globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 3rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): ვინ მოახდინა შეტაკების პროვოცირება ჯავახკში

«Голос Армении» (სომხეთი): რა მოხდა ჯავახკში // საქართველო ტიპიური იმპერიის მსგავს პოლიტიკას ატარებს

«The New Republic» (აშშ): როგორ შევიცნოთ რუსეთი: ომების ისტორია ახლო საზღვარგარეთში // მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა // ომის რუსული და ამერიკული ნარატივი

———————

«Lragir» (სომხეთი), 03 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/58462

ვინ მოახდინა შეტაკების პროვოცირება ჯავახკში

აკოფ ბადალიანი

(შემოკლებით)

რა მოხდა სინამდვილეში კუმურდოში და თუ ეს პროვოკაციაა, მაშინ ვინაა მისი ორგანიზატორი? „ჯავახკის“ თემის ხელმძღვანელი და  სომხეთის პარლამენტის წევრი შირაკ ტოროსიანი აცხადებს, რომ მომხდარი ინციდენტი წყალს აზერბაიჯანის წისქვილზე ასხამს, რომელსაც სომხეთსა და საქართველოს შორის შუღლის ჩამოგდება სურს.

მართალც აშკარად ჩანს, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესება აზერბაიჯანის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. იმიტომ, რომ თუ თბილისსა და ერევანს შორისა ურთიერთობა გაურესებდა, პრობლემებს არა მარტო სომხეთი მიიღებს, არამედ საქართველოც, რომელიც კიდევ უფრო მეტად აღმოჩნდება აზერბაიჯანზე დამოკიდებული.

უეჭველია, რომ სომხეთ-საქართველოს ერთმანეთზე წაკიდება თურქეთსაც ძალიან აწყობს. ანკარას არ მოსწონს ქართულ-სომხური ფუნდამენტის ჩამოყალიბება, რომელსაც უსაფრთხოების კავკასიური სისტემისა და ლოგიკის კარდინალურად შეცვლა შეუძლია.

მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჯავახკში მომხდარი შეტაკების პროვოცირება თურქეთმა და აზერბაიჯანმა მოახდინა? თუ ჩვენ საქმე გვაქვს სხვა ფაქტორებთან?

თბილისსა და ერევანს შორის ურთიერთგაგების ისეთი დონეა დამყარებული, რომელიც  ჯავახკში ავარდნილ მრავალრიცხოვან ნაპერწკლებს ცეცხლის ალად გადაქცევის საშუალებას არ აძლევს.ის, რომ კუმურდოში მომხდარ ინციდენტის გამო იქ პირადად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა, იმას ნიშნავს, რომ თბილისი აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობასა და პასუხისმგებლობას.

მაგრამ ქართულ-სომხური ურთიერთობების პოტენციალი უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე ასეთ „ხანარსაწინააღმდეგო“ მეთოდებს. თუ სომხეთში და საქართველოში (ჯავახკის ცათვლით), ახალი ელიტები ჩამოყალიბდებიან, მაშინ მათი იმპერატივი იქნება ახალი კავკასიური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაც, ქართულ-სომხურ ფუნდამენტზე.

და ამ დროს საქმე არამარტო თურქეთსა და აზერბაიჯანზეა, არამედ მოსკოვზეც, რომელიც მინიმუმ 2016 წლამდე ინტენსიურად ცდილობდა რუსეთ-თურქეთის რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნას, თან არცახის სტატუს-ქვოს შეცვლის ინიცირებაც სურდა.

შარშანდელი აპრილი ომის შემდეგ მოსკოვი იძულებული გახდა დაემუხრუჭებინა, მაგრამ სტრატეგია, როგორც ჩანს, არ შეუცვლია. დღეს ძნელია იმის თქმა, რა კონკრეტულ ელემენტებს შეიცავს რუსეთის დღევანდელი კავკასიური პოლიტიკა, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი გაურკვევლობის დროს კიდევ უფრო მეტად აცილებელი ხდება სომხურ-ქართული კომპლექსისა და კოოპერირების განმტკიცება.

თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოს მჭიდრო კავშირებს ნატოსა და ევროკავშირთან, მის პერსპექტივას საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირების თვალსაზრისით, მაშინ კავკასიური უსაფრთხოების სომხურ-ქართული სისტემა შეიძლება ახალი რეგიონული წესრიგის საფუძველი გახდეს.

«Голос Армении» (სომხეთი), 03 ოქტომბერი, 2017 წელი

http://golosarmenii.am/article/58271/chto-proizoshlo-v-dzhavaxke

რა მოხდა ჯავახკში?

საქართველო ტიპიური იმპერიის მსგავს პოლიტიკას ატარებს

„პრინციპში არაფერი ისეთი კატასტროფული და მოულოდნელი არ მომხდარა: დგას სომხურ სოფელ გუმბურდოში (ქართულად – კუმურდოში) მეათე საუკუნის დიდებული, მაგრამ ნახევრადდანგრეული ტაძარი (ასეთი არქიტექტურა ქართული ეკლესიებისათვის ძალზე იშვიათია, მაგრამ ტრადიციულია სომხური ეკლესიებისათვის), რომელზეც ქართული ლაპიდარული წარწერებია. კონფესიურად ტაძრის კუთვნილება უადავოა (ქალკედონურია), მაგრამ  ქართველები მას მაინც არ თმობენ“. – ასე იწყება სტატია (ავტორი – რაზდან მადოიანი), რომელშიც  კუმურდოში მომხდარი ინციდენტისა გადმოცემული.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ოკუპაციის დროს (1918-19 წლებში) ბევრი გუმბურდოელი დაიღუპა და მათ საფლავზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ხაჩკარის დადგმა სურდათ. სტატიაში საკმაოდ ირონიულადაა ასახული „გუმბურდოელი“ სომხების შეტაკება პოლიციელებთან: „პოლიციის „სპეცნაზ“-მა მთელი თავისი არსენალი გამოიყენა, სომეხმა „ტუზემცებმა“ (ადგილობრივმა მოსახლეობამ) კი მხოლოდ ქვები. საბოლოოდ ისევ პოლიციელები აღმოჩნდნენ ნაცემი. შემდეგ კი ტრადიციულად ხალხთა მეგობრობაზე გასიმა მოწოდებები – ანუ როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო“.

სტატიის ავტორი მწუხარებით აღწერს, თუ როგორ ხდებოდა ჯავახკში სომხური კვალის წაშლა, როგორ დაანგრიეს ახალქალაქში სომხური ეკლესიები, ხოლო ის რაც გადარჩა, ქართველი სპეციალისტები რესტავრაციას უკეთებენ და ქართულად ასაღებენ.

სტატიის ავტორი მწუხარებით აღწერს, თუ როგორ ხდებოდა ჯავახკში სომხური კვალის წაშლა, როგორ დაანგრიეს ახალქალაქში სომხური ეკლესიები, ხოლო ის რაც გადარჩა, ქართველი სპეციალისტები რესტავრაციას უკეთებენ და ქართულად ასაღებენ. ავტორის აზრით, სიტუაცია ძალიან ჰგავს ფილმ „ქორწილი მალინოვკაში“ ასახულ სცენას, როცა ერთ-ერთი გმირი მეორეს ერთგულებას უმტკიცებს და იმავდროულად თვალსა და ხელს შუა ცრუობს. „ამას წინათ ერევანში ვიზიტით მყოფმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა – „მე მშურს იმ სომეხი სპეციალისტებისა, რომლებიც სომხეთში არსებულ ქართული ტაძრების რესტავრაციააზე მუშაობენო“, მაგრამ საინტერესოა, რატომ ჰგონია ჩვენს მეგობარ მინისტრს, რომ რესტავრირებული სომხურ-ქალკედონური ტაძრები ქართულია?

გასაგებია, თუ რატომ არ აძლევს აგრემანს საქართველო სერგეი მინასიანს სომხეთის ახალ ელჩად დანიშვნის შესახებ… დიახ, დღევანდელი ელჩს იური ვარდანიანი ქართველებს შეუძლიათ მოატყუონ, იგი სპორტსმენია და სიცრუეს ვერ მიხვდება, მაგრამ სერგეი მინასიანს, რომელიც კარგად იცნობს ქართველების ხასიათს, ზეპირად იცის საქართველო და კერძოდ ჯავახკი, ვერაფერში მოატყუებენ.

რაც შეეხება გუმბურდოს და ქართული „სპეცნაზის“ დესანტს, სამწუხაროდ, ისტორია ჯერ არ დასრულებულა. მოდით, ნუ დავადანაშაულებთ საქართველოს: ის იქცევა ისე, როგორც ტიპიურ იმპერიას შეჰფერის (მინიიმპერიაა, მაგრამ მაინც…). საქართველო, რომელიც სხვა ეთნოსებს ჩაგრავს, იგივეს აკეთებს, რაც 1990-ან წლებში ჩაიდინა აფხაზებისა და ოსების მიმართ. იგივე გააკეთა აზერბაიჯანმა, მოლდოვამ, უკრაინამ, ახლა კი ესპანეთმაც… ის, ვინც სხვებს რაღაცას უკრძალავს, ამით ისეთ ქარს თესავს, რომელიც ადრე თუ გვიან გრიგალად გადაიქცევა…

«The New Republic» (აშშ), 01 ოქტომბერი, 2017 წელი

https://newrepublic.com/article/144498/understanding-russias-war-stories-putin-foreign-policy-rooted-epic-myth-betrayal-redemption

როგორ შევიცნოთ რუსეთი: ომების ისტორია ახლო საზღვარგარეთში

მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა // ომის რუსული და ამერიკული ნარატივი

(დასასრული)

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც საქართველოს გააჩნდა საკუთარ არსენალში, იყო სავარაუდო ფასეულობებისა და შესაძლებლობების წარდგენის თავისებური მეთოდი აშშ-ის წინაშე: პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი პრეზიდენტის სიმპათია იმით დაიმსახურა, რომ კონგრესისადმი მისი ბოლო მიმართვის ციტირება ზეპირად მოახდინა. „მე ამ ლიდერით განცვიფრებული ვარ, – განუცხადა ჯორჯ ბუშმა ჟურნალისტებს, – მე მოხიბლული ვარ მისი იდეებითა და გამბედაობით“. როცა საქართველოს ხელისუფლებას ფული გამოელია, აშშ-ის მთავრობა თბილისს დაეხმარა ქართველებისთვის ხელფასისა და პენსიების გადახდა დაიწყო.

რეფორმატორის იმიჯის მიუხედავად, ახალმა პრეზიდენტმა ფაქტიურად ედუარდ შევარდნაძის კურსი გააგრძელა: მიხეილ სააკაშვილი მოხერხებულად აღწევდა ამერიკელთა კეთილგანწყობას – „დემოკრატიულ ფასეულობებზე“ მხურვალე რიტორიკის წყალობით, თუმცა ქვეყნის შიგნით იგი ისეთ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად შეესაბამებოდა დემოკრატიის პრინციპებს. მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოს მოსდო თავისი ნაქები ანტიკორუფციული პროგრამის წარმატება, თუმცა იმავდროულად, სარგებლობდა რა თავისი უფლებამოსილებით, ხელს უწყობდა [თვალს ხუჭავდა] ადამიანის უფლებების უამრავ დარღვევაზე. კერძოდ, მისი მმართველობის დროს ხორციელდებოდა სამარცხვინოდ ცნობილი კამპანია, რომლის თანახმად, პოლიციას შეეძლო ყოველი მოქალაქე ქუჩაში გაეჩერებინა, აეძულებინა ნარკოტიკებზე ტესტი გაევლო და თუ ნარკომოხმარება დადატურდებოდა, იგი იმავწუთს საპყრობილეში აღმოჩნდებოდა, თანაც ფანტასტიკური ჯარიმის გადახდით. იმავდროულად მიხეილ სააკაშვილი აგრძელებდა აშშ-სადმი თავისი ლოიალური დამოკიდებულების პოლიტიკას: მან ჯორჯ ბუშს შესთავაზა, რომ ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში დაეხმარებოდა და ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, იქ ქართული სამხედრო კონტინგენტი გაგზავნა. თუმცა ჯორჯ ბუში, რომელიც, მართალია, დადებითად აფასებდა საქართველოს, როგორც „თავისუფლების პროგრამის“ ეფექტურობის ნიმუშს, კონფიდენციალურად აფრთხილებდა მიხეილ სააკაშვილს, რომ რუსეთთან მწვავე დაპირისპირების შემთხვევაში ამერიკა მას ვერ დაეხმარებოდა.

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, უფრო მეტად აშშ-ის საჯარო განცხადებებს დაუჯერა, ვიდრე კონფიდენციალურ გაფრთხილებებს და 2008 წლის აგვისტოში, [რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი] სამხრეთ ოსეთის დაბრუნების მიზნით, სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, რომელიც ფაქტიურად რუსეთთან ომს ნიშნავდა. ანაზდეული ოპერაციით თავდაპირველად მან შეძლო მოსკოვის შოკში ჩაგდება, მაგრამ თავის მხრივ რუსეთმაც სწრაფად იმოქმედა და საქართველოს არმია განადგურების პირას დადგა. მიხეილ სააკაშვილი ტყუილად ეხვეწებოდა ამერიკას, იქნებ როგორმე დახმარებოდა. „საქმე აღარ ეხება საქართველოს, საქმე უკვე ეხება ამერიკულ ფასეულობებს, რომლისაც ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა“, – ამბობდა მიხეილ სააკაშვილი. „თუ ახლა მსოფლიო რუსეთს ვერ შვაჩერებს, რუსული ტანკები და რუსი მედესანტეები მალე ევროპულ დედაქალაქებშიც გამოჩნდებიან“, – აცხადებდა მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი.

მაგრამ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების მნიშვნელობა აშკარად აჭარბებდა აშშ-ის ინტერესებს, ვაშინგტონის მზადყოფნას კონფლიქტში ჩაბმულიყო შორეული საქართველოსთვის, რომლის  გეოპოლიტიკური სარგებლიანობა ამერიკისათვის აშკარად არ ჩანდა. ზოგადად, შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ სურდა რუსეთთან ომი სამხრეთ ოსეთის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ლამაზი და მხურვალე განცხადებების მიუხედავად.

მიხეილ სააკაშვილმა, რომლის პარტიამ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგო, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მზერა უკრაინას მიაპყრო, სადაც მორიგი ხმაურიანი შიდა კონფლიქტი იწყებოდა. 2014 წელს, კიევში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, რომელსაც ფარულად მხარს რუსეთი უჭერდა, კონფლიქტი დაიწყო. ამ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ახლდარჩეულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს აშშ-სგან მხარდაჭერის მიღების საკითხში ეხმარებოდა. უკრაინის ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ თუ ამერიკა მათ არ დაეხმარებოდა, რუსეთი ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას გააკონტროლებდა.

მაგრამ ამ შემთხვევაში სცენარმა უარესად იმუშავა: 2008 წელს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ცდილობდა საქართველოს კრიზისი წინასაარჩევნო კამპანიაში გამოეყენებინა დემოკრატების წინააღმდეგ. იგი ამბობდა, რომ დემოკრატ ბარაკ ობამას სულაც არ ადარდებს ჩვენი მოკავშირის ბედი, რომელსაც მოსკოვი ემუქრებაო.  ბარაკ ობამა იძულებული გახდა შვებულება შეეწყვიტა და განცხადება გაეკეთებინა რუსეთის აგრესიის დაგმობის თაობაზე. თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს მან აღიარა, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, უფრო მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის ინტერესებისათვის, ვიდრე ამერიკისათვის. იგი მიხვდა, რომ აშშ-ის მესიანურ პროექტებს ერაყსა და ავღანეთში არაფერი სასიკეთო არ მოუტანია. საბედნიეროდ, პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა თანაპარტიელების მოწოდებებს უკრაინისათვის სასიკვდილო იარაღის მიცემის თაობაზე.

შემდეგ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა. მან დაიწყო რიტორიკა დევიზით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ნატოს კრიტიკა, თუმცა მალევე უკან დაიხია. აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის საეჭვო ცვლილება არამარტო ხაზს უსვამს მის ექსცენტრიულობას და ნათელი ხედვების არარსებობას, არამედ იმის დემონსტრირებასაც ახდენს, თუ რამდენად მტკიცედ არის ჩანერგილი ინტერვენციონიზმი აშშ-ის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში, ასევე ამერიკელთა წარმოდგენებში. ბევრმა ამერიკელმა, რომელიც დონალდ ტრამპს აკრიტიკებდა ქალებისა და იმიგრანტებისადმი დამცინავი დამოკიდებულების გამო, მშვიდად მიიღო ინფორმაცია სირიის „ტომაჰავკებითა“ დაბომბვისა და ავღანეთში „ყველა ბომბის დედის“ ჩამოგდების თაობაზე. ზოგიერთს გაეხარდა კიდეც.

ომის შესახებ ორი ნარატივის – რუსული და ამერიკულის – შედარება გვაჩვენებს, თუ რამდენად აბნევს ქვეყანას ეროვნული მითები. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ცბიერ პოლიტიკას, როცა მოსკოვი აცხადებს, სირიაში ჰუმანური მოსაზრებით ვიბრძვიო, მაგრამ როცა ჩვენ თვითონ ერაყში, ლიბიასა თუ სირიაში ვიჭრებით, ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ვიცავთ. ჩვენ დავცინით რუსულ პარანოიდალურ შიშებს ნატოს გაფართოების თაობაზე, მაგრამ ჩვენ თვითონვე პანიკაში ვვარდებით იმ მითქმა-მოთქმის გამო, რომ არიქა, დავიღუპეთ, რუსეთი ჩვენს არჩევნებში ერევაო. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის არმიის შეიარაღებით და ვივიწყებთ, რომ ჩვენ თვითონვე უფრო მეტი და კარგი შეიარაღება გვაქვს. მოკლედ, საჭიროა რუსულ ხედვებში კარგად გავერკვეთ, რომ რუსების ქცევა გავაცნობიეროთ. ეს ჩვენ საკუთარი ილუზიებიდან გამოსვლაში დაგვეხმარება“.

Comments are closed