«КоммерсантЪ» (რუსეთი): „რუსთავი-2“ – ისევ რევოლუციის შტაბი? // მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებს მთავარ ტელეარხს ართმევენ
«RT – Russia Today TV» (რუსეთი): მეფე მიდასი შებრუნებით: ყველაფერი, რასაც მიხეილ სააკაშვილი ეხება, ფუჭდება და ლპება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 4 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2846613
„რუსთავი-2“ – ისევ რევოლუციის შტაბი?
მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებს მთავარ ტელეარხს ართმევენ
ვრცელ სტატიაში გადმოცემულია ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული ფაქტები და მოვლენები, განსაკუთრებით ვრცლადაა განხილული გუშინ, 3 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სრულიად დააკმაყოფილა „პროსახელისუფლებო ბიზნესმენის“ ქიბარ ხალვაშის სარჩელი და „რუსთავი-2“ მას საკუთრებაში დაუბრუნა (ავტორი – გიორგი დვალი).
„ამრიგად, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები და ახლო მეგობრები მათთვის მნიშვნელოვან და უცილებელ მედიაქტივს – ტელეარხ „რუსთავი-2“-ს დაკარგავენ. თუმცა, როგორც ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ, ჟურნალისტთა კოლექტივმა და ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „ეს არის ევრაზიული ტიპის ბნელი დიქტატურის ჩამოყალიბების ნიშანი“, – ასე შეაფასეს მათ სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი. ტელეკომპანიის შენობის ეზოში უკვე მუდმივი მორიგეობა იწყება, რათა ხელი შეუშალონ მთავრობის მცდელობას „რუსთავი-2“-ის ხელში ჩაგდების მიზნით“, – აღნიშნულია სტატიაში.
„ჩვენ არ მივცემთ იმის ნებას ბიძინა ივანიშვილს, რომ მან საქართველოში ისეთი რეიდერული მიტაცება განახორციელოს, რასაც იგი რუსეთში მიეჩვია“, – ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური.
პუბლიკაციაში ვრცლადაა მოცემული ოდესიდან მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის შინაარსი თავის თანაპარტიელებთან – ნუგზარ წიკლაურთან და გიგა ბოკერიასთან, რომელიც საქართველოში დესტრუქციული პროცესების დაწყებას ითვალისწინებს, „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული მოვლეების ფონზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნეგატიურად შეაფასა მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები და განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები დესტაბილიზებას არ დაუშვებენ.
«RT – Russia Today TV» (რუსეთი), 3 ნოემბერი, 2015 წელი
https://www.rt.com/op-edge/320536-Saakashvili-georgia-ukraine-odessa/
მეფე მიდასი შებრუნებით: ყველაფერი, რასაც მიხეილ სააკაშვილი ეხება, ფუჭდება და ლპება
ბრაიან მაკდონალდი, ბრიტანელი ჟურნალისტი
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
ცნობილი ბერძნული მითის თანახმად, ფრიგიის მეფე მიდასი ხელის ერთი შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევდა ხოლმე, მიხეილ სააკაშვილის შეხებით კი, როგორც ჩანს, ყველაფერი უკუღმა მიდის, ყველფერი ფუჭდება და უარესდება. ოდესის ოლქის გუბერნატორი, წარსულში საქართველოს პრეზიდენტი და იმავდროულად ძია სემის ერთგული კაცი, თავისი მოქმედებით ყოველდღიურად გვაოცებს.
შეერთებული შტატები კარგად ზრუნავს თავის მომხრე უცხოელ ლიდერებზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ხელს უწყობდნენ ვაშინგტონის ინტერესების გატარებას. ასეთები იყვნენ მართლაც გამოჩენილი ადამიანები, მაგალითად, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი სინმანი, გერმანიის კანცლერი კონრად ადენაუერი და ისეთებიც, რომლებიც თავიანთი უნარ-ჩვევებით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდნენ (ირანის შაჰი მოჰამედ რეზა-ფეხლევი) და ისეთებიც, რომლებიც ნამდვილი დამნაშავენი იყვნენ: გავიხსენოთ ჩილიელი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი და პანამის პრეზიდენტი მანუელ ნორიეგა.
მაგრამ ამ პოლიტიკოსებიდან ყველაზე არაკომპეტენტურსაც კი შეეძლო ეტრაბახა რაღაც მიღწევით მაინც და ვაშინგტონისათვის ეჩვენებინათ, რომ ისინი ამერიკისთვის საჭირო ადამიანები არიან. მიხეილ სააკაშვილი მატში გამონაკლისია, რადგან მას არანაირი წარმატება არ მიოუზღვის. ამის მიუხედავად, დასავლეთი იმედს არ კარგავს და ჰგონია, რომ როცა იქნება საქართველოს ექს-პრეზიდენტი რაღაცას მაინც გააკეთებს. სამშობლოში განცდილი ფიასკოს შემდეგ მას გამოსაცდელი დრო მისცეს, ამჯერად უკრაინაში. იქნებ თბილისელმა უიღბლომ ოდესაში მაინც გამოავლინოს რაიმე უნარიო, მაგრამ დასავლეტს ისევ პირიქით გამოუვიდა.
დიახ, მიხეილ სააკაშვილი ფიარის ოსტატია. მას, ალბათ, მართლაც ტალანტიური ფიარ-აგენტი ჰყავს, დასავლურმა გაზეთებმა ექს-პრეზიდენტს ბევრი სახოტბო სტატიები და პანეგერიკები მიუძღვნეს. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ხოტბა-დიდებას ასხამს. მაგრამ დასავლური გამოცემები ანალიზს ამ პიროვნების შესახებ რაიმე მნიშვნელოვან ანალიზს არ აკეთებენ.
მოდით, რამდენიმე მომენტი გავიხსენოთ მისი ცხოვრებიდან:
2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ომი დაიწყო. რას იზამ, თუ მას გულწრფელად სჯეროდა, რომ ოთხნახევარ მილიონიანი საქართველო უზარმაზარი არმიის მქონ რუსეთთან ომს მოიგებდა? ნეტარ არიან მორწმუნენი! მაგრამ რეალურად, მისი გადადგმული ნაბიჯი, რბილად რომ ვთქვათ, მცდარი აღმოჩნდა: ბუნებრივია, საქართველოს არმია განადგურდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი კი ძალიან შემცირდა. ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს თბილისში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მწვავე საპროტესტო აქციები დაიწყო – ანუ, რაც დრო გადიოდა, მის მმართველობა სულ უფრო ტოტალიტარულ ხასიათს იძენდა. 2012 წელს ამ ყველაფერმა თავისი ლოგიკური დასასრული ჰპოვა: მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ოცნებასთან“ ჭიდილში საპარლამენტო არჩევნები წააგო. ერთი წლის შემდეგ კი პრეზიდენტადყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლო დატოვა და აშშ-ში წავიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არძრა, სამსახურებრივი (თანამდებობრივი) უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებებით. რას წერდა ამ დროს დასავლური მასმედია? „ნიუ-იორკ თაიმსმა“ იგი ბრუკლინის ჰიპსტერად (ანუ ე.წ.„მოდის ბოლო ტენდენციის მიმდევრად“) მონათლა, ხოლო ბრიტანული „გარდიანის“ ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ ვრცელ სტატიაში მას, შეიძლება ითქვას, სიყვარული აუხსნა.
არ გასულა დიდი ხანი და საქარტველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში, კიევის „მაიდანზე“ გამოჩნდა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი ტავის სამშობლოში მსგავს ანტისამტავრობო გამოსვლებს კატეგორიულად ვერ იტანდა და როგორც კი შემთხვევა მიეცემოდა, მომიტინგეებს ცხვირ-პირს უმტვრევდა ხოლმე (თუმცა ამას კიდევ რბილად ვამბობ). დასავლურ მასმედიას ამ სიტუაციის ირონია მხედველობიდან გამორჩა, რომელიც ვერც უკრაინელმა ნატო-ევროკავშირის მომხრეებმა ვერ შენიშნეს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ჯერ ტავის თანაშემწედ, შემდეგ კი ოდესის გუბერნატორად დანიშნა.
უკრაინაში მოღვაწეობისას მიხეილ სააკაშვილმა ჩვევას არ უღალატა და მოსახლეობის გულის მოსაგებად ბევრი შთამაგონებელი სიტყვა წარმოსთქვა, ტელეკამერების წინაშე ტრაბახობდა, განსაკუთრებით თავს იწონებდა დასავლელი ჟურნალისტების წინაშე. ივლისში ბრიტანულმა გაზეთმა „ინდეფენდენტმა“ ისეთი პანეგერიკი (ინტერვიუ) გამოაქვეყნა გუბერნატორის შესახებ, რომ მასალაში რაიმე შენიშვნას ვერ იპოვიდი, სულ კარგი და კარგი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეძლო უცხოელი ჟურნალისტების გარკვეული რაოდენობის დარწმუნება იმაში, რომ მას სასწაულის მოხდენა შეუძლია, ადგილობრივ მოსახლეობასთან ასეთი ფოკუსი არ გაუვიდა: გასულ კვირას, ოდესის მერის არჩევნების დროს, ოდესელებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლობირებულ კანდიდატს ალექსანდრე ბოროვიკს მხარი არ დაუჭირეს და, შესაბამისად, იგი გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა გენადი ტრუხანოვთან ბრძოლაში.
სხვათა შორის, სწორედ ამ დროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს საქართველოს რუსეთის 2008 წლის ომის გარემოებების გამოძიება და ამ მიზნით სასამართლოსაგან სანქცია მოითხოვა. ანუ მოსალოდნელია, რომ მიხეილ სააკაშვილის „საბრძოლო“ მოქმედებას ნათელი მოეფინება.
გაანალიზა ეს ყველაფერი უცხოეთის მასმედიამ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით? არაფერი მსგავსი არ მომხდარა
ალბათ, ექს-პრეზიდენტს ეგონა, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და მეტი უარესი რა უნდა მოხდესო, მაგრამ ნურას უკაცრავად! საოცარია, მაგრამ იგი ამჯერად შეცდა: ამას წინათ უკრაინულ მასმედიაში გავრცელდა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით პიროვნება, რომლის ხმა სააკაშვილისას ჰგავს, საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური დამხობისაკენ მოუწოდებს. თბილისში ამის თაობაზე გამოძიება დაიწყეს.
გასულ სექტემბერში ოდესის ოლქის გუყბერნატორმა აღიარა, რომ უკრაინის ეკონომიკის აღდგენას იმ დონეზე, როგორც ის „მაიდნამდე“ იყო, მინიმუმ 15 წელი მაინც დაჭირდება. არადა, ეს ხომ ის „მაიდანია“, რომელსაც თვითონ მიხეილ სააკაშვილი უჭერდა მხარს? მან უკრაინის სავალალო მდგომარეობა აფრიკის სახელმწიფო გაბონს შეადარა. საინტერესოა, როგორ შეაფასეს გუბერნატორის განცხადება ლიბერვილში? 2013 წელს გაბონის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე 10 დოლარზე მეტი იყო, უკრაინაში კი მხოლოდ 3 დოლარი…
საკითხავია, კიდევ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი? საით წავა?
ისეთი პირი უჩანს, რომ მისი უკრაინული გამბიტი წარუმატებლად დასრულდება, საქართველოში კი ექს-პრეზიდენტს ჩადენილი დანაშაულისათვის იძებნება. ხმები დადის, რომ შესაძლოა იგი ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგეს. აშკრაა, მისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტია ისევ ნიუ-იორკში, ბრუკლინში დაბრუნდეს, თავის ჰიპსტერულ გარემოში. იქ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად მიიპყრობს რამდენიმე მაამაებელი ჟურნალისტის ყურადღებას, რომლებიც მზად იქნებიან პირდაღებულნი უსმინონ ექს-პრეზიდენტის მოყოლილ ამბებს იმ პერრიოდზე, როცა იგი რაღაცას წყვეტდა.
«КоммерсантЪ» (რუსეთი): „რუსთავი-2“ – ისევ რევოლუციის შტაბი? // მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებს მთავარ ტელეარხს ართმევენ
«RT – Russia Today TV» (რუსეთი): მეფე მიდასი შებრუნებით: ყველაფერი, რასაც მიხეილ სააკაშვილი ეხება, ფუჭდება და ლპება
———————-