globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მასმედიაში 09 დეკემბერი 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 9th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ბერლინი თბილისს დაეხმარება? // რატომ ჩავიდა ფრანკ-ვალტერ შატაინმაიერი საქართველოში

«Укрiнформ» (უკრაინა): კრემლის მითები „დიქტატორ“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ

«Комсомольская правда» (რუსეთი): გრიგორი ლეპსი თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ: „ამბობენ, რომ ქუჩაში რაღაც აქციები იყოო, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა… მოვიდნენ და დადგნენ, დიდი ამბავი…“

«Комсомольская правда» (რუსეთი): „ქართული რეფორმების „გამოცდილებას“ საეჭვო ხასიათი აქვს“

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 9 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.ng.ru/cis/2014-12-09/6_berlin_tbilisi.htmlბერლინი თბილისს დაეხმარება?
რატომ ჩავიდა ფრანკ-ვალტერ შატაინმაიერი საქართველოში
თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც უკვე შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და თავის ქარტველ კოლეგას… თუმცა ვიზიტის ირგვლივ შექმნილმა ვითარებამ – ოფიციალური ინფორმაციის სიმწირემ და იმავდროულად მოვლენების ინტერპრეტაციამ – სხვადასხვა ვარაუდების საფუძველი შექმნა, – იუწყება „ნეზავისიმაია გაზეტა“ (ავტორი – იური როქსი).
გერმანელი მინისტრის თბილისში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციოზმა მხოლოდ ორშაბათს დილით გაახმოვანა და ეს მაშინ, როცა მსგავსი დონის ვიზიტების შესახებ რამდენიმე დღით ადრეა ხოლმე ცნობილი. იმასაც ამბობდნენ, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო უნდა მოინახულოსო.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს წინ უძღოდა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება გაზეთ Welt-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის თანახმად, გერმანელმა ლიდერმა რუსეთი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ანგელა მერკელის ინტერვიუ ერთგვარ კავშირშია აგრეთვე ამერიკეულიBloomberg Businessweek-ისა და ბრიტანული Financial Times-ის მიერ გავრცელებულ მასალებთან, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ვალუტის კურსის დაცემის მიზეზების ანალიზია მოცემული: ქართული ლარის, სომხური დრამისა და ყაზახური ტენგეს გაუფასურება თურმე რუსული რუბლის კურსის დაცემას გამოუწვევია.
იმ ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოსა და სომხეთს ემუქრება, გაჩნდა ვარაუდები, რომ შტაინმაიერის ვიზიტის მიზეზი სწორედ ამ ფაქტთანაა დაკავშირებული: საქართველომ ხომ ევროკავშირთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, [ესე იგი, დახმარებას საჭიროებს], ხოლო ევრაზიული კავშირისკენ მომზირალი სომხეთი შეიძლება ევროკავშირისკენ შემობრუნდესო.
მაგრამ დღის მეორე ნახევარში გაირკვა, რომ გერმანული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი თბილისიდან არც ერევანში არ აპირებდა ჩასვლას და არც ბაქოში – მისი ვიზიტი თურმე საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება ყოფილა: როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა დავით კერესელიძემ განაცხადა, „მოლაპარაკების მთავარი თემებია ოკუპირებულ ტერიტრიებზე შექმნილი ვითარების განხილვა, ორმხრივი ურთიერთობა და სხვა აქტუალური საკითხები“.
პრეს-მდივნის მიერ ნათქვამი, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები მხოლოდ პოლიტიკური საკითხების განხილვით შემოიფარგლებიან და ეკონომიკურს არ შეეხებიან. როგორც ჩანს, თბილისი შეეცდება სტუმრის დარწმუნებას იმაში, რომ ევროკავშირის წამყვანმა სახელმწიფოებმა საქართველოს დახმარება გაუწიონ. არც იმის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ მხარეთა მოლაპარაკების დროს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებიც იქნება განხილული. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ევროპა გაკვირვებულია უკრაინაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკით, როცა აშკარად ვაშინგტონის კარნახით ქვეყნის მთავრობაში, სხვა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ყოფილი ქართველი ჩინოვნიკებიც არიან მიწვეულნი. ოფიციალურმა თბილისმა კიევის გადაწყვეტილება – საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრებიც მიწვევის თაობაზე, საკმაოდ ნეგატიურად აღიქვა: ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებაში აშკარად გამოსჭვიოდა ქვეტექსტი – „ნახეს რა, უკრაინელებმაც მინისტრებად დასანიშნი ხალხი!“. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთ ყოფილ ქართველ და ახლა უკვე დღევანდელ უკრაინელ ჩინოვნიკზე ბერლინს დამატებითი მონაცემების მიღება სურს.

«Укрiнформ» (უკრაინა), 8 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.ukrinform.ua/rus/news/kremlevskiy_mif_o_diktatore_saakashvili_1692188

კრემლის მითები „დიქტატორ“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ
ელენა მიგაჩევა, კიევი
(შემოკლებით)
ორიოდე დღის წინათ ჟურნალისტური ანონსების სიაში ქართველი რეჟისორის გიორგი ხაინდრავას ფილმის „დემოკრატიის შუქურის პრეზენტაციას წავაწყდით და მასზე დასწრება გადავწყვიტეთ.
აქვ ვეიტყვი, რომ გიორგი ხაინდრავა მე 2008 წლის 8 აგვისტოდან მახსოვს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა იგი ტელეფონის ყურმილში მიყვიროდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი იყო. მე მანამდე ბატონ ხაინდრავას არ ვიცნობდი, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ საქართველოს პრეზიდენტს თავის ხალხთან არ გაუმართლა.
ჩვენი ჟურნალისტები დაესწრნენ ფილმის პრეზეტაციას, რომელიც, ბატონ გიორგი ხაინდრავას თქმით, უკვე აჩვენეს ბრიუსელში, ნიუ-იორკში, ბერლინში – „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებული მითების გასაბათილებლად“. პრეზენტაციაზე რეჟისორმა ისაუბრა აგრეთვე უკრაინის მთავრობაში მიწვეულ ქართველებზეც, რომლებიც, მისი თქმით, არანაირი რეფორმატორები არ არიან.
თვითონ ფილმის შესახებ: ამ პროდუქტში იმის მტკიცებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დემოკრატი კი არა, არამედ სახელმწიფო ტერორორის ავტორი და შემოქმედია. რეჟისორი, რომელიც ფართო პლანით იღებს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილებს, რომელიღაც მოხუცი ქალის მიერ მიხეილ სააკაშვილის მისამართით წყევლას, არაფერს ამბობს რუსეთის მიერ ზემოაღნიშნული ანკლავების ოკუპირებაზე… მოკლედ. ფილმი იმის მცდელობაა, რომ ყველა ქართველის დაღუპვა მიხეილ სააკაშვილს დააბრალონ. ფილმის დასასრულს ტიტრებია, რომელთა მიხედვით საქართველოს რეიტინგი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველა მიმართულებით დაეცა (ფილმში, კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველო პირველ ადგილზეა ბავშვთა სიკვდილიანობით. გადავამოწმე, მაგრამ ამის დამადასტურებელი ვერაფერი ვნახე).
საინტერესოა, რომ ამ ღონისძიებას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში მეტ-ნაკლები გამოხმაურება მოჰყვა: გიორგი ხაინდრავას შეფასებები ძირითადად ინტერნეტ-გამოცემებმა გაავრცელეს. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი ქართველი კოლეგებისთვის მიგვემართა გიორგი ხაინდრავას შემოქმედებითი და პოლიტიკური მოღვაწეობის კომენტირების მიზნით.
„საქართველოს ხელისუფლება გაღიზიანებულია, რომ თქვენ მათი ოპონენტები მთავრობაში მიიწვიეთ“
გია გვარამია, დამოუკიდებელი ექსპერტი:
„გიორგი ხაინდრავა არა მხოლოდ რეჟისორ-დოკუმენტალისტია, არამედ იგი მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მინისტრის იყო, რომელსაც კონფლიქტების დარეგულირება ევალებოდა. მან ეს თანამდებობა დაკარგა მას შემდეგ, როცა ცნობილი გახდა მისი საეჭვო მეგობრობა გენერალ მარატ კულახმეტოვთან, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ზალების სარდალთან. 2005 წლის სემოდგომაზე საქართველოს პარლამენტმა განაცხადა, რომ რუსი მშვიდობისმყოფლები თავიანთ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებდნენ და რომ რუსეთი შუამავალი კი არა, კონფლიქტის მხარედ გამოდიოდა. 2006 წლის ტებერვალში პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ რუსეთის სამსვიდობო ზალები ეუთოს ძალებით შეცვლილიყო, მაგრამ მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსი მშვიდობისმყოფლები კონფლიქტის ზონითან მხოლოდ ოსური მხარის თანხმობით გავიდოდნენ. კულახმეტოვ-ხაინდრავას მეგობრობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ამხიოლრეს და ტანამდებობიდან გაატავისუფლეს.
ყველაფერი, რასაც გიორგი ხაინდრავა ლაპარაკობს, ნაწყენი კაცის პოზიციიდანა ნათქვამი. ეს განსაკუთრებით დღეს ჩანს აშკარად: მართლაცდა, როცა მიხეილ სააკაშვილის გუნდი გარიყულია საკუთარ ქვეყანაში, მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდაა აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, ამ დროს თქვენ მათ მთავრობაში სამუშაოდ იწვევთ! აქ, ჩვენთან, ზოგიერთებს ნერვებმა უმტყუნეს. ალექსანდრე კვიტაშვიკლი – ჯანდაცვის მინისტრად, ეკა ზღულაძე – შს მინისტრის მოადგილედ, ცხონებული კახა ბენდუქიძს უკრაინის ეკონომიკის სამინისტროში უნდა ემუშავა… და თვით მიხეილ სააკაშვილიც კი მიიწვიეს. ანუ ის ადამიანები, რომლებთაც აქ დევნიან, უკრაინის მთავრობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ინიშნებიან. ცხადია, ჩვენთან გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც უკრაინის არჩევანის კრიტიკა მოისურვეს – სამსახურში ცრუ რეფორმატორებს იწვევთო. ეს ძალიან ჰგავს ვალდიმერ პუტინისა და მისი დამქაშების რუსულ პროპაგანდას… ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია, ეს მოსალოდნელიც იყო. მე თვითონ [საბჭოთა არმიაში რომ გამიწვიეს], ლვოვში ვმსახურობდი და უკრაინელი ხალხი ზალიან მიყვარს. ამასთან ვვარაუდობ, რომ თქვენტანაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საბჭოურ წარსულს ვერ ელევიან, ეს ფილმიც სწორედ მათზეა გათვლილი. უკრაინელმა ჟურნალისტებმა გიორგი ხაინდრავასთან დაკავშირებული ყველა მოვლენის იგნორირება უნდა მოახდინონ.
„გიორგი ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილის ლანძღვის მანიითაა შეპყრობილი“
ვლადიმირ ივანიძე, კორუფციის ფაქტების გამომკვლევი ჟურნალისტი: „გიორგი ხაინდრავა მხოლოდ მარგინალი კი არაა, იგი მიხეილ სააკაშვილის ლანძღვითა და ტალახით სროლის მანიითაა შეპყრობილი და, რა თქმა უნდა, მის გუნდში მყოფ ყველა რეფორმატორს აკრიტიკებს. გიორგი ხაინდრავას ტალანტს არსებობა შეუძლია მხოლოდ „კანონიერი ქურდების“ პატერნალისტურ სამეფოში და ისეთი მსხვილი საერთაშორისო აფერისტების გარემოში, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი. ეს იდიოტები ფიქრობენ, რომ რეპუტაციული ომის მოგება შეუძლიათ, როცა მიხეილ სააკაშვილს ტალახს ესვრიან. ისინი სასტიკად სცდებიან.
„ეს პრეს-კონფერენცია პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ იყო მიმართული“
გოჩა მირცხულავა, დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ხელმძღვანელი: „მე მრცხვენია, რომ გიორგი ხაინდრავა ჩემი თანამემამულეა. ამ ადამიანს საქართველოს სირცხვილად მივიჩნევ. გიორგი ხაინდრავას ჩამოსვლა კიევში, ფილმი და მის მიერ უკრაინის მთავრობაში მიწვეული ქართველი მინისტრების მიმართ გაკეთებული კომენტარები კი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.
„გიორგი ხაინდრავა ე.წ. „წითელი ინტელიგენციის“ წარმომადგენელია“
რომან მიქიანი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი: „ბატონი გიორგი ხაინდრავა საქართველოს ე.წ. „წითელი ინტელიგენციის“ წარმომადგენელია. იგი ისეთი ადამიანია, რომელიც ქართველს მხოლოდ რუსული გზის ნაპირას მწვადის შემწველად მიიჩნევს, ან მოსკოვის სვეტებიან დარბაზში „ლეზგინკის“ მოცეკვავედ, რომელსაც კბილებით ხანჯალი აქვს დაკავებული. ქართველებისგან განსხვავებით, უკრაინელი მწერლები, მსახიობები, ინტელიგენცია პატრიოტულადაა განწყობილი და ახლებურად აზროვნებენ. საქართველოში, სამწუხაროდ, საკმაოდ ძლიერია ე.წ. „წითელი ინტელიგენციის“ ფენა, რომელიც სააკაშვილის მიღწევებით იკვებება, მაგრამ იმავდროულად საბჭოთა კავშირს კეთილად მოიხსენიებს. ისინი ხშირად იმ ქართველი ოლიგარქების ფულით არსებობენ, რომლებმაც ქონება ვლადიმერ პუტინის ხელშეწყობით დააგროვეს. მათ კრემლი აჭმევს, შესაბამისად, ისინიც მიხეილ სააკაშვილს ლანძღვენ. არადა, მიხეილ სააკაშვილი ის პრეზიდენტი იყო, რომელიც საქართველოს უკორუფციო სახელმწიფოდ გადაქცევას ესწრაფოდა.
საქართველომ ჯოჯოხეთური ზომბირების პროცესი გაიარა: მას ჩასჩიჩინებდნენ ერთგულებას ე.წ. „ტრადიციული ფასეულობებისადმი“ და აშინებდნენ „გეი-აღლუმებით“, ფაქტიურად კი თავს ახვევდნენ კორუფციულ ძველ რეჟიმს, უსაქმურობას და კანონიერი ქურდების ავტორიტეტებს. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გიორგი ხაინდრავას კვებავს, თითოეულ ქართველს გამარჯვების შემდეგ კიოსკებში ას-ასი დოლარის დარიგებას პირდებოდა. აი, ასე ჰქონდათ წარმოდგენილი მათ „ქართული ოცნება“. გიორგი ხაინდრავას კიევში ჩამოსვლა არის პეტრო პოროშენკოს ავტორიტეტზე თავდასხმა, ახალ მთავრობაში დანიშნული ქართველი მინისტრებისა დისკრედიტაცია, რეფორმების გატარების ხელის შეშლის მცდელობა. უკრაინამ კარგად უნდა შეისწავლოს ქართული გაკვეთილები, რომ შეცდომები არ დაუშვას.
ავტორისაგან:
რამდენიმე წლის განმავლობაში ჟურნალისტთა ის გუნდი, რომელსაც მეც ვეკუთვნი ყურადღებით აკვირდებოდა რუსული მასმედიის მუშაობას უკრაინაში. ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ რუსული პროვოკაციების განეიტრალებისა და კრემლის აგენტების გამოვლენის საქმეში. როცა უკრაინაში რუსული ტელეარხები გაითიშა, ჩემთვის ის დღე მნიშვნელოვანი თარიღია… ბოლო ხანებში უკრაინა ბევრმა ისეთმა ჟურნალისტმა დატოვა, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ, თუმცა ყოველთვის შეიძლება „ფე-ეს-ბე“-ს გავლენის აგენტების პოვნა პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე. აი, ასეთი გზით წავიდა კრემლი, რომელმაც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის „ოპონენტი“ გიორგი ხაინდრავა შემოგზავნა, მისივე „მამხილებელი“ ფილმითურთ.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 9 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kp.ru/daily/26317/3196334/

გრიგორი ლეპსი თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ: „ამბობენ, რომ ქუჩაში რაღაც აქციები იყოო, მაგრამ მე მგონი, ისეთი არაფერი მომხდარა… მოვიდნენ და დადგნენ, დიდი ამბავი…“
ელენა ლაპტევა
(შემოკლებით)
ქართულ მასამედიაში ალიაქოთია ატეხილი იმ „მხეცობის“ გამო, რომელიც მომღერალ გრიგორი ლეპსკის დაცვამ ადგილობრივი ჟურნალისტის ნინო მეტრეველის მიმართ გამოიჩინა. როგორც ჰყვებიან, ინტერვიუს დროს ქართველმა ჟურნალისტმა გოგონამ გრიგორი ლეპსკის კითხვა დაუსვა,თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ვლადიმერ პუტინის მიმართ და როცა არტისტმა პასუხი გასცა, ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტს თურმე მომღერლის დაცვა თავს დაესხა, ოთახში ჩაკეტეს და ერთი საათის განმავლობაში აშინებდნენ. მოგვიანებით ჟურნალისტმა საჩივრით პოლიციას მიმართა.
„კომსომოლსკაია პრავდა“ მოსკოვში დაბრუნებულ გრიგორი ვიქტორის ძეს ესაუბრა, რათა ინფორმაცია პირველი პირისგან მიეღო.
- ჯერ მოგვიყევით, როგორ შეგხვდნენ თბილისში?
- კონცერტი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა! ჩემი ანგარიშით, დაახლოებით ხუთი ათასამდე ადამიანი მოვიდა. ამბობენ, რომ მეტი იყოო. მე არც კი ველოდებოდი, რომ კონცერტს ამდენი დაესწრებოდა…
- ალბათ, ასევე არ ელოდებოდით, რომ თქვენი ინტერვიუ ქართული ტელეარხისადმი სკანდალურად შემოგიბრუნდებოდათ…
- მე არც კი ვიცი, რა ვუწოდო ამ ფაქტს… პროვოკაცია თუ ვიღაცის მიერ პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა… მართალი რომ გითხრათ, ვცდილობდი შორს ვყოფილიყავი მსგავსი ისტორიებისაგან. დამისვეს კითხვები, მე კი გულწრფელად და კეთილგანწყობით ვუპასუხე. არ ვიცი, რა მოხდა შემდეგ ამ გოგონასთან მიმართებით. მითხრეს, რომ რაღაც გაუგებრობა ყოფილა…
- თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ვიდრე იტყვით „დაიჭირეთ“ ან „შეურაცხყავით“, მანამდე თვითონვე შეგიძლიათ მოსაუბრე გაგზავნოთ ერთ ადგილზე…
- არა, არა, მე არავინ არსად არ „გამიგზავნია“… ინტერვიუ ჩამომართვეს შემოქმედებითი გეგმების თაობაზე, მოვყევი ქართულ შთაბეჭდილებებზე, ვუპასუხე კონცერტის შესახებ დასმულ კითხვებს. კი, იყო ასეთი შეკითხვაც – თქვენ მხარს უჭერთ ვლადიმერ პუტინს? რასაკვირველია, მხარს ვუჭერ, იგი ხომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია! მხარს ვუჭერ, ვაფასებ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ძალიან მოკლე საუბარი იყო. შემდეგ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ მე მომწონს თბილისი, ყველაზე ძალიან კი მისი დიდი ფასეულობა – ადამიანები. საუბარი მხოლოდ ორიოდე წუთს გრძელდებოდა. არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა, მაგრამ ჩემი აზრით, ჟურნალისტის დაკავება სრული აბდაუბდაა.
- ფიქრობთ, რომ მომხდარი გავლენას არ მოახდენს თქვენს ქართველ თაყვანისმცემლებზე და საქართველოში კიდევ ჩახვალთ გასტროლებით?
- რატომ უნდა მოახდინოს გავლენა? მე ჩავედი თბილისში კონცერტის გამართვის მიზნით, როგორც ყოველთვის – სრული მზადყოფნით. ხალხი გახარებული იყო, ტაშს მიკრავდნენ… შევნიშნე, რომ ბევრი სიმღერაში ამყვა… მართალია, დღეს ახალგაზრდებმა საქართველოში რუსული ენა ნაკლებად იციან, უფროს თაობას კი ახსოვს… მაგრამ სიმღერა მაინც ყველამ აიტაცა და ეს ძალიან მაგარი გამოვიდა. პურ-მარილი, მშვენიერი გარემო, დაცვის სისტემის უზრუნველყოფა… თუმცა არ ვიცი, ვისგან უნდა ვყოფილიყავი დაცული. ამბობენ, რომ ქუჩაში რაღაც აქციები იყოო, მაგრამ მე არ მინახავს. ისე, მე მგონი, ისეთი არაფერი მომხდარა… მოვიდნენ და დადგნენ, დიდი ამბავი… ყველას თავისი აზრი აქვს. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დარბაზი ხალხით გაივსო და მათ ჩემი სიმღერები მოსწონთ, დანარჩენი კი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური თამაშებია… დამანებონ რა თავი, არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, გარდა ჩემი ქვეყნისა – რუსეთისა. აი, ჩვენ ახლა ვზივართ და საშობაო-საახალწლო კონცერტისთვის ვემზადებით, სოჭში უნდა ჩავატაროთ, ვცდილობთ, რომ ადამიანებს ვასიამოვნოთ. აი, ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. ვიწვევთ ყველას „კრასნაია პოლიანაში“, ჩვენთან უფრო უკეთესია, ვიდრე საზღვარგარეთ… ჩვენები „იქ“ ფულს ფანტავენ, „იქიდან“ კი მხოლოდ საძაგლობა გვესმის (იცინის).

«Комсомольская правда» (რუსეთი), 9 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kp.ru/daily/26317/3196296/

„საქართველოში განხორციელებული რეფორმების „გამოცდილებას“ საეჭვო ხასიათი აქვს“
9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ესაუბრება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კორუფციასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვლადიმერ მაკაროვს, რომელიც, სხვა სახელმწიფოების გამოცდილებაზე საუბრისას, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის სპეციფიკაზეც ლაპარაკობს.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
შეკითხვა: მიხეილ სააკაშვილისადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობს. მაგრამ საქართველოში ნამყოფი ჩემი კოლეგები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ თავის დროზე მან, ქვეყნის პრეზიდენტმა, ოფიციალურად ნება დართო ქრთამის აღების პროვოცირებას და ასეთმა მოქმედებამ მას საშუალება მისცა სახელმწიფო ორგანოები კორუმპირებული ჩინოვნიკებისაგან გაეწმინდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პრობლემა ძალიან ადვილად გადასაწყვეტია: აიღე ქრთამი, მიიღე ციხე… არ აგიღია? ყოჩაღ, განაგრძე მუშაობა…
ვლადიმერ მაკაროვი: ჩვენ რუსეთში ხშირად ვახდენთ ხოლმე უცხო ქვეყნების გამოცდილების იდეალიზებას – აი, ნახეთ, ჩვენთან კორუფცია ყოველგვარ საზღვრებს სცილდება, უცხოეთში კი პრობლემა გადაწყვიტეს. გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის. კორუფცია შეერთებულ შტატებშიც კი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული – აპატიმრებენ გუბერნატორებს, მოსამართლეებს… საქართველოში „განხორციელებული რეფორმების“ გამოცდილებას კი ერთობ საეჭვო ხასიათი აქვს, რაც ამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით დასტურდება. არ შეიძლება ადამიანი ისეთ სიტუაციაში ჩააყენო, რომლის შედეგად იგი იძულებული ხდება კანონი დაარღვიოს, შემდეგ კი მას სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენო. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო ისეთი პერიოდი, როცა მოქალაქეებს ანონიმური წერილების საფუძველზე იჭერდნენ ხოლმე.
შეკითხვა: კარგი, დავანებოთ თავი აფრიკისა და აზიის ქვეყნებში არსებულ კორუფციასთან შედარებებს. ფაქტია, რომ რუსეთში უფრო მეტადაა გავრცელებული მექრთამეობა, ვიდრე ევროპაში…
ვლადიმერ მაკაროვი: ევროპა სხვადასხვანაირია როგორც მენტალობის, ისე ნორმატიულობის მიხედვით. მაგალითად, საბერძნეთსა და ბელგიაშიც კი ჩინოვნიკისათვის მიცემული მცირე გასამრჯელო მადლობის ნიშნად კანონდარღვევად არ ითვლებოდა, რუსეთში კი ამგვარი ქმედება ქრთამის აღებას ნიშნავს. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან მექრთამეობის ფაქტები მეტი ფიქსირდება. გარდა ამისა, ჩვენ დიდი ქვეყანა გვაქვს, მეტია მოსახლეობისა და ჩინოვნიკების რაოდენობაც. სამწუხაროდ, კორუფცია გადამდები ავადმყოფობაა და ამ სენით პრაქტიკულად ყველა ქვეყანაა მეტ-ნაკლებად დაავადებული.

პროექტის ხელმძღვანელი:
სიმონ კილაძე, „რეპორტიორის“ მიმომხილველი
simonkiladze@gmail.com

Comments are closed