globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 10th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): საქართველო როგორც ნატოს ახალი „პრივილეგირებული წევრი“

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): საქართველოს გიორგი ჭანტურიას „პროექტის“ გამო პასუხის გაცემა მოუწევს

«Panorama» (სომხეთი): ალექსანდრე ისკანდერიანი: „როსნეფტსა“ და „პეტროკას ენერჯი გრუპს“  შორის დადებული მსგავსი ფინანსური გარიგებები პოლიტიკური ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ ფორმდება ხოლმე“

«Lragir» (სომხეთი), 10 იანვარი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/40099

საქართველო როგორც ნატოს ახალი პრივილეგირებული წევრი

სტატიაში გაანალიზებულია საქართველო-ნატოს ურთიერთობები, პრობლემები და პერსპექტივა (ავტორი – იგორ მურადიანი, სომეხი პოლიტოლოგი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
საქართველოს მიზნად აქვს დასახული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში – ნატოში გაწევრიანება, ქვეყანა ამ სამხედრო ბლოკში შესვლას უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს, ამგრამ უშედეგოდ – თბილისს გაწევრიანების სამოქმედო გეგმასაც არ აძლევენ ამ სამხედრო ბლოკის ბოლო უელსის სამიტზე საქართველო ალიანსის „ოქროს“ პარტნიორი გახდა. მიუხედავად საკმაოდ დიდი იმედგაცრუებისა, თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ოდესმე ნატო მოწყალებას მოიღებს და გაწევრიანებაზე დათანხმდება. ალიანსი თბილისს სხვადასხვა წინადადებებს სთავაზობს, გამოდის საქართველოსათვის „თავის მოქონვის“ ინიციატივებით, მაგრამ საბოლოოდ სანუკვარ სურვილს მაინც არ უსრულებს.
ნატოს არ აქვს საქართველოში დემოკრატიის დონის „გასაზომი“ რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები. დემოკრატია გაიზომება ცალკეული თვალსაზრისებითა და საექსპერტო შეფასებების მეშვეობით. ამიტომაც, საქართველოს როგორც დემოკრატიული ქვეყნის ზოგადმა იმიჯმა ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის არასასიამოვნო შედეგებისა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის საგარეოპოლიტიკური ვექტორების გამო წარმოქმნილი ეჭვების გადალახვას. „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქართველო მალე დაუბრუნდა ნატოსთან აქტიური თანამშრომლობის კალაპოტს.
მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რამდენად ახდენს გავლენას რუსეთი საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე მოლაპარაკება საქართველოს რუსეთთან ამ საკითხზე. საქართველო-რუსეთის კონტაქტებისა და ურთიერთობის საერთო ფონის გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ: ნატოს შესახებ საქართველოს რუსეთთან რაიმე მოლაპარაკება არ ჰქონია. მხარეებს ამ საკითხზე კონკრეტულ აზრთა გაცვლა-გამოცვლა არ განუხორციელებიათ და თბილის-მოსკოვის კონტაქტები მხოლოდ ზოგადპოლიტიკური თემებით შემოიფარგლა. სრულიად შესაძლებელია, რომ პერსპექტივაში საქართველოს მოუწევს რუსეთთან უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხების განხილვა ალიანსის კონტექსტით, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის თბილისის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები საქართველოს ნატოში მიღების გზაზე სერიოზულ პრობლემებად რჩება. ამის დაუნახაობა ან იმის თქმა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, არ შეიძლება. ნატოს არ შეუძლია მხედველობაში არ მიიღოს ეს გარემოება, რადგან ამ პრობლემის მოუგვარებლობას სამხედრო კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია.
ძალიან ძნელია იმის გამოთვლა, როდის ექნება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტის შანსი. რასაკვირველია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ შეუძლია რუსეთის ფაქტორის იგნორირება, მაგრამ რადგანაც ნატო ძლიერია, ამიტომ სამხედრო ბლოკი რუსეთის პოზიციას უსასრულოდ ვერ გაითვალისწინებს. თავის მხრივ, საქართველო თანმიმდევრულად ერთგულია სამი კრიტერიუმისადმი: ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, ტერიტორიების დეოკუპაცია, დსთ-ში და „ოდკბ“-ში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში) არშესვლა.
თურქეთი, ალბათ, წინააღმდეგი იქნება სომხეთის ნატოში ინტეგრაციისა, თუ ერევანი ამის სურვილს გამოავლენს. ცხადია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ანკარის ნეგატიური პოზიცია კონტრუქციულად არ იქნება აღქმული. აშკარაა, რომ საქართველო პოზიტიურად მოეკიდება სომხეთის ნატოში შესაძლოა ინტეგრირებას და არა მარტო საქართველო, სხვა სახელმწიფოებსაც მტკიცე პოზიცია ექნებათ დააჩქარონ სომხეთის ალიანსთან დაახლოება.
საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენით, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, თუ რა იურიდიული და პოლიტიკური პრობლემების არსებობს ამ მიზნის განხორციელების გზაზე. სომხეთი უკიდურესადაა დაინტერესებული ამ გზაზე მიმოსვლით, მაგრამ ერევანმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და მზად უნდა იყოს ამ საკითხის რამდენიმე ეტაპად მოგვარებისათვის: მაგალითად, ადრეულ ეტაპზე შეიძლება საავტომობილო გზის გახსნა. საქართველომ აფხაზეთსა და რუსეთს უკვე შესთავაზა ამგვარი წინადადება.
საინტერესოა, რომ სწორედ დღევანდელ ვითარებაში, როცა სომხეთისათვის ძალზე არასასიამოვნო სიტუაციაა, როცა ერევანი ფაქტიურად მოსკოვის ვასალი ხდება, ნატო და ამერიკა გარკვეულ ინიციატივებს აყენებენ სომხეთისა და საქართველოს „დასაკავშირებლად“ არა იმდენად ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის გრძელვადიანი ამოცანების გადასაჭრელად, რაც უზრუნველყოფს ნატოსა და აშშ-ის ყოფნას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
რაში ხედავს დასავლური საზოგადოება საქართველოს ნამდვილ პრობლემებს და როგორ სეიძლება ამ პრობლემების მოგვარება? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთი ერთაერთი ისეთი ქვეყანა არ არის, რომელიც სხვა სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა. საქართველომ სამეურვეო ქვეყნის არაფორმალური სტატუსი სომხეთზე უფრო ადრე მიიღო. დასავლეთში ძალიან კარგად აცნობიერებდნენ იმას, თუ რა იყო მოსალოდნელი საქართველოში – ამაზე არა მარტო საელჩოები, არამედ დასავლეთის „გონებრივი ცენტრები“ მუშაობდნენ და სიტუაციას სწავლობდნენ. ამიტომაც დასავლეთში საქართველოსაგან ცოტა თუ ვინმე ელოდება რაიმე განსხვავებულ [კურსს]. შესაბამისად, [დასავლეთის მიერ] მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს [ევროატლანტიკური] ინტეგრაცია იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად მოესურვება ეს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. სხვათა შორის, სწორედ ამგვარი რამ ხდება დღევანდელ პერიოდში, როცა „რუსეთის მიერ დაყენებული კაცი“ ბიძინა ივანიშვილი რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსირების დემონსტრირებას ცდილობს. დასავლეთმა უკვე აჩვენა ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომ როგორც არ უნდა შეეცადნონ ამ უაზრო პოლიტიკის გატარებას, საქართველო უკვე [ევროატლანტიკური] ინტეგრაციის პროცესშია და ამ გზიდან გადახვევის უფლებას თბილისს არავინ მისცემს.
სომხეთს ისღა დარჩენია გაიგოს, რომ მართალია, ის ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, მაგრამ ისიც მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა და ვერსად ვერ გაიქცევა.
დავუბრუნდეთ საქართველოს პრობლემებს, რომლებთაგან უმთავრესია არამხოლოდ საერთო პოლიტიკური ხასიათის მქონე პრობლემები, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი. დასავლეთმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამ ორი სეპარატისტული პროვინციის დამოუკიდებლობა აღიარებული არ იქნება და ისინი კვლავ საქართველოს შემადგენლობაში განიხილებიან. ამასთან, დასავლეთი მხარს არ უჭერს საქართველოს სწრაფვას (სურვილს) ეს ტერიტორიები ყველანაირ ფასად დაიბრუნოს. იმიტომ კი არა, რომ ეს დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების შესაძლო დაპირისპირებას გამოიწვევს, არამედ აი, რატომაც: დასავლეთს ესმის, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში საქართველო მზად არ არის (და არავინ იცის, იქნება თუ არა მზად) დაიცვას დასავლური საზოგადოების პრინციპები და ნორმატივები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. საქართველომ უკვე მოახდინა აფხაზებისა და ოსების მიმართ გენოციდური მოქმედების დემონსტრირება, შესაბამისად, დასავლეთს არ სურს ასეთ პოლიტიკასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.
თუ დავუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მხრიდან გენოციდური მოქმედება არ იქნება (რაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია მოცემულ პირობებში), მაშინ, ასე თუ ისე, დასავლეთისათვის პრაქტიკულად [მაინც] გადაუჭრელი პრობლემები შეიქმნებოდა.
ამრიგად, 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შედეგად დასავლეთისათვის ძალიან მავნე საკითხი გადაწყდა, ანუ [რუსეთის მხრიდან] განხორციელდა ისეთი არასასურველი პრობლემების „ჩაყრა“, როგორებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაა.

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 10 იანვარი, 2015 წელი

http://haqqin.az/news/37127

საქართველოს გიორგი ჭანტურიას „პროექტის“ გამო პასუხის გაცემა მოუწევს

მამედ ეფენდიევი
(შემოკლებით)
ქართული, რუსული და აზერბაიჯანული მასმედია ცდილობენ გაერკვნენ იმ განცხადების არსში და მიზანში, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სანავთობო კომპანიის ექს-ხელმძღვანელმა და ექს-ელჩმა გიორგი ჭანტურიამ გააკეთა. მკითხველს შევახსენებთ, რომ იგი გამოვიდა სუფსასთან, შავი ზღვის ნაპირზე, ახალი ენერგეტიკული ჰაბის (ე.წ. გამანაწილებლის) მშენებლობის მხარდამჭერად დასავლეთის (აშშ-ის), რუსეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით. პროექტის რეალიზებისათვის, მისი თქმით, საჭიროა ინვესტორების მოზიდვა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და დასავლეთის ქვეყნებიდან. პროექტის ღირებულება დაახლოებით 17 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჩვენ უკვე გავუკეთეთ კომენტარი ამ განცხადებას, ამიტომაც არარ გვსურს ამ თემაზე შეჩერება. გიორგი ჭანტურიას მიერ შემოთავაზებული იდეის (რომელსაც იგი მზა პროექტის სახით გვაჩეჩებს) აბსურდულობა უკვე ყველასათვის ცნობილია, მაგრამ საქართველოს მთავრობას, როგორც ჩანს, ბოლო ხანებში მომხდარი მოვლენებიდან რაიმე ნორმალური დასკვნის გაკეთება არ შეუძლია. უფრო მეტიც: აშკარა ხდება, რომ ოფიციალური თბილისი საქმის კურსში ყოფილა გიორგი ჭანტურიას „ინიციატივებთან“ დაკავშირებით.
საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქართული წარმოშობის რუსმა მილიარდერმა დავით იაკობაშვილმა რუსულ სანავთობო კომპანია „როსნეფტში“ კუთვნილი თავისი აქციები ქართულ კომპანია „პეტროკას ენერჯი ინტერნეიშენელს“ მიჰყიდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, აღნიშნული გარიგების კომენტირებისას, განაცხადა, რომ რუსული კომპანია არ აწარმოებს ფინანსურ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე და ამიტომ „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არ ირღვევა. მისი თქმით, ამ საკითხს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები სწავლობს, მთავრობა განაგრძობს მოვლენებზე და გარიგებაზე დაკვირვებას, ასევე ხდება ფოთის პორტის მიმართაც, რომელშიც „პეტროკას ენერჯი ინტერნეიშენელი“ საქმიანობს: ფოთის პორტი სტრატეგიული ობიექტია და ამიტომ მთავრობა მისი მოქმედების სრულ გამჭვირვალობას უზრუნველყოფსო.
დავიმახსოვროთ მინისტრის სიტყვები.
სამან საქართველოში ამ გარკვევებით იყვნენ დაკავებულები, სწორედ ამ დროს თვითონ გიორგი ჭანტურიამ დაიწყო აბსურდული განცხადებების გაჟღერება სუფსაში ნავთობქიმიური კომპლექსისა და ჰაბის მშენებლობის თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებას ისევ მოუწია ორაზროვანი ახსნა-განმარტება – გაუგებარი იყო, თბილისი ეთანხმებოდა თუ იგნორირებდა ჭანტურიას განცხადებებს: „საქართველოს მთავრობა ნავთობგადადმამუშავებელი ქარხნის მშენებლობას სუფსაში კი არ გეგმავს, არამედ ფოთშიო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, გამოცხადდა ინტერესთა გამოკითხვა ამ ქარხნის მშენებლობაზე ფოთთან მდებარე კუნძულ ნაბადზე: „ველოდებით ინვესტორთა რეაქციებს… რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას განცხადებებს, ეს მხოლოდ სიტყვებია. ჩვენ ქარხნის მშენებლობა სუფსაში კი არა, ფოთში გამოვაცხადეთ, მაგრამ რუსეთს ამ ობიექტის მიმართ არავითარი დაინტერესება არ გამოუჩენიაო“.
ესეც დავიმახსოვროთ.
ახლა განვიხილოთ ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც ქუმსიშვილის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, სუფსის ქარხნის მშენებლობით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული, „მაგრამ მოლაპარაკება ჯერ არ გამართულა. ეს ჩვენი ბრალი არ არის, რადგან იმ მხარემ ინტერესი აღარ გამოავლინა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გამოვაცხადოთ ინტერესთა შესწავლა მშენებლობის ადგილზე, ანუ ფოთში“. უფრო მეტიც – მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე ოთხი მილიონი დოლარია დახარჯული, მაგრამ კვლევის შედეგები მისთვის უცნობია. მან ასევე არაფერი იცის რუსეთის დაინტერესებაზე ამ პროექტით. „ყოველ შემთხვევაში, ის პიროვნება, ვინც ამ საკითხით ინტერესდებოდა, კერძოდ, სუფსით, რუსეთს აშკარად არ წარმოადგენდა. კონკრეტული გვარის დასახელება არაეთიკურია, მაგრამ მაინც ვიტყვი: ეს იყო გიორგი ჭანტურია, რომელმაც გადაწყვიტა ეს საკითხი გაეჟღერებინა. იყვნენ სხვებიც, მაგრამ მათში რუსული კომპანიების კვალი არ ჩანდა. თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის.. შეიძლება იყო კიდეც ამგვარი ინტერესი, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით არ წავედით. აი, ესაა მტავარი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დააზუსტა, რომ იგი თვითონ სუფსასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. „თუ ვინმე დაინტერესდება სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით, ამაზე შეუძლია პირველ თებერვლამდე განაცხადოს“, – აღნიშნა მან.
რა გამოდის? გამოდის, რომ ქარხნის პროექტი სუფსაში „ცოცხალია“, ყოველ შემთხვევაში, პირველ თებერვლამდე მაინც. საკმაოდ არეულ-დარეული სიტუაციაა შექმნილი.
ჩვენი გამოცემა „ჰაკინაზი“ ამ ისტორიის დასაწყისშივე ხაზს უსვამდა, რომ დავით იაკობაშვილის მიერ „როსნეფტში“ მისი კუთვნილი წილის გაყიდვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსული კომპანიის გავლენის გაფართოებას ნიშნავდა, რაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია „სოკარს“ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ხოლო როცა სცენაზე გიორგი ჭანტურია გამოჩნდა, რომლის ბიზნესი ბოლო დრომდე „სოკართან“ კავშირებს ეფუძნებოდა, ვიფიქრეთ, რომ იგი არანაირად არ წავიდოდა აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ. ასევე ჩანდა, რომ არ წავიდოდა არც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაც, რადგან ჩვენ ორ სახელმწიფოს ბევრი რამ საერთო მიზნები გვაკავშირებს. მაგრამ მისი განცხადებები და შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირების დამაეჭვებელი გამოსვლები საფუძველს გვაძლევს სხვაგვარად ვიფიქროთ.
თანდათან ასეთი სურათი იკვეთება:
საქართველოს ოფიციალურ წრეებში ერთი ჯგუფი გიორგი ჭანტურიასთან და რომელირაც უცნობ პირებთან ფარულ მოლაპრაკებებს აწარმოებს. მათ შორის, როგორც ჩანს, არიან რუსეთის წარმომადგენლებიც, რომლებთაც სუფსის ნავთობგადამამუშაველი ქარხნის მშენებლობა აინტერესებთ. იმავდროულად კიდევ ერთი ჯგუფი სრულიად ოფიციალურ მოლაპარაკებას აწარმოებს შედარებით უფრო ნაკლები სიმძლავრის მქონე ნავთობის გადამამაუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხზე, რომლის მშენებლობა ფოთშია დაგეგმილი, რომლის ტერმინალის აქციები დავით იაკობაშვილმა „როსნეფსტ“ მიჰყიდა. ანუ, არის ოფიციალური და არაოფიციალური მოლაპარაკებები, რომელიბშიც ერთი მხრივ, საქართველოს მტავრობა მონაწილეობს, მეორე მხრივ კი…
სუფსასთან დაკავშირებით რუსული მხარის მონაწილეობაზე ღიად საუბრობენ, თვითონ გიორგი ჭანტურია კი, ქართველი ექსპერტების აზრით, ამჯერად უკვე რომელიღაც რუსული კორპორაციების იდეების გამტარებლად გამოდის და საქართველოში რუსული ბიზნესის პოზიციების გამყარებას ცდილობს. ფოთის მიმართ ამას დამტკიცებაც კი არ სჭირდება: დავით იაკობაშვილის აქციების შესყიდვით „როსნეფტი“ ამ ტერმინალის მფლობელი გახდა, პარალელურად კი კასპიის ზღვის წყალბადშემცველების შავი ზღვის ნაპირებზე გადაქაჩვის ტრეიდერადაც იქცა. ასეთ შემთხვევაში რუსულ კომპანიას იოლად შეუძლია ფოთში დაგეგმილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნედლი ნავთობით მომარაგება… რატომ ვერ მოიაზრა და გააცნობიერა ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უბრალოდ გაუგებარია.
სამაგიეროდ გასაგებია, რომ გიორგი ჭანტურია მორიგ მახეში გაება: მას ამ თამაშში, როგორც ჩანს, მეხამრიდის როლის შესრულება დააკისრეს. სანამ ყველა მისი აბსურდული განცხადებების განხილვაზეა გადასული, მისივე რეალური კოლეგები საქართველოში „როსნეფტის“ ინტერესებს აქტიურად ახორციელებენ. და რაც უფრო „მაგარი“ იქნება ჭანტურიას განცხადებები, მით უფრო ხმამაღკლა ილაპარაკებს იგი რუსეთთან ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე, შესაბამისად, მით უფრო მშვიდად შეუძლია საქართველოს აზერბაიჯანის მიმართ არამეგობრული პოლიტიკა განახორციელოს… აზერბაიჯანი კი ამ ყველაფერს, რასაკვირველია, მშვიდად ვერ შეხედავს.

«Panorama» (სომხეთი), 10 იანვარი, 2015 წელი

http://www.panorama.am/ru/politics/2015/01/09/a-iskandaryan/

ალექსანდრე ისკანდერიანი: „როსნეფტსა“ და „პეტროკას ენერჯი გრუპს“  შორის დადებული ფინანსური გარიგებები პოლიტიკური ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ ფორმდება“

ახალი წლის ყველაზე მნიშვნელოვან პირველ მოვლენად სამხრეთ კავკასიაში სეიძლება ის გარიგება მივიჩნიოთ, რომელიც „როსნეფტსა“ და „პეტროკას ენერჯი გრუპს“ შორის დაიდო“, – განაცხადა რუსული რადი „რადიო სპუტნიკის“ სომხური სამსახურის ეთერში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, სომეხმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდერიანმა.
პოლიტოლოგის თქმით, ეს გარიგება არაერთმნიშვნელოვნად იქნა აღქმული: ერთი მხრივ, ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება ქართველ ოპოზიციონერებს და პროდასავლელ ექსპერტებს არ მოეწონებათ, ხოლო მეორე მხრივ, გარიგება განიხილება ერთგვარ იმედად რუსეთ-საქართველოს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის, რაც, ბუნებრივია, სომხეთისათვის პოზიტიური მოვლენა იქნება.
ალექსანდრე ისკანდერიანმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ფინანსური გარიგებები პოლიტიკური ხელისუფლების ნებართვის გარეშე და მათ დაუკითხავად არ ფორმდება ხოლმე, ამ შემთხვევაში საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება იგულისხმება. „საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეს პროცესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა, – თქვა ექსპერტმა და ხაზი გაუსვა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება სომხეთს დიდ სარგებლობას მოუტანს და სომხური ინტერესების არეალს გააფართოვებს.
გარდა ამისა, ალექსანდრე ისკანდერიანის თქმით, დადებითი შედეგის მომტანი იქნება კიდევ ერთი გარემოება: ფოთის პორტი, საიდანაც სომხური ექსპორტის ძირითადი მოცულობა ხორციელდება, ამიერიდან რუსულ კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის.
პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა ზოგიერთი პოლიტიკოსის ფუჭი იმედები იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით რუსეთ-საქართველოს კავშირები შეწყდებოდა. როგორც ალექსანდრე ისკანდერიანმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმებას არ შეუძლია რუსული კომპანიებისადმი ხელის შეშლა ქართულ ბიზნესში.

Comments are closed