globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 5th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Обозреватель» (უკრაინა): ინტერვიუ გიორგი ხაინდრავასთან: „მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური კლოუნია, რომელსაც უკრაინელებისთვის პრობლემების მოტანა შეუძლია“

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): „სტუმარი ღვთისაა“: რატომ არის საქართველოში ტურისტული ბუმი?

—————–

«Обозреватель» (უკრაინა), 05 ივლისი, 2017 წელი

https://www.obozrevatel.com/politics/18530-georgij-haindrava

ინტერვიუ გიორგი ხაინდრავასთან: „მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური კლოუნია, რომელსაც უკრაინელებისთვის პრობლემების მოტანა შეუძლია“

„ჩვენი კორესპონდენტი მზიურ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც მან ინტერვიუ ჩამოართვა ქვეყნის პოლიტიკურ მოღვაწეებს, უფლებადამცველებს, აგრეთვე სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ბევრ საინტერესო ფაქტებს მოჰყვნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე. ჩვენ ახლა ვესაუბრებით გიორგი ხაინდრავას, საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში (2004-2006 წლებში), ცნობილ რეჟისორს, რომელმაც, სხვა კინოსურათებთან ერთად, 15 სრულმეტრაჟიანი  ფილმი-სერიალი გადაიღო მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის სისასტიკის შესახებ“, – ასეთი შესავალი აქვს გაკეთებული ვრცელ ინტერვიუს გიორგი ხაინდრავასთან.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

- თქვენ მხარი დაუჭირეთ „ვარდების რევოლუციას“ და 2004 წელს პრემიერ ზურაბ ჟვანიას მთავრობაში შეხვედით – სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მჭიდრო სამუშაო კონტაქტები გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. თქვენი აზრით, ვინაა მიხეილ სააკაშვილი და რა კაცია, საერთოდ?

- დავიწყოთ იმით, რომ არანაირი „ვარდების რევოლუცია“ არ ყოფილა. უბრალოდ, იყო ჭაობი, რომელიც ედურად შევარდნაძის მმართველობის დროს შეიქმნა. იგი ხომ ცეკას პირველი მდივანი იყო, რომელმაც მოგვიანებით ფერი შეიცვალა და საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდა. ყველა ცეკას მდივანბმა თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის დაქცევაში, რადგან მათ კორუფციისა და ცენტრალური მართვის გარდა, არაფერი არ იცოდნენ. . ასე მოხდა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. მოხუცმა შევარდნაძემ ხელისუფლების საჭე ხელიდან გაუშვა. ამ დროს კი ე.წ. რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდმა, რომლებიც სინამდვილეში ჩეკისტები და კაგებეს კომისრები აღმოჩნდნენ – მათ მსგავსად, რომლებმაც თავის დროზე, 1930-იან წლებში უკრაინაში შიმშილობა და მსხვერპლი გამოიწვიეს და საერთოდ, ყველგან, საქათველოს ჩათვლით, აი, მათი მემკვიდრეები ხელისუფლებას უცებ დაეპატრონენ., რომელიც, ფაქტიურად, „ქუჩაში ეგდო“.

საპროტესტო გამოსვლების დროს, 23 ნოემბერს, განხორციელდა შიდა სახელმწიფო გადატრიალება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ნომენკლატურა ედუარდ შევარდნაძის მხარეზე იყო, მას მართვა აღარ შეეძლო, ამიტომაც ნომენკლატურად მხარი მიხეილ სააკაშვილს დაუჭირა, თუმცა იგი არ უყვარდათ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ზურაბ ჟვანია იქნებოდა, რადგან იგი უფრო გონიერი პოლიტიკოსი იყო…

მე არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი. ე.წ. „ვარდების რევოლუციას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ყველას იმედი ჰქონდა – „ახალგაზრდა მინისტრებია, უცხოეთში განათლებამიღებულები, მდგომარეობას გამოასწორებენო“. სინამდვილეში მათ, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, მხოლოდ რაღაც კურსები გაიარეს და ტრაბახობდნენ, ამერიკის უმაღლეს სასწავლებლები დავამთავრეთო. იგივე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მხოლოდ ცხრა თვე სწავლობდა, მანამდე კი „კაგებე“-ს ნომენკლატურული სასწავლებელი – კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკ-ტი დაამთავრა, სადაც საქმე ჩაუწყო ბიძამისმა თემურ ალასანიამ, საბჭოური „კაგებე“-სა და რუსული „ეფესბე“-ს გენერალმა.

ჩვენთან მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულება უკვე გარკვეულია. სამწუხაროდ, ჩვენ იძულებული გავხდით კერპთაყვანისმცემლობის მძიმე პერიოდი გაგვევლო. ყველაფერი კი ზვიად გამსახურდიათი დაიწყო, გაგრძელდა ედუარდ შევარდნაძით და მიხეილ სააკაშვილით… მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ის ეპოქა უკვე დასრულდა, თუმცა თქვენთან უკრაინაში, ახლა იწყება… ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მისცენ ხმები უკრაინელებმა კლოუნ მიხეილ სააკაშვილს… ეს ხომ სასაცილო იქნება. განა ასეთი კაცი ხელისუფლებაში გსურთ გყავდეთ? მას უკრაინელებისთვის პრობლემების მოტანა შეუძლია…

(…)

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ვთქვათ, ომი, რომელიც მან აბსოლუტურად უგონოდ დაიწყო რუსეთთან. შემდეგ მისი განცხადება, „დიდი ამბავი, რაღაც ქვები დავკარგეთო“… „ქვები“ – ეს 150-მდე სოფელია თბილისთან ახლოს. დღეს აქედან 25 კილომეტრზე რუსული ტანკები დგანან! და ისინი აქ მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა. იგი რუსების ანკესს წამოეგო. 2008 წლამდე რუსეთის არმიის არცერთი ტანკი საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო, არ იყვნენ რუსი ჯარისკაცებიც. რასაკვირველია, იყვნენ გაეროს ეგიდით რუსული სამშვიდობო ძალები, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. ამ სამშვიდობო ძალებში ქართული კონტინგენტიც შედიოდა და ისინი იურიდიულად ყველა გაეროს ექვემდებარებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა კი რა გააკეთა? მან გააკეთა ის, რომ ვლადიმირ პუტინის დახმარებით საქართველოში, აფხაზეთისა და სამხ.ოსეთის ტერიტორიებზე, რუსეთის არმიის მძლავრი ბაზები შექმნა. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მათი აქედან გაყვანა…  ეს არის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შედეგი.

———

ინტერვიუში გიორგი ხაინდრავა საუბრობს აგრეთვე მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ შექმნილი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულობათა შესახებ: პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ბანკის თანამშრომელ სანდრო გირგვლიანისა და ადმირალ ზურაბ ირემაძის მკვლელობები,  ახალგაზრდების დახვრეტა და ა.შ. გიორგი ხაინდრავა საყვედურს გამოთქვამს, რომ უკრაინული მხარე აყოვნებს მისი სერიალის „ჰეროკრატიას“ ჩვენებას უკრაინელი ტელემაყურებლისათვის. „ეს ფილმი რეალურ ფაქტებზე, რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზეა დაფუძნებული. მასში სიმართლეა ასახული. სერიალის ტელეეკრანზე ჩვენების მიზნით მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით“, – აღნიშნავს გიორგი ხაინდრავა და იხსენებს უკრაინელ ე.წ. „თავისუფლებისმოყვარე“ ჟურნალისტთან, ტელეწამყვან და პროდიუსერთან სავიკ შუსტერთან დაკავშირებულ ამბავს: „მე მიწვეული ვიყავი მასთან სტუდიაში სასაუბროდ, სადაც ჩემი ფილმი „დემოკრატიის შუქურის ჩვენება უნდა მომხდარიყო. გადაცემამდე ერთი საათით ადრე შემატყობინეს, რომ ჩემი გამოსვლა ეთერში არ გავიდოდა. ჩემთვის გასაგებია, თუ ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან: სავიკ შუსტერი ხომ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია“.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 04 ივლისი, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20170704-gost-ot-boga-pochemu-gruziya-perezhivaet-turisticheskii-bum

„სტუმარი ღვთისაა“: რატომ არის საქართველოში ტურისტული ბუმი?

„ტურისტული ბუმი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის სეზონშია საგრძნობი. ქვეყანა სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ევროპის  მოქალაქეებისათვის, ასევე მეზობელი ქვეყნების, მათ შორის რუსი ტურისტებისათვის. როგორ მოახერხეს ქართველებმა ხანგრძლივი კრიზისის, კონფლიქტებისა და ომების შემდეგ ტურიზმის ასეთი სწრაფი განვითარება? საქართველოს რომელ რეგიონებში დადიან ხშირად ევროპელი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი ტურისტები და სხვა მრავალრიცხოვანი სტუმრები?, – ასეთი შესავალით იწყება 4 ივლისს ეთერში გადაცემული ვრცელი რეპორტაჟი საქართველოში ტურიზმის მდგომარეობის შესახებ  (ავტორი – გიორგი ლერბანიძე).

მასალაში გადმოცემულია საქართველოში ტურიზმის დღევანდელი მდგომარეობა, მისი განვითარების სტატისტიკა და პერსპექტივები:

„ამ ზაფხულს თბილისში უცხოელების მოზღვავება იგრძნობა. უფროსი თაობის ადამიანების თქმით, ასეთი დიდი სტუმრიანობა საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ იყოო, როცა საქართველო „საკავშირო ჯანმრთელობის კერად“ ითვლებოდა. თბილისის სასტუმროებში დღეს თავისუფალ ადგილს ძნელად თუ მოძებნი. დაჯავშნულია ისეთი ნომრებიც კი, რომელთა ღირებულება დღე-ღამეში 400 ევროს აჭარბებს. ქართული სასტუმროები რამდენიმე წლის წინათ ასეთი მდგომარეობაზე ვერც კი იოცნებებდნენ. აქტიურად ვიტარდება ჰოსტელებისა და საბიუჯეტო სასტუმროების ქსელიც, მატულობს ინვესტიციები: თითქმის ყოველკვირეულად საქართველოს დიდი ქალაქებში, მათ შორის ბათუმშიც, ახალი სასტუმროები იხსნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს 6 მილიონ 360 ათას 503 უცხოელი ეწვია და ეს იმ დროს, როცა ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონი მცხოვრებია. რასაკვირველია, ყველა უცხოელი სტუმარი ტურისტად ვერ ჩაითვლება, ბევრი საქართველოში საქმეებისთვის ცამოდის, მაგრამ შემოსავლების თვალსაზრისით ამას  მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ უცხოელების მიერ დახარჯული ფულით საქართველოს ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი დოლარი მიიღო (ქვეყნის ბიუჯეტის საერთო მუცულობა კი 3 მილიარდია!). ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 7%-ზე მეტია, ანუ ეს დარგი ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვან დარგად იქცა, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის განმტკიცებას.

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან მოემგზავრება, მაგრამ რუსეთიდან ჩამოსულების რაოდენობა მაინც ყველაზე სწრაფად იზრდება – მთელი 22%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს. აქვე შევნიშნავთ, რომ რუსები საქართველოში საქმისათვის კი არ ჩამოდიან (სომხების, აზერბაიჯანელების და თურქებისაგან განსხვავებით), არამედ ძირითადად მხოლოდ დასასვენებლად და გასართობად, ამიტომ რუსული ტურისტული ნაკადის ზრდას დარგის განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობაა აქვს.

მართლაც საკვირველია, თუ როგორ შეძლო საქართველომ, ღარიბმა ქვეყანამ, ასეთი წარმატების მიღწევა? თანაც ისეთ სიტუაციაში, როცა ორ ავტონომიურ რეგიონში კონფლიქტები ღვივის, რუსეთთან კი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს?

სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ პოზიტიური როლი რამდენიმე ფაქტორმა შეასრულა: პირველი – დიდი სახელმწიფო და კერძო ინვეტიციები ჩაიდო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, განსაკუთრებით თბილისში და კიდევ ორ საკვანძო რეგიონში – აჭარასა და კახეთში; მეორე – მიმდინარეობს აქტიური სარეკლამო კამპანია მსოფლიოს მასმედიაში და ბოლოს, არანალებ მიმზიდველ ფაქტორად ითვლება ქართული კულტურა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა. ასეთ პირობებში ტურისტი თავს კომფორტულად გრძნობს.

ფრანგული რადიოს კორესპონდენტი ესაუბრება ქართული ტურისტული კომპანიის Easy Travel Agency-ის მენეჯერს ანჟელიკა მანუკიანს. მისი თქმით, ევროპელები და ამერიკელები ხშირად დადიან სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ექსტრემალურ ტურიზმს, ალპინიზმს, ეცნობიან ისტორიულ ძეგლებს სამცხე-ჯავახეთში. რაც შეეხება რუსებს, ბოლო დროს მათი  საქართველოში ჩამოსვლის მოტივი რთველში მონაწილეობის მიღებაა (კახეთსა და იმერეთში). ბევრი რუსი ჩამოდის გასტრონომიული ტურიზმის კუთხით, ისინი მოდიან „ღვინის ტურებით“, ქართული სამზარეულოს დაგემოვნების მიზნით (რესტორნები თბილისში) და ჯანმრთელობის გაკაჟებისათვის (ბორჯომში, საირმეში). აზერბაიჯანელები და სომხები ძირითადად ზღვაზე დადიან – ბათუმსა და ქობულეთში. ასევე აკეთებენ თურქებიც.

საქართველოს ტურიზმის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს იმ გარემოებას, რომ მეზობელ ქვეყნებში (თურქეთში, რუსეთში და აზერბაიჯანში) აზარტული თამაშები თითქმის ყველგან მკვეთრად შეზღუდულია ან აკრძალულია, ქართველი და უცხოელი ინვესტორები კი ყოველწლიურად ათობით კაზინოსა და სლოტ-კლუბებს ხსნიან აჭარაში (თურქეთთან ახლოს), საკმაოდ ბევრი სათამაშო სახლი არსებობს სტეფანწმიდაშიც (რუსეთთან ახლოს).

გარდა ამისა, ტურიზმის განვითარებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა კრიმინოგენური ვითარებისა თვალსაზრისით: ქუჩის დანაშაულობები და ბინის ქურდობები მინიმუმამდეა დაყვანილი, მკაცრი ზომების წყალობით: ტურისტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

დღევანდელი ხელისუფლება, წინა მთავრობის მსგავსად, ტურიზმისათვის რესურსებს არ იშურებს და სურს ის ეკონომიკის მთვარ დარგად გადააქციოს. თანაც ეს ის შემთხვევაა, როცა მათი ძალისხმევა საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოში ტრადიციული გამოთქმა არსებობს – „სტუმარი ღვთისაა“, ანუ უფლისგან გამოგზავნილიო, რაც ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია“.

Comments are closed