globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 6th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Вестник Кавказа» (რუსეთი): ევროინტეგრაცია და საქართველოს პრობლემები

«Комсомольская правда в Украине» (რუსეთი//უკრაინა): ინტერვიუ უკრაინის გეენპროკურორის მოადგილესთან: „მე საქართველოს მოქალაქეობაზე უარისათვის კიდევ ერთი წლის ვადა მაქვს“

———————-

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 6 აპრილი, 2015 წელი

http://www.vestikavkaza.ru/analytics/Professor-Uve-KHalbakh-o-evrointegratsii-Gruzii.html

ევროინტეგრაცია და საქართველოს პრობლემები

კავკასიის რეგიონის საკითხთა ექსპერტმა, პროფესორმა უვე ჰალბახმა (ბერლინის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდიდან) გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, რომელშიც განხილულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული პრობლემები. მასში პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმ ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლიან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის კონტექსტში საქართველოს წინაშე მდგარი რეფორმების სწრაფ განხორციელებას.

ერთ-ერთ ასეთ ბარიერად გერმანელი ექსპერტი მიიჩნევს ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი პოლიტიკური ძალების ურთიერთდაპირისპირებას, რომელიც თანდათან უფრო მწვავდება. „გარდა ამისა, შეიმჩნევა განხეთქილების სიმპტომები თვით მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით, მის სუბიექტებს შორის. ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის სერიოზული გაუფასურება იმის აშკარა მანიშნებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი პრობლემებია. შიდასახელისუფლებო და ფინანსურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია ის, რომ მატულობს უკმაყოფილო მოქალქეთა რაოდენობა – ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის“, – წერს ბერლინელი პროფესორი.

პარალელურად, უვე ჰალბახი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების პირობების რეალიზებისათვის ზოგადად უფრო მომგებიან სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე, ვთქვათ, მოლდოვა თავისი სუსტი პროევროპული კოალიციით, ან უკრაინა, რომელიც სამხედრო მოქმედებებშია ჩაბმული.

საქართველოში, – აღნიშნავს პოლიტოლოგი, – ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგი მიმდინარეობს. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკის მიუხედავად (მმართველობაში ავტორიტარული გადახრების გამო), ქვეყანაში წარმატებით დასრულდა [წინა ხელისუფლების დროს] დაწყებული პოლიციისა და სახელმწიფო სამსახურის რეფორმები. „კორუფციასთან ბრძოლა რეალურად გრძელდება და ცარიელ სიტყვებად არ რჩება“, – წერს უვე ჰალბახი.

ბერლინის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის ანალიტიკოსის აზრით, ზოგიერთი რეფორმა, რომელიც საქართველომ სამომავლოდ უნდა განახორციელოს, საკმაოდ ძვირადღირებულია და გარედან დახმარებას საჭიროებს. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ეკონომიკურ სექტორს – პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის დარგს, რომელმაც შეიძლება ვერ დააკამყოფილოს ევროპაში დაწესებული სანიტარული მოთხოვნები კვების პროდუქტების უსაფრთხოების თვალსაზრისით. „ამგვარ პრობლემებს ყველა სახელმწიფო აწყდება, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ეს პრობლემა უფრო მკაფიოდ ჩანს. სოფლის მეურნეობით ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია დაკავებული, ამ დარგის წილი კი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ რვა პროცენტია“, – ასკვნის პოლიტოლოგი.

«Комсомольская правда в Украине» (რუსეთი//უკრაინა), 6 აპრილი, 2015 წელი

http://kp.ua/politics/497137-zamestytel-henprokurora-davyd-sakvarelydze-na-otkaz-ot-hruzynskoho-hrazhdanstva-u-menia-esche-est-hod

ინტერვიუ უკრაინის გეენპროკურორის მოადგილესთან: „მე საქართველოს მოქალაქეობაზე  უარისათვის კიდევ ერთი წლის ვადა მაქვს“

გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა – უკრაინის“ დღევანდელ, 6 აპრილის ნომერში, რომელიც იგივე დასახელების მქონე რუსეთის გამოცემის „შვილობილს“ წარმოადგენს, გამოქვეყნებულია ქართველი „ვარიაგის“, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ყოფილი ქართველი პარლამენტარი იმ რეფორმებზე საუბრობს, რომლებიც უკრაინაში ხორციელდება. იგი რედაქციას ეწვია და ჟურნალისტებს სამომავლო ამოცანებზე, მექრთამეობასა და კორუფციასთან ბრძოლაზე, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე ელაპარაკა.

გთავაზობთ ამონარიდებს:

ა) კორუფციასთან ბრძოლა: ნულოვანი ტოლერანტობა, ინდულგენციების გარეშე

„უკრაინის გენპროკურატურაში მუშაობის მიზნით უკვე მოქალაქეთა ხუთი ათასამდე რეზიუმე მივიღეთ. ეს ჩვენი „ოქროს მარაგია“. რამდენიმე დრეში გასაუბრებები დაიწყება. ჩვენ უკვე შევცვალეთ ათეულობით პროკურორი უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, მათ სრული „კარტ-ბლანში“ მივეცით კორუფციული საქმეების გამოძიებაში. გავაფრთხილეთ, რომ თუ არ იქნებიან აქტიურნი, მათ საქმე საზოგადოებასთან ექნებათ.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩემი გამოცდილებით, ორი მიმართულებით უნდა განვითარდეს: პირველი – მკაცრი სასჯელი და ნულოვანი ტოლერანტობა. პარალელურად საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, თუ რა ზიანი მოუტანეს კორუფციონერებმა ქვეყანას და როგორ აანაზღაურეს მათ ზარალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ორმაგი სტანდარტებით სარგებლობა – ყველა უნდა დაისაჯოს, შენიანიც, ჩემიანიც… ანუ რომელიმე პოლიტიკურ თუ ფინანსურ ჯგუფის წევრობა ინდულგენცია („ცოდვების მიტევება“ – ს.კ.) არ უნდა გახდეს. მეორე – პარალელურად უნდა მოხდეს სისტემური კორუფციის რისკები მინიმიზება. ზოგჯერ სასჯელი და ციხეში ჩასმა არასაკმარისია. აუცილებელია გადაიჭრას სისტემური პრობლემები, რომლებიც კორუფციის წახალისების ფაქტორებს წარმოადგენენ საკანონმდებლო დონეზე. უკრაინის კანონებს ძალიან რთული სტრუქტურა აქვთ, რომლებშიც სახელმწიფოში არსებული კორუფციის დონე აისახება: ათი კანონი მაინც უნდა წაიკითხო, რომ ერთის აზრი გაიგო. კანონები გასაგები და მარტივი უნდა იყოს და რაც მთავარია – ლაკონური. კანონებმა ზედმეტი ბიუროკრატია უნდა მოსპონ, ანუ სახელმწიფომ უნდა ამოქოლოს ის ხვრელები, რომლებიც კორუფციას სტიმულირებენ“

ბ) კონკურენცია: პროკურატურა თუ უშიშროების სამსახური?

შეკითხვაზე, „უკრაინის სამართალდამცველ სტრუქტურებს, მაგალითად, გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურს შორის ერთგვარი კონკურენცია შეიმჩნევა, ხომ არ უგიშლით ეს ხელს მუსაობაში“, – დავით საყვარელიძე პასუხობს: „დამნაშავეობასთან ბრძოლაში კონკურენცია სხვადასხვა სტრუქტურებს შორის  ყოველთვის იქნება. მთავარია, რომ კონკურენცია ჯანსაღი იყოს. მე მომხრე ვარ იმისა, რომ ყველა სამართალდამცველმა უწყებამ ერთმანეთი აკონტროლოს. მაგალითად, თუ უკრაინის უშიშროების სამსახური რომელიმე პროკურორის ან შსს-ის მაღალჩინოსნის მიმართ კორუფციულ საქმეს აღძრავს, ან პირიქით, მათ ეს საქმეები ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რათა ურრთიერთკონტროლი არსებობდეს. ამ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოხდება სამართალდამცავი უწყებების გაწმენდაც. თუ სისტემა დანაგვიანებულია, მაშინ კონკურენცია ჯანსაღი არ იქნება. სულ მალე ძალაში შედის ახალი კანონი, რომელიც გენპროკურატურის საქმიანობას არეგულირებს. ჩვენ ოპტიმიზაციის განხორციელება მოგვიწევს, კადრების შემცირება. დღეს უკრაინაში 18500 პროკურორია, შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში რაოდენობა 40%-ით უნდა შევამციროთ. ეს საკმაოდ რთულია, რათა ვაკუუმი არ შეიქმნას, მაგრამ თუ ამას შევძლებთ, პროკურატურის სისტემა ფეხზე დადგება და ეს წინგადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება“.

გ) ხელფასით უკმაყოფილო…

„საქართველოში ოთხი-ხუთი ათასი დოლარის ხელფასი მქონდა, აქ კი ექვსი ათას გრივნას ვიღებ (ანუ დაახლოებით 260 დოლარს – ს.კ.). რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, მაგრამ შევეცდებით, რომ მეტი იყოს არა მარტო ჩემი ხელფასი, არამედ რიგითი პროკურორის ანაზღაურებაც… რათა იმედი გაჩნდეს, რომ წინ მივდივართ“.

დ) დაბრუნება სამშობლოში: როდის?

შეკითხვაზე, „მიხეილ სააკაშვილმა როგორც თქვა, ქართველი ჩინოვნიკები უკრაინაში დაახლოებით წელიწადნახევარი დაჰყოფენო. აპირებთ თუ არა თქვენ სამშობლოში დაბრუნებას“, გენპროკურორის მოადგილე პასუხობს: „არავინ წინასწარ არ იცის, რა ელოდება ცხოვრებაში. მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ უკრაინაში აღმოვჩნდებოდი ან იაპონიაში ვისწავლიდი… ცხოვრება ცვალებადია… მაგრამ ჩვენ სისტემის გასაუმჯობესებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ უკრაინელებთან ერთად. მიმალვას არ ვაპირებთ და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. საჭიროა საზოგადოებას პირდაპირ ვუთხრათ, ავუხსნათ, რაში მდგომარეობს პრობლემა, ვინ გვიშლის ხელს მის გადაწყვეტაში, სად გვჭირდება საზოგადოების დახმარება, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა. კორუფციასთან ბრძოლა რეალური ომია, ქართველები კი ომში მეგობრებს ბრძოლის ველზე არ ტოვებენ…

რაც შეეხება ჩემს მოქალაქეობას: უკრაინის კანონის თანახმად, მე კიდევ მაქვს ერთი წელი, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვა. მოუცლელობის გამო საქართველოში ვერ წავედი, თუმცა საქართველოს მთავრობას ამის გაკეთება უჩემოდაც შეუძლია. ქართული კანონის თანახმად, როგორც კი საქართველოს მოქალაქე სსვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიირებს, იგი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. ასე რომ, ჩვენთან, საქართველოსი, ეს საკითხი მარტივად წყდება. ვმუშაობ 24 საათის განმავლობაში. სამწუხაროდ, მთლიანად პროკურატურის საქმეებით ვარ დაკავებული. ვცხოვრობ კიევის [ერთ-ერთ ცენტრალურ] პეჩერის რაიონში, ნაქირავებ ბინაში („და ეს ექვსათასიანი გრივნის ხელფასით?“ – „დიახ“).

Comments are closed