globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 9th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Region Plus» (აზერბაიჯანი): „უძველესი“ ეპისკოპოსის ეპისტოლე: სომხურმა ეკლესიამ საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები ოფიციალურად წაუყენა“

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის  ბედს ცხინვალის პარლამენტი გადაწყვეტს

«Вести сегодня» (ლატვია): ილგა კრეიტუსე: „შედარებით შორეული კავკასიის მოვლენები დღეს ევროპაში ცოტას თუ აღელვებს“ (ინტერვიუ)

———————-

«Region Plus» (აზერბაიჯანი), 8 აპრილი, 2015 წელი

http://www.regionplus.az/ru/articles/view/4192

„უძველესი“ ეპისკოპოსის ეპისტოლე: სომხურმა ეკლესიამ საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები ოფიციალურად წაუყენა“

აზერბაიჯანის ყოველკვირეული ჟურნალის «Region Plus»-ის ახალ, 269-ე  ნომერში გამოქვეყნებული სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის წინამძღვარის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილისათვის წერილის შინაარსი, რომელშიც სომხური ეკლესიის წარმომადგენელი ტაძრების გადაცემას მოითხოვს. პუბლიკაციაში გაკეთებულია აგრეთვე გარკვეული კომენტარები და დასკვნებიც. (ავტორი – ნატიგ ნაზიმოღლუ).

აზერბაიჯანულ პრესაში მსგავსი სტატიები ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებზე ადრეც გამოქვეყნებულა. გასაგები მიზეზების გამო პუბლიკაციები სიმწვავით გამოირჩევიან და მათში ხშირად არცთუ ისე მორიდებული ეპითეტები და შეფასებებია მოცემული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ანუ ვ.მირზახანიანის მოთხოვნას ეკლესიების გადაცემის თაობაზე, ეს თემა საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ქართული პრესის მიერაც. აზერბაიჯანული ჟურნალიც სწორედ ძირითადად ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა.

„ქართულმა მასმედიამ 2014 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული სომეხი ეპისკოპოსის ვაზგენ მირზახანიანის წერილის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ღიად ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული „ასობით ქრისტიანული ტაძრის სომხური ეკლესიისადმი გადაცემას“. ამით „უძველესმა და მრავალტანჯულმა“ სომხებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი უზნეო რენომე სხვებთან სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დავაში“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

„ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის არსებული დაპირისპირების სიმწვავისა და მასთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება სომეხთა ემოციების  დაშოშმინებას ცდილობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი მადა არანაირად არ ცხრება და სულ უფრო მატულობს“, – წერს „რიჯენ პლუსი“ და იმოწმებს ქართული პრესის მასალებს, კერძოდ, გაზეთ „საქართველოსა და მსოფლიოში“, „ახალ თაობაში“ და „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნებულ სტატიებს.

„სომხური სამოციქულო ეკლესიის მოთხოვნებს პირდაპირი კავშირი აქვს  საქართველოს რეგიონთან – მესხეთ-ჯავახეთთან, რომელიც სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და რომელსაც სომხევი „ჯავახქს“ უწოდებენ. ერევანი ფარულ დახმარებას უწევს ამ რეგიონში მოქმედ რიგ სეპარატისტულ დაჯგუფებებს (მაგალითად, ფონდს „მხარდაჭერა ჯავაქს“).

„თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება, რასაკვირველია, გარკვეულ ზომებს ღებულობს სომხური სეპარატიზმის აღსაკვეთად და ეკლესიათაშორისო დაპირისპირების მოსაგვარებლად: ერევანში მოსალაპარაკებლად ჩასული იყო საქართველოს რელიგიის საქმეთა სახეელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც, თბილისში დაბრუნებისას, სომხებისათვის უსიამოვნო განცხადება გააკეთა: „სომხეთშიც არის ქართული მონასტრები და ტაძრები და რადგანაც სომხები ითხოვენ, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისინი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცესო“.

თუმცა, ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის, თუ რა პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს ოფიციალური თბილისი. ამ შემთხვევაში ზოგიერთი ურთიერთსაპირისპირო მომენტია გასათვალისწინებელი: პირველი – საქართველოს უნდა უარყოს სომეხთა „ეკლესიური მოთხოვნებს“ და წინააღმდეგობა გაუწიოს სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხეს და მეორე – ამ ფონზე არ დაუშვას ერევანთან ურთიერთობის გაუარესება, რომელსაც თბილისი იმაზე უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე ამას სომხეთი იმსახურებს (რეგიონულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი რეალური როლიდან გამომდინარე)“, – ასეთი დასკვნა-პროგნოზია მოცემული აზერბაიჯანული ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის «Region Plus»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გამორიცხული არ არის, რომ ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, რომელიც 24 აპრილს აღინიშნება, აზერბაიჯანულ (და სომხურ) პრესაში მსგავსი მასალები კვლავ გამოქვეყნდება.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 9 აპრილი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/26945630.html

„სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის  ბედს ცხინვალის პარლამენტი გადაწყვეტს

როგორც ამერიკული «Radio Free Europe//Radio Liberti»-ს რუსულენოვანი სამსახური – რადიო „სვობოდა//ეხო კავკაზა“ იუწყება, ცხინვალში შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დაასრულა მუშაობა „ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ საქმიანობის შესახებ – იმ ადმინისტრაციისა, რომლის ხელმძღვანელია დიმიტრი სანაკოევი. კომისიის წევრებმა – დეპუტატებმა, მინისტრებმა, იურისტებმა და ისტორიკოსებმა – დადგენილების პროექტი შეიმუშავეს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის პარლამენტი უახლოეს ხანში განიხილავს (სტატიის ავტორი – ჟანა თარხანოვა).

დოკუმენტის მთავარი შემმუშავებელია პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეთა კომიტეტი (თავმჯდომარე – ვიცე-სპიკერი დიმიტრი თასოევი, პარტია „ერთიანი ოსეთი“). კომისია თებერვალში ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი იყო ყოველმხრივ შეესწავლა და გამოეკვლია ქართული მხარის მიერ შექმნილი „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ ანტიოსური საქმიანობა.

დიმიტრი თასოევი თვლის, რომ ე.წ. „დროებითი ადმინისტრაციის წევრები“ საქართველოს მიერ 2008 წელს ოსი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების თანამონაწილენი არიან, ამიტომაც ისინი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯნონ:

„ამ დადგენილების პროექტის მიზანია ვაჩვენოთ საქართველოს ნაციონალისტური იდეოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ჩამოყალიბდა მენშევიკების ხელისუფლების დროს. სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქართველი ერი სხვებისაგან გამორჩეულია და რომ ძალა უნდა იქნეს მათ წინააღმდეგ გამოყენებული, ვინც ამ იდეას არ ეთანხმება. ბოლო ასი წლის განმავლობაში ქართველებმა სამჯერ ჩაიდინეს ოსი ხალხის გენოციდი… საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია“, რომელიც 2006-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქმიანობდა, არის ოსი ხალხის გენოციდის უშუალო მონაწილე და მხარდამჭერი… ეს ორგანო უკანონოდ იყო შექმნილი, რომლის მიზანს სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა წარმოადგენდა. ამიტომაც დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის წევრები გასამართლებულნი უნდა იქნენ საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, მსოფლიო საზოგადოების წინაშე“.

პარლამენტის დადგენილებს პროექტს ეთანხმება ოსი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევიც. მისი აზრით, პროქართული ორიენტაციის მქონე დროებითი ადმინისტრაციის წევრები, დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით, აუცილებლად უნდა დაისაჯნონ. გარდა ამისა, რ.ქელეხსაევი თვლის, რომ პარლამენტმა გენოციდის შესახებ კანონიც უნდა მიიღოს.

დიმიტრი თასოევი განსაკუთრებით მკაცრად და ნეგატიურად აფასებს „დროებითი ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის როლს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიუთითებს აგრეთვე თბილისელ კურატორებზეც: „მათი სახელები კარგად ვიცით, გვაქვს ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების მონაცემები, დადგენილების პროექტს თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტური ცნობები და მასალები. როცა დადგენილება მიღებული იქნება, მას რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში გადავაგზავნით“.

როგორც ამბობენ, საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი ადგილობრივ მასმედიაში გამოქვეყნდება.

«Вести сегодня» (ლატვია), 8 აპრილი, 2015 წელი

http://vesti.lv/news/tak-okkupaciya-ili-anneksiya

ილგა კრეიტუსე: „შედარებით შორეული კავკასიის მოვლენები დღეს ევროპაში ცოტას თუ აღელვებს“ (ინტერვიუ)

ინტერვიუში რიგის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ილგა კრეიტუსე, ოკუპირებისა და ანექსიის პრობლემატიკაზე  საუბრისას, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის საკითხებსაც ეხება.

გთავაზობთ ამონარიდს:

- საქართველო მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. თქვენ ეთანხმებით ასეთ პოზიციას?

- ისეთი საკითხები, რომელიც ერთა თვითგამორკვევას ეხება, ყოველთვის ძალიან რთულია. უეჭველია, რომ ოსების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება არ სურს და დღეს არსებული მდგომარეობა მათთვის მისაღებია. ამასთან, ნათელია, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა დე-იურედ მსოფლიოში პრაქტიკულად არავისგან აღიარებული არ არის და რომ არა რუსეთის ჯარების იქ ყოფნა, საქართველო არ დააყოვნებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას…

- ახლა შევადაროთ: ყირიმმა, პრაქტიკულად, ლატვიის ბედი გაიზიარაის ისევე იძულებით იქნა რუსეთთან მიერთებული, როგორც თავის დროზე (1940 წელს..) ლატვია საბჭოთა კავშირთან. სამხრეთ ოსეთი, რუსეთის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი სახელმწიფოამაშ, რატომ ვამბობთ ყირიმთან მიმართებითანექსიასდა რატომოკუპაციასლატვიის შემთხვევაში?

- თუ საკითხს ძალიან მკაცრად მივუდგებით, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ანექსია ოკუპაციის გარეშე არ ხდება, ანუ ჯერ ოკუპირება, ტერიტორიის დაკავება-გაკონტროლება, შემდეგ კი ანექსია (იძულებითი მიერთება). 1941 წლის ივლისში, როცა საბჭოთა ჯარები ლატვიაში შემოვიდნენ, ლატვიამ მნიშვნელოვანწილად სუვერენიტეტი უკვე დაკარგა (მოხდა ოკუპირება), ხოლო შემდეგ, 5 აგვისტოს – ანექსია. ყირიმში ოკუპირების პერიოდი უფრო მოკლე იყო, მას სამი კვირის შემდეგ ანექსია მოჰყვა.

- ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ ანექსია ოკუპირების ერთგვარი გაღრმავებული სახეა. თავის დროზე, [2008 წელს], ოსეთის მოვლენებს მსოფლიოს ყურადღება მაინცდამაინც არ მიუპყრია, რადგან მსგვასი მოვლენები მანამდეც იყო: მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, ჩრდილოეთ კვიპროსირაღაც ყირიმის გამო ატყდა ამხელა სკანდალი, სანქციები? იქ ხომ პრაქტიკულად სისხლი არ დაღვრილა, არ მომხდარა იძულებითი ეთნიკური წმენდა, ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონებისაგან განსხვავებით

- საერთაშორისო ურთიერთობები – ეს სასამართლოს სხდომა არ არის, სადაც მკაცრი კანონები მოქმედებს – „ამ დანაშაულისათვის ამდენი წლით ციხე ეკუთვნის” და ა.შ. სამწუხაროდ, შეფასებებზე გეოპოლიტიკური ფაქტორი თავის გავლენას ახდენს. ყირიმი ხომ ახლოსაა დასავლეთ ევროპასთან, მას  სტრატეგიული  მნიშვნელობა აქვს. ყირიმის მოვლენებმა დონბასის სისხლიანი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა… რაც შეეხება კავკასიას: უკრაინის კრიზისის ფონზე შედარებით შორეული და ყოველთვის არასტაბილური კავკასიის მოვლენები ევროპაში უკვე ცოტას თუ აღელვებს. რას ვიზამთ – მსოფლიოში ხანდახან ცინიკური მიდგომები ბატონობს, ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ.

Comments are closed