«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკული რკალი რუსეთის გასწვრივ
«Handelsblatt» (გერმანია): ნატო და რუსეთი: ძველი მტრობა არ ქრება // ამ ფონზე საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღება შეუძლებელია
«Политические Известия» (უკრაინა): სომხეთი: პროვოკაციების ტაქტიკა // „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკის გავრცელებას სომხები საქართველოზეც ცდილობენ და ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ სამცხე-ჯავახეთს არ ეხება
———————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 10 მაისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-usa-military-training-noble-partner/3321958.html
ამერიკული რკალი რუსეთის გასწვრივ
ზაზა წულაძე
ყველაზე მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნების დაწყებამდე 48 საათზე ნაკლები დარჩა. პენტაგონმა ბულგარეთიდან საქართველოში სამ დღეში გადმოისროლა: რვა ერთეული „აბრამსის“ ტიპის ტანკი, შვიდი ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, საველე ჰაუბიცები M119, ჰამერის სამხედრო ჯიპები, სამეთაურო-საშტაბო და სამედიცინო ჯავშანმანქანები. ეს ტექნიკა უკვე თბილისთან ახლოს იმყოფება.
„ღირსეული პარტნიორი-2016“-ის სწავლებაში, რომელიც 11 მაისს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აიღებს სტარტს, ჯამში, მონაწილეობას 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი ჯარისკაცი მიიღებს. ამერიკელების და ბრიტანელების დიდი ნაწილი, თბილისში, გამთენიისას, ამერიკული და ბრიტანული არმიის თვითმფრინავებით ჩამოფრინდნენ.
პირველად ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების ისტორიაში, სწავლებაში გამოყენებული იქნება Lockheed C-130 Hercules-ის ტიპის ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, საიდანაც როგორც ცოცხალი ძალის, ისე მძიმე ტექნიკის დესანტირება მოხდება.
ანა დოლიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს: „ამ წვრთნას ჰქვია „ღირსეული პარტნიორი“, ანუ თავად დასახელება მიგვანიშნებს მის შინაარსს. ეს წვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფრო დაგვაახლოებს NATO-ს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან. ეს წვრთნა აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ხელს უწყობს უსაფრთოებას რეგიონში“.
Noble Partner 2016-ის სწავლება საქართველოში, არის მხოლოდ ერთი რგოლი მასშტაბური სამხედრო წვრთნებისა, რომელსაც პენტაგონი და NATO ამჟამად რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს ატარებენ (ესტონეთში, ფინეთში, მოლდოვაში…).
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ, რომელმაც ქართულ-ამერიკული წვრთნები პროვოკაციად შეაფასა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა-მერი ჰოლ ჰოლმა ბრძანა: „ჩვენ არ ვთლით, რომ ეს წვრთნები პროვოკაციას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელი შეთანხება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის უფრო შეიძლება იქნეს აღქმული როგორც პროვოკაცია“.
მოსკოვის უკიდურეს გაზიღიანებას იწვევს პენტაგონის გეგმები უკრაინაშიც. 2016 წელს, იქ, სამი ამერიკულ-უკრაინული სამხედრო წვრთნაა დაგეგმილი. ივნისში, ოდესაში, სტარტს აიღებს – Sea Breeze 2016. უკრაინის, ამერიკისა და NATO-ს სამხედრო გემები ამჯერად შავ ზღვასთან ერთად, მდინარე დუნაიშიც შევლენ. უკრაინის დასავლეთში, ლვოვის ოლქში კი დაგეგმილია Rapid Trident-ისა და Maple Arch-ის ორი მრავალეროვნული სწავლება.
«Handelsblatt» (გერმანია), 10 მაისი, 2016 წელი
ნატო და რუსეთი: ძველი მტრობა არ ქრება
ამ ფონზე საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღება შეუძლებელია
სტატიაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკა და სამხედრო მიზნები მეზობელ სახელმწიფოებთან – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი უკრაინასთან და საქართველოსთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაპირისპირების კონტექსტში. მასალაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი განუხრელად იზრდება (ავტორი – ანდრე ბალინი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
რუსეთი პერმანენტულად უპირისპირდება საქართველოსაც. ამ ორიოდე დღის წინათ ქართულ-ამერიკულმა ერთობლივმა სამხედრო მანევრებმა (კოდური სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორობა“) მოსკოვისა და თბილისის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გამოიწვია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს სამხედრო წრთვნები „პროვოკაციად“ ჩათვალა, ამის საპასუხოდ კი პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით დემონსტრაციულად გადაუხადა მადლობა ევროპულ სახელმწიფოებს იმ დიპლომატიური დახმარებისათვის, რომელიც მათ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომის“ დროს აღმოუჩინეს – „როცა საქართველოს ტერიტორიას სხვა სახელმწიფოს თვითმფრინავები ბომბავდნენ“.
რასაკვირველია, ასეთი კონფრონტაციის ფონზე საქართველოსა და მით უმეტეს, უკრაინის მიღებას ნატოში, ალიანსისაკენ მათი ლტოლვის მიუხედავად, არ უნდა ველოდოთ.
ამის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკი უკვე გარკვეულ სამხედრო მზადყოფნას ამჟღავნებს. როგორც პენტაგონის შეფმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, ნატოს ლი ტემპით მიმდინარეობს – ნატოს ოთხი ბატალიონი, დაახლოებით ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურით, აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის დასავლეთ საზღვართან განლაგდება, რომელშიც გერმანიის ბუნდესვერიც იქნება ჩართული. ვაშინგტონი ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი ჯავშანბრიგადა გადაიროლოს. ალბათ, ეს საკითხი ნატოს ვარშავის სამიტზე იქნება განხილული.
თავის მხრივ, გამალებულ შეიარაღებაში რუსეთიც ჩაება: მოსკოვმა დაიწყო საარმიო ქვედანაყოფების გადანაწილება კონკრეტული მიმართულებით – დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოკრუგების პირადი შემადგენლობის რაოდენობა დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება. მწჯვავე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, რუსეთი თავისი ბიუჯეტის 20 პროცენტს სამხედრო ხარჯებისთვის იყენებს…
ასეთ მძიმე ფონზე მაინც ჩანს იმედი, რომ კონფრონტაციის სპირალის უსასრულოდ გაგრძელება არცერთ მხარეს არ სურს. ამის დამადასტურებელია ამას წინათ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის დაწყება ორწლიანი პაუზის შემდეგ. მართალია, ამ ორგანოს მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს, მაგრამ დიალოგის განახლება მაინც იმის ნიშნად უნდა ჩავთვალოთ, რომ მხარეები სიტუაციას სერიოზულად აფასებენ.
«Политические Известия» (უკრაინა), 10 მაისი, 2016 წელი
http://izvestia.kiev.ua/blog/show/84052
სომხეთი: პროვოკაციების ტაქტიკა
„გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკის გავრცელებას სომხები საქართველოზეც ცდილობენ და ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ სამცხე-ჯავახეთს არ ეხება
„სომხეთი კავკასიაში, საუკუნეთა სიღრმიდან მოყოლებული, მუდმივად კონფლიქტების, განხეთქილების, პროვოკაციების წყაროს წარმოადგენს. საქმე ეხება იმ ტაქტიკას, რომლის მეშვეობითაც ერევანი სამხრეთ კავკასიაში თავის დომინირების დამყარებას ცდილობს: სომხეთი აქტიურად სარგებლობს პრინციპით – „გათიშე და იბატონე“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იგორ შევირევი).
გთავაზობთ შემოკლებით:
„განხეთქილების შეტანით სომხებს საშუალება ეძლევათ აზერბაიჯანი შეაკავონ, მთიანი ყარაბაღი კი ბუფერის როლის შემსრულებლად გადააქციონ. გამთიშველი პოლიტიკის გავრცელებას სომხები საქართველოზეც ცდილობენ და ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ სამცხე-ჯავახეთს არ ეხება. პროვოკაციების ტაქტიკა, ალბათ, ერთადერთი საშუალებაა, რითაც სომხეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ტანდემის ჩაშლა შეუძლია. რადგანაც სომხეთს შავ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვს, რადგანაც ეს ქვეყანა რეგიონული საკვანძო სატრანპორტო დერეფნების გარეშე დარჩა, ერევანი ფაქტიურად თბილისზე და ბაქოზე გახდა დამოკიდებული. ამ რთულ სიტუაციაში, ალბათ, ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა სომხეთს მეზობლებთან მოლაპარაკების უნარი გამოეჩინა და დიპლომატიისათვის მეტი გასაქანი მიეცა… მაგრამ რად გინდა – სომხეთს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ მოლაპარაკებების სფეროში აქვთ, სომხებისათვის დიპლომატია პრიორიტეტული არასდროს ყოფილა. აბა, სხვა რა უნდა ვთქვათ, როცა ისინი ყველა მეზობელს რაღაცას ედავებიან… სომხების მოქმედება მკვეთრ დისონანსშია ცნობილ კავკასიურ პრინციპთან: „კარგი მეზობელი შორეულ ნათესავს სჯობიაო“. ჰოდა, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ სომხეთს ურთიერთობა არ აქვს არც თურქეთთან და არც აზერბაიჯანთან… საქართველოსთან კი მეგობრობის გრძნობას მაშინ თუ ამჟღავნებს, როცა სომხეთის ხელისუფლებაში ისეთი ძალაა, რომელთანაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ სურს ურთთიერთობა. აშკარაა, რომ ასეთი მომატებული კონფლიქტურობის გათვალისწინებით, სომხეთს უსაფრთხოების პრობლემები ყველაზე მეტი უნდა ჰქონდეს. სომხები კავკასიაში არავის არ უყვარს და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ისინი ჩაკეტილად ცხოვრობენ, ადგილობრივ კავკასიურ ტრადიციებს არ ემორჩილებიან და პირიქით, ცდილობენ მეზობლებს თავს მოახვიონ საკუთარი ტრადიციები. აი, ასეთი ფაქტების ფონზე კანონზომიერია, თუ რატომ ვერ ჩერდებიან სომხები დიდხანს ერთ ადგილზე, თუმცა, ცხადია, მათ მომთაბარე ხალხად ვერ ჩავთვლით.
სომხებისათვის საკუთარი არმიის განვითარება პრიორიტეტული არასდროს არ ყოფილა. არადა, უსაფრთხოების განმტკიცებაზე ზრუნვა მათი მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ასეთი რთული და არამეგობრული გარემოცვის პირობებში. პირიქით კი აკეთებენ: სომხებს სულ მუდამ ვიღაცის იმედი აქვთ, რომ მათი უსაფრთხოება სხვამ დაიცვას. მათი პრიორიტეტი ისაა, რომ დროულად დადგნენ ძლიერის გვერდით. თუმცა ერევანს ამ თვალსაზრისით მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ გააჩნია – მხოლოდ რუსეთის სამხედრო დახმარების იმედად რჩება. მართალია, რეგიონში ყველაზე ძლიერი არმია თურქეთს ჰყავს, რომელიც ნატოს წევრია, მაგრამ სომხებს თურქებთან სხვა სახის პრობლემები აქვთ. (…)
სომხებს რომ უფრო მეტად რუსული ქოლგა აწყობთ, ეს გასაგებია, მაგრამ გაუგებარია მოსკოვის მოტივაცია: საკითხავია, რატომ ირჩევენ რუსები მაინცდამაინც სომხეთს, რატომ უჭერს მოსკოვი მხარს ერევნის პროვოკაციულ პოლიტიკას? და რატომ გააკეთა რუსეთმა განსაკუთრებული აქცენტი სომხეთზე და არა საქართველოზე? თანაც ეს ხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საზიანოდ, რომელსაც ნორმალურ ვითარებაში განვითარებისა და გაღღმავების უდიდესი პერსპექტივა და პოტენციალი აქვთ.
რუსეთისა და სომხეთის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. იგივეა მეზობლებთან დამოკიდებულების ხასიათიც. რუსეთისათვის მნიშვნელოვანია ტრანზიტის ყველა ახალი ალტერნატიული მიმართულების დაბლოკვა, უპირველესად ეს ეხება აბრეშუმის ახალი გზის პროექტს. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს რეგიონი თავისი იარაღით აავსოს, [ანუ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსულ იარაღზე დამოკიდებული გახადოს] და ამრიგად, გასაღების მუდმივი ბაზრით იყოს უზრუნველყოფილი. რუსეთი ასევე ცდილობს სამხედრო ძალით შეინარჩუნოს კონტროლირებული [ოკუპირებული] ტერიტორიები, ისეთებიც კი, სადაც ფაქტიურად, მოსახლეობა აღარ დარჩა. თავის მხრივ, სომხეთი აკონტროლებს მოსახლეობას, რაც მას საშუალებას აძლევს დიდ ტერიტორიებზე გაავრცელოს თავისი გავლენა.
რაც შეეხება სომხეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ისინი შედარებით მცირეა, სომხებს უფრო რეგიონული ამოცანებით შემოიფარგლებიან: საქმის გარჩევებით ადგილობრივ კავკასიელ მეზობლებთან – ქართველებთან და აზერბაიჯანელებთან. ერთ-ერთი ასეთი გარჩევა ბოლო დროს მთიან ყარაბაღშიც მოხდა… აშკარაა, რომ სომხეთი, აზერბაიჯანთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყების შემთხვევაში, ყარაბაღს ვერ შეინარჩუნებს. ამიტომაც კვლავ არის მოსალოდნელი პროვოკაციები, ვთქვათ ატომური ელექტროსადგუურის გათვალისწინებით.
„სომხეთს „ჭუჭყიანი“ ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა აქვსო, – ასეთი მამხილებელი სტატია გამოქვეყნდა ამას წინათ „ვაშინგტონ თაიმსში“. ბირთვული სათბობი ამჟამად „მაგატეს“ მკაცრი კონტროლის ქვეშაა, მაგრამ რადიაციული „ნაგავი“ ხომ დარჩა? ოფიციალურად მეწამორის აესი მუშა მდგომარეობაში არსებულად ითვლება, სინამდვილეში კი ეს სადგური მრავალწლიან ბირთვულ სალექარსა და სხვადასხვა ატომური ექსპერიმენტების ჩამტარებელ უკანონო ლაბორატორიას წარმოადგენს.
მოკლედ, მეწამორის აესი კავკასიისათვის დიდი პრობლემაა და ამაზე აქცენტირება წლების განმავლობაში ხდება. სომხური რადიაციული ნარჩენები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვრცელდება, თუმცა საინტერესოა, რომ საშიში ტვირთის დაკავება მხოლოდ საქართველოში ხდება (კავკასიის ერთადერთ ქვეყანაში, სადაც პოლიცია მართლაც მუშაობს). ბოლო ხანებში რადიაციული ნივთიერების დაკავების ფაქტები გახშირდა: იანვარში ქართველებმა „ცეზიუმ-137“-ის, ხოლო აპრილში – „ურან-238“-ის კონტეინერები დააკავეს. (…)
სადაა იმის გარანტია, რომ სომხური წარმომავლობის მქონე ცეზიუმი უკრაინაში არ მოხვდება? უკრაინაში, რომლის უსაფრთხოებას სომეხი შინაგან საქმეთა მინისტრი იცავს?
ის რომ სომხეთში „ჭუჭყიანი“ ატომური ბომბის შექმნა სრულიად შესაძლებელია, ამის საფრთხე რეალურად არსებობს. გარდა ამისა, არანაკლებ სახიფათოა ისიც, რომ თუ მთიანი ყარაბაღის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ერევანმა იქ „ჭუჭყიანი“ ბომბი გამოიყენოს პრინციპით: „თუ მე არა, მაშინ არავის“. ამრიგად, სომხური პროვოკაციების ტაქტიკა უფრო ყველაზე სახიფათო სტადიაში გადავა, რაც ბირთვულ პროვოკაციებს ნიშნავს…“.