globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 10th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Кавказская политика» (რუსეთი): ტრიუმვირატი საქართველოს წინააღმდეგ? // პრემიერ-მინისტრის სავარძლისათვის მებრძოლთა „საქმენი საგმირონი“

«Lidove Noviny» (ჩეხეთი): ჩეხეთი საქართველოს წინააღმდეგ: რატომ გადადო პრაღამ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება?

«Российская газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი და მას მიმხრობილი გარი კასპაროვი: იარაღი უკრაინისათვის!?

———————–

«Кавказская политика» (რუსეთი), 10 მარტი, 2015 წელი

http://kavpolit.com/articles/triumvirat_protiv_gruzii-14775/

ტრიუმვირატი საქართველოს წინააღმდეგ?

პრემიერ-მინისტრის სავარძლისათვის მებრძოლთა „საქმენი საგმირონი“

ნადანა ფრიდრიხსონი

საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მწვავდება. თავდაცვის გადამდგარი მინისტრის ირაკლი ალასანია აქტიურად მიიკვლევს გზას დიდი პოლიტიკური მომავლისაკენ. მეთოდი ახალი არაა. ირაკლი ალასანია ძველებურად თამაშობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე, თუმცა ამჯერად მან უფრო დეტალიზებული გახდა თავისი შეტევა და ზურაბ აბაშიძეს, პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდა.

ირაკლი ალასანიას გააქტიურება ნიშნავს, რომ თავდაცვის ექს-მინისტრი თავისი პოლიტიკური დებიუტისათვის ემზადება, რაც თავის მხრივ, წყალს ასხამს კიევში კარიერის მკეთებელი მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე. საქართველოს საგარეოპოლიტიკურ არენაზე მიმდინარე ემოციების დუღილი ქვეყნის ირგვლივ შესაბამის საგარეოპოლიტიკურ ფონს ქმნის და, როგორც ჩანს, სერიოზული თამაშები დაიწყება: აქტიურდება არა მარტო რუსეთი, არამედ აზერბაიჯანიც და ირანიც.

გაწყდეს ბოლო ძაფიც?

პრაღაში მიმდინარე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თანაც არა მხოლოდ ქართულ საინფორმაციო საშუალებებში. მიზეზი მარტივია: რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა. თუმცა უნდა ვაღიაროთ – ლოკალური წარმატებები ნამდვილად იყო: რუსეთმა გააუქმა ემბარგო ქართულ ღვინოზე და მინერალურ წყალზე, რაც პოზიტიურად აისახა ქართული ეკონომიკის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მიღწეულია შეთანხმება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (მწვანილის) მიწოდებაზეც. მაგრამ, ეკონომიკური წარმატებები ფერმკრთალდება იმ პოლიტიკური ვაკუუმის ფონზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაშია. მიზეზები: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის პრობლემა, საქართველოს პერმანენტული ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად.

რუსეთმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ არ გააუქმებს ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლად აღიარების აქტს. სამაგიეროდ, ამის ფასი ისაა, რომ მოსკოვი საქართველოს საშინაოპოლიტიკურ საქმეებში არ ერევა. ამჟამად კავკასიურ ქვეყნაში საგანგაშო პროცესები მიდის. მართალია, რუსეთისთვის ძნელია გავლენა მოახდინოს, მაგრამ [კრიტიკულ სიტუაციაში] გავლენა და ჩარევა რეალურად მაინც შეუძლია.

სარგებლობს რა ამით, ირაკლი ალასანია ხელისუფლებას წერტილოვან დარტყმებს აყენებს და  თბილის-მოსკოვს შორის დიალოგის უკანასკნელი ძაფის გაწყვეტას ცდილობს. მიზანი ასეთია: კრემლს არ უნდა დარჩეს არანაირი უმცირესი შანსიც კი იმისა, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციაზე, რომლის ტემპერატურა სახიფათო ნიშნულს უახლოვდება.

მაგრამ, როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიას ძაფები შეეშალა…

საკრალური მსხვერპლი №1

შეიძლება გაუგო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს: თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ იცავს „ოდინდელ“ ქართულ ფასეულობებს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების სახით. თუმცა სინამდვილეში იგი ამ თემების აშკარა ექსპლოატაციას ეწევა და გზას უკვლევს როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე საკუთარ თავსაც – ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის სახით. ირაკლი ალასანიასათვის ამ ამოცანის შესრულებას საკმაოდ აიოლებს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგები ეცემა.

საქართველოს „მთავარ მოქალაქეს“ მიხეილ სააკაშვილი მუდმივად აკრიტიკებდა, რომელშიც ახლა ქვეყნის პოლიტიკური ძალებიც ჩაერთვნენ. ამ მიზნით ისინი ეკონომიკურ კრიზისს იყენებენ, რომელიც ქვეყანას თავს დაატყდა 2014 წლის ბოლოს. ქართულ მედიაში მუდმივად ხდება იმ ინფორმაციების განახლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის იმიჯის საზიანოდაა მიმართული. მაგალითად, ვრცელდება ცნობები, რომ ოლიგარქს თავისი კაპირალი საზღვარგარეთ გაააქვს. ასეთ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტი ოპერატიული მოქმედება მოუწევს, ვიდრე იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

პირველი საკრალური მსხვერპლი იქნება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წინაარმდეგ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის თანხმობით, უკვე აქტიურად მოქმედებს კახა კალაძე. თუმცა, როგორც ჩანს, ოლიგარქმა კალაძეს კოზირებიანი კარტები კი მისცა, მაგრამ მთავარი კოზირი თავისთვის დაიტოვა… ასე რომ, პირველ ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრისათვის ამ პარტიის გათამაშება უფრო რთული იქნება, ვიდრე მას ჰგონია.

საკრალური მსხვერპლი №2

კახა კალაძემ თამაში კოზირული კარტებიდან დაიწყო: სარგებლობს რა თავისი მდგომარეობით და, ალბათ, გარკვეული მოლაპარაკებით აზერბაიჯანული ნავთობკომპანიის ქართულ ოფისთან, მან ხელი შეუწყო „გაზის კონფუზს“, რითაც კიდევ უფრო არყევს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ისეთაც საკმაოდ მორყეულ სავარძელს. კახა კალაძე, ალასანიას მსგავსად, საკუთარ თავს ღარიბაშვილის ადგილზე ხედავს, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო სუსტია. გაზის ტარიფზე თამაშით მან მხოლოდ ერთი საბუთი მიამატა კომპრომატებით სავსე საქაღალდეს, რომელიც დაუყონებლივ იქნება გახსნილი, როგორც კი იგი წარმატებას მიაღწევს ამ ბრძოლაში. ეს ამბიციური ჩინოვნიკი, საბოლოო ჯამ,ში, რისკზე მიდის, რომ მეორე საკრალურ მსხვერპლად იქცეს. ამ ფონზე ირაკლი ალასანია კიდევ უფრო განამტკიცებს თავის ოპოზიციურ სტატუსს, რაც მას დამატებით პოლიტიკურ ქულებს მოუტანს  კახი კალაძის წინააღმდეგ.

განა სალაპარაკოა ის, თუ როგორი ნეგატიური იქნება რუსეთის რეგიონული ინტერესებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნა – ფიგურისა, რომელიც არ მალავს თავის ინტერესებს და პარტნიორებს?

ამით უკმაყოფილო იქნება ირანი, რომელსაც არ აქვს გათვალისწინებული ის, რომ ნატო სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ხარჯზე თავის გავლენას გააფართოვებს. ასეთი  მეზობლობით უკმაყოფილო იქნება აზერბაიჯანიც, რომელიც ნატოს სამხრეთ კავკასიაში ექსპანსიით თავისი ინტერესების საფრთხეს ხედავს, განსაკუთრებით აშშ-სთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ადამიანის უფლებების დაცვაში არსებული პრობლემების გამო. ასეთ მდგომარეობაში მოსკოვი, თეირანი და ბაქო, აშკარაა, რომ ძალისხმევას გააერთიანებენ იმისათვის, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა რეალიზების კერად არ გადაიქცეს.

პრობლემის ძიებაში

რამდენადაც პროცესი უკვე გაშვებულია, ტრიუმვირატს, როგორც იტყვიან ხოლმე, უკვე დაძრული მატარებლის ვაგონზე შეხტომა მოუწევს.

მოსკოვი კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატის შესანარჩუნებლად რიტორიკას ააქტიურებს, მაგრამ ამის პარალელურად ჩუმად იწყებს ისეთი პიროვნების ძიებასა და მის წინ წაწევას, რომელიც შეძლებს და ქართული პოლიტიკის საკვანძო ასპექტებზე გავლენას მოახდენს. ამ ფიგურას, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ისტორია უნდა ჰქონდეს, მეორე – მოლაპარაკებისუნარიანი უნდა იყოს იმ დონით, რომ შეინარჩუნოს  რუსეთ-საქართველოსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობის ამჟამად არსებული სტატუს-ქვო. მაგრამ წარმატებისათვის საჭიროა აქილევსისი ქუსლის პოვნა, ანუ ისეთი პრობლემისა, რომელიც იქნება გლობალური საფრთხის სახით არამარტო საქართველოსთვის, არამედ მტელი რეგიონისათვის. ისეთი პრობლემა, რომელიც უკვე რესპუბლიკაში მწიფდება და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღნიშნული ფიგურის ჩასანერგად პოლიტიკურ პროცესში.

ტრიუმვირატი მოქმედებაში

და სწორედ ამ დროს, თითქოსდა ელოდებოდაო, ირანის სახელმწიფო რადიოსადგურ „ირანის ხმის“ რუსულენოვანი სამსახურიც აქვეყნებს ინფორმაციას პროვოკაციული სათაურით – „საქართველოს ტერიტორიაზე ერაყ-ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ბაზები არსებობს“, რომლის თანახმად, სირიის არმიის ერთ-ერთი გენერალი ვალიდ აბაზა აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, პანკისის ხეობაში ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ საწრთვნელი ბანაკები მოქმედებსო. მასში აღნიშნულია, რომ ეს ბაზა-ბანაკები ოფიციალური თბილისის მხარდაჭერით სარგებლობენ. ვალიდ აბაზამ ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როცა სირიის სამთავრობო ძალებზე „ბოევიკთა“ თავდასხმის დროს „ელის“-ის ერთ-ერთი მეთაური, აზერბაიჯანელი დაქირავებული როვშან ბადალოვი დაიღუპა. გენერლის თქმით, ბადალოვმა საბრძოლო წრთვნების კურსი სწორედ პანკისის ხეობაში გაიარა.

რასაკვირველია, ეს ინფორმაცია შეიძლება მივიჩნიოთ  როგორც სინამდვილედ, ასევე სიცრუედ, შეიძლება მისი დადასტურებაც და უარყოფაც, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: სირიის კრიზისის განმავლობაში რუსეთი და ირანი მხარს უჭერდნენ სირიის ოფიციოზს – პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებას, რომელსაც აშშ-სთან და ევროკავშირთან მტრული დამოკიდებულება აქვს. „ერაყ-ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ („ელის“) საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს და, ცხადია, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, რომელსაც „ელის“-მა უკვე გაუგზავნა „შავი ნიშანი“.

ირანის რადიოსადგურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იდეალურადაა ჩამოყალიბებული: მასში მოხსენიებულია თბილისის მხარდაჭერა „ელის“-ის ბანაკებისადმი, ასევე აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების, კერძოდ, ჩეჩნების მათში მონაწილეობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი პრობლემაა სამისათვის. გამოდის, რომ საქართველო არასტაბილურობის კერა ხდება, რომელიც საშუალებას აძლევს თეირან-მოსკოვ-ბაქოს ტრიუმვირატს სხვადასხვა გზებით მოახდინონ გავლენა თბილისზე:

ა) რუსეთს შეუძლია დიპლომატიური სვლა განახორციელოს: იმ აშკარა საფრთხის გამო, რომელიც „ელის“-ისგან მოდის საქართველოს გავლით, გაამართლოს თავისი სამხედრო ურთიერთობის გაღრმავება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, აგრეთვე მოალაპარაკოს ბაქოს ერთობლივი პრევენტიული ზომების თაობაზე;

ბ) აზერბაიჯანს შეუძლია გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ველზე და ამ მიზნით გაზით მომარაგების საკითხი გამოიყენოს (რაც, თავის მხრივ, კახა კალაძის წინააღმდეგ მიმართულ კარტად შეიძლება იქცეს);

გ) ირანიც გვერდზე არ დარჩება, რომელსაც აქვს ისეთი რაღაც, რომელიც შეიძლება თბილისს შესთავაზოს როგორც პოზიტიურ ასპექტში (ნატოსთან ალტერნატიული თანამშრომლობა), ასევე ნეგატიურში.

ტრიუმვირატის ამოცანა ის კი არაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის სავარძელი შეუნარჩუნოს, არამედ ის, რომ არ დაუშვას დიდი ხნით კახი კალაძის და მით უმეტეს, ირაკლი ალასანიას პრემიერ-მინისტრობა.

პოსტსკრიპტუმი

ირაკლი ალასანიას, რომელიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების წინააღმდეგ გამოვიდა, მზის ქვეშ საკუთარი ადგილის ძიებაში მიზნები აერია… სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც მან გააკეთა, ნაადრევია იყო. მოსკოვში, თეირანში და ბაქოში განგაშის ზარი გაისმა, რომ დროა საქართველოს მიმართ სასწრაფო ზომები იქნას მიღებული.

«Lidove Noviny» (ჩეხეთი), 9 მარტი, 2015 წელი

http://www.lidovky.cz/cesko-brzdi-rozsirovani-eu-kvuli-soukrome-firme-f6k-/zpravy-domov.aspx?c=A150309_073306_ln_domov_rof

http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/1816768

ჩეხეთი საქართველოს წინააღმდეგ: რატომ გადადო პრაღამ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება?

ეკატერინა საფარიკოვა, იგორ შამშინი

საქართველოს და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების სეთანხმება, რომელიც ჩეხეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, უკვე მეექვსე თვეა ხელუხლებელი დევს. პარლამენტის ქვედა პალატას რატიფიცირების პროცესი სამსაბათს უნდა დაეყო, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით საკითხის განხილვა პირველი აპრილისთვის იქნა გადადებული. მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩეხეთის ეკონომიკურ ინტერესებს ლახავს.

„ჩვენი დიპლომატიური უწყება ასეთი ნაბიჯით ჩეხური კომპანია Energo-Pro-ს ინვესტიციებს იცავს“, – ამბობს  ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი. საქართველოს ხელისუფლებამ ამ კომპანიას დამატებითი გადასახადის გადახდა დაუწესა, 1,5 მილიარდი კრონის (62 მილიონი დოლარის) ოდენობით. დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ ეს მოთხოვნები დაუსაბუთებლად მიიჩნია.

Energo-Pro საქართველოს უმსხვილეს უცხოურ ინვესტორად ითვლება. კომპანია სპეციალიზდება ენერგეტიკის სფეროს ობიექტების მსენებლობასა და ექსპლოატაციაში. საქართველოში ჩეხურ კომპანია 15 ჰიდროელექტროსადგურის მფლობელია, მასვე ეკუთვნის ელექტროგამანაწილებელი კომპანიები, რომელთა მეშვეობით ელექტროდენით დაახლოებით მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს.

პრაღის დიპლომატიის გააქტიურება იმით აიხსნება, რომ თბილისის ნაბიჯით  ჩეხეთის საბიუჯეტო თანხებს საფრთხე დაემუქრა. Energo-Pro-ს ინვესტიციები ჩეხეთის ექსპორტბანკის მიერ იყო უზრუნველყოფილი. როგორც ლუბომირ ზაორალეკი ამბობს, „საქართველოს ხელისუფლება ავიწროვებს იმ კომპანიას, რომელიც კარგად მუშაობს… საქმე სახელმწიფო რესურსებსაც ეხება. Energo-Pro-ს ანგარიშები ჩეხეთის ექსპორტბანკში აქვს გახსნილი, მას ჩვენი სადაზღვევო კომპანია ემსახურება. შესაბამისად, საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე“.

პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებში ერთ-ერთი ექსპერტი პეტრ კოვარიკი ამბობს, რომ ამ ყველაფერს იგი  ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამს უკავშირებს, რომლის თანახმად, ტაჯიკებიც დაინტერესებულნი არიან იმით, რომ Energo-Pro-მ ინვესტიციები მათ ჰიდროენერგეტიკაში ჩადოს.

ქართული მხარე სიტუაციას კომენტარს არ უკეთებს. საქართველოს ელჩი ჩეხეთში ზაალ გოგსაძე მხოლოს იმით შემოიფარგლა, რომ „ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხთან Energo-Pro Georgia-ს დაკავშირება არასწორი ქმედება და შეცდომა იქნებოდა“.

აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველმა ფინანსისტებმა ნაწილობრივ უკვე აღიარეს თავიანთი მოთხოვნების უსაფუძვლობა და ჩეხურ კომპანიას გადასახადის თანხა 70-80%-ით შეუმცირეს, არაა გამორიცხული, რომ მოთხოვნა სულაც უკან წაიღონ.

დამოიკიდებელი პრაღელი პოლიტოლოგების პროგნოზით, უახლოეს პერსპექტივაში საქართველო-ჩეხეთის უთანხმოება მოგვარდება და ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანო ასოცირების შეთანხმებას რატიფიცირებას მაინც მოახდენს. პრაღას რაიმე საწინააღმდეგო ამ შეთანხმებისადმი არაფერი აქვს.

«Российская газета» (რუსეთი), 10 მარტი, 2015 წელი

http://www.rg.ru/2015/03/10/skandal.html

მიხეილ სააკაშვილი და მას მიმხრობილი გარი კასპაროვი: იარაღი უკრაინისათვის!?

პეტრე ლიხომანოვი

ამას წინათ აშშ-ის სენატში გამართულ „უკრაინულ მოსმენებზე“ მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი. ორივე უკრაინის არმიისათვის იარაღის მიწოდებას ითხოვდა, მაგრამ… ვაშინგტონმა იარაღის მიცემა კი არა, უკრაინის ეროვნული გვარდიის მეომრების მომზადების პროგრამაც კი შეაჩერა – სანამ არ მიიღებს „მინსკის შეთანხმების რეალიზების“ დამადასტურებელ მონაცემებს.

ასეთი შედეგი, ალბათ, განპირობებულია თვით ამერიკული ფსიქოლოგიით, რომლის თანახმად, რაც უფრო წარმატებულია ადამიანი ცხოვრებაში, მისი რჩევები მით უფრო მეტად ფასდება.. არც გარი კიმოვიჩი და არც მიხეილ ნიკოლოზოვიჩი ტრიუმფატორების სიაში და მით უმეტეს, მსოფლიო პოლიტიკოსების სუბიექტთა სიაში უკვე დიდი ხანია არ ჩანან, რამდენადაც მათ წონა სამშობლოშიც კი აღარ აქვთ.

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ეძებს, რომ მრავალრიცხოვანი დანაშაულის ჩადენის გამო დააკავოს, რომლებიც უფლებამოსილების გადაჭარბებსს, საბიუჯეტო თანხების განიავებასა და კორუფციას ეხება. მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმისაგან დამალვა ექს-პრეზიდენტს დღეს მხოლოდ კიევში და ვაშინგტონში შეუძლია, თანაც პირველი თავშეფარი – კიევი უფრო საიმედოა. გარი კასპაროვმაც, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, სამშობლო დაკარგა, რადგან იგი საკუთარ თავს თანამედროვე რუსეთის მოქალაქედ აღარ მიიჩნევს. ლატვიამაც კი დიდ ფუფუნებად ჩათვალა მისთვის ეროვნული პასპორტის მიცემა და უარი უთხრა მოქალაქეობის მინიჭებაზე. არაა გამორიცხული, რომ წყნარი ბალტიისპირელები მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ისტერიკულმა ხასიათმა დააფრთხო… სხვათა შორის, გარი კასპაროვმა იმდენად „იაქტიურა“, რომ მომხრეები რუს ოპოზიციონერებშიც კი დაკარგა.

მოკლედ, მიხეილ სააკაშვილი და გარი კასპაროვი ტიტრებშიც კი აღარ ჩანან…

Comments are closed