globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 3rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ჯონ მაკკეინი: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას

«Эхо» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანის სარკინიგზო მომავალი: ბაქო-თბილისი ყარსის მაგისტრალი

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/senators-in-the-conflict-zone/3658858.html

ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში

ნინო დალაქიშვილი

ახალ წელს საქართველოს ამერიკელი სენატორები სტუმრობდნენ. ორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი და დემოკრატი ემი ქლობუჩერის პირველი სავიზიტო ადგილი საოკუპაციო ზოლი გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, სადაც მავთულხლართებია გავლებული. მავთულხლართებმა სოფელი ხურვალეთი ორ ნაწილად გაყო და მისი ერთ–ერთი მცხოვრების, დათა ვანიშვილის სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. რუსმა მესაზღვრეებმა დათა ვანიშვილის არც სურვილი და არც მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, მარტივად და ერთი ჩაქუჩის დარტყმით სახლის წინ ეკლიანი მავთულხლართი გაუბეს. მას შემდეგ 83 წლის დათა ვანიშვილი, მეუღლესთან ერთად, ბარიერს მიღმა ცხოვრობს, იგი უარს ამბობს რუსული პასპორტის აღებაზე, ქართული პენსიის ასაღებად და საკვების საყიდლად კი ეკლიანი მავთულხლართის ქვეშ რუსების თვალისგან მალულად გაძვრომა არც თუ ისე იშვიათად უწევს. დათა ვანიშვილი გაუტეხელობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომაც ამერიკელი სენატორებისთვის ის საქართველოში პირველი მასპინძელი აღმოჩნდა.

მართალია, დატა ვანიშვილმა ამერიკელი სენატორები სახლში ვერ შეიპატიჟა, მაგრამ მავთულხლართის ორივე მხრიდან საუბრისა და კეთილი სურვილების გაზიარების აკრძალვა რუსი მესაზღვრეებისთვისაც კი შეუძლებელია. „ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. აშშ განაგრძობს მეგობრობას საქართველისთან. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ სამხედრო მისიებში. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, რუსეთს ექნება შანსი, რომ დაგვამარცხოს“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა ხურვალეთში, სადაც ამერიკის ელჩთან იან კელისთან ერთად, მას ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ–ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ახლდნენ.

რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ვერ ელევა. აშშ–ს სენატორების რიტორიკაში იგრძნობოდა შეშფოთება რუსეთის მხრიდან განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების გამო. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი ერეოდა შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებში. სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერენ და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ხურვალეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან დღევანდელ დღეს გადადგმული ნაბიჯი მოწმობს მის უდიდეს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამერიკელ სენატორებს თბილისში პირველ იანვარს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 03 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-senator-john-mccain-visit-to-tbilisi/3659693.html

ჯონ მაკკეინი: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას

ზაზა წულაძე

საქართველოში ორ იანვარს დასრულდა ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემი ქლობუჩერის შვიდდღიანი ტურნე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლის დროსაც, სენატორებმა ხუთი ქვეყნის დედაქალაქი და ორი ფრონტისპირა ხაზი მოინახულეს.

არიზონელი, სამხრეთ კაროლინელი და მინესოტელი სენატორები თბილისში შეხვდნენ საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ოპოზიციას. ეწვივნენ მთაწმინდის ტექნოლოგიურ პარკს და ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრს, სოფელ კრწანისში. სენატორების მთავარი მესიჯი იყო, რომ ამერიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც არ მიატოვებს თავის მოკავშირეებს. საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება და პროპორციულად გაიზრდება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა.

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ სენატორების ეს ტურნე არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი როგორც რუსეთისთვის, ისე დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის:

„დღეს მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი გამოწვევებია და მიდის მცდელობა, რომ შეიქმნას შემაკავებელი ფაქტორები იმისთვის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები, მიუხედავად მათი ზომისა და პოლიტიკური წონისა, უკეთ იყვნენ დაცულნი. ეს ვიზიტი უფრო იყო მხარდაჭერის დემონსტრირება. ამაზე ტურნეს მარშრუტიც მიუთითებს, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ან შეიძლება მომავალში იყვნენ, რუსეთის ახალი პროვოკაციების შემთხვევაში. ეს არის ერთის მხრივ, ძლიერი პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის, და ასევე, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისთვის იმის ხაზგასასმელად, რომ აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მხარადჭერა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ დიდი პრიორიტეტია“.

ამერიკელი სენატორების ტურნე 2016 წლის 27 დეკემბერს დაიწყო ტალინში, სადაც ისინი ესტონეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმოდგენლებს შეხვდნენ. 28 და 29 დეკემბერს, სენატორების ტრიოს ანალოგიური დონის აუდიენცია რიგასა და ვილნიუსში, ლატვიისა და ლიტვის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ჰქონდათ. ამერიკელმა კანონდებლებმა ღია ტექსტით „დაამშვიდეს“ ნატოს ბალტიისპირული ბლოკი. 30 დეკემბერს, სენატორები უკვე კიევში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო. მან ჯონ მაკკეინი – თავისუფლების, ხოლო ლინდსი გრემი – იოროსლავ ბრძენის ორდენით დააჯილდოვა. კიევში ყოფნისას სენატორებს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმაც უმასპინძლა.

2017 წლის დადგომას ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი ქლობუჩერი აზოვისპირეთში, დონეცკის ოლქის იმ ნაწილში შეხვდნენ, რომელსაც უკრაინელ ჯარისკაცები აკონტროლებენ. მათ შიროკინო მოინახულეს, ეს ფრონტისპირა სოფელი მარიუპოლსა და ოკუპირებულ ნოვოაზოვსკს შორის მდებარეობს.

ამერიკელი სენატორების ვიზიტამდე 15 წუთით ადრე რუსმა ოკუპანტებმა შირიკინოზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს. ამის საპასუხოდ ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ვერ შეძლებს უკრაინას დამოუკიდებლობა წაართვას.

2017 წლის პირველ იანვარს კი ამერიკელი სენატორები უკვე საქართველოში კიდევ ერთ ფრონტისპირა სოფელს, გორიდან 18 კილომეტრით მოშორებულ – ხურვალეთს სტუმრობდნენ. ამერიკელებმა რუსეთის საოკუპაციო ხაზს იქეთ დარჩენილ, ვანიშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცეს. ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭრას, მისი ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სენატორების ეს ვიზიტი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება იყო:

„ძალიან ძნელი წარმოსადგენია უკეთესი მეკვლე საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენი მეგობარი ქვეყნის სენატორების დელეგაცია. მეტი მხარდაჭერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მეტი მხარდაჭერა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში – ეს არის მთავარი გზავნილები რაც მათ ჩამოიტანეს. შევთანხმდით, მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტსა და აშშ-ის ახლადარჩეულ კონგრესს შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება“.

ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უხუცესი მოღვაწე – 80 წლის ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირისა და წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით არის დაჯილდოვებული, ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ იმყოფებოდა. აი, მისი საქართველოში ვიზიტების ქრონიკა: 2003 წლის ოქტომბერში, ჯონ მაკკეინი თბილისში, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ჩამოვიდა. 2006 წელს კი იგი მეუღლესთან ერთად გვეწვია და ცხინვალში ერთსაათიანი შეხვედრა ჰქონდა სეპარატისტების მაშინდელ ლიდერ ედუარდ კოკოითთან. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ჯარების შემოჭრის შემდეგ, ჯონ მაკკეინის თხოვნით, თბილისში  სენატორი ლინდსი გრემი იმყოფებოდა. 2010 წლის იანვარში, ბათუმში, ჯონ მაკკეინი ეროვნული გმირის ორდენითა და სახელობითი იარაღით დაჯილდოვდა. 2012 წლის სექტემბერში კი არიზონელი სენატორი, ქართული ტურნეს ფარგლებში, თბილისს, ბათუმს და მესტიას სტუმრობდა.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 03 იანვარი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=54716

აზერბაიჯანის სარკინიგზო მომავალი: ბაქო-თბილისი ყარსის მაგისტრალისტატიაში გადმოცემულია აზერბაიჯანის რკინიგზების განვითარების პერსპექტივა, განსაკუთრებით ხაზგასმულია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო სატრანზიტო მაგისტრალის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოსათვის – როგორც აზერბაიჯანისათვის, ასევე საქართველოსა და თურქეთისათვის.

————–

სტატიის ავტორი – ეკონომიკური მიმომხილველი ემილ ისმაილოვი ოპტიმისტურადაა განწყობილი და და მკითხველის ყურადღებას ამახვილებს მაგისტრალის პერსპექტივაზე, რომელიც მომგებიანი უნდა იყოს სამივე სახელმწიფოსთვის (აზიიდან ევროპაში ტვირთების გადატანა, მგზავრების გადაყვანა, რეგიონში ინფრასტრუქტურის შექმნა, დასაქმება, ტურისტული პოტენციალის ზრდა და ა.შ.).

რასაკვირველია, საბოლოო ჯამში რკინიგზა მართლაც მოგებაზეა გათვლილი (ყოველ შემთხვევაში, ასეა პროექტით გათვალისწინებული), მაგრამ, ობიექტურობის თვალსაზრისით, დასანანია, რომ ავტორი არაფერს წერს პროექტის რეალიზებასთან დაკავშირებულ უარყოფით მომენტებზე. აი, რამდენიმე არასასიამოვნო შტრიხი (პრესდაიჯესტის რედაქციისაგან):

„ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა, შეიძლება ითქვას, უკვე ლეგენდად იქცა, ოღონდ ნეგატიური დატვირთვით: მას „დოლგოსტროი“ უწოდეს, რადგან მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს უნდა დამთავრებულიყო, ვადები კი რამდენჯერმე გადაიდო – ჯერ 2013 წლისათვის, შემდეგ 2015 წლისათვის, ახლახანს კი საბოლოო ვადად 2017 წლის პირველი ნახევარი გამოცხადდა.

აქვე შევნიშნავთ, რომ რკინიგზის აზერბაიჯანული და ქართული მონაკვეთი პროექტის დაწყებისას უკვე რეალურად არსებობდა (აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ბაქოდან თბილისამდე მიმოსვლა ჩვეულებრივ ხორციელდებოდ, ხოლო საქართველოში – მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთს მხოლოდ რეკონსტრუქცია ჭირდებოდა), რაც მნიშვნელოვნად აიოლებდა პროექტის რეალიზებას. ქართული მონაკვეთი ქსპლოატაციისათვის მზად უკვე 2015 წლის იანვრის ბოლოს იყო, როცა რკინიგზაზე  პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. ფაქტიურად, მშენებლობას ძირითადად მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე კარწახ-ყარსის 76 კილომეტრიანი მონაკვეთი საჭიროებდა. ჰოდა, სამუშაოებიც სწორედ თურქეთის ტერიტორიაზე გაჭიანურდა.

ათი წლის განმავლობაში რკინიგზის მშენებლობაზე ასეულ მილიონობით დოლარი დაიხარჯა. წლიდან წლამდე პროექტი სულ უფრო ძვირდებოდა და ახალ, გაუთვალისწინებელ ფინანსურ სუბსიდიებს მოითხოვდა (თავდაპირველად – 422 მილიონი, ბოლოს კი ხარჯებმა საბოლოოდ თითქმის მილიარდი დოლარი შეადგინა).

ფაქტია, რომ ეკონომიკურთან ერთად, რკინიგზის პროექტს პოლიტიკური საფუძველიც აქვს: მაგისტრალი სომხეთის სატრანსპორტო რეგიონული იზოლაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ყარსი წამგებიანია ირანისათვის, მაგრამ მომგებიანი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისათვის, როგორც ცენტრალური აზიიდან ევროპისაკენ მიმართული სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი. ამავე დროს ზოგიერთი ქართველი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რკინიგზა საქართველოსთვის არცთუისე მომგებიანია, რადგან ექსპლოატაციაში მისი შესვლის შემდეგ, გამორიცხული არაა, რომ საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებში ტვირთბრუნვა შემცირდეს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ჯონ მაკკეინი: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას

«Эхо» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანის სარკინიგზო მომავალი: ბაქო-თბილისი ყარსის მაგისტრალი

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/senators-in-the-conflict-zone/3658858.html

ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში

ნინო დალაქიშვილი

ახალ წელს საქართველოს ამერიკელი სენატორები სტუმრობდნენ. ორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი და დემოკრატი ემი ქლობუჩერის პირველი სავიზიტო ადგილი საოკუპაციო ზოლი გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, სადაც მავთულხლართებია გავლებული. მავთულხლართებმა სოფელი ხურვალეთი ორ ნაწილად გაყო და მისი ერთერთი მცხოვრების, დათა ვანიშვილის სახლი საოკუპაიო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. რუსმა მესაზღვრეებმა დათა ვანიშვილის არც სურვილი და არც მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, მარტივად და ერთი ჩაქუჩის დარტყმით სახლის წინ ეკლიანი მავთულხლართი გაუბეს. მას შემდეგ 83 წლის დათა ვანიშვილი, მეუღლესთან ერთად, ბარიერს მიღმა ცხოვრობს, იგი უარს ამბობს რუსული პასპორტის აღებაზე, ქართული პენსიის ასაღებად და საკვების საყიდლად კი ეკლიანი მავთულხლართის ქვეშ რუსების თვალისგან მალულად გაძვრომა არც თუ ისე იშვიათად უწევს. დათა ვანიშვილი გაუტეხელობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომაც ამერიკელი სენატორებისთვის ის საქართველოში პირველი მასპინძელი აღმოჩნდა.

მართალია, დატა ვანიშვილმა ამერიკელი სენატორები სახლში ვერ შეიპატიჟა, მაგრამ მავთულხლართის ორივე მხრიდან საუბრისა და კეთილი სურვილების გაზიარების აკრძალვა რუსი მესაზღვრეებისთვისაც კი შეუძლებელია. „ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. აშშ განაგრძობს მეგობრობას საქართველისთან. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ სამხედრო მისიებში. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, რუსეთს ექნება შანსი, რომ დაგვამარცხოს“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა ხურვალეთში, სადაც ამერიკის ელჩთან იან კელისთან ერთად, მას ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ახლდნენ.

რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ვერ ელევა. აშშ სენატორების რიტორიკაში იგრძნობოდა შეშფოთება რუსეთის მხრიდან განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების გამო. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი ერეოდა შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებში. სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერენ და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ხურვალეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან დღევანდელ დღეს გადადგმული ნაბიჯი მოწმობს მის უდიდეს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამერიკელ სენატორებს თბილისში პირველ იანვარს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 03 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-senator-john-mccain-visit-to-tbilisi/3659693.html

ჯონ მაკკეინი: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას

ზაზა წულაძე

საქართველოში ორ იანვარს დასრულდა ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემი ქლობუჩერის შვიდდღიანი ტურნე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლის დროსაც, სენატორებმა ხუთი ქვეყნის დედაქალაქი და ორი ფრონტისპირა ხაზი მოინახულეს.

არიზონელი, სამხრეთ კაროლინელი და მინესოტელი სენატორები თბილისში შეხვდნენ საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ოპოზიციას. ეწვივნენ მთაწმინდის ტექნოლოგიურ პარკს და ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრს, სოფელ კრწანისში. სენატორების მთავარი მესიჯი იყო, რომ ამერიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც არ მიატოვებს თავის მოკავშირეებს. საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება და პროპორციულად გაიზრდება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა.

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ სენატორების ეს ტურნე არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი როგორც რუსეთისთვის, ისე დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის:

დღეს მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი გამოწვევებია და მიდის მცდელობა, რომ შეიქმნას შემაკავებელი ფაქტორები იმისთვის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები, მიუხედავად მათი ზომისა და პოლიტიკური წონისა, უკეთ იყვნენ დაცულნი. ეს ვიზიტი უფრო იყო მხარდაჭერის დემონსტრირება. ამაზე ტურნეს მარშრუტიც მიუთითებს, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ან შეიძლება მომავალში იყვნენ, რუსეთის ახალი პროვოკაციების შემთხვევაში. ეს არის ერთის მხრივ, ძლიერი პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის, და ასევე, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისთვის იმის ხაზგასასმელად, რომ აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მხარადჭერა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ დიდი პრიორიტეტია.

ამერიკელი სენატორების ტურნე 2016 წლის 27 დეკემბერს დაიწყო ტალინში, სადაც ისინი ესტონეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმოდგენლებს შეხვდნენ. 28 და 29 დეკემბერს, სენატორების ტრიოს ანალოგიური დონის აუდიენცია რიგასა და ვილნიუსში, ლატვიისა და ლიტვის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ჰქონდათ. ამერიკელმა კანონდებლებმა ღია ტექსტით დაამშვიდეს ნატოს ბალტიისპირული ბლოკი. 30 დეკემბერს, სენატორები უკვე კიევში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო. მან ჯონ მაკკეინითავისუფლების, ხოლო ლინდსი გრემიიოროსლავ ბრძენის ორდენით დააჯილდოვა. კიევში ყოფნისას სენატორებს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმაც უმასპინძლა.

2017 წლის დადგომას ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი ქლობუჩერი აზოვისპირეთში, დონეცკის ოლქის იმ ნაწილში შეხვდნენ, რომელსაც უკრაინელ ჯარისკაცები აკონტროლებენ. მათ შიროკინო მოინახულეს, ეს ფრონტისპირა სოფელი მარიუპოლსა და ოკუპირებულ ნოვოაზოვსკს შორის მდებარეობს.

ამერიკელი სენატორების ვიზიტამდე 15 წუთით ადრე რუსმა ოკუპანტებმა შირიკინოზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს. ამის საპასუხოდ ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ვერ შეძლებს უკრაინას დამოუკიდებლობა წაართვას.

2017 წლის პირველ იანვარს კი ამერიკელი სენატორები უკვე საქართველოში კიდევ ერთ ფრონტისპირა სოფელს, გორიდან 18 კილომეტრით მოშორებულხურვალეთს სტუმრობდნენ. ამერიკელებმა რუსეთის საოკუპაციო ხაზს იქეთ დარჩენილ, ვანიშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცეს. ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭრას, მისი ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სენატორების ეს ვიზიტი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება იყო:

ძალიან ძნელი წარმოსადგენია უკეთესი მეკვლე საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენი მეგობარი ქვეყნის სენატორების დელეგაცია. მეტი მხარდაჭერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მეტი მხარდაჭერა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებშიეს არის მთავარი გზავნილები რაც მათ ჩამოიტანეს. შევთანხმდით, მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტსა და აშშ-ის ახლადარჩეულ კონგრესს შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება.

ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უხუცესი მოღვაწე - 80 წლის ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირისა და წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით არის დაჯილდოვებული, ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ იმყოფებოდა. აი, მისი საქართველოში ვიზიტების ქრონიკა: 2003 წლის ოქტომბერში, ჯონ მაკკეინი თბილისში, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ჩამოვიდა. 2006 წელს კი იგი მეუღლესთან ერთად გვეწვია და ცხინვალში ერთსაათიანი შეხვედრა ჰქონდა სეპარატისტების მაშინდელ ლიდერ ედუარდ კოკოითთან. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ჯარების შემოჭრის შემდეგ, ჯონ მაკკეინის თხოვნით, თბილისში სენატორი ლინდსი გრემი იმყოფებოდა. 2010 წლის იანვარში, ბათუმში, ჯონ მაკკეინი ეროვნული გმირის ორდენითა და სახელობითი იარაღით დაჯილდოვდა. 2012 წლის სექტემბერში კი არიზონელი სენატორი, ქართული ტურნეს ფარგლებში, თბილისს, ბათუმს და მესტიას სტუმრობდა.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 03 იანვარი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=54716

აზერბაიჯანის სარკინიგზო მომავალი: ბაქო-თბილისი ყარსის მაგისტრალი

სტატიაში გადმოცემულია აზერბაიჯანის რკინიგზების განვითარების პერსპექტივა, განსაკუთრებით ხაზგასმულია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო სატრანზიტო მაგისტრალის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოსათვის – როგორც აზერბაიჯანისათვის, ასევე საქართველოსა და თურქეთისათვის.

————–

სტატიის ავტორი – ეკონომიკური მიმომხილველი ემილ ისმაილოვი ოპტიმისტურადაა განწყობილი და და მკითხველის ყურადღებას ამახვილებს მაგისტრალის პერსპექტივაზე, რომელიც მომგებიანი უნდა იყოს სამივე სახელმწიფოსთვის (აზიიდან ევროპაში ტვირთების გადატანა, მგზავრების გადაყვანა, რეგიონში ინფრასტრუქტურის შექმნა, დასაქმება, ტურისტული პოტენციალის ზრდა და ა.შ.).

რასაკვირველია, საბოლოო ჯამში რკინიგზა მართლაც მოგებაზეა გათვლილი (ყოველ შემთხვევაში, ასეა პროექტით გათვალისწინებული), მაგრამ, ობიექტურობის თვალსაზრისით, დასანანია, რომ ავტორი არაფერს წერს პროექტის რეალიზებასთან დაკავშირებულ უარყოფით მომენტებზე. აი, რამდენიმე არასასიამოვნო შტრიხი (პრესდაიჯესტის რედაქციისაგან):

„ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა, შეიძლება ითქვას, უკვე ლეგენდად იქცა, ოღონდ ნეგატიური დატვირთვით: მას „დოლგოსტროი“ უწოდეს, რადგან მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს უნდა დამთავრებულიყო, ვადები კი რამდენჯერმე გადაიდო – ჯერ 2013 წლისათვის, შემდეგ 2015 წლისათვის, ახლახანს კი საბოლოო ვადად 2017 წლის პირველი ნახევარი გამოცხადდა.

აქვე შევნიშნავთ, რომ რკინიგზის აზერბაიჯანული და ქართული მონაკვეთი პროექტის დაწყებისას უკვე რეალურად არსებობდა (აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ბაქოდან თბილისამდე მიმოსვლა ჩვეულებრივ ხორციელდებოდ, ხოლო საქართველოში – მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთს მხოლოდ რეკონსტრუქცია ჭირდებოდა), რაც მნიშვნელოვნად აიოლებდა პროექტის რეალიზებას. ქართული მონაკვეთი ქსპლოატაციისათვის მზად უკვე 2015 წლის იანვრის ბოლოს იყო, როცა რკინიგზაზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. ფაქტიურად, მშენებლობას ძირითადად მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე კარწახ-ყარსის 76 კილომეტრიანი მონაკვეთი საჭიროებდა. ჰოდა, სამუშაოებიც სწორედ თურქეთის ტერიტორიაზე გაჭიანურდა.

ათი წლის განმავლობაში რკინიგზის მშენებლობაზე ასეულ მილიონობით დოლარი დაიხარჯა. წლიდან წლამდე პროექტი სულ უფრო ძვირდებოდა და ახალ, გაუთვალისწინებელ ფინანსურ სუბსიდიებს მოითხოვდა (თავდაპირველად – 422 მილიონი, ბოლოს კი ხარჯებმა საბოლოოდ თითქმის მილიარდი დოლარი შეადგინა).

ფაქტია, რომ ეკონომიკურთან ერთად, რკინიგზის პროექტს პოლიტიკური საფუძველიც აქვს: მაგისტრალი სომხეთის სატრანსპორტო რეგიონული იზოლაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ყარსი წამგებიანია ირანისათვის, მაგრამ მომგებიანი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისათვის, როგორც ცენტრალური აზიიდან ევროპისაკენ მიმართული სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი. ამავე დროს ზოგიერთი ქართველი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რკინიგზა საქართველოსთვის არცთუისე მომგებიანია, რადგან ექსპლოატაციაში მისი შესვლის შემდეგ, გამორიცხული არაა, რომ საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებში ტვირთბრუნვა შემცირდეს.

Comments are closed