globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 3rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Деловая столица» (უკრაინა): ანალიზი: შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინული კორუფციის დამარცხებას

«Politico Magazine» (აშშ): დასავლეთი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს // დაყოვნებით დანაკარგები მატულობს

———————-

«Деловая столица» (უკრაინა), 3 თებერვალი, 2015 წელი

http://www.dsnews.ua/politics/chi-zmozhe-saakashvili-poboroti-ukrayinsku-koruptsiyu-02022015153000

ანალიზი: შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინული კორუფციის დამარცხებას

სტატიაში საუბარია უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობასა და მისი სავარაუდო ხელმძღვანელის ვინაობაზე (ავტორი – დიმიტრი ბუკოვსკი).

გთავაზობთ მოკლე შინაარსს;

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთა სავარაუდო კანდიდატებს შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი შანსი აქვს. მას გააჩნია უპირატესობები, მაგრამ მოსალოდნელია სერიოზული წინააღმდეგობებიც.

„დელოვია სტოლიცამ“ გადაწყვიტა გაანალიზოს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო ძირითადი არგუმენტები – „პრო“ და „კონტრა“.

რეფორმატორული წარმატება და აშშ-ის მხარდაჭერა

ა) მთავარი მხარდამჭერი არგუმენტია ის, რომ მას აქვს საქართველოში სისემური რეფორმების განხორციელების გამოცდილება: სამართალდამცველი ორგანოების გაწმენდა მექრთამეებისაგან, ბიზნესის დერეგულაცია, საგადასახადო რეფორმა, მართლმსაჯულების გარდაქმნა. ამ ყველაფერმა საქართველოში კორუფციის დონე მკვეთრად შეამცირა, განახლდა სახელმწიფო აპარატი. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილი ყველაზე საუკეთესო კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს;

ბ) სამშობლოში მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა ერთგვარ დადებით არგუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ. ექს-პრეზიდენტი შეეცდება თავისი შელახული რენომე აღადგინოს საერთაშორის არენაზე და ამით საქართველოს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებებისაგან „გასუფტავდეს“. იგი ასევე შეეცდება მოკლე დროში მიაღწიოს საუკეთესო  შედეგებს კორუფციასთან ბრძოლაში;

გ) ამერიკელ ჩინოვნიკებთან მისი მეგობრობაც კარგი არგუმენტია: საიდუმლო არაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცაშინგტონისაგან სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოშიც რეფორმების განხორციელება მან აშშ-ის მნიშვნელოვანი დახმარებით შეძლო. აექდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად უკრაინის მთავრობისადმი აშშ-ის ყურადღებას გააძლიერებს, ეს იქნება საერთაშორისო დახმარების მიღების გარანტიც. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევბით ვაშინგტონი მიიღებს გავლენიანი უკრაინელების წინააღმდეგ მიმართულ კომპრომატებს, რაც კიევის მთავრობაზე დამატებით ზეწოლის ინსტრუმენტი იქნება;

დ) დამოუკიდებელი ხელმძღვანელი – ფორმალურად ასეთი იქნება მიხეილ სააკაშვილის სტატუსი. იგი არაა დაკავშირებული უკრაინაში მოქმედ არცერთ გავლენიან დაჯგუფებასთან ან ოლიგარქებთან. შესაბამისად, მისთვის როგორც უცხოელისათვის, უფრო იოლი იქნება უკრაინული კორუფციის ჰიდრისათვის თავების დაჭრა;

ე) ნდობის მნიშვნელოვანი დონე საზოგადოებრივი აქტივისტებისა და საშუალო ფენის წარმომადგენლებისაგან – ეს რესურსი მიხეილ სააკაშვილს ხელს შეუწყობს წარმატების მიღწევაში. გარდა ამისა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მაღალი ავტორიტეტის გამო  რიგით უკრაინელებში მას პირველ ეტაპზე საინფორმაციო მხარდაჭერა ექნება.

პოტენციური კონკურენტები და  კარგი სამიზნე კრიტიკისათვის

ა) თუ მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე წარმატებას მიაღწევს, იგი უკრაინის პოლიტიკურ არენაზე სრულფასოვან მოთამაშედ გადაიქცევა – აი, ეს არგუმენტი მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ასეთი სიტუაციაში მოხდება მისი დაპირისპირება პოლიტიკურ ელიტასთან, რომელიც არაა დაინტერესებული კორუფციული სქემების ლიკვიდირებით. შესაბამისად, მოვლენების მაგვარად განვითარებას შეიძლება ხელისუფლების კრიზისი მოჰყვეს;

ბ) მიხეილ სააკაშვილი რუსული მედიისა და უკრაინის პრორუსულად განწყობილი ძალების კარგ სამიზნედ გადაიქცევა. ყველასათვის ცნობილია, თუ როგორ სძულს მას რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად მისი არჩევის შემთხვევაში მოსკოვი მიხეილ სააკაშვილის მძაფრ კრიტიკას დაიწყებს. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის ეფექტურ მუშაობას ამ ფაქტორის ნაწილობრივი განეიტრალება შეუძლია, მაგრამ კრემლის „საინფორმაციო გათხრებს“ აქტიურად დაუჭერს მხარს უკრაინაში მოქმედი „გავლენის ჯგუფები“. რუსულ პროპაგანდისტულ „გასროლებს“ აქტიურად მხარს დაუჭერენ ის უკრაინული ტელეკომპანიები, რომლებიც ოლიგარქებს ეკუთვნით;

გ) არასრული პასუხისმგებლობა – ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია მიხეილ სააკაშვილის არჩევის წინააღმდეგ. პრინციპში, ეს ყველა უცხოელს ეხება, ვინც უკრაინის მთავრობაშია დასაქმებული. თუ ისინი სამუშაოს თავს ვერ გაართმევენ, მათ თავიოსუფლად შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება ან საზღვარგარეთ წასვლა (მით უმეტეს, რომ ჯერაც ზუსტად არ ვიცით – მათ ნამდვილად უარი თქვეს თუ არა თავიანთ წინა მოქალაქეობაზე), შესაბამისად, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ერთაერთი განსხვავება მიხეილ სააკაშვილისა სხვებისაგან ისაა, რომ მას საქართველოში დაბურნება კი არ მოუწევს, სადაც პატიმრობა ელოდება, არამედ აშშ-ში, სადაც მას სამუშაო ვიზა აქვს;

დ) „მეგობრის“ სინდრომი. საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორი მეგობრული ურთიერთობები აქვთ საქართველოსა და უკრაინას. ეს ეხება მაღალი თანამდებობების მქონე პირებსაც, რომლებიც ყოველთვის პოულობდნენ საერთო ენას თანამშრომლობის ყველა სფეროში. თვითონ მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ იგი უკრაინისა და ქვეყნის ცალკეული ლიდერების „საუკეთესო მეგობარია“, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებისთვისაც. ამიტომაც, თუ იგი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაიმე დარღვევას გამოავლენს მათი კორუფციაში მონაწილეობის საკითხში, საქართველოს ექს-პრეზიდენტს შეიძლება შინაგანი მუხრუჭი აუმოქმედდეს თავისი მეგობრების მიმართ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სამსახურის ეფექტურობაზე უარყოფიტად იმოქმედებს;

ე) გუნდის არარსებობა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში წარმატებას თავისი გუნდით მიაღწია, მაგრამ მან უკრაინაში ასეთი გუნდი შეიძლება ვერ შექმნას, ამის გარანტია არ არის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო მიზნები სწრაფად დაიმსხვრევა  უკრაინის მკაცრ რეალობასთან ჭიდილში. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილის მოქმედება ხელისუფლების სხვა შტოებთან კონფლიქტს გამოიწვევს. საბოლოო ჯამში კი ანტიკორუფციული ბიუროს დისკრედიტაცია მოხდება.

«Politico Magazine» (აშშ), 3 თებერვალი, 2015 წელი

http://www.politico.com/magazine/story/2015/02/the-west-must-back-ukraine-114841.html#.VNAzjcP9nGg

დასავლეთი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს

დაყოვნებით დანაკარგები მატულობს

სტატიაში, რომლის ავტორია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, განხილული და გაანალიზებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ნაჩვენებია რუსეთის პრეზიდენტის მოქმედების ანტიუკრაინული ხასიათი. ექს-პრეზიდენტი დასავლეთს მოუწოდებს, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ-ექსპანსიურ ზრახვებს.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

გასულ კვირას უკრაინაში კვლავ ახალი ძალით განახლდა სამხედრო მოქმედებები, რომლის მიზანი ნათელია – რუსეთის პრეზიდენტს სურს დონბასიდან ყირიმისაკენ თავისუფალი დერეფანი შექმნას. როცა ყირიმი ხელში ჩაიგდო, ვლადიმერ პუტინმა გათვლა, რომ უკრაინა ძალიან სუსტია და კიევი რუსეთის არმიას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. დასავლრელმა ზოგიერთმა იდიოტმაც ჩათვალა, რომ ყირიმი მართლაც რუსეთს ეკუთვნოდა და შესაბამისად, საკუთარი ინტერესებს მოუფრთხილდნენ, კრემლთან ურთიერთობის საკითხში. გასაკვირი არაა, რომ პუტინმაც დრი იხელთა, ჯარი შეიყვანა დონბასში და წარმატებებს მიაღწია. მოგვიანებით უკრაინის არმიამ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო და დასავლეთი იძულებული იყო პოზიცია შეეცვალა. დიდი როლი შეასრულა მალაიზისს „ბოინგის“ ჩამოგდებამ და მასთან დაკავშირებულმა ადამიანთა მსხვერპლმა. დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რომლის კბენა რუსეთმა უკვე იგრძნო. ამჯერად მან კარგად ვერ გათვალა, რომ რუსულ ბიზნეს-ლობისტებს დასავლეთში წინააღმდეგობას გაუწევდნენ. რუსეთი გააძევეს „დიდი შვიდეულიდანაც“.

მაგრამ შემდეგ დასავლეთის ყურადღება „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხეზე იქნა გადატანილი, ამას მოჰყვა მასობრივი მსხვერპლის გამომწვევი ტერორისტული აქტი პარიზში… ამ ყველაფერმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაჩრდილა. ნატოს გენმდივანმა იან სტოლტენბერგმა რუსეთს „ანტიტერორისტული მოკავშირეც“ კი უწოდა და ამ დროს არც გახსენებია ჩამოგდებული თვითმფრინავის მგზავრთა მსხვერპლი. ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, როგორ გამოიყენოს გლობალური ტერორისტული საფრთხეები თავისი ინტერესებისათვის. გავიხსენოთ 2001 წლის სექტემბრის ტერაქტი – ვლადიმერ პუტინმა პირველმა შესთავაზა ჯორჯ ბუშს მხარდაჭერა და ამით ჩეჩნეთში დაწყებული სამხედრო მოქმედებების დასავლური სავარაუდო წინააღმდეგობა გაანეიტრალა. ამით მან „თავის რეგიონში“ მოქმედების სრული თავისუფლება მიიღო, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიით დაგვირგვინდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში შემოჭრილი არმიის მაშინდელი სარდალი დღეს, როგორც ამბობენ, აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს ეხმარება.

რუსეთის მიზნები ნათელია: მას სურს უკრაინის არმიას დიდი დარტყმა მიაყენოს და ამით მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს საკუტარი ხელისუფლებისადმი. პუტინს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია კიევში სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად: შეუძლია შექმნას ენერგეტიკული ნედლეულის დეფიციტი, შეუძლია დაასუსტოს უკრაინის ეკონომიკა, რომელსაც ისედაც დიდი ტვირთი აძევს მიმდინარე ომის გამო, შეუძლია ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის დაყოვნება, რაც უკრაინას კრახამდე მიიყვანს.

რა კონტრზომები უნდა მიიღოს დასავლეთმა ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად?

უპირველეს ყოვლისა, ჰილარი კლინტონის, ჯონ მაკკეინისა და სხვა მეგობრების რჩევაა გასათვალისწინებელი: დასავლეთმა უკრაინას იარაღი უნდა მისცეს და სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს. თუ უკრაინელებს თანამედროვე იარაღი ექნებათ, ისინი თავისუფლების დაცვას თვითონვე შეძლებენ. თუ უკრაინელები სამხედრო დახმარებას მიიღებენ, ფრონტებზე ვითარება სწრაფად შეიცვლება და რუსები უპირატესობას დაკარგავენ. დასავლეთს უკრაინაში თავისი ჯარისკაცების შეყვანა არ დასჭირდება – უკრაინელებს ვოლონტერებიც დაეხმარებიან: ასობით მოხალისე იბრძვის კიევის მხარეზე სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ქართველებიც, რომლებმაც სამხედრო მომზადება აშშ-ში გაიარეს. კარგი იქნება, თუ დასავლეთი ამ საერთაშორისო მოხალისეთა არმიას მოამზადებს სამხედრო წრთვნების თვალსაზრისით.

უკრაინას ეკონომიკური დახმარებაც ესაჭიროება. ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ სანქციები ხელს უწყობს რუსეთის ეკონომიკურ კრახს, მაგრამ იგი იმედოვნებს, რომ მანამდე უკრაინას მოუღებს ბოლოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი უკრაინას რეფორმების რეალიზებასა და კორუფციასთან ბრძოლაში მხარი დაუჭიროს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე მიიწვია სამუსაოდ კიევში პოლიციის რეფორმის ავტორები საქართველოდან იმ მიზნით, რომ საქართველოს მსგავსი გარდაქმნები უკრაინის სამართლადამცველ ორგანოებში განხორციელდეს. კარგია, რომ აშშ ფინანსურად ეხმარება ამ რეფორმების გატარებას, მაგრამ აუცილებელია ამ მხარდაჭერის გაფართოება. აუცილებელია, რომ ფინანსური დახმარება ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაზეც გავრცელდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი წარმატებული მუშაობა, რათა ჩვეულებრივმა უკრაინელებმა დემოკრატიული გარდაქმნების შედეგები სწრაფად დაინახონ.

ნავთობის ფასის დაწევის გამო დასავლეთს შეუძლია რუსეთისაგან ამ ნედლეულის ყიდვა შეწყვიტოს და კაპიტალი იმ სფეროში დააბანდოს, რომელიც რუსული გაზის მიწოდებაზე ევროპის დამოკიდებულებას შეასუსტებს. ამ ამოცანის გადაწყვეტა შეიძლება ამერიკული ფიქლების გაზის ფართო იმპორტით ევროპაში. გარდა ამისა, დასავლეთმა უნდა მოძებნოს ცენტრალური აზიის გაზის იმპორტის ახალი მარშრუტები და ეფექტურად გამოიყენოს კავკასიასა და თურქეთში უკვე არსებული მილსადენების სტრუქტურა.

და ბოლოს, უნდა შეწყდეს ყოველგვარი ლაპარაკი რუსეთისადმი სანქციების მოხსნაზე. უკრაინაში რუსუსლი ექსპანსიის შეწყვეტის მიზნით სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ზომა, რომლის მიღება დასავლეთს შეუძლია, ესაა ვლადიმერ პუტინის პირადი ფინანსების მოძიება და მისი დაბლოკვა. ვლადიმერ პუტინის დეპოზიტები – ესაა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მეტი „შავი ფული“, რომელიც დასავლეთში მოკავშირეების ყიდვისთვისაა გამიზნული. ასე რომ, პუტინის პირადი აქტივების დაბლოკვა ხელს შეუწყობს დასავლეთის დედაქალაქებში რუსული ლობირების განეიტრალებას და ბრძოლის პეიზაჟის შეცვლას.

რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი მოქმედების გაჭიანურება, ყოველი ზედმეტი თვე დასავლეთს ძვირად დაუჯდება. თუ რუსეთი უკრაინაშიწარმატებას მიაღწევს, მაშინ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), მათი ნატოში წევრობის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან მოწყვლადი გახდებიან. ალიანსი საკუთარ თავს ძვირადღირებულ მეხუთე მუხლზე უფრო უკეთესად დაიცავს, თუ უკრაინას დაეხმარება და რუსებს მტრული მოქმედების მადას დაუკარგავს.

ასეთია სტატიის შინაარსი, რომლის ავტორია მიხეილ სააკაშვილი – „საქართველოს პრეზიდენტი 2004-213 წლებში, ლიდერთა ახალი საერთაშორისო ინსტიტუტის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე“.

Comments are closed