globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 9th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო-აშშ: გზავნილები თეთრი სახლიდან

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი და საქართველოს ინტერესები

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სალობიე, იური ლუჟკოვი და ოკუპაციის ფარატინა კანონი

«Интерфакс» (რუსეთი): ინტერვიუ სომხეთის თავდაცვის მინისტრთან ვიგენ სარქისიანთან: „დიდ ტკივილს ვგრძნობთ და დიდად ვდარდობთ იმ ყოველ გამწვავებაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ხდება“

«The Huffington Post» (აშშ//გერმანია): აღმოსავლეთ ევროპა: არავითარი საფრთხე მოგზაურებისათვის // საქართველო – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რეგიონი

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/white-house-on-pm-pres-meeting/3843485.html

საქართველო-აშშ: გზავნილები თეთრი სახლიდან

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა:

„დღეს, თეთრ სახლში, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 25 წელია, ღრმავდება. აღინიშნა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის მნიშვნელობა. ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის გამო – 31-მა ქართველმა ჯარისკაცმა ავღანეთში, ნატოს ძალების მხარდამხარ ბრძოლაში თავი გაწირა. ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევი მხარდაჭერა. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს %E

Comments are closed