globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 9th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Washington Post» (აშშ): წერილი რედაქტორს: „დაუდასტურებელი მტკიცებებით აზერბაიჯან-საქართველოს პარტნიორობას ხელს ნუ შეუშლით“

«Каспiй» (აზერბაიჯანი): პროვოკაციული ვიზიტი: სირიელი დეპუტატები ოკუპირებულ აფხაზეთში // „თუ ბაშარ ასადს და მის მრჩევლებს თავში ტვინი აქვთ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ…“

——————–

28 სექტემბერს “ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა სარედაქციო (!) სტატია სათაურით “ტირანი პრეზიდენტი საზღვრებს არ ცნობს”, რომელიშიც ილჰამ ალიევის ხელისუფლება ჟურნალისტის გატაცებაში იყო დადანაშაულებული. პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა საქართველოს ტერიტორიაზე აფგან მუხთარლი დააკავეს და საზღვარზე გადაიყვანეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ამ ოპერაციაში საკმაოდ ბნელი და საეჭვო მონაწილეობა მიიღესო.

«The Washington Post» (აშშ), 07 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.washingtonpost.com/opinions/uncorroborated-assertions-should-not-undermine-this-crucial-post-soviet-partnership/2017/10/06/e22f9fbc-a9db-11e7-9a98-07140d2eed02_story.html?utm_term=.fe6f9b5c17b3

წერილი რედაქტორს: „დაუდასტურებელი მტკიცებებით აზერბაიჯან-საქართველოს პარტნიორობას ხელს ნუ შეუშლით“

29 სექტემბერს თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიასთან „ტირანი საზღვრებს არ არ ცნობს“ დაკავშირებით გაცნობებთ:

ჯერ-ჯერობით არავის უარჰყვია აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების განცხადება, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეს დააკავეს. ასევე არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, რომ აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს. თქვენი სარედაქციო სტატია ემოციურია და ეყდნობა მხოლოდ ბატონ აფგან მუხთარლის ცოლისა და ადვოკატის დაუდასტურებელ ვარაუდებს. უეჭველია, რომ თქვენი სტატია ძირს უთხრის აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი და შედეგიანია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. თქვენი პოზიცია არანაირად არ ემსახურება არც საქართველოს, არც აზერბაიჯანის და მით უმეტეს, არც აშშ-ის ინტერესებს.

ინჯია სადიხოვა,

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკური თანამშრომელი

—–

შენიშვნა: 29 სექტემბერს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ტირანი საზღვრებს არ არ ცნობს“ ეხება საქართველოში, თბილისში მომხდარ ფაქტს -  ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებას და მასთან დაკავშირებულ  მოვლენებს. პუბლიკაციაში მწვავედაა გაკრიტიკებული აზერბაიჯანის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

„როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი დაამყარა, საზღვრებს არ ცნობს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მმართველობის მეთოდები სხვა ქვეყნის – საქართველოს ტერიტორიაზეც განახორციელა.

კიდევ ერთი მომენტი, რითაცრითაც აფგან მუხთარლის საქმე გამოირჩევა, იმაში გამოიხატება, რომ მასში საქართველომ ბნელი, საეჭვო როლი შეასრულა. განა ევროკავშირისაკენ  მიმავალი და დემოკრატიული მიზნების მქონე ქვეყანა აზერბაიჯანის ჟურნალისტის გატაცებისა და საზღვარზე გადაყვანის თანამონაწილე უნდა იყოს? მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ უარყო გატაცებაში თანამონაწილეობა და განაცხადა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ძალიან მცირეა. საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს, რომ იგი გატაცებაში ჩარეული არ არის, აზერბაიჯანმა კი აფგან მუხთარლი უნდა გაათავისუფლოს, როგორც საერთაშორისო სახელმწიფო საზღვარზე იძულებით გადაყვანის მსხვერპლი. კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი სახელმწიფო და მთავრობა დაგმობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ტრიუკებს. ასეთი რეაგირება ტირანების მოქმედებას შეზღუდავს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 08 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=68672

პროვოკაციული ვიზიტი: სირიელი დეპუტატები ოკუპირებულ აფხაზეთში

„თუ ბაშარ ასადს და მის მრჩევლებს თავში ტვინი აქვთ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ…“

სტატიაში განხილულია სირიის პარლამენტის დეპუტატთა დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში, სანაა აბუ-ზაიდი ხელმძღვანელობით (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რადგანაც სირიის პარლამენტს პრეზიდენტი ბაშარ ასადი აკონტროლებს, ამის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ დამასკოელთა ვიზიტი სოხუმში რუსეთთან შეთანხმებით განხორციელდა. მით უმეტეს, რომ ქ-ნი სანაა აბუ-ზაიდი პრეზიდენტის წარმომადგენელია და პარლამენტზე დამკვირვებლის თანამდებობა უკავია. რაც შეეხება თვით ვიზიტს, რასაკვირველია, ეს ფაქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული, – ხაზგასმულია სტატიაში.

„რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნისას სირიელი დეპუტატები შეხვდნენ აფხაზ „კოლეგებს“, აგრეთვე სეპარატისტების „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას, „პრემიერ-მინისტრ ბესლან ბარციცს და „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვას. მათ მოლაპარაკება გამართეს აგრეთვე აფხაზ სეპარატისტთა მთავრობის „ეკონომიკის მინისტრ“ ადგურ არძინბასთან, რომელმაც განაცხადა, რომ მზადდება შეთანხმება აფხაზეთსა და სირიას შორის უბაჟო ვაჭრობის თაობაზე.

საინტერესოა, რომ „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ სირიის არაბთა რესპუბლიკის დელეგაციის მიღებისას ხაზი გაუსვა, რომ „აფხაზი ხალხი მხარს უჭერს სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას“. გაგიკვირდება კაცს, ისეთ განცხადებას მოისმენ ამ პირწავარდნილი სეპარატისტისაგან… და ამას იძახის ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის – საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის – იმ ქვეყნისა, რომლის განუყოფელ ნაწილად აფხაზეთი ითვლება.

არანაკლებ გასაკვირი მანერით გამოვიდა სირიელი ქალბატონი სანაა აბუ-ზაიდი, რომელიც, საკუთარ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, წესით და რიგით სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი უნდა იყოს და სეპარატიზმი უნდა დაგმოს. მაგრამ მან სრულიად უადგილოდ განაცხადა, „აფხაზეთმა უკვე გაიარა ის, რასაც სირიელი ხალხი დღეს განიცდისო“ და კიდევ ერთი აბსურდული განცხადება გააჟღერა: „ჩვენს გვსურს მსგავსი გამარჯვება ვიგრძნოთო“. არანაკლებ კომიკურად გამოიყურებოდა „ეკონომიკის მინისტრი“ ადღურ არძინბა, რომელმაც უცნაურ სტუმრებს განუცხადა, რომ თქვენთან ვაჭრობის ხელშეკრულებას ვამზადებთო: „სირიიდან ნედლეულს აფხაზეთში ჩამოვიტანთ, გადავამუშავებთ და უბაჟოდ გავიტანთ რუსეთის ბაზარზეო“, – მოახსენა სირიელებს თავისი ფანტაზიების შესახებ თვითმარქვია „მინისტრმა“, თუმცა იქვე დაამატა: „ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება მხოლოდ მას შემდეგ, როცა სირიასა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდებაო“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ეკონომიკის მინისტრი“ მიანიშნებს, რომ კარგი იქნება, თუ სირიის ხელისუფლება აფხაზეთს აღიარებსო – ისეთი დიდი, ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფოების კვალდაკვალ, როგორებიც არიან ვანუატუ, ტუვალუ, ნაურუ, ვენესუელა და ნიკარაგუა.

აბსოლუტურად გაუგებარია, რომელ ვაჭრობაზე და ნედლეულის მიწოდებაზეა ლაპარაკი მაშინ, როცა, ერთი მხრივ, აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლება სისხლში ჩაძირულ რეჟიმს წარმოადგენს, რუსეთზე დამოკიდებულს და მეორე მხრივ – საერთოდ „რუხი ზონაა“, რომლის ბატონ-პატრონები ჩრდილოელი მეზობლის სამხედროები არიან? რასაკვირველია, ამ ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული რეაქცია სრულიად ბუნებრივი და ობიექტურია: საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი დეპუტატების ჩასვლის ფაქტი, რომელიც რუსეთის ხელშეწყობით განხორციელდა. იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა დევნილმა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომაც“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ავტორი იმოწმებს აგრეთვე ქართველი ექსპერტების მამუკა არეშიძისა და ირაკლი ცქიტიშვილის თვალსაზრისს და მათ ციტირებას ახდენს: „როგორც ჩანს, სირიის დღევანდელი ხელისუფლება ანგარიშს უწევს რუსეთის სურვილებს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს. მართალია, სირიაში აფხაზები ცხოვრობენ, მაგრამ მათ ისეთი გავლენა არ აქვთ, რომ სირიის აფხაზეთთან დაახლოების პროცედურა დაიწყონ. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მოთხოვნით მოხდა. არის იმის საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“, – ამბობს მამუკა არეშიძე. მსგავსი პოზიცია აქვს ირაკლი ცქიტიშვილს: მისი თქმით, „სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების ფაქტს რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დამსჯელ მექანიზმად გამოიყენებს“.

შეიძლება თუ არა სირიის კანონიერი ხელისუფლების კონტაქტების თავიდან აცილება აფხაზეთის აბსოლუტურად უკანონო და სეპარატისტულ რეჟიმთან? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ ბაშარ ასადს და მის მრჩევლებს თავში ტვინი აქვთ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი ნაბიჯებით ისინი საკუთარ რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ. მათ უნდა ეყოთ იმის გამბედაობა, რომ რუსეთის ზეწოლას უარით უპასუხონ. იმიტომ, რომ თუ დავუშვათ და სირია ცალკეულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებათ დაიშლება, არც ბაშარ ასადს და არც მის დეპუტატებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე და სეპარატიზმის უკანონობაზე ლაპარაკის უფლება არ ექნებათ“, – წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

Comments are closed