globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 4th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – ამერიკის ხმა» (აშშ): კონგრესმენები დონალდ ტრამპს საქართველოსთან FTA-ს გაფორმებას სთხოვენ

«Radio Voice of America – Голос Америки» (აშშ): ვლადიმირ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა სოჭში: ფაქტი და კომენტარი

«Российская газета» (რუსეთი): ვერ შეეზარდნენ // უკრაინელი „ვარიაგები“ სამკაპიან პასპორტებს თავიდან იშორებენ // ხატია დეკანოიძე კვლავ საქართველოს მოქალაქე გახდა

«Газета по-украiнськи» (უკრაინა): ინტერვიუ: „უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს კონკურენტებთან ბრძოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ“ // „ანტიკორუფციული ბიურო ქართული მაფიის უკრაინული ფილიალია“

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 03 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-usa-free-trade-agreement-time-to-get-moving/3836090.html

კონგრესმენები დონალდ ტრამპს საქართველოსთან FTA- გაფორმებას სთხოვენ

ზაზა წულაძე

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 30 კონგრესმენის წერილით, რომელიც მათ საქართველოს მხარდასაჭერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნეს, აშშ-თან „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ (FTA) გაფორმების მივიწყებული თემა ისევ „გაცოცხლდა“.

კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რესპუბლიკელი თედ პოსა და დემოკრატი ჯერალდ კონოლის ინიციატივით, გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება ამერიკის, საქართველოს, მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“.

პირველად ეს იდეა სენატორებმა ჯონ კერიმ და დევიდ დრაიერმა გააჟღერეს, როცა 2009 წლის მაისში, „ვაშინგტონ პოსტში“ რუსეთთან ომგადახდილი მოკავშირის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს, თუმცა მომდევნო წლებში რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.

ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, რომ ეს უმნიშველოვანესი პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა, ხელისუფლება მუდმივად პასუხობდა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკება არც დაწყებულა.

პარლამენტის ვიცე სკიპერმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს განმარტა, რომ მოლაპარაკების შეფერხებას „ობიექტური პირობები ჰქონდა, რომელიც ამერიკული მხრიდან მომდინარეობდა“ და ახალმა გზავნილმა მოლაპარაკებას ძლიერი იმპულსი უნდა მისცეს: „კონგრესმენების წერილში ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის საკითხი, ანუ ის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარებები უნდა დაიწყოს. როგორც წერილის შინაარსი, ისე ის ფაქტი, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მხარდამჭერი კონგრესმენების რიცხვი სულ უფრო იზრდება, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის ბაზრების გახსნას, ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს მოიცავს.

საქართველოს ამჟამად ასეთი რეჟიმი ევროკავშირთან (DCFTA, EFTA), თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან აქვს დაწესებული. 2017 წელს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ასევე უნდა ამოქმედდეს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან. აპრილის დასაწყისში, დელისა და თბილისს შორის მოხდა შეთანხმება წინასწარი კვლევის დაწყების თაობაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი რეჟიმის ინდოეთთან დაწესება.

აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამ დროისთვის 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის, ევროპული სახელმწიფო არ არის. ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის (T-TIP) ამბიციურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ პრობლემატურად მიდის.

2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ საქართველოსთან მიმართებაში „ჯექსონ-ვენიკის 1974 წლის შესწორებით“ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები მოხსნა, 3700 დასახელების ქართული საექსპორტო პროდუქცია, ამერიკის ბაზარზე, პრეფერენციების განზოგადებული სისტემით GSP (Generalized System of Preferences) გათვალისწინებული შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი წერილის კომენტარისას, კერძოდ, ბრძანა: „საქართველოს აქვს ორპარტიული, მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს და პრეზიდენტს საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდებს“.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ხანგრძლივი პროცესია. მაღალ გადახდისუნარიან და სტაბილურ საექსპორტო ბაზართან თავისფლად დაკავშირება კი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით, ინვესტიციებს იმ სექტორებში გაზრდის, საიდანაც ამერიკაში ექსპორტი ხორციელდება.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 68 მილიონ დოლარზე მეტი საექსპორტო პროდუქცი გავიდა, აშშ-დან კი 213 მილიონი (აშშ-ის ცნობით – 324 მილიონი) დოლარის იმპორტი განხორციელდა. 2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლით, საქართველო-აშშ-ს შორის ექსპორტი – 30 მილიონს, ხოლო იმპორტი – 55 მილიონ დოლარს აღემატება.

———-

საქართველო-აშშ: ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, აშშ დოლარებში (1995-2017 წლებში):

1995 – 628 000 (ექსპორტი)43 300 000 (იმპორტი);

1996 – 1 137 00059 159 000;

1997 – 4 247 000102 510 000;

1998 – 10 978 00080 832 000;

1999 – 10 148 00079 487 000;

2000 – 7 138 00069 567 000;

2001 – 8 752 00064 073 000;

2002 – 13 453 00068 788 888;

2003 – 15 357 00090 728 000;

2004 – 21 230 00110 877 000;

2005 – 26 748 000146 854 000;

2006 – 58 509 000129 608 000;

2007 – 149 036 000 – 203 891 000;

2008 – 102 197 000 – 358 084 000;

2009 – 36 933 000 – 231 622 000;

2010 – 187 225 000 – 180 959 000;

2011 – 143 466 000 – 245 871 000;

2012 – 226 194 000 – 213 468 000;

2013 – 137 551 000 – 254 266 000;

2014 – 207 365 000 – 287 172 000;

2015 – 104 190 000 – 252 974 000;

2016 – 68 250 000 – 213 763 000;

2017 – 30 222 000 – 55 034 000 (სამი თვე).

————-

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აშშ-დან (1997-2017 წლებში):

1997 – 96 651 000;

1998 – 104 427 000;

1999 – 59 151 000;

2000 – 38 717 000;

2001 – 23 281 000;

2002 – 82 183 000;

2003 – 72 064 000;

2004 – 81 164 000;

2005 – 15 025 000;

2006 – 182 651 000;

2007 – 84 412 000;

2008 – 167 920 000;

2009 – 59 000 000;

2010 – 135 818 000;

2011 – 28 106 000;

2012 – 20 254 000;

2013 – 44 813 000;

2014 – 181 866 000;

2015 – 18 449 000;

2016 – 45 017 000;

2017 – ?

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 03 მაისი, 2017 წელი

http://www.golos-ameriki.ru/a/putin-bibilov-meet/3835981.html

ვლადიმირ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა სოჭში: ფაქტი და კომენტარი

აშშ-ის სამთავრობო რადიოსადგურის „ამერიკის ხმის“ («Voice of America») რუსულმა სამსახურმა («Голос Америки») გამოაქვეყნა სტატია ორ მაისს სოჭში რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის შესახებ. მასში გადმოცემულია მოლაპარაკების თემები და ქართველი პოლიტოლოგის კომენტარი (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

როგორც ცნობილია, ანატოლი ბიბილოვი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად“ ცხრა აპრილს გამართული „არჩევნების“ შედეგად გახდა, „არჩევნები“ საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ  მიიჩნია. შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს „რუსეთთან დაახლოების მხურვალე მხარდამჭერი“ უწოდა. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ არაერთხელ გამოსულა რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მომხრედ, უფრო მეტიც – მისი სანუკვარ მიზანს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციასთან მიერთება წარმოსადგენს.

შეხვედრის დროს მხარეებმა მოსკოვ-ცხინვალის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება, ოსმა პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგა ერთგულებაში და პრორუსული კურსისადმი ერთგულებაში დაარწმუნა. განიხილეს „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების საკითხი, აგრეთვე „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის კომპანია „როსნეფტ“-თან ერთობლივი საწარმოს შექმნა და ა.შ.

„გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტი ესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელს ზვიად აბაშიძეს, რომლის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის სეხვერდა „იმ თამაშის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობებში. სოჭის რეზიდენციაში „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ მიღებით ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ მას ანატოლი ბიბილოვის ფიგურა სრულიად აწყობს. გარდა ამისა, ეს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გაგზავნილი სიგნალიცაა, რომ რუსეთი არ ცვლის თავის პოზიციას საქარტველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე.

„ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოქმედების საკუთარი პროგრამა აქვს და ყველაფრის მიუხედავად, იგი თავის პოზიციას არ ცვლის, არ უწევს ანგარიშს საერთაშორისო სამართლის ნორმებს საქართველოს რეგიონების ოკუპირების საკითხში. რუსეთის პრეზიდენტი აგრძელებს თამაშს იმ რეგიონებისადმი, რომელსაც მთლიანად კრემლი აფინანსებს და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს მხოლოდ რუსეთი იღებს“, – ამბობს ზვიად აბაშიძე „გოლოს ამერიკის“ ჟურნალისტთან საუბარში

«Российская газета» (რუსეთი), 04 მაისი, 2017 წელი

https://rg.ru/2017/05/03/eks-glava-nacpolicii-ukrainy-rasstalas-s-ukrainskim-grazhdanstvom.html

ვერ შეეზარდნენ // უკრაინელი „ვარიაგები“ სამკაპიან პასპორტებს თავიდან იშორებენ // ხატია დეკანოიძე კვლავ საქართველოს მოქალაქე გახდა

პეტრე ლიხომანოვი

უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე ისევ საქართველოს მოქალაქე გახდა და, შესაბამისად, იგი უკრაინის ქვეშევრდომი აღარ არის. მისი მოქმედება გასაკვირი არ არის. აბა რა უნდა ექნა, როცა ორმაგ მოქალაქეობას მის არცერთი „სამშობლოს“ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს? როგორც ჩანს, ქალბატონ ხატია დეკანოიძის უკრაინისადმი სამსახურის სევდიანი გამოცდილება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მისცემს იმის საშუალებას, რომ დეპუტატების თვალში უკრაინული სამკაპიანი პასპორტის ავტორიტეტი აამაღლოს. აშკარაა, რომ ქართველ „ვარიაგს“  უკრაინულ პასპორტის დატოვება მოუწევს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქალბატონი ხატია დეკანოიძე უკრაინაში 2014 წელს გამოჩნდა – კიევისადმი გაწეული „საერთაშორისო საკადრო დახმარების“ ჩარჩოებში, თავის თანამემამულეებთან და სხვა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად (ნატალია იარესკო, აივარს აბრამოვიჩუსი და ა.შ.). მათ უკრაინაში „ახალი ევროპული დემოკრატიული საზოგადოება“ უნდა შეექმნათ. კაცმა რომ თქვას, ხატია დეკანოიძის კიევში მუშაობის შედეგების გათვალისწინებით, მისი სამსახურიდან წასვლა მოულოდნელი არც ყოფილა: უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პოსტი მან ხმაურიანი სკანდალების შემდეგ დატოვა, რომლებიც უკავშირდებიან როგორც „ახალ ეროვნულ პოლიციას“, ასევე ქვეყანაში დამნაშავეობის კატასტროფულ მატებას.

ხატია დეკანოიძემ თავისი საქმიანობის მარცხი უკრაინაში გამეფებული კორუფციითა და მის სამსახურზე ქვეყნის ხელმძღვანელობის ნეგატიური გავლენით ახსნა. თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ მაღალ პოსტზე მან, სხვა უცხოელ „ვარიაგებთან“ შედარებით, ყველაზე მეტ ხანს გაძლო. ორ მაისს კი, ქართული მასმედიის ცნობით, ხატია დეკანოიძეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნა.

ის, რომ ასე ადვილად ემშვიდობებიან „უკრაინის მეგობრები“ უკრაინის პასპორტს (რომელიც, უკრაინის მასმედიას თუ დავუჯერებთ, ძალიან დიდ ფასეულობას წარმოადგენს და მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს), ძალიან მწარედ ურტყამს კიევის პროპაგანდას, რომლის მიხედვით, „უკრაინა ყველა ჯურის უცხოელი ავანტიურისტებისათვის გასავლელი ეზო არ არისო“. თუმცაღა, დეკანოიძის, ზღულაძის, იარესკოს და სხვათა კაზუსები დღეს უკრაინაში ცდილობენ დაივიწყონ: ეს ადამიანები ახალი ამბების ნაკადიდან და აქტუალური პოლიტიკიდან დიდი ხანია ამოვარდნენ. ჯერ ჯერობით უკრაინაში რჩებიან მიხეილ სააკაშვილი (რომელსაც სამშობლოში ჩასვლისა ეშინია) და უკრაინის რკინიგზების უფროსი, წარმოშობით პოლონელი ვოიცეხ ბალჩუნი.

«Газета по-украiнськи» (უკრაინა), 03 მაისი, 2017 წელი

https://gazeta.ua/ru/articles/comments-newspaper/_nabu-eto-politizirovannyj-filial-gruzinskoj-mafii/770169

https://gazeta.ua/articles/comments-newspaper/_nabu-vikoristovuyut-yak-politichnij-instrument-dlya-borotbi-z-konkurentami/769114

ინტერვიუ: „უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს კონკურენტებთან ბრძოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ“ // „ანტიკორუფციული ბიურო ქართული მაფიის უკრაინული ფილიალია“

უკრაინული პრესა, კერძოდ, «Газета по-украiнськи» აქვეყნებს ვერხოვნა რადას (პარლამენტის) ყოფილი დეპუტატის ნიკოლაი მარტინენკოს ინტერვიუებს, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა 22 აპრილს დააკავეს, თუმცა კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ იგი წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლა. „ცენზორში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნიკოლაი მარტინენკო ნეგატიურად აფასებს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას:

„ნახევარი წელია მამოწმებენ, მაგრამ დანაშაულის კვალი ვერ იპოვეს. მე ოპოზიციონერი ვიყავი ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს. მაიდანზეც ვიდექი დაწყებიდან დასრულებამდე. და გგონიათ, რომ ვიღაც უგლავებ-სიტნიკებისა შემეშინდება? (იგულისხმება გიზო უგლავა – ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი და არტემ სიტნიკი – მისი მოადგილე). უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ქართული მაფიის პოლიტიზებული ფილიალია. ბიურო იგივე მეთოდებით მუშაობს, როგორითაც გიზო უგლავა თავის დროზე მუშაობდა, როცა იგი საქართველოს გენპროკურორის მოადგილე იყო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ვინ ხელმძღვანელობდა ადამიანების წამებას, საპყრობილეებში მათ ჩაგდებას? ვისი ნებართვით ხდებოდა ეს ყველაფერი საქართველოში? წაიკითხეთ გაეროს ანგარიშები და ნახავთ, რომ საქართველოში, წამებისა და ზეწოლის გამო,  დაკავებულების 99% გამოძიებასთან გარიგებაზე მიდიოდა… გიზო უგლავა ყველაფერს ძველებურად აკეთებს, [მის კვალს მოადგილეც მიჰყვება]. შესაძლოა მან არტემ სიტნიკს მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ადგილი შესთავაზა?“, – ამბობს ინტერვიუში ნიკოლაი მარტინენკო.

როგორც «Газетав по-украiнськи» იუწყება, უკრაინის ექს-დეპუტატს პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით თავდებად დაუდგნენ „სახალხო ფრონტის“ დეპუტატები და რამდენიმე მინისტრი – ლილია გრინევიჩი, ვლადიმირ ომელიანი და იგორ ჟდანოვი. მასალაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავმდები პირების მოქმედება მკაცრად გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით სტატიის ავტორი იხსენებს საქართველოში „ნაციონალების“ მთავრობის საქმიანობას და წერს: ექს-პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოსა საბიუჯეტო თანხები უკანონოდ დახარჯა „ნაციონალების“ საარჩევნო კამპანიისათვის (დაახლოებით სამი მილიონი დოლარი). მერაბიშვილი ხაზინის თანხებს ფლანგავდა, მისი პარტია კი გაიძახის, უკანონოდ ზის ციხეშიო. ჯანდაცვის ექს-მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც საკმაოდ აქტიურად ფლანგავდა ბიუჯეტის ფულს, ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით.

მიხეილ სააკაშვილი ნიკოლაი მარტინენკოს თამვმდებებს აკრიტიკებს, მაგრამ რატომღაც ავიწყდება, რომ თავმდებად მის თანამზრახველებსაც დაუდგნენ. ასე, მაგალითად, დეპუტატი სერგეი ლეშენკო მარტში ინიციატივით გამოვიდა, რომ მისი თავმდებობით პატიმრობიდან გატავისუფლებულიყო საქართველოს ყოფილი გენკონსული ოდესაში თეიმურაზ ნიშნიანიძე, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ 17 მილიონი გრივნის მითვისებაში დაადანაშაულა, – წერს სტატიის ავტორი მარია იურჩენკო.

Comments are closed