წერს, რომ აშშ-ის ჩართულობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებში აიხსნება ვაშინგტონის წარმოდგენით საკუთარი მისიის თაობაზე და პირადი ურთიერთობების სპეციფიკით. ავტორი საკმაოდ კარგად განმარტავს, თუ როგორ განვითარდა საქართველოს კონფლიქტი: 1980 წლის ბოლოს საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედურად შევარდნაძემ კარგი ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯეიმს ბეიკერთან და გერმანიის კანცლერთან ჰელმუტ კოლთან. ორივენი მადლობელნი იყვნენ ედუარდ შევარდნაძისა იმისთვის, რომ იგი მათ „ცივი ომის“ მშვიდობიანად დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებაში დაეხმარა. როცა ედუარდ შევარდნაძე 1992 წელს საქართველოს პარლამენტის სპიკერი გახდა, ხოლო 1995 წელს – ქვეყნის პრეზიდენტი, ამერიკამ და გერმანიამ ახლადშექმნილ სახელმწიფოს ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიეს. ამასთან, ვაშინგტონი და ბერლინი თვალს ხუჭავდნენ სეპარატისტების მკაცრ დათრგუნვაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული სამოქალაქო ომის დროს.
ჯერარდ ტოალის აზრით, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, ხედავდა რა რუსეთისაკენ მომზირალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის შესაძლებლობას, შეიმუშავა „სარეკლამო სტრატეგიის გეგმა საქართველოსთვის“, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაზე იყო ორიენტირებული, პირველ რიგში კი შეერთებულ შტატებზე. როგორ უნდა მოეხდინა გავლენა ამერიკელტა გრძნობებზე, ედუარ შევარდნაძისთვის რთული არ იყო: საქართველო, პატარა და ლამაზი ბუნების მქონე ქვეყანა თავისი გემრიელი კერძებითა და უძველესი ქრისტიანული კულტურით, წარმოდგენილი იყო იმ დავითად, რომელიც რუსულ გოლიათს უპირისპირდებოდა. იმავდროულად ედურად შევარდნაძე დაბეჯითებით უმტკიცებდა ევროპას და ამერიკას – „საქართველო თქვენ ძალიან გჭირდებათ ცენტრალური აზიის ნავთობ-გაზის რესურსების მისაწვდომადო“. ასეთმა მიდგომამ გაამართლა: 2011 წლისათვის საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა იმ სახელმწიფოებს შორის, რომელსაც აშშ უწევდა დახმარებას. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ფინანსური და ეკონომიკური დახმარების დიდი ნაწილი ნიავდებოდა და კერძო პირთა ჯიბეებში მიდიოდა.
ერაყში და ავღანეთში დაწყებულმა სამხედრო კამპანიამ ამერიკისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა. აქედან გამომდინარე, თბილისს ახალი პოლიტიკური ბერკეტები გაუჩნდა. ამერიკა საქართველოსთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, ამზადებდა სამხედრო მოსამსახურეებს („წრთვნისა და აღჭურვის პროგრამის“ მიხედვით). საქართველოს იმედი გაუჩნდა, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დაიბრუნებდა. საბოლოოდ, საქართველო შეუერთდა ანტიერაყულ კოალიციას, თავისი ჯარისკაცები ერაყში გაგზავნა, რიტაც კიდევ უფრო მეტი სიმპათია დაიმსახურა აშშ-საგან. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თავისი სამხედრო-საგარეო პოლიტიკით ედუარდ შევარდნაძემ „შენიღბა“ თავისივე უუნარობა და დასავლეთის ყურადღება მოადუნა: მან ვერ მოახერხა რეფორმების გატარება, ვერ გადააქცია საქართველო ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად.
საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის’ შედეგად. იგი აშშ-ის კოლუმბიისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებში სწავლობდა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით სარგებლობდა – ნახევრადსახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა, რომლის ოფიციალურ მიზანს „მსოფლიოში თავისუფლების გავრცელება“ წარმოადგენს. 1995 წელს რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატორი ჯონ მაკკეინი გაიცნო, რომელზეც მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ამერიკელ პოლიტიკოსებს – ისეთებს, როგორიც ჯონ მაკკეინია – ძალიან მოსწონდათ „ვარდების რევოლუციის“ თემა, მით უმეტეს, რომ მას ახალგაზრდა და ენერგიული პიროვნება, ინგლისურ ენაზე თავისუფლად მოლაპარაკე და ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ხელმძღვანელობდა. ამერიკელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს „თავის კაცად“ თვლიდნენ - იგი ხომ საბჭოთა ბიუროკრატიის გადმონაშთებს ებრძოდა (ანუ იგივე ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც ამერიკა მრავალი წლის განმავლობაში ბეჯითად მხარს უჭერდა).