globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 9th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Euronews TV» (საფრანგეთი//ევროკავშირი): ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან: ევროკავშირის გზაზე მდგარი საქართველო რუსეთს ფრთხილად უყურებს

«КомерсантЪ» (რუსეთი): გაქცეული ექს-პრეზიდენტები // ოთხი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი პასუხისმგებლობას უცხოეთში ემალებიან

«Каспiй» (აზერბაიჯანი): უხერხული მიშიკო, რომელიც პეტროს არ აწყობს

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): კიევის ცენტრში ავტომანქანის აფეთქების შედეგად ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

«Комсомольская правда» (რუსეთი): „კიევში „საქართველოს პატრიოტი“ ააფეთქეს, რომელიც დონბასში იბრძოდა“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): განათლება ოკუპაციის ზონაში

—————-

«Euronews TV» (საფრანგეთი//ევროკავშირი), 08 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.euronews.com/2017/09/08/with-russia-on-its-mind-georgia-looks-to-eu#

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან: ევროკავშირის გზაზე მდგარი საქართველო რუსეთს ფრთხილად უყურებს

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ შესაძლოა მისი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე „ბრექსითმა“ და რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ამის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზნად  ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს.

კაცმა რომ თქვას, საქართველო უკვე ევროკავშირის ჭიშკართან დგას. თბილისმა უკვე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებთაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ, შენგენის ზონის ქვეყნებში წასასვლელად ვიზები აღარ ჭირდებათ. საქართველოს მტკიცე და მჭიდრო კავშირები აქვს აგრეთვე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებთან.

საქართველომ ევროპული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა განსაკუთრებით რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იგრძნო. კავკასიურმა ქვეყანამ კონტროლი სრულად დაკარგა  თავის ნაწილებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ქართული არმია დამარცხდა. ბრიუსელმა იმ დროს მოსკოვის ქმედება დაგმო და მისი „ძალისმიერი პოლიტიკა“ მიუღებლად ჩათვალა. ევროკავშირის ქვეყნებმა არ აღიარეს სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობაც. იმავე წელს ნატოს ქვეყნების ლიდერებმა მოილაპარაკეს და განაცხადეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა.

უკვე 13 წელია, რაც საქართველო განუხრელად წინ მიიწევს სანუკვარი მიზნისაკენ – ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. ევროკავშირთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მის ჩრდილოელ მეზობელზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებასაც ნიშნავს.

ბრიუსელზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში დაწყებულმა რეფორმებმა, სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებამ და კორუფციასთან ბრძოლამ, მაგრამ ბოლო დროს ევროკავშირს ბევრი საკუთარი პრობლემაც გაუჩნდა (დიდი ბრიტანეთის „ბრექსითის“ სახით), რაც საქართველოსთვის ევროკავშირისაკენ მიმალ გზაზე ერთგვარ დაბრკოლებად იქცა. ამ საკითხზე თავის აზრს გვამცნობს ინტერვიუს დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც „ევრონიუსის” კორესპონდენტი სერჯიო კანტონე ესაუბრება.

„ვფიქრობ, რომ ევროკავშირის წინაშე გაჩენილი პრობლემები და გამოწვევები ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრირებას აყოვნებენ. ერთ-ერთ ასეთ პრობლემას „ბრექსითის“ ფაქტი წარმოადგენს. გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე რუსეთის ფაქტორიც, რომელსაც მე [მოსკოვის] ევროკავშირთან უთანხმოების კონტექსტში კი არ განვიხილავ, არამედ საქართველოს, უკრაინის და რუსეთის სხვა მეზობლების ევროპული ინტეგრაციის კონტექტსში, რაზედაც რუსეთი ძალზე აგრესიულად რეაგირებს“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

„ევრონიუსის“ კორესპონდენტის შენიშვნაზე – „იგივე რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ-სახელმწიფოსთანო“, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: „ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ „კარგი ურთიერთობის“ ფასს ზოგჯერ რეგიონში სიტუაციის გამწვავება წარმოადგენს, რომლითაც, საბოლოო ჯამში, თვითონ ეს ქვეყნები ზარალდებიან. თუ რომელიმე სახელმწიფო მოსკოვთან ორმხრივ ურთიერთობებს ავითარებს და ივიწყებს საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს, მაშინ საბოლოო ჯამში ეს პრობლემები მას უკან დაუბრუნდება. ეს ისტორიის კანონია“.

«КоомерсантЪ» (რუსეთი), 09 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3404112

გაქცეული ექს-პრეზიდენტები

ოთხი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი პასუხისმგებლობას უცხოეთში ემალება

გიორგი სტეპანოვი

(შემოკლებით)

ათ სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უნდა დაბრუნდეს, სადაც, როგორც თვითონ ირწმუნება, „მუდმივად ცხოვრობს“ და „ყველა პირადი ნივთი აქვს დატოვებული“. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი, რომელსაც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცთან“ გეგმავს. ამასთან, საქართველოში დაბრუნებას, სადაც მას გაქცეულ დამნაშავედ მიიჩნევენ, მიხეილ სააკაშვილი არ ჩქარობს. თბილისი მის ექსტრადირებას ითხოვს და ექს-პრეზიდენტს ბრალდებების გრძელ სიას უყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციის ძალადობრივ დარბევას, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების განიავებას.

მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში არის (ანუ ეროვნულ მართლმსაჯულებას საზღვარგარეთ ემალებიან) კიდევ სამი პოსტსაბჭოთა ლიდერი – ვიქტორ იანუკოვიჩი (უკრაინა), ასკარ აკაევი და ყურმანბეკ ბაკიევი (ორივე – ყირგიზეთიდან). გავიხსენოთ, რამ მიიყვანა ისინი ასეთ არასასიამოვნო მდგომარეობამდე.

——-

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი

რომელი წლიდანაა გაქცეული: 2013 წლის ოქტომბრიდან

სად იმყოფება: მუდმივი ცახოვრებელი არ აქვს.

ასაკი: 49 წლის.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, როგორც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, 2004 წლის იანვარში დაიწყო, საერთო-ეროვნული ეიფორიისა და ფართო მხარდაჭერის პირობებში. მაგრამ მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია და უკვე 2005 წლის ოქტომბერში პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ინსტიტუტები დეგრადაციას განიცდისო: „დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მართული პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან, ფსევდოთავისუფალი პრესა და ილუზორული სამოქალაქო საზოგადოება“. სიტუაცია საქართველოში განსაკუთრებით გამწვავდა 2007 წლის შემოდგომაზე. სექტემბერში ოპოზიციას მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც პრეზიდენტი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს ბრალდებებით – თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, „შავი ფულის გათეთრება“, თუმცა შემდეგ იგი გაათავისუფლეს 10 მილიონი ლარის გირაოდ შეტანის შემდეგ. 5 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გამოსვლის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა: „დღეს საქართველოს თანამედროვე ადოლფ ჰიტლერი მართავს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი პერსონა და კარიერა აინტერესებს“. ამ დროს თბილისში პარლამენტთან ათი ათასობით ადამიანის მონაწილეობით მიტინგი მიმდინარეობდა. 7 ნოემბერს პოლიციის სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიაში შეიჭრა, დააზიანა აპარატურა და მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელეარხის შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერები პოლიციელებმა ხელკეტებითა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით განდევნეს. „საქართველოს ხელისუფლება ზღვარს გადააბაჯა, როცა პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია და ჟურნალისტებს ტერორიზებდა“, – ეს ორგანიზაცია Rights Watch-ის კონსტატაცია გახლავთ.

მიხეილ სააკაშვილისათვის კიდევ ერთი ზღვარი იყო 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს. ოპოზიციურმა ბლოკმა „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტში ნახევარზე მეტი ადგილები მიიღო. პრეზიდენტმა თავისი პარტიიის ოპოზიციაში გადასვლა გამოაცხადა. ქვეყანა თანდათანობით ტოვებდნენ სახელმწიფო ჩინოვნიკები – იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, პარლამენტის ტავდაცვა-უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე და სხვები. 2013 წლის ოქტომბერში ისე, რომ თავისი უფლებამოსილების დასრულებას არ დაელოდა, ბრიუსელში გაფრინდა მიხეილ სააკაშვილიც. მოგვიანებით იგი ამერიკაში წავიდა და ტაფსტის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციების კურსის კითხვა დაიწყო თემაზე „ევროპული სახელმწიფოებრიობა“.

2014 წლის ზაფხულში თბილისიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით ბრალდებების სერია დაიწყო: ივლისში მას წაუყენეს უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის მიტინგის დარბევისას და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების – ტელეარხის ჩამორთმევა; აგვისტოში – საბიუჯეტო თანხების განიავება. 14 აგვისტოს გამოცხადდა ექს-პრტეზიდენტის ქვეყნის შიგნით ძებნა, ხოლო 31 აგვისტოს – საერთაშორისო ძებნა. სექტემბერში დაყადაღდა მისი პირადი საბანკო ანგარიშები  საქართველოში. 2015 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გენპროკურატურამ უარი თავა საქართველოს პროკურატურის თხოვნის დაკმაყოფილებაზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი ექსტრადირების შესახებ. 6 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „გაკვირვებული ვარ იმით, თუ როგორი დამნოკიდებულება აქვს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. როგორც მე მითხრეს, იგი პრეზიდენტის მრჩევლადაა დანიშნული. ვნახე ის კადრებიც, სადაც უკრაინის უშიშროების მინისტრი რჩევებს მიხეილ სააკაშვილს ეკითხება. ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლება სერიოზულ შეცდომას უშვებს: მიხეილ სააკაშვილი ხომ ის პიროვნებაა, რომელმაც ქვეყანას 2008 წლის ომი თავიდან ვერ ააცილა და რჩევების მიღება ასეთი ავანტიურისტისაგან აშკარა შეცდომაა“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 09 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=66854#.WbNeQoqQzs0

უხერხული მიშიკო, რომელიც პეტროს არ აწყობს

იშვიათი შემთხვევაა, როცა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, თანაც ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი, თავის სამშობლოშიც და იმ ქვეყანაშიც, რომელშიც მას მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ორივეგან ხელისუფლებისათვის თავის ტკივილად იქცეს. სწორედ ასეთი პიროვნებაა მიხეილ სააკაშვილი, რომლის შესახებაც უკრაინამ საქართველოსაგან ექსტრადირების თხოვნა მიიღო, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ალი იბრაჰიმოვი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის „საქმენი საგმირონი“ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში: ექს-პრეზიდენტისადმი წაყენებული ბრალდებები ქართული თემიდის მიერ, უკრაინის ოფიოციალური პირების განცხადებები ექს-პრეზიდენტის სავარაუდო ექსტრადირების თაობაზე საქართველოში, თუ იგი უკრაინის საზღვრის გადალახვას შეეცდება და ა.შ.

„საკმაოდ გაურკვეველია ის სიტუაცია, როგორ და რატომ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, მისი კარიერული აღმასვლა და ვარდნა. როგორ მიიღო მან თავის „მეგობარ“ პეტრო პოროშენკოსგან უკრაინის მოქალაქეობა და პასპორტი და როგორ დატოვა იმავე „მეგობარმა“ მოქალაქეობის არმქონე პიროვნებად – თურმე ანკეტა სწორად არ ჰქონია შევსებულიო. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილი საჯარო და ცნობადი ფიგურა რომ ყოფილიყო, ანკეტის შესახებ ამ ბავშვური ნათქვამის დაჯერება შეიძლებოდა. თითქოსდა უკრაინაში არც ინტერნეტი არ არის, არც გაზეთები იბეჭდება და არც ტელევიზია არ მუშაობს – ხელისუფლებამ არაფერი იცოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ ცადენილი კანონდარღვევების შესახებ, რასაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილმა ორივე ქვეყანაში სკანდალური სიტუაცია შექმნა, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, უკრაინაში. ამასთან, საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ნიუანსი არსებობს: მართალია, თბილისმა რამდენჯერმე მიმართა კიევს ექს-პრეზიდენტის დაკავება-ექსტრადიციის მიზნით, მაგრამ ბოროტი ხმების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას მის წინააღმდეგ ხმაურიანი სასამართლოს მოწყობა არ სურს. გარდა ამისა, თუ ექსტრადიციის პროცესი მაინც დაიწყება, შეიძლება ის უსასრულოდ გაგრძელდეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების წყალობით. პეტრო პოროშენკოსათვის უმჯობესია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შევიდეს და ამერიკაში ან ევროპაში დარჩეს. მაგრამ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ის პიროვნება არაა, რომელიც ყოფილ მეგობრის და ახლა პირადი მტრის წინაშე ქედს მოიხრის. ასე რომ, სკანდალები ჯერ კიდევ წინ არის“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 09 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/news-41202300

კიევის ცენტრში ავტომანქანის აფეთქების შედეგად ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

კიევის ცენტრში, პავლე სკოროპადსკის ქუცაზე ავტომანქანა აფეტქდა, რის სედეგადაც ერტი ადამიანი დაიღუპა, ორმა ჭრილობები მიიღო. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი არტემ შევჩენკომ განაცხადა, დაღუპული ამოცნობილია – იგი საქართველოს მოაქლაქეა, წარმოშობით ჩეჩენი თემურ მახაური. „იგი კრიმინალურ სამყაროში ცნობილი პიროვნებაა. მას თემურ მახაური ჰქვია და ჩეჩნურ წრეებთან ახლო კავშირები ჰქონდა.“, – განაცხადა პრეს-მდივანმა.

ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდნენ. აფეთქებამ ქალს ფეხი მოგლიჯა, იგი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, ბავშვს კი მაინცდამაინც არაფერი დაშავებია. [უკრაინის მასმედიაში] ვრცელდება წინააღმდეგობრივი მონაცემები, თუ რა აკავშირებდა ამ ქალთან თემურ მახაურს. [ზოგიერთი პირის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი მსოფლიოში ცნობილი კომპანიის „დიორის“ მოდელს წარმოადგენს].

ინციდენტის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა წინასწარგანზრახული მკვლელობის“ მუხლით, თუმცა, დამატებითი გარემოებების დადგენის სემდეგ საქმე სეიძლება ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდეს.

როგორც ტელეკომპანია „უკრაინა“ იტყობინება, თემურ მახაური უკრაინის მოხალისეთა ბატალიონის წევრი იყო და დონბასელი ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძოდა, შეიხ მანსურის (ან ჯოხარ დუდაევის) სახელობის ქვედანაყოფში, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ამ ქვედანაყოფს ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა.

რა არის ცნობილი თემურ მახაურის შესახებ?

იგი ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში იქნა დაკავებული კიევის ცენტრში. მის მანქანაში პისტოლეტები იპოვეს. მასვე აღმოაჩნდა ჩეჩნური ბატალიონის მზვერავის მოწმობა. თემურ მახაურმა გამოძიებასთან გარიგება დადო და კიევის სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პატიმრობის დაწყების სამი წლის გადავადებით.

რუსული გაზეთის „კომერსანტის“ მონაცემებით, თემურ მახაური (იგივე რუსლან პაპასქირი, იგივე ალი დაბუევი) 2012 წელს თურქეთში ყოფილა დაპატიმრებული ხუთი ჩეჩენი სეპარატისტის მკვლელობასთან დაკავშირებით. მათგან ორი რუსეთში იძებნებოდა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის გამო. გარდა ამისა, თურქი პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ თემურ მახაური ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის მკვლელობაშიც მონაწილეობდაო. თვითონ მახაური ბრალდებებს უარყოფდა. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 09 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.kp.ru/daily/26729.7/3755613/

კიევშისაქართველოს პატრიოტიააფეთქეს, რომელიც დონბასში იბრძოდა

თემურ მახაურის ავტომანქანა ქართულ ნომრებიანი იყო, ხოლო მასში მჯდომი ქალბატონი და ბავშვი – სავარაუდოდ, მისი ცოლ-შვილი“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ივანე გრაჩევი), რომელშიც დაღუპულის ბიოგრაფიული მონაცემებზეა საუბარი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ გაათავისუფლა თურქულმა სასამართლომ თემურ მახაური პატიმრობიდან და რატომ ჩავიდა იგი საქართველოში. ამბობენ, რომ თემურ მახაური რუსეთის სპეცსამსახურების ფარული აგენტი იყო და მის დავალებებს ასრულებდაო, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, განა უკრაინაში იგი მშვიდად იცხოვრებდა? მას ხომ უკრაინის დაზვერვა იმწუთში დაიჭერდა – რუსეთის აგენტის „გამომჟღავნების“ მიზნით.

მაშ ვისი აგენტი იყო, ბოლოსდაბოლოს, თემურ მახაური? შესაძლოა, ამას ნათელი მოჰფინოს მის ბიოგრაფიაში არსებულმა კიდევ ერთმა გახმაურებულმა ფაქტმა: 2012 წელს ქართული სპეცსამსახურები ლოპოტის ხეობაში აღმოჩენილ ჩეჩენ ბოევიკების რაზმს დაედევნენ, რომელიც დაღესტანში გადასვლას ცდილობდა. თემურ მახაური ამ რაზმში იყო. ჰოდა, სწორედ იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ თემურ მახაური ტერორისტი და რუსეთის „ფეესბეს“ აგენტი კი არაა, არამედ საქართველოს პატრიოტიაო“. სხვათა შორის გიორგი ლორთქიფანიძე მოგვიანებით ოდესის პოლიციის შეფი გახდება, სადაც გუბერნატორად საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუშაობდა.

არაა გამორიცხული, რომ თემურ მახაური ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფების წევრს წარმოადგენდა და მას ერთდროულად კავშირები ჰქონდა როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ჩეჩენ სეპარატისტებთან. ფაქტია, რომ საქართველოს „ნაციონალური“ ხელისუფლება თემურ მახაურს წყალობდა. მისი ისტორიები თითქოსდა ჩეჩენი ტერორისტების გაუვნებელყოფაზე თურქეთში და შამილ ბასაევის მოკვლაზე მხოლოდ ლამაზი ზღაპრებია. ისიც შეიძლება, რომ იგი ბანალურ კრიმინალურ გარჩევებში იყო ჩართული და მისი მანქანა მგზავრებიანად სწორედ ბანდიტური გარჩევების შედეგად ააფეთქეს.

თუმცა გაჩნდა ახალი ვერსიაც: უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორებას ცდილობს და მას ქვეყანაში არ უშვებს. კიევს ასევე უნდა ექს-პრეზიდენტის გარემოცვის თავიდან მოშორებაც, რომლებიც უკრაინაში ბოლო წლებში მოგროვდა. თუ თემურ მახაური მიხეილ სააკაშვილის ხალხის დელიკატურ დავალებებს ასრულებდა, მაშინ მის ლიკვიდაციაში შეიძლება უკრაინის სპეცსამსახურებიც არიან ჩარეულნი

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/occupation-and-education/4020860.html

განათლება ოკუპაციის ზონაში

ნინო დალაქიშვილი

ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ადამიანებს, ვინც გალისა და ახალგორის რაიონში ცხოვრობენ. ხარისხიან და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა აფხაზეთის მხარეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ახალგორში და მის მიმდებარე სოფლებში, სადაც ქართველენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და სადაც, ტრადიციულად, ქართულ სკოლებში მიმდინარეობდა სწავლება, ახლა უკვე ასეთი შესაძლებლობა აღარ იარსებებს. პირველ რიგში, ცვლილება დაწყებით, I-IV კლასებს შეეხო. ახლა უკვე ახალგორის რაიონში 6 ქართულენოვანი სკოლიდან ყველა რუსულ ენაზე გადავა და დაწყებით განათლებას ასე მიიღებს.

ახალგორში, თავისი მიმდიბარე სოფლების ჩათვლით სულ 11 სკოლაა, რომელთაგან 6 გახლდათ ქართულენოვანი, 5 კი რუსული. მთლიანობაში, თერთმეტივე სკოლაში, დაახლოებით 200 მოსწავლე ირიცხება. პირველ კლასში, 6 აქამდე ქართულენოვან სკოლაში წელს სულ ოთხ მოსწავლეს ელოდებიან. პედაგოგები, ვინც ამ დრომდე ქართულ ენაზე ასწავლიდნენ, არ შეცვლილან, მაგრამ მათთვის სწავლების ენაცა და თემატიკაც შეიცვალა. „დედა ენის“ ნაცვლად ახლა „აზბუკა“ უნდა ასწავლონ ბავშვებს და თანაც ისე, რომ მათ არც გადამზადება გაუვლიათ და არც რუსულ ენაზე სწავლების პრაქტიკა. პოლიტიკური კონიუნქტურა ქართული მშობლიურის ჩანაცვლებას რუსულით ცდილობს. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ რაკი დაწყებით განათლებას ეხება საქმე, სწავლებისას პროფესიონალიზმი დიდად მნიშვნელოვანი არაა და ქართულის დაწყებითი კლასის მასწავლებელი რუსულადაც ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს საქმეს, როგორც მშობლიურ ენაზე. რაც შეეხება მომდევნო კლასებს, აქ პედაგოგების რუსულ ენაზე „გადაწყობა“ ვერ ესწრება, ამიტომ მეხუთე კლასიდან ახალგორის 6 აქამდე ქართულ სკოლაში, განათლებას კვლავ ქართულ ენაზე მიიღებენ, თუმცა მომდევნო წლებში სურათი თანდათან შეიცვლება.

განათლების პრობლემატიკის თაობაზე ამერიკის ხმას ახალგორის მაცხოვრებელი თამარ მეარაყიშვილი ესაუბრა, ვისაც ჩვენი მსმენელი და მკითხველი კარგად იცნობს. მას დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან ბრალდება აქვს წაყენებული და მის საქმეს პროკურატურა იძიებს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამასობაში კი თამარი 24 საათს საკუთარ სახლში იძლებით ატარებს. სახლში იმიტომ, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში, მისი დაკავებისა და ახალი პროვოკაციის საშიშროებაა. მის სახლთან მუდმივად მეთვალყურე დგას და ცნობებს აგროვებს სახლთან ნებისმიერი მოძრაობის თაობაზე. თამარს ჩამოართვეს საბუთები, მობილური, კომპიუტერი, წიგნები, გარკვეული პერიოდის მანძილზე გათიშული ჰქონდა ელექტროდენიც, რომლის მიწოდებაც ამჟამად აღდგენილი აქვს. წნეხისა და ზეწოლის განხორციელებით თამარზე დე–ფაქტო ადმინისტრაცია ცდილობს მას ახალგორის დატოვება აიძულოს.

საშინელი პირობების მიუხედავად, თამარი მზადაა „ამერიკის ხმაზე“ ახალგორში განათლების პრობლემატიკაზე ისაუბროს: „ახალგორში 6 ქართული სკოლაა, სადაც 4 პირველკლასელი მივიდა. ესაა კატასტროფა. დაბის ყველაზე დიდ ქართული საშუალო სკოლაში, I-IV კლასში, არის 12 მოსწავლე. არაფერი კარგი წინ არ ჩანს. თუ მიმართავთ განათლების სამინისტროს, ნახავთ როგორი დინამიკაა: მოსწავლეების რიცხვი მცირდება და მასწავლებლების რიცხვი იზრდება. ამასთან, მოსწავლეების რაოდენობა აქამდე თუ მცირდებოდა ქართულ ენაზე სწავლის დაბალი ხარისხის გამო, ახლა შემცირდება იმ მიზეზით, რომ ქართულადსწავლების ცუდი ხარისხიც კი აღარაა“.

კოალიცია “დევნილთა უფლებებისთვის” წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ფლობს მექანიზმს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ მოქალაქეების უფლებების დაცვა, ვისაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ეზღუდება. „ეს რუსული პოლიტიკაა“, – ამბობს იგი. „რუსეთის პოლიტიკა, განსაკუთრებით აფხაზურ მხარეს, ზღუდავს ქართულ ენაზე სწავლებას. აქ პრობლემაა არა მხოლოდ განათლების ხარისხი, არამედ, შინაარსიც. რუსეთისთვის მიუღებელია, ქართული სახელმძღვანელოების არსებობა იქ. მაგალითად, ისტორიის სახელმძღვანელო ავიღოთ, სადაც ისეთი შინაარსია ჩადებული, რაც მათ პოლიტიკასთან არაა თანხვედრაში“, – ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

ახალგორის მხარეს, 2008 წლის შემდგომ მოქალაქეების გარკვეული კატეგორია დაბრუნდა –ისინი, ვინც წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში საცხოვრებელი კოტეჯი მიიღო, მაგრამ ახალ საცხოვრებელ ადგილზე სამუშაოს მოძებნა ვერ მოახერხა.შემოსავლის ძიება მათ ახალგორში მოუხდათ. ეს მათი შვილებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის საფასური დაჯდა.

Comments are closed