globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 2nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ევროპული მიდგომა // პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მმართველი კოალიციის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ინტერვიუ ზვიად კვაჭანტირაძესთან: „ხალხი  სამართლიანობის აღდგენას ითხოვს“

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ინტერვიუ გიორგი ქადაგიძესთან: „ჩემი აზრით, ფსკერს უკვე მივაღწიეთ“

«Helsingborgs Dagblad» (შვედეთი): „ვარდების რევოლუცია“? ბუნდოვნად გვახსოვს…

«Schweiz magazin» (შვეიცარია): საქართველო უკრაინას დახმარებას სთხოვს: მიხეილ სააკაშვილი შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი

«Radio Voice of America» (აშშ): ჯიმი კოლკერი: ლუგარის ცენტრი მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში

——————–

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 2 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2841726

ევროპული მიდგომა

პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მმართველი კოალიციის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია

ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტ“-ში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა, დეტალურადაა აღწერილი პოლიტიკური პარტიების მიზნები, მათი ურთიერთდამოკიდებულება, ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესები და ა.შ. (ავტორი – ოლღა ალენოვა).

თბილისელები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი მოატყუა“ და „დანაპირები არ შეასრულა“. საქართველოს დედაქალაქში მიტინგებისთვის ემზადებიან, ტელევიზია ისევ მეოთხე ხელისუფლებად ითვლება, მოქალაქეები კი უაღრესად პოლიტიზებულნი არიან და ყველგან ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე ლაპარაკობენ.

„ნაციონალური“ ხელისუფლების ყოფილი ჩინოვნიკები ახლა ოპოზიციაში არიან. ბევრი არასამთავრობო სექტორში გადავიდა, ყოფილმა ოპოზიციონერებმა კი ხელისუფლების თბილი სავარძლები დაიკავეს. ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის რამდენიმე ცენტრია შექმნილი: პრეზიდენტს და პრემიერს ერთმანეთთან მუდმივი დავა აქვთ, პარლამენტში კი მხოლოდ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნებაა“ გაბატონებული. თვით ბიძინა ივანიშვილს კი პრეტენზიები აქვს ყველასთან – პარლამენტთან, პრეზიდენტთან, პრემიერთან.. ტელევიზიებში განიხილავენ იმასაც, რომ დეპუტატთა კორპუსის ხარისხზე ბიძინა ივანიშვილს ადრე უნდა ეფიქრა, როცა თავისი მომხრეები ხელისუფლებაში მოიყვანა. ახლა, როცა ოპოზიცია აქტიურად მუშაობს ევროპასა და ამერიკაში, მმართველ კოალიციას დასავლეთში თავისი პოლიტიკის განმარტებისათვის კომუნიკაციები არ ჰყოფნის.

ისე, ხელისუფლებას თავისი პოლიტუიკური კურსის გაშუქებას მაინცდამაინც არც ქვეყნის შიგნით ცდილობს: ტელევიზიებში თითქმის ყველა პოლიტიკური თოქ-შუა დაიხურა, ახალი ამბები უკვე უემოციოა, ქართველები კი ცხელ-ცხელ მწვავე ამბებს არიან მიჩვეულნი. როგორც პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, საზოგადოებას  აგრესიისაგან დასვენება ჭირდება: „ჩვენ რომ აგრესიული პოლიტიკის გატარება გვდომოდა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი თავის ტელეკომპანია „მე-9 არხს“ არ დახურავდა და საწინააღმდეგო პროპაგანდას გავაგრძელებდით, მაგრამ ჩვენ ამ გზით არ წავედით“.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ საინფორმაციო სივრცე მნიშვნელოვნად შეზღუდა, უფრო ნეიტრალური გახადა, რაც, ალბათ, შეცდომა იყო: ყველაზე მეტი მაყურებელი ახლა მხოლოდ „რუსთავი-2“-ს ჰყავს, რომელსაც აქტიური ოპოზიციონერი და მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს“, – წერს ავტორი და ფართოდ გადმოსცემს „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ პერიპეტიებს.

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს მოსახლეობის განწყობები (სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით), რუსეთთან კონტაქტები გაზით უზრუნველყოფასთან დაკავში-რებით, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის პრობლემები, ქართული  ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობა (ავტორი საუბრობს რომან გოცირიძესთან). სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა „ნაციონალთა“ ლიდერების დაპატიმრების ობიექტურობას, პოლიტიკურ დევნას… ამ თემებზე ავტორი ესაუბრება აგრეთვე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ივლიანე ხაინდრავას: „ჩვენ რევოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვმონაწილეობდით, მაგრამ იმის გამო, რომ მან ადამიანის უფლებების დარღვევა დაიწყო, ოპოზიციაში წავედით…სწორიც გავაკეთეთ, რადგან დარღვევებმა სისტემური ხასიათი მიიღო და მოსახლეობას ტელეფონით ლაპარაკისაც კი ეშინოდა… ახლა შიში გაქრა და ყველა თავისუფლად ლაპარაკობს“, – ამბობს ივლიანე ხაინდრავა და განმარტავს, თუ რატომ კლებულობს მმართველი კოალიციის რეიტინგი: „ხელისუფლებამ მოსახლეობის მოლოდინი ვერ გაამართლა, პირველ რიგში კი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხში. მოსახლეობა ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უბრალო სოფლელი გლეხის ბიჭიდან მილიარდერად იქცა, მათ ყველას მდიდრად გახდიდა. რასაკვირველია, ასე არ მოხდა. გარდა ამისა, დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი წარმატებების პიარიც კი არ შეუძლია. არადა, მიხეილ სააკაშვილი ამ სფეროში, შეიძლება ითქვას, გენიოსი იყო“.

„ივლიანე ხაინდრავას ვეკითხები: „ელოდებიან თუ არა საქართველოს ევროპაში, როცა ევროსტრუქტურები ამდენ ნეგატიურ ანტიქართულ რეზოლუციებს იღებენ? გახსნის თუ არა ევროპა თავის საზღვრებს ქართველებისათვის?“, იგი მპასუხობს: „როცა მიხეილ სააკაშვილი კანონებს არღვევდა, ევროპა მის დარღვევებს ყურადღებას არ აქცევდა. ახლა კი, რადგან „ნაციონალებს“ ევროპაში კარგი კავშირები აქვთ, აქტიურად დადიან საზღვარგარეთ, ეს ყველაფერი რეზოლუციებზეც აისახება“. ამასთან, ი.ხაინდრავას აზრით, დასავლეთი საქართველოს ხშირად არაობიექტურად აკრიტიკებს: „ჩვენ რომ გაგვაკრიტიკონ იმისთვის, რომ ცუდად ვასრულებ ასოცირების შეთანხმების პირობებს, ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ახლა იმისთვის გვაკრიტიკებენ, რისტვისაც მიხეილ სააკაშვილზე სიტყვას არ ზრავდნენ. არადა, მას ზალიან დიდი ხნის მანძილზე მიცეს ხელში კარტ-ბლანში, ბევრს უთმენდნენ, დიდ ავანსს აძლევდნენ, საბოლოოდ კი მან ზომიერება დაკარგა“.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელების  უმრავლესობას სახელმწიფოში წამყვანი თანამდებობი უკავიათ (ჩამოთვლილია დ.უსუფაშვილი, თ.ხიდაშელი და სხვები).

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 2 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/Doc/2844777

ინტერვიუ ზვიად კვაჭანტირაძესთან: „ხალხს სამართლიანობის აღდგენა სურს“

რნალ „კომერსანტ-ვლასტის“ კორესპონდენტს ოლღა ალენოვას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრება. გავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციას აყოვნებსო…

- აბა, მაშ რას იტყვიან? მათი მიზანი ბნელ ოთახში შავი კატის ძებნაა, მაგრამ არავიტარი შავი კატა არ არსებობს… ჩვენ მტკიცედ მივდივართ დასავლეთისკენ. ჩვენ ამ სამ-ოთხ წელიწადში ამ მიმართუკლებით უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ცხრა წლის მანძილზე. მათ ბოლო პერიოდში ძალიან მოისუსტეს, პროცესები შეაჩერეს, ჩვენ კი ბოლომდე მივიყვანეთ: ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უკვე გვაქვს ტავისუფალი ვაჭრობის უფლება, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხებიც გეგმის მიხედვით სრულდება…  ჩვენი ოპონენტების რიგებში ბევრი „ცხელთავიანია“, რომლებიც ხელისუფლების დაკარგვას ვერ შერიგებიან, ამიტომაც ისინი განგებ ვერ ხედავებ დადებით ძვრებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს.

- ესე იგი, საქართველო დღეს ისევ ნატოსაკენ მიისწრაფვის?

- რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს.

- მაგრამ არის აზრი, რომლის თანახმად, საქართველოს „მაპ“-ს იმიტომ არ აძლევენ, რომ თბილისი პროევროპულ პოლიტიკას აქტიურად არ ატარებსო…

- ჩვენ რეალისტები ვართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიდი ხანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები უნდა ვიყოთ, რადგან ბევრი რამ გავაკეთეთ, მათ შორის ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისითაც… ჩვენი არმია ნატოს სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ყველაფერი წესრიგში გვაქვს, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი ყოველთვის რეალური პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს. რამდენიც არ უნდა იძახონ ბრიუსელში, რომ „არავის პოზიციაზე არ ვართ დამოკიდებული ჩვენც გადაწყვეტილებებშიო“, ქართველებს კარგად გვესმის სიტუაცია და ეჭვი გვაქვს, რომ ბრიუსელი სწორედ რუსეთის ფედერაციის პოზიციას ითვალისწინებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში.

- მოსკოვი ახდენს გავლენას ბრიუსელზე?

- ჩვენ ვთვლით, რომ ახდენს. შესაძლოა, ეს ნორმალურიც არის, რადგან რუსეთი დიდი ქვეყანაა, მას თავისი წონა აქვს ევროპულ და მსოფლიო პოლიტიკაში, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მოსკოვის გავლენა ხელს გვიშლის, რომ ნატოს წევრი გავხდეთ. ამის მიუხედავად, დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს სხვა გზა არ აქვს. იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული რჩება…

- როგორ ხედავთ რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას?

- არასწორი იქნებოდა მეთქვა, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ვფიქრობთ. დიახ, ვფიქრობთ და ეს იქიდანაც ჩანს, რომ ჩვენ რადიკალურად სევცვალეთ რიტორიკა მოსკოვთან მიმართებით, ძველებურად მწვავე რეაგირებას არარ ვახდენთ რაღაც პროვოკაციებზე… მაგალითად, ლეონიდ თიბილოვის განცხადებაზე, სამხრეთთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რუსეთთან მიერთების მიზნით. ეს ხომ წმინდა წყლის პროვოკაციაა… თანაც ეს განცხადება ლეონიდ თიბილოვმა საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ფედერიკა მოგერინის ჩამოსვლის წინ გააკეთა, რომლის დროსაც ევროპული ინტეგრაციის საკითხები უნდა განვიხილოთ. ჩვენი არაკეთილმსურველები ცდილობენ ევროპას ხშირად შეახსენონ, რომ საქართველო კონფლიქტების ქვეყანაა.. მაგრამ ჩვენ არც ოს და არც აფხაზ ხალხთან არრანაირი კონფლიქტი არ გვაქვს. უბრალოდ, ისინი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რომელიც „შავ ხვრელებს“ წარმოადგენენ, სადაც დიდი ფული ტრიალებს და ყველაფერი ამ ფულის გამო კეთდება, მაგალითად, კარგად ვიცით, თუ რა მიზნით მოხდა აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა რუსი სამხედროების მიერ… მე არ ვფიქრობ, რომ კრემლში ვერ ხვდებიან იმას, რომ საქართველოს გარეშე მოსკოვი აფხაზეთში ვერანაირ პრობლემას ვერ გადაწყვეტენ. ამიტომაც თბილისი თანხმობის გარეშე რკინიგზის აღდგენას აზრი არ აქვს. ამჟამად ჩვენ ამ საკითხზე არავითარ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. საერთოდ, რუსეთთან ურთიერთობაში ხელს გვიშლის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა. 2008 წლის აგვისტოში, როცა ჩვენს შორის დიპურთიერთობა გაწყდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? თუმცა თუ მოსკოვის მხრიდან რაიმე ძვრები არ იქნება, მაშინ არც ჩვენი მხრიდან არ იქნება.

- გამოდის, რომ დღეს თქვენ შუამავლების გარეშე რუსეთთან შეხვედრისათვის მზად არ ხართ?

- 2008 წლის ომის დასრულების დროს ვენ ხელი მოვაწერეთ ე.წ. „მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას“, მაგრამ დღემდე ამ დოკუმენტის არცერთი პუნქტი რუსული მხარის მიერ შესრულებული არ არის. როგორ შეგვიძლია ჩვენ ასეთ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის მომავალზე პოზიტიურად ვიფიქროთ? ჩვენ თვლით, რომ მოლაპარაკების დასაწყებად ერთი პირობის შესრულება მაინცაა საჭირო, მაგალითად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული დეოკუპირება, რუსეთის ჯარების სრული გაყვანა, მთელი თავისი შეიარაღებით. იმავდროულად ჩვენ დავაფიქსირებთ ვალდებულებას, რომ პირველები იარაღს არასოდეს არ გამოვიყენებთ. ვფიქრობ, ძალიან მარტივი გამოსავალია სიტუაციიდან, თუ რუსეტს ამის პოლიტიკური ნება ექნება. საერთოდ კი, საქართველოს და ქართთველ ხალხს თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესების დიდი სურვილი აქვს.

ზვიად კვაჭანტირაძე ინტერვიუში საუბრობს აგრეთვე:

ა) საქართველოს ეკონომიკურ სიტუაციაზე – ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ჩვენი ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარება დიდ გავლენას ახდენს, თუმცა ჩვენთან არავითარი ეკონომიკური დაცემნა არ არის, პირიქით, ზრდა შეინიშნება და ამას ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დასკვნები… ჩვენ კარგი სამომავლო პროგნოზები გვაქვს, ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით… ძალიან დიდი თანხებია ჩადებული სოციალურ სფეროში, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით. ოპოზიცია რომ გაიძახის, სიტუაცია უარესდებაო, ეს მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია…“;

ბ) სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე

„ენდეაი“-ს გამოკითხვებს სერიოზულად არ ვღებულობთ, რადგან ეს ორგანიზაცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობრის მიერაა შექმნილი. „ენდეაი“ პირდაპირაა დაკავშირებული „ერთიან ნაცმოძრაობასთან“, ეს პრაქტიკამ დაამტკიცა. მათი პროგნოზები ყალბია, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დადასტურდა“;

გ) ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ

„რუსთავი-2“ სუფთა პარტიული ტელეარხია და „ერთიან ნაცმოძრაობას“ ემსახურება. ის აგრესიულია, მაგრამ ჩვენ, როცა ხელისუფლებაში მოვედით, ამ აგრესიაზე არ ვპასუხობდით, თუმცა საზოგადოება ამას მოითხოვდა. ჩვენ რომ ეს გვდომოდა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი „მე-9 არხს“ არ დახურავდა. რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, ესაა სასამართლო დავა ძველ და ახლანდელ მფლობელთა შორის. ყველა ადამიანს შეუძლია მივიდეს სასამართლოში და საქმის დეტალებს გაეცნოს. საჭიროა მოთმინება და მოლოდინი სასამართლოს ვერდიქტისადმი“;

დ) არის თუ არა „რევოლუციური სიტუაცია“?

„არა, რას ამბობთ, არავითარი რევოლუცია! ჩვენი ხალხი ბრძენია და „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში არ დააბრუნებს. ყველანაირი რევოლუციის წინააღმდეგი ვარ. საერთოდ, დღეს „ნაციონალები“ უმწვავეს კრიზისს განიცდიან, მათ შიდაპარტიული უთანხმოება ღრღნით და შეიძლება არჩევნებამდე ვერც კი მიაღწიონ. ჩვენ გვინდა ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია იყოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი ამომრჩევლის წინაშე, რომელიც კონსტრუქციული იქნება და თავისი მოქმედებით ხალხს, ხელისუფლებას და ქვეყანას ზიანს არ მიაყენებს, მზად იქნება ხელისუფლების შეცვლისათვის მხოლოდ კონსტიტუციური გზით“).

ე) სამომავლო არჩევნები და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა

„ძლიერი კონკურენტი გვეყოლება თუ არა 2016 წლის არჩევნების დროს? არა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალები თანაბარია… ვიცით, რომ ჩვენს მოსახლეობას ძირითადად სამართლიამნოვბის აღდგენის პრობლემა აწუხებს. ეს არის ხალხის ძირიტადი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის მინიმიზირება (უფრო მეტი – მის გაუქმებასაც კი ითხოვენ!). ხალხი არასდროს არ დაივიწყებს, თუ რა უბედურება მოუტანა ამ პარტიამ ქვეყანას. ამიტომაც „ნაციონალებს“ ნდობის არავითარი კრედიტი არ აქვთ“).

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 2 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2841721

ინტერვიუ გიორგი ქადაგიძესთან: „ჩემი აზრით, ფსკერს უკვე მივაღწიეთ“

ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტის“ სპეცკორესპონდენტი ოლღა ალენოვა, ია ბარათელთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„ჩვენ თუ ყოველწლიურად მილიარდნახევარი დოლარის ინვესტიციები გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ფინანსები დაბალანსებული იქნება, მაგრამ მიმდინარე წელს ექსპორტი 25%-ით დაეცა, ტურიზმიდან შემოსულმა თანხებმა და ინვესტიციებმა კი დანაკარგები ვერ გადაფარეს. გავლენა იქონია აგრეთვე რუსეთიდან და საბერძნეთიდან ფულის რაოდენობის გადმორიცხვის დინამიკის შემცირებამ… მაგრამ ქართული ეკონომიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ზალიან დოლარიზებულია. მოქალაქეების მიერ კრედიტების 50% აღებულია დოლარებით, მაგრამ მათ შემოსავლები ლარებში აქვთ… ეს ძალიან მტკივნეული სოციალური პრობლემაა და როგორც ყოველთვის, ყველა მთავრობა „განტევების ვაცს“ ეძებს. ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად „დამნაშავედ“ ცენტრალური ბანკი  გამოდის…“.

„ჩემი აზრით, ფსკერს უკვე მივაღწიეთ. პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტა ასეთია: უნდა გაიზარდოს ჩვენი შემოსავლები – ექსპორტის, ტურიზმის, ინვესტიციების მეშვეობით. ანუ თუ მეტი შემოსავალი გვექნება, უკეთესად ვიცხოვრებთ. აი, სწორედ მაშინ დაუბრუნდება ლარი წინანდელ კურსს“.

„ყველაზე იოლია, რომ ცენტრალურმა ბანკმა თავისი რეზერვები დახარჯოს და ლარის კურსის ვარდნა შეაჩეროს, მაგრამ ეს ხომ დროებითი იქნება… ეს არაეფექტურია. ამას ცვენი მეზობლის გამოცდილება ადასტურებს, რომელიც მდიდარია ნავთობრესურსებით. როცა ფუნდამენტალური დისბალანსის მოწმენი ვართ, რეზერვების უყაირათოდ ხარჯვა დიდი სისულელე იქნებოდა, ამიტომაც ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. მხოლოდ მცირე ნაწილი დავხარჯეთ – 227 მილიონი დოლარი. ამჟამად ჩვენი ოქროსა და ვალუტის მარაგი 2,5 მილიარდი დოლარია“.

„საქართველოს ვალები არ ახრჩობს, რეგულაციის მხრივ პრობლემები არ გვაქვს, ყველა საჭირო პირობაა ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენი ეკონომიკა წელიწადში მინიმუმ 3%-ით უნდა იმატებდეს. მაგრამ ამისათვის საჭიროა მეტი ინვესტიციების მოზიდვაა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდა. თუ ჩვენ მუშაობას ისე ნაყოფიერად გავაგრძელებთ, როგორც ვმუშაობდით ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაშინ წარმატების კლასიკურ ისტორიის მოწმენი გავხდებით: საქართველო 20 წელიწადში ღარიბი ქვეყნიდან საშუალო ეკონომიკის მქონე ქვეყნად გარდაიქმნება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუ კორუფცია დაბალ დონეზე იქნება, თუ იქნება თავისუფალი ბიზნესი, დაბალი გადასახადები… აი, ამ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება თანდათან გაუმჯობესდება“.

«Helsingborgs Dagblad – ჰელსინჰფორგს დოგბლოდ» (შვედეთი), 1 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.hd.se/opinion/signerat/2015/11/01/rosornas-revolution-kanns-avlagsen/

https://www.qiozk.com/paper/varldspolitikens-dagsfragor/10-2015/40

„ვარდების რევოლუცია“ საქართველოში… ბუნდოვნად გვახსოვს…

მატს სკოგარი

(თავისუფალი თარგმანი)

საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც მეტ-ნაკლებად გაქრა… საბედნიეროდ, პოლიტიკური რუკიდან კი არა, არამედ კარგი ამბების ნაკადიდან. საქართველო ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ქვეყანა მაინც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის. „თუმცა ეს გზა ხანგრძლივი და რთულია“, – აღნიშნავს დიანა იანსე, შვედეთის ყოფილი ელჩი საქართველოში (2010-2014 წლებში), სტოკჰოლმის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის ყოველთვიურ ჟურნალ „ვალდსპოლიტიკენ დაგსფრაგორ“-ში („მსოფლიო პოლიტიკის საკითხები“) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველოს რთული გზა დასავლეთისაკენ“.

ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს გზა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროიდან, როცა მოსახლეობას დემოკრატიული გარდაქმნებისა და ეკონომიკური აყვავებას იმედი გაუჩნდა, თუმცა „ყველა პროგრესს თან პრობლემებიც ახლავს“.

ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, საქართველოც თავისი ჩრდილოელი მეზობლის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, როცა მოსკოვმა სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ეს მშვიდობა საკმაოდ მყიფეა.

საქართველოს ამბიციური მიზანი აქვს, რომ ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრი გახდეს, თუმცა ნატოს კარი, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად დახურულია, ევროკავშირთან ინტეგრირება კი მეტ-ნაკლებად პროგრესულად ვითარდება. ამასთან, როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები მოწმობს, მოსახლეობის მხარდაჭერა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისადმი“ თანდათან კლებულობს, ხოლო ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობისადმი“ მატულობს, თუმცა მისი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი არაპოპულარული პიროვნებაა. გასაკვირი არაა, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები და ევროპული სტანნდარტები ჯერ-ჯერობით განმტკიცებული არ არის.

იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ საქართველოს მომავლით ევროკავშირი უფრო ღრმად არ დაინტერესდება, არსებობს პოლიტიკური აპათიის გავრცელების რისკი მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს“, – ასეთ დასკვნას აკეთებს დიანა იანსე.

ევროკავშირს დღეს ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა აქვს და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს მოვლენები ისე მკვეთრად არც კი ჩანს, მაგრამ საით წავა ეს ქვეყანა, ეს [ევროკავშირისათვის] უმნიშვნელო არ უნდა იყოს.

«Schweiz magazin» (შვეიცარია), 31 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.schweizmagazin.ch/nachrichten/ausland/25037-Georgien-bittet-die-Ukraine-Amtshilfe.html

საქართველო უკრაინას დახმარებას სთხოვს: მიხეილ სააკაშვილი შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი

„საქართველო თხოვს უკრაინას ხელი შეუწყოს გამოძიებას, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთქმულებაში მონაწილეობას ეხება“, – წერს შვეიცარული გამოცემა „შვაიც მაგაცინი“ („შვეიცარული ჟურნალი“) სარედაქციო სტატიაში.

პუბლიკაციაში გადმოცემულია ის მიზეზი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უკრაინისადმი თხოვნა განაპირობა: ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიასთან და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან, რომელშიც ისინი „ქუჩის აქციებზე“, „ბარიკადების აგებაზე“ და „კარვების დადგმაზე“ ლაპარაკობენ, რევოლუციის მოწყობისა და ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის მიზნით. სტატიაში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიამ ოფიციალურად დაასტურა აღნიშნული სატელეფონო საუბარი.

„რაც შეეხება ქუჩის აქციებს, მიხეილ სააკაშვილს პროტესტის ეს მეთოდი კარგად ეხერხება. სწორედ ასეთი აქციების მეშვეობით –  2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად – იქნა დამხობილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. „ვარდების რევოლუციას“ აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის 1994 წლის კურსდამთავრებული მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ლოჯისტიკურ და ფინანსურ დახმარებას ვაშინგტონის ემისრები უწევდნენ“, – ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/amb-jimmy-kolker-on-georgian-ties/3031660.html

ჯიმი კოლკერი: ლუგარის ცენტრი მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში

ანა კალანდაძე

ჯიმი კოლკერი აშშ-ის ჯანმრთელობის და სოციალური სამსახურების მდივნის თანაშემწეა გლობალური ჯანდაცვის საკითხებში. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშილს ვაშინგტონში შეხვდა. მისი განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში ჯანდაცვა მნიშვნელოვანი სფეროა. “ჩვენ გვიხარია, რომ თბილისში ლუგარის ცენტრმა და ლაბორატორიამ დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი რეგიონული საზედამხედველო ცენტრია, რომელიც ეპიდემიური დაავადებების დასაძლევად, მომზადების, აღმოჩენისა და პრევენციის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აფრიკის ქვეყნებში მსგავსი ცენტრის არსებობის პირობებში ჩვენ ებოლის ეპიდემიას ავიცილებდით თავიდან. შესაბამისად, საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს, რომ უახლესი ხარისხის ცენტრს მართავს, რაც კიდევ ერთხელ, დაავადებების გავრცელების აღსაკვეთად, მომზადების, აღმოჩენის და პრევენციის საქმეში უდიდეს როლს ასრულებს. ამას გარდა, ჩვენი ერთობლივი მუშაობა „ცე“ ჰეპატიტის პროგრამაზე ძალიან დამაიმედებელ შედეგებს იძლევა”-თქვა მან.

კითხვაზე, თუ რა არის ცე ჰეპატიტის პროგრამის წარმატების მთავარი მიზეზი, ბატონმა კოლკერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მრავალმხრივი პარტნიორობის შედეგი, რომელსაც ძალიან კარგი პირველი ეტაპი ჰქონდა. პირველ რიგში კი ეს იყო საქართველოს მთავრობის დამსახურება, რომელმაც საქართველოში ამ დაავადების სიმძიმე აღიარა და შედეგად, პარტნიორებთან-ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან-სადაც ძალიან კარგი ექსპერტიზა არსებობს ცე ჰეპატიტთან გასამკლავებლად, და ასევე წამლის შემქმნელ ფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად, განკურნების მიზანი დაისახა. ამასთან, ეს არ არის რაიმე ექსპერიმენტი, არამედ რეალური, მიმდინარე პროგრამა. საქართველო, თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ცე ჰეპატიტის ყველა პაციენტი განიკურნება. ამდენად, მოსალოდნელი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ ძალიან გვინდა ეს პროცესი ბოლომდე, წარმატებით დავასრულოთ”-განაცხადა ჯიმი კოლკერმა.

Comments are closed