globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 6th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Эхо» (აზერბაიჯანი): „გაზპრომ“-თან საქართველოს გარიგება რეგიონში გეოპოლიტიკურ სიტუაციას დაარღვევს

«Гордон» (უკრაინა): ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან: საერთაშორისო ღონისძიებებზე უკრაინის აქტიურობა სუსტია, ამ მხრივ საქართველოს მეტი გამოცდილება აქვს

———————-

«Эхо» (აზერბაიჯანი), 06 თებერვალი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=96004

„გაზპრომ“-თან საქართველოს გარიგება რეგიონში გეოპოლიტიკურ სიტუაციას დაარღვევს

აზერბაიჯანული გაზეთის „ეხო“-ს კორესპონდენტმა ელინა რუსტამოვამ ინტერვიუ ჩამოართვა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელს გელა ვასაძეს. პუბლიკაციაში რამდენიმე თემაა გამოკვეთილი, რომლებზეც ქართველი რესპოდენტი ბაქოელ ჟურნალისტს პასუხობს:

ა) აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობის შუქ-ჩრდილები

„არავისთვის ახალი ამბავი არაა ის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა რთულ პერიოდშია შესული. აზერბაიჯანს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად ვთვლით, რადგან ერთმანეთთან მრავალი ენერგეტიკული და ლოჯისტიკური პროექტები გვაკავშირებს. გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიც ერთმანეთს ემთხვევა, ევროკავშირტან ინტეგრირების თვალსაზრისით. ავღნიშნავ, რომ საქართველოსაც სურს თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარება, რათა ორ მეზობელს შორის სრულფასოვანი ხიდის როლი შეასრულოს… სამწუხაროდ, დღეს ქართველი ჩინოვნიკები, ეკონომიკის დივერსიფიკაციის ნიღბით, ეჭვქვეშ აყენებენ იმ პროექტების ბედს, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროიდან არსებობს. ბუნებრივია, ეს ფაქტი ნეგატიურ გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე. კიდევ კარგი, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მწვავე რეაგირებას ახდენს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა რაიმე ანტიაზერბაიჯანულ პროექტების განხორციელებას ვერ გაბედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე ხალხის რისხვას გამოიწვევს.

ბ) პრორუსულია თუ არა საქართველოს პოლიტიკა?

„არ დავიწყებ იმის უარყოფას, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ორიენტაციის მქონე ბიზნესმენები არიან, რომლებიც კრემლის პოზიციების ძლიერ ლობირებას ახდენენ, თუმცა მე მაინც თავს შევიკავებ და საქართველოს პოლიტიკას პრორუსულს ავ ვუწოდებ. არსებობს რისკის ფაქტორები, რომელსაც ჩვენს ბაზარზე აზერბაიჯანის ინტერესების შესუსტება შეუძლია და თუ ისინი რეალიზებული იქნება, პრორუსულობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენი დამოკიდებულება ჩრდილოელი მეზობლის მიმართ კვლავ საკმაოდ დაძაბული რჩება. მანამ, სანამ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ მოგვარდება, მანამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი არ იქნება.. რასაკვირველია, ჩვენ გვესმის, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება, ამიტომაც ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო.

გ) „გაზპრომი“ ბაქო-თბილისის პარტნიორობის წინააღმდეგ?

ყველას გვახსოვს ის დრო, როცა ჩრდ.კავკასიაში, გაზსადენზე მომხდარი აფეთქებების გამო საქართველო გაყინვის ზღვარზე აღმოჩნდა (ეს რუსეთის შანტაჟს ჰგავდა). ჩვენ დიდად მადლიერები ვართ აზერბაიჯანისა, რომელმაც იმ მძიმე ჟამს დახმარება გაგვიწია. რაც შეეხება „გაზპრომ“-თან დამოკიდებულებას, გეტყვით, რომ ამ კომპანიასთან მოლაპარაკება საიდუმლოდ მიმდინარეობდა და მხოლოდ ორიოდე კვირის წინათ ინება ჩვენმა ენერგეტიკის მინისტრმა  და საზოგადოებას თავისი ნაბიჯების მოტივი აუხსნა. კახა კალაძის მტკიცებით, აზერბაიჯანს ტექნიკური მიზეზების გამო არ შეუძლია მოაწოდოს საქართველოს გაზის დამატებითი მოცულობა, ამიტომაც ჩვენ იძულებული ვართ გაზის დანაკლისი „გაზპრომ“-ისაგან ვიყიდოთო. თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ეს საკითხი იოლად გადასაწყვეტია, ცოტა მადროვეო, მაგრამ ზემოთ [ჩვენს მთავრობაში], ეს წინადადება მხედველობაში არ მიიღეს. ადექვატურ ადამიანებს გაუჩნდათ კითხვა: რატომ თავიდანვე არ იქნა მოგვარებული ტექნიკური მომეტები? ჩემი აზრით, ყველაზე მთავარს გვიმალავენ: საქმე იმაში კი არაა, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გაზის უკმარისობა მართლაც შეინიშნება. საკითხი ეხება იმას, რომ „გაზპრომის“ ქართულ ბაზარზე დაბრუნებით მთავრობას სურს ბუნებრივი გაზი მესამე ქვეყანას მიჰყიდოს, რითაც ზოგიერთი ქართველი მაღალჩინოსანი ჯიბეს გაისქელებს. ის ფაქტი, რომ ენერგეტიკის მინისტრმა ირანიდან გაზის იმპორტზე ილაპარაკა და რომ სომხეთმა შეიძლება სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი მიიღოს – ეს ყველაფერი კორუმპირებული ჩინოვნიკების თამაშს წარმოადგენს. გაზის მარშრუტების არევ-დარევით ისინი იმის ნიადაგს ქმნიან, რომ დამატებითი პირადი შემოსავლები მიიღონ. გარდა ამისა, საიდუმლო არც ის არ არის, რომ საქართველოს არაფორმალურად „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი მეწილე მართავს – ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ეს ფაქტი კი ძალიან მრავლისმეტყველია.

დ) „გაზპრომი“ და ბაქო-თბილისი-ერევნის სამკუთხედის ბედი

არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რუსულ „გაზპრომ“-თან გარიგებამ ბაქო-თბილისი-ერევნის სამკუთხედში არსებული გეოპოლიტიკური ბალანსი დაარღვიოს. დღეს ჩვენ იმედს ვამყარებთ არა მაღალჩინოსნებზე, არამედ ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების გონიერებაზე. ქართული საზოგადოება ძლიერი და გაბედულია. ჩვენი ხალხი კარგად არჩევს ერთმანეთისაგან შავს და თეთრს. ჩვენ ხშირად არ ვაძლევთ ჩინოვნიკებს სისულელეების ჩადენის უფლებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ

«Гордон» (უკრაინა), 06 თებერვალი, 2016 წელი

http://gordonua.com/publications/illarionov-ne-ssha-germaniya-franciya-a-ukraina-pokazala-putinu-silu-118763.html

ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან: საერთაშორისო ღონისძიებებზე უკრაინის აქტიურობა სუსტია, ამ მხრივ საქართველოს მეტი გამოცდილება აქვს

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა ინტერვიუ მისცა უკრაინულ გამოცემა „გორდონს“, რომელშიც იგი საუბრობს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე, უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობაზე, საერთაშორისო კონფერენციების მნიშვნელობაზე უკრაინის პრობლემების გადაჭრის საკითხში და ამ თვალსაზრისით ერთმანეთთან ადარებს აშშ-ში არსებულ უკრაინისა და საქართველოს საელჩოების საქმიანობას.

გთავაზობთ ამონარიდებს:

- თქვენ რეგულარულად გამოდიხართ საერთაშორისო კონფერენციებზე, ფორუმებზე როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ.რამდენად ეფექტიანია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დასავლეთში კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ?

- უკრაინის საგარეოპოლიტიკური უწყების ეფექტიანობა დასავლეთში კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ძალიან დაბალია. ეს არის ის ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც უკრაინამ ბოლო ორ წელიწადში დაუშვა. მე ძალიან ხშირად ვარ ხოლმე ვაშინგტონში და ვცდილობთ არცერთი ღონისძიება არ გამოვტოვო, რომელიც უკრაინის საკითხებს ეხება. ვაშინგტონში უნიკალური სახითაა თავმოყრილი უამრავი უნივერსიტეტი, ინსტიტუტი, კვლევითი ცენტრები, პოლიტიკური კლუბები… ვცდილობ ამ ორგანიზაციების ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მივიღო, რადგან იქ ხშირად იხილება ომისა და მშვიდობის საკითხები, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. სამწუხაროდ, ამ ღონისძიებებზე მონაწილეობის დროს თითქმის ვერ ვხედავ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს – ვერც ელჩს, ვერც მინისტრებს, მათ მოადგილეებს, ექსპერტებს… რუსები ხშირად მოდიან. ბევრი მათგანი ამხელს კრემლის პროპაგანდას, უკრაინის დამცველებად გამოდიან და ამას რუსები აკეთებენ, თვითონ უკრაინელები კი არ ჩანან.

- თქვენ ასე ფიქრობთ? ჩვენი ელჩი აშშ-ში ვალერი ჩალი პროფესიონალი და გამოცდილი დიპლომატია…

- სამწუხაროდ, თქვენი ახალი ელჩი არცერთ ღონისძიებაზე არ მინახავს. მის წინამორბედს ვხედავდი ხოლმე, მაგრამ ვალერი ჩალის – არა. გავიმეორებ: ვაშინგტონში უამრავი ღონისძიება იმართება, რომლის დროსაც უკრაინის საკითხებზე მსჯელობენ – „ატლანტიკურ საბჭოში“, „კარნეგის ინტიტუტში“, „კატოს ინსტიტუტში“, „ბრუკინგსის ინსტიტუტში“, მაგრამ ელჩი კი არა, საელჩოს მუშაკიც კი არ მინახავს იქ მოსული. კიეველ მინისტრებზე არარაფერს ვამბობ.

- შესაძლოა პრობლემა არასაკმარისი დაფინანსების გამოა შექმნილი?

- ელჩი ხომ მუდმივად ვაშინგტონში იმყოფება? ის ღონისძიებები, სადაც უკრაინის საკითხებს იხილავენ, ქალაქის ფარგლებში იმართება, ხშირად საელჩოს შენობასთან ახლოს… განა რამდენი ფული ჭირდება იქ მოსვლას და დასწრებას? აი, შედარებისათვის ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველო უკრაინაზე მოსახლეობით ათჯერ უფრო მცირეა, ეკონომიკური პოტენციალით კი 20-ჯერ ჩამოუვარდება. როცა საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში ელჩი თემურ იაკობაშვილი ხელმძღვანელობდა, იგი და სხვა ქართველი ჩინოვნიკები საქართველოს პრობლემებისადმი მიძღვბნილ არცერთ ღონისძიებას არ ტოვებდნენ, დისკუსიებში მონაწილეობდნენ, ატიურად განმარტავდნენ საქართველოს პოზიციას ამა თუ იმ საკითხისადმი. საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა და თავდაცვის მინისტრები, ვიცე-პრემიერები მუდმივად მონაწილეობდნენ ვაშინგტონში გამართულ ფორუმებში.

Comments are closed