globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 9th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: ხმაური ბოტანიკური ბაღის ირგვლივ; „რევოლუციონერები“ და მათი მოკავშირეები; „აბრამსები“ „ვლადიმირების“ წინააღმდეგ

«ТВ Первый канал» (რუსეთი): საქართველოში ომში დაღუპულების ხსოვნის აქცია გაიმართა

«Огонек» (რუსეთი): სტატიები საქართველოს შესახებ

———————–

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 08 მაისი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160507-tbilisskii-botanicheskii-sad-prevrashchayut-v-kolybel-revolyutsii

საქართველოს ამბების მიმოხილვა: ხმაური ბოტანიკური ბაღის ირგვლივ; „რევოლუციონერები“ და მათი მოკავშირეები; „აბრამსები“ „ვლადიმირების“ წინააღმდეგ

„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ მიერ ეთერში 8 მაისს გადაცემულ მორიგ მიმოხილვაში საქართველოს ამბების შესახებ რამდენიმე თემაა განხილული (ავტორი – გიორგი ლებანიძე): პირველი – „ნაციონალების“ საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ (ბოტანიკური ბაღის კუთვნილი მიწის ნაკვეთის „მიტაცების“ გამო); მეორე – „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადება-მუქარა საპროტესტო აციების დაწყების დაწყებაზე, თუ სასამართლო თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს  გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს; მესამე – სამხედრო მანევრები ვაზიანში საქართველოს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქვედანაყოფების მონაწილეობით.

ბოტანიკური ბაღი: მითები და სინამდვილე

რადიოსიუჟეტში ფართოდაა გადმოცემული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ბოტანიკურ ბაღის ირგვლივ განვითარებული პერიპეტიები, მასში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ბრალს სდებს მიწის ნაკვეთის უკანონოდ მიტაცებაში. „ასეთ აქციას განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ“, – აღნიშნულია მასალაში. პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ბოტანიკური ბაღის განვითარებისა და გაფართოებისათვის. „ბაღის კუთვნილი, მაგრამ გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთის შეძენა კანონის სრული დაცვით მოხდა. ამის სანაცვლოდ ბაღმა დენდრარიუმისათვის უფრო სასარგებლო ტერიტორია მიიღო“. რადიოსიუჟეტში საუბრობენ „ნაციონალების“ წარმომადგენელი ნიკა მელია და ჰოლდინგ „ქართუ-ჯგუფის“ მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჟურნალისტი გიორგი უძილაური.

„რევოლუციონერები“ და მათი მოკავშირეები

ოპოზიციონერებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირების შემთხვევაში ისინი ერთად გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ მიზნით ყველა კანონიერ უფლებით ისარგებლებენ. ბუნებრივია, ამ მხრივ განსაკუთრებით „ნაციონალები“ აქტიურობენ, რომლებთაც ოდესიდან ხმა მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა შეაშველა. „ნაციონალებს“ სიტუაციური მოკავშირეები გამოუჩნდათ – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელსაც, მართალია, პროტესტისათვის თავისი მიზეზი აქვს (იგი მოითხოვს, რომ სასამართლომ ობიექტური, ანუ გაგამართლებელი განაჩენი გამოუტანოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს), მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ  ამ მომენტში ალასანია „ნაციონალების“ მხარდამჭერია. საერთოდ კი, გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ? მილიარდერს არავითარი სახელმწიფო თაბამდებობა არ უკავია და ბოლო დროს საერთოდ არ ჩნდება საზოგადოების წინაშე. ასეა თუ ისე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით სიტუაცია სულ უფრო იძაბება – პარტია „ქართულ ოცნებას“ მოკავშირეები თითქმის აღარ რჩება: „რესპუბლიკელებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ მმართველი კოალიციიდან გასვლა განაცხადეს.

„აბრამსები“ „ვლადიმირების“ წინააღმდეგ

თბილისი გარეუბანში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 1 მაისწყება ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება კოდური სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი – 2016“, რომელშიც 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის – 650 ამერიკელი, 150 – ბრიტანელი და 500 ქართველი მეომარი. პირველად ისტორიაში ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობისათვის საქართველოში თანამედროვე ამერიკული მძიმე ტექნიკა, მათ შორის –  ათეულობით ტანკი „აბრამსი“ ჩამოიტანეს! ერთობლივი სამხედრო წრთვნების თაობაზე  „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი საუბრობს ქართული სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილთან, რომლის თქმით,  ამ დღეებში საქართველოში უნიკალური სიტუაცია იქმნება: «М1А1» ტიპის უახლესი ამერიკული ტანკები („აბრამსები“) უშუალოდ განლაგდნენ ასევე უახლეს „Т-90А» ტიპის უახლეს რუსული ტანკებთან („ვლადიმირებთან“). როგორც ცნობილია, ათობით ვლადიმირი დისლოცირებულია აფხაზეთსა და სამხრეთთ ოსეთში, საქართველოს ყოფილ ავტონომიებში, რომლებთაც თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.

«ТВ Первый канал» (რუსეთი), 08 მაისი, 2016 წელი

http://www.1tv.ru/news/2016/05/08/301786

საქართველოში ომში დაღუპულების ხსოვნის აქცია გაიმართა

რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით („პერვიი კანალ“, პროგრამა „ვრემია“) 8 მაისს  ეთერში  გადაიცა სიუჟეტი, რომელშიც საქართველოში გამართული გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქცია გაშუქდა:

„საქართველოში ვეტერანებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს სახელწოდებით „ხსოვნის ავტომატარებელი“. აქციის მონაწილეებმა თბილისსა და კახეთში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ადგილები მოინახულეს. ომის წლებში საქართველოს ჰოსპიტლებში მკურნალობის შედეგად მწყობრს დაჭრილების 89% დაუბრუნდა, ხოლო ისინი, ვისი სიცოცხლის გადარჩენაც ექიმებმა ვერ სეძლეს, მემორიალურ სასაფლაოებზე არიან დაკრძალულნი. 8 მაისს მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. ცერემონეიბში ადგილობრივი მცხოვრებლებიც მონაწილეობდნენ. ვეტერანები „ჯარისკაცის მამის“ ძეგლთანაც შეჩერდნენ. რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ფილმის გმირი გიორგი მახარაშვილი დიდი ხანია ქართველი ხალხის ხასიათის, სიცოცხლისმოყვარულობისა და შეუდრეკელობის სიმბოლოდ იქცა“, – ნათქვამია ტელესიუჟეტში.

«Огонек» (რუსეთი), 09 მაისი, 2016 წელი

სტატიები საქართველოს შესახებ

პოპულარული რუსული ჟურნალის „ოგონიოკის“ სადღესასწაულო ნომერში, რომელიც დღეს, 9 მაისს გამოვიდა, რამდენიმე მასალა ქართულ კულტურასა და სპორტს ეხება.

ჟურნალში სათაურით „თეატრი საავადმყოფო არ არის, ის არ მკურნალობს“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან რობერტ სტურუასთან, რომელიც, როგორც ცნობილია, მოღვაწეობს და სპექტაკლებს დგამს როგორც საქართველოში (თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში), ისე რუსეთშიც (თეატრ «Et Cetera»-ში). ინტერვიუში ქართველი რეჟისორი საუბრობს შემოქმედებით გეგმებზე, თეატრის მნიშვნელობაზე საზოგადოებისათვის და სხვა მრავალ საკითხზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, „არცთუ ისე დიდი ხნის წინათ თქვენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად იყავით ჩართული. ისევ მიგაჩნიათ, რომ თეატრი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციაში უნდა იყოს?“, რობერტ სტურუა მოკლედ პასუხობს: „თეატრი იქ უნდა იყოს, სადაც სიმართლე და თავისუფლებაა“.

კორესპონდენტის ერთ-ერთი შეკითხვა საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ისტორიაში იოსებ სტალინის პიროვნების როლს ეხება: „სტალინი რუსეთში პოპულარული ფიგურა ხდება, ზოგიერთი მას „ეფექტურ მენეჯერად“ მიიჩნევს…“, რაზედაც რობერტ სტურუა ამბობს: „ის, რომ ქართველები იოსებ სტალინით ამაყობდნენ, ეს გასაგებია, რადგან ჩვენ მსგავსი საერთაშორისო მნიშვნელობის ფიგურა ცოტა გვყავს. თუმცა სტალინის გამო ჩემს სახლში სკანდალები ხდებოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მე პარტიული მუშაკების ოჯახში გავიზარდე. პაპაჩემმა სტალინს პარტიაში შესასვლელად რეკომენდაცია პაპაჩემმა, [რევოლუციონერმა] ვანო სტურუამ მისცა. მამაჩემი, მხატვარი რობერტ სტურუაც მტკიცე სტალინისტი იყო (მან სტალინური პრემია მიიღო 1951 წელს, ჭიათურის თეატრის მოხატვისათვის). ჩემი მეორე პაპა, დედის მხრიდან, ივანე ბოლქვაძე, 37-ში დახვრიტეს. მე თვითონ მტკიცე ანტისტალინისტი ვარ. რაც შეეხება რუსეთში შექმნილ დამოკიდებულებას სტალინის მიმართ, ვფიქრობ, ეს ბოლო გამოვლინებაა“.

რეჟისორის თქმით, მალე გამოვა მისი წიგნი სათაურით „თავისუფლების ორი წელი“, რომელშიც გადმოცემულია [„ნაციონალების“ მმართველობის] პერიოდი, როცა იგი რუსთაველის თეატრიდან გაათავისუფლეს: „დღეს ყველაფერ იმას, რაც მაშინ მოხდა, იუმორით ვიხსენებ. არარ მინდა იმ ამბებზე [პოლიტიკაზე] ვიფიქრო. ტელევიზორს არ ვუყურებ, მხოლოდ მუსიკას ვუსმენ. მიყვარს ჯაზი“ (წყარო: http://www.kommersant.ru/doc/2978625).

„ოგონიოკში“ გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატია სათაურით „ჩემპიონები სხვა სამყაროდან: რა იყო თბილისის „დინამო“ 35 წლის წინათ“, რომელიც თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდს ეხება (ავტორი – ანდრეი კოლესნიკოვი). პუბლიკაციაში საუბარია ქართველი ფეხბურთელების ისტორიულ წარმატებებზე, კერძოდ, ვრცლადაა აღწერილი დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ 35 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს მომხდარი ფაქტი, როცა თბილისის „დინამომ“ გერმანულ „კარლ ცეისს“ სძლია და თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ავტორი თბილი სიტყვებით იხსენებს „დინამოს“ ფეხბურთელებს – სახელგანთქმულ დავით ყიფიანს, ვიტალი დარასელიას, ალექსანდრე ჩივაძეს, მანუჩარ მაჩაიძეს, ვოვა გუცაეცს, რამაზ შენგელიას, რევაზ ჩელებაძეს, რომლებთაც თბილისის 80-ათასიანი სტადიონი ფეხზე ადგომით ესალმებოდა… (წყარო: http://www.kommersant.ru/doc/2978627).

Comments are closed