globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 6th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): რუსეთმა სადაო ტერიტორიებზე სამხედრო მანევრები დაიწყო

«Кавказская политика» (რუსეთი): საქართველოში კრიზისია, ხელისუფლებას დახმარება სჭირდება: რატომ დუმს რუსეთი?

«Радио Голос Америки» (აშშ): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ბორის ნემცოვის მკვლელობა და რუსეთის პერსპექტივა

«Радио Deutsche Welle» (გერმანია): მიხეილ სააკაშვილი და ქართული მართლმსაჯულება: პროცესი გადაიდო

———————–

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 6 მარტი, 2015 წელი

http://www.ft.com/intl/cms/s/0/81fb4056-c32e-11e4-ac3d-00144feab7de.html#axzz3TWqDZ5dJ

რუსეთმა სადაო ტერიტორიებზე სამხედრო მანევრები დაიწყო

ქეთრინ ჰაილი, მოსკოვი

რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელიც სამ სადაო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ამ სწავლებებით მოსკოვი ცდილობს მეზობლები გააღიზიანოს და ნატოს შეშფოთება გამოიწვიოს.

თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს სამხედრო წრთვნების დაწყების შესახებ განაცხადა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ამას წინათ ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიებზე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, სომხეთში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე. წრთვნები 10 აპრილამდე გაგრძელდება. ეს მანევრები ფაქტიურად გაგრძელებაა იმ სწავლებებისა, რომლებიც რამდენიმე კვირის წინათ ჩატარდა ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე.

მაშინ როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ატარებენ სამხედრო მანევრებს თავის ბაზებზე სომხეთსა და საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სოხუმისა და ცხინვალის მთავრობები რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრირებაზე დათანხმდნენ.

როგორც მოსკოვში მყოფმა უცხოელმა სამხედრო ექსპერტებმა აღნიშნეს, ეს სწავლებები ფაქტიურად დროში ემთხვევა იმ წრთვნებს, რომლებიც გასულ წელს ჩატარდა. ამის მიუხედავად, დღევანდელი მანევრები გარკვეული სიგნალიად შეიძლება მივიჩნიოთ: „დღეს ყოველი ასეთი ღონისძიება დასავლეთისთვის ერთგვარი სიგნალია რუსეთის მზადყოფნის თაობაზე“, – თქვა ევროპელმა სამხედრო ექსპერტმა.

2012 წლის სექტემბერში, როცა რუსეთმის არმიამ ტრადიციული ყოველწლიური წრთვნები ჩაატარა კავკასიის რეგიონში, მოსკოვმა განაცხადა, რომ სომხეთში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ – „რათა არ მომხდარიყო დაძაბულობის დამატებითი გამწვავება რუსეთის ფედერაციის მეზობლებთან ურთიერთობაში“. აშკარაა, რომ ამჯერად დღევანდელი მანევრებისათვის ერთგვარი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა რუსეთ-ნატოს გამწვავებული ურთიერთობა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ათასობით ჯარისკაცი ჰყავს. ნატო თავის ყოფნას აძლიერებს ალიანსის იმ წევრებში, რომლებიც რუსეთის მოსაზღვრენი არიან, ხოლო ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყანა განიხილავს საკითხს, მიაწოდონ თუ არა უკრაინას მომაკვდინებელი იარაღი თავდაცვის მიზნით. დიდი ბრიტანეთი კიევში სამხედრო პერსონალს აგზავნის უკრაინელი ჯარისკაცების გასაწრთვნელად.

ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის სულ უფრო მზარდი სამხედრო აგრესიულობის ფონზე, რუსული თვითმფრინავ-გამანადგურებლების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ჩათვლით. მოსკოვი განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ მისი ჯარისკაცები ფორმალურად არ მონაწილეობენ უკრაინაში და თავის მხრივ, ბრალს სდებს ნატოს, რომ ალიანსი რუსეთზე ზეწოლას ახდენს. ანატოლი ანტონოვმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დამცინავად იკითხა, „რატომ არ დაასახელა ქალბატონმა ვიქტორია ნულანდმა რუს ჯარისკაცთა უფრო მეტი რაოდენობა, რატომ არ ამბობს ოცი ათასს?“. ბატონი ანტონოვი ამტკიცებდა, რომ ნატო სულ უფრო აქტიური ხდება რუსეთის საზღვრებთან, ვიდრე თვითონ რუსეთი. მისის თქმით, ალიანსი უკრაინის კონფლიქტს საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს, რომ რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდეს.

ზემოთ აღნიშნული წრთვნებიც რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულებების ფონზე ტარდება, რომელთა თანახმად, ყალიბდება უსაფრთხოების ერთობლივი ინფრასტრუქტურა და იქმნება ერთობლივი სამხედრო ძალები. გავიხსენოთ, რომ მოსკოვმა, სამხრეთ ოსეთის მხარდასაჭერად, საქართველოსთან 2008 წელს ომი დაიწყო, მოგვიანებით კი რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. მას შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთზე თითქმის მთლიანად დამოკიდებულნი გახდნენ.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები განცხადებით, მათ აქვთ მიზეზები, რომ რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციაში იყვნენ: ესაა უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვის სურვილი, რადგან საქართველო ნატოსთან სულ უფრო დაახლოებას ესწრაფვის.

«Кавказская политика» (რუსეთი), 6 მარტი, 2015 წელი

http://kavpolit.com/articles/nehlebnaja_gruzija-14684/

საქართველოში კრიზისია, ხელისუფლებას დახმარება სჭირდება: რატომ დუმს რუსეთი?

ნადანა ფრიდრიხსონი

(შემოკლებით)

საქართველოში გაზის გაძვირებაზე საუბრის კვალობაზე პურის ფასმაც მოიმატა. ამასთან, თუ მოსახლეობას გაზიფიცირების საკითხი, ასე ვთქვათ, ნორმის ფარგლებში აღელვებდა, პურის გაძვირებამ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ისტორიაში, შეიძლება დღევანდელი მთავრობა არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააგდოს.

„ქართული ოცნება“ სიტუაციაზე კონტროლს კარგავს: ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ფასების მატება ხელისუფლების იმიჯს „ურტყამს“ და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაციას.

პრემიერ-მინისტრს მძიმე დღეები უდგას: გარდა იმისა, რომ მას ბრძოლა უხდება ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, რომელსაც უკვე ხელთ უპყრია მართვის სადავეები, იგი იძულებულია „ნაციონალებსაც“ წინააღმდეგობა გაუწიოს (ისინი დაგეგმილი საპროტესტო აქციისათვის ემზადებიან, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით), თან კიდევ ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას, რატომაა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და საერთოდ, რატომ აღმოჩნდა საქართველო ასეთ სიტუაციაში.

საეჭვოა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებისათვის მისაღები ახსნა-განმარტებას მოძებნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალთა“ საპროტესო აქციას წარმატების ნახევარი უკვე მოპოვებული აქვს.

ბელორუსიის დახმარება?

როგორც ჩანს, სიტუაცია ფასებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მოსათმენია და კრიტიკულამდე არ მისულა, მაგრამ ხელისუფლება მზარდი პრობლემის გადასაჭრელ გზებს მაინც ეძებს. მაგალითად, ბელორუსიის დახმარებით – მინსკის დელეგაცია საქართველოში 4-5 მარტს იმყოფებოდა და ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთანაც გამართა შეხვედრები. ბელორუსია დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში მისი პროდუქცია გაიყიდოს: ძირითადად ხორცისა და რძის ნაწარმი, ფქვილი. მართალია, ქართველებს ბელორუსული ყველა ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ ფქვილის იმპორტი ნამდვილად სურთ. მთავარი პრობლემა ფასებშია: ბელორუსია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის („ევრაზეს“) წევრია, საქართველო კი ევრონტეგრაციისაკენ მიილტვის.

პოლიტოლოგი არსენ სივიცკი ამბობს, რომ „ევრაზეს“-ში გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ არავითარი შეზღუდვა არა არსებობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასი ხელშეკრულებითია. რაც შეეხება ბაჟს, მხარეებმა მისი მოცულობა თვითონვე უნდა შეათანხმონ“. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ თბილისი და მინსკი საქართველოში შექმნილ პრობლემას ორმხრივი ძალისხმევით გადაწყვეტენ, თუმცა ეკონომიკური კავშირები ხელისუფლების ოპონენეტებმა შეიძლება პოლიტიკური ელფერით შეღებონ: საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ანუ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ხელისუფლებას „პრორუსულობას“ აბრალებენ, ხოლო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ბელორუსიასთან მოლაპარაკება „პრორუსულობის“ დადასტურებას ნიშნავს. გამოდის, რომ ერთი პრობლემის მოგვარების ფონზე შეიძლება რამდენიმე ახალი პრობლემა  წარმოიქმნას.

რუსეთმაც რაღაც უნდა გააკეთოს

რასაკვირველია, დროებითი წარმატებები სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საკითხში არ ნიშნავს იმას, რომ ამ სექტორში კარდინალური ცვლილებების საჭიროება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროევროპული ორიენტაცია აქვს აღებული, რუსეთის მონაწილეობას ქართული პრობლემების გადაწყვეტაში სერიოზული როლის შესრულება შეუძლია. ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით დიალოგი გრძელდება: თბილისმა და მოსკოვმა ქართული მწვანილის რუსულ ბაზარზე გატანის საქმეში შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ეს არასაკმარისია. საქართველოს კრედიტები სჭირდება და არცთუ ისე მცირე რაოდენობით, მისი აღება კი თბილისს მხოლოდ დასავლეთში შეუძლია. თუმცა გარკვეული სიძნელეები აქაც არის: მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დასავლეთი ფულს ხელგაშლით იძლეოდა, დღეს კი ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი ინვესტორების დამოკიდებულება შეიცვალა, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ხმების ფონზე, რომ ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოსო.

ასეთი სიტუაციის გათვალისწინებით უნდა ითქვას, რომ რუსეთს არამარტო კრედიტებით დახმარება არ შეუძლია საქართველოსთვის, არამედ პოლიტიკურ ველზე «soft power»-ის („რბილი ძალის“)  პრაქტიკაც ვერ აითვისა. კავშირების ერთადერთი ძაფი აბაშიძე-კარასინის დიალოგია, მაგრამ ისიც ჰაერშია დაკიდებული. ოპოზიციონერი ირაკლი ალასანია ღიად მოითხოვს, რომ ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის პოსტი დატოვოს. მოსკოვის უყურადღებობამ თბილისთან ურთიერთობების პოლიტიკური ასეპექტებისადმი შეიძლება არასასურველი შედეგები მოიტანოს: საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, მოვლენ დასავლეთისათვის უფრო სასიამოვნო პოლიტიკოსები, მათ ბევრ ფულს მისცემენ და ისტორია კვლავ განმეორდება…

თუ რუსეთს გვერდზე დარჩენა არ სურს, უკვე დროა განცხადებების ნაცვლად რაღაც გააკეთოს.

«Радио Голос Америки» (აშშ), 5 მარტი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/saakashvili-on-nemtsov-ruusia-feature/2669390.html

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ბორის ნემცოვის მკვლელობა და რუსეთის პერსპექტივა

აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კომენტარს უკეთებს „რუსეთის დიდი დანაკარგს“ – ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობას და მსჯელობს რუსეთის განვითარების „საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივებზე“.

„ამერიკის ხმა“: თქვენი აზრით, როგორ უყურებენ რუსეთს დასავლეთში ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ და როგორ შეიცვლება სიტუაცია რუსეთში?

მიხეილ სააკაშვილი: იცით, ბორის ნემცოვი გაბედული და, შეიძლება ითქვას, თავზე ხელაღებული კაცი იყო. ბოლო დროს მე მასთან ხშირი კონტაქტები მქონდა, განსაკუთრებით მისი სიცოცხლის უკანასკნელ კვირეებში. ისე მოხდა, რომ იგი კიევში იმყოფებოდა, სადაც მეც ხშირად ჩავდივარ როგორც პირადი მიზეზებით, ისე სამსახურებრივი მოვალეობის გამო. როგორღაც ჩვენი გზები გადაიკვეთა. ალბათ, მას ჩემთან ურთიერთობა მოსწონდა. რასაკვირველია, ბორის ნემცოვი მეც მაინტერესებდა. ადრე ჩვენ ძალიან ბევრს ვდაობდით, ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით, თუმცა მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში ერთმანეთის აზრს უფრო მეტად ვიზიარებდით ხოლმე.

მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანის სიკვდილი რუსეთისათვის დიდი დანაკარგია. ახლა ლაპარაკობენ, რომ იგი პოპულარული არ იყო, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს… ბევრი ასეთი რეიტინგი გვინახავს! რეიტინგები შეიძლება უცბად დავარდეს! ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მუამარ კადაფსაც იგივე ჰქონდა… საქმე ამაში არაა. როცა ქვეყანაში ავტორიტარული სისტემაა, ხელისუფლებისათვის ნემცოვისნაირი ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთ სისტემაში მასობრივი ოპოზიცია ვერ იარსებებს, მაგრამ ორის-სამი ჭკვიანი ადამიანის ყოფნაც კი ხელისუფლებისთვის საშიშია. რასაკვირველია, ბორის ნემცოვი [ვლადიმერ პუტინისათვის] საშიში ადამიანი იყო.

როგორ შეიცვლება სიტუაცია რუსეთში? მე ვფიქრომ, რომ არსებობს მექანიკური კანონი ყოველი ლიდერისათვის: 21-ე საუკუნეში შეუძლებელია სახელმწიფოს 30-40 წლის მანძილზე ერთმა ადამიანმა უხელმძღვანელოს. გაჩნდება დაღლილობის გრძნობა. რუსეთში განათლებული საზოგადოებაა, განათლებული ადამიანები არიან, მათ სურთ, რომ მსოფლიოში პატივცემული ადამიანები იყვნენ. დღეს ისინი ხედავენ, რომ ისეთი სიტუაცია აღარ არის, როგორიც ადრე იყო. დღეს მათ პატივსაც სცემენ, მაგრამ იმავდროულად ეშინიათ კიდეც. არადა, დღეს ან პატივი უნდა გცენ, ან უნდა ეშინოდეთ. ისისნი ხვდებიან, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლება. რუსეთის საშუალო კლასი, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გაფართოვდა ნავთობზე მაღალი ფასების გამო, ძალიან ზარალდება. ასე რომ, ის ძველი სტერეოტიპი, რომლის თანახმად, რუსები ყველაფერს გაუძლებენო, აღარ იმუშავებს… და საერთოდ, ასეთი რუსები, როგორებიც დღეს არიან, ისტორიულად არასდროს ყოფილან, დღევანდელმა რუსულმა საშუალო კლასმა უკვე ბევრი რამ იცის, უკვე ბევრ რამეში ერკვევა…

უბრალოდ, არსებობს იმპერიალიზმის ბაცილა. ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ასეთი ბაცილები სწრაფად გაივლიან ხოლმე. მე ძალიან დემოკრატიული რუსეთიც მინახავს და ასეთიც, არადემოკრატიულიც. მე მინახავს ცვლილებები უარესობისკენაც და უკეთესობისკენაც. იმედი მაქვს, სიტუაცია უკეთ განვითარდება, [პოზიტიური] ცვლილებები შესაძლებელია. მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ რუსეთის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პროგნოზებს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი ჩვენი თვალსაზრისით? იმიტომ, რომ თუ რუსეთი ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფო იქნება, მასთან მოლაპარაკაება გაიოლდება. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ.

«Радио Deutsche Welle» (გერმანია), 5 მარტი, 2015 წელი

http://www.dw.de/a-18296037?maca=rus-rss_rus_yandex_new_comments_2-4163-xml

მიხეილ სააკაშვილი და ქართული მართლმსაჯულება: პროცესი გადაიდო

ამალია ოგაჯანოვა, თბილისი

(შემოკლებით)

თბილისში ხუთ მარტს დანიშნული სასამართლოს სხდომა, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხეილ სააკაშვილის სისსხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა, ისევ გადაიდო. საქმე ეხება დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტიცაა ეჭვმიტანილი. მიზეზი სასამართლოს სხდომის გადადებისა ისაა, რომ პროკურატურამ დამატებითი სამხილების შეკრებისათვის დრო მოითხოვა. სხვათა შორის, 2014 წლის სექტემბრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მოსმენები რამდენჯერმე იყო გადადებული.

ექს-პრეზიდენტზე ნადირობის სეზონი?

დღეისათვის მიხეილ სააკაშვილი ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის სახით გადის და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პირველად პროკურატურამ იგი მოწმის სახით 2014 წლის მარტში დაიბარა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ გამოცხადდა, მან უარი თქვა დაკითხვაზეც სკაიპის მეშვეობით.

28 ივლისს ექს-პრეზიდენტს პირველი ბრალდება წაუყენეს – უფლებამოსილების გადამეტებაში 2007 წლის ნოემბერში საპროტესტო მიტინგის დარბევის დროს და კერძო ტელეკომპანიაში შეჭრა-მიტაცებაში. პირველ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ორი ბრალდება იქნა წაყენებული – 2006 წელს პარლამენტის იმდროინდელ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზება და ფინანსების განიავება. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრალდება დაუმატეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობა.

წინასწარ წაგებული საქმე?

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე „დოიჩე ველესთან“ საუბარში ამბობს, პროკურატურას  „დამარწმუნებელი სამხილები და მტკიცებულებები არ გააჩნია“,  სწორედ ამიტომაც კიდევ ერთხელ გადაიდო სასამართლოს სხდომა. „ბრალდების მხარის  წარმოდგენილი ყველა არგუმენტი ეფუძნება მხოლოდ ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ზეპირ ჩვენებებს, რაც პოლიტიკურ დევნად შეიძლება შეფასდეს“. „ახალა პროკურატურა თავის ენერგიას იქით მიმართავს, რომ როგორმე უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექტრადირებას მიაღწიოს“.

ამჟამდ საქართველოში მიხეილ სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოხცადებული. პროკურატურმა საერთაშორისო ძებნის განაცხადი შეიტანა ინტერპოლშიც, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიუღია. გარდა ამისა, თბილისმა ორჯერ მიმართა კიევს ექს-პრეზიდენტსი ექსტრადიციის თაობაზე, მაგრამ თხოვნა ასევე უაპასუხოდ დარჩა.

თბილისი შავი ზღვიას საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სასამართლო მოსმენების გადატანის სხვა მიზეზებზე საუბრობს: „ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მას არავინ გადასცემს და რადგან საქმის განხილვა მთავარი ფიგურანტის გარეშე რაიმე მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მოიტანს, ისინი იძულებულნი არიან სხდომა გადაიტანონ, რათა თავიდანვე მარცხისათვის განწირულ საქმეში ჩაბმულები არ აღმოჩნდნენ“. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ხელისუფლებამ აჟიოტაჟი შექმნა და ამომრჩეველს თითქოსდა აჩვენა, რომ დაპირებებს ასრულებს.

ბრალდებების გამო მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია. როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტოლოგი კობა კუპრაშვილი ამბობს, ექს-პრეზიდენტის იმიჯი თამამემამულეებში უკვე შელახულია და შეიცვლება თუ არა მისი რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე, ეს ხელისუფლების მცდელობაზეა დამოკიდებული – დაარწმუნოს დასავლელი პოლიტიკოსები და პარტნიორები იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი წაყენებული პრეტენზიები დასაბუთებული და კანონიერია“.

თავის მხრივ, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ მიმართული გამოძიება უპირველესად ქართული სახელმწიფოსათვისაა ზიანის მომტანი და ეჭვებს აღძრავს დასავლეთში ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობის საკითხში. აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს ადრეც ბევრჯერ გამოუხატავთ შეშფოთება საქართველოში შემჩნეული „შეჩევითი მართლმსაჯულებისა“ და პოლიტიკური დევნის გამო… ხელისუფლება კი იძულებული იყო პირობა დაედო, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურები „გამჭვირვალე და ობიექტური“ იქნებოდა.

აქტიურ ემიგრაციაში

ამასობაში კი მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2013 წლის შემოდგომაზე, თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, დიდი პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადება გააკეთა, როგორც ჩანს, დაბრუნება გადაწყვიტა. მან ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში კიევიდან მიმართა თბილისში გამართულ აქციაზე შეკრებილ მომხრეებს, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად დანიშნა. თბილისმა ეს ფაქტი დაუფარავი გაღიზიანებით აღიქვა.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, „ასე თუ ისე, გნებავთ შორიდან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მაინც ჩაებმება საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში“. თავის მხრივ, კობა კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს პერსპექტივაში ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი ვერ გააქტიურდება, „თუ, რასაკვირველია, რაიმე რადიკალური ცვლილებები არ მოხდება“. მარტის ბოლოს თბილისში დაგეგმილია კიდევ ერთი სასამართლო სხდომის ჩატარება მიხეილ სააკაშვილის დარჩენილ სამ საქმეზე, თუმცა ექსპერტები და ადვოკატი პროგნოზებზე თავს იკავებენ.

Comments are closed