globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 10th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომს ამერიკელი ექსპერტი აფასებს: საუბარი ალექსანდრ ქულისთან

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): თვალსაზრისი: რა დგას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის მოქმედების უკან?

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): გაანაახლებს თუ არა რუსეთი ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე?

«Независимая газета» (რუსეთი): „რუსთავი-2“ ქონების გარეშე რჩება: საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია კვლავ პრობლემები გაუჩნდა

——————-

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 9 აგვისტო, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/august-8-war-alex-cooley/2909108.htm

საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომს ამერიკელი ექსპერტი აფასებს

თეა თუაშვილი

აგვისტოს ომიდან 7 წლის შემდეგომის გამომწვევი მიზეზების ერთობლიობა, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციები და გაყინული კონფლიქტების პერსპექტივა. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა ნიუ-იორკში ინტერვიუ კოლუმბიის უინვერისტეტის, ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ალექსანდრ ქულისთან ჩაწერა.

ცხელი აგვისტოს 2008 წლის შემდეგ შვიდი არანაკლებ რთული და დაძაბული წელი გავიდა. ამერიკელი ექსპერტები ომის დაწყების მიზეზებზე, პასუხისმგებლობაზე და განვითარებულ მოვლენებზე შეფასებებს ისევ აკეთებენ. აგვისტოს ომმა მთლიანად მსოფლიოს გეო-პოლიტიკური სურათი შეცვალა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარიმანის ინსტიტუტის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრ ქული რუსეთ-საქართველოს შორის ხუთ-დღიანი სამხედრო დაპირისპირების სამ მთავარ ფაქტორზე საუბრობს.

ალექსანდრ ქული: „საკითხი ასე მარტივად არ დგას, რომ არსებობდა დაპირისპირებული ერთი მხარე და იყო მეორე მხარე. 2008 წლის ომი იყო სამი სხავდასხვა ფაქტორის ერთობლიობა, რამაც გამოიწვია ეს დაპირისპირება. პირველი ეს იყო იმ ლოკალური კონფლიქტის გაგრძელება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოიშვა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ეს იყო ამ გარდამავლი პერიოდის, არათანმიმდევრული და არაორგანიზებული ხელმძღვანელობის პერიოდში დაწყებული ლოკალური კონფლიქტი, რომელიც შემდგომ ეროვნულ-ტერიტორიულ კონფლქიტად გადაიქცა რუსეთსა და საქართველოს შორის. განსაკუთრებით ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ გამწვავდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. ის ცდილობდა, საქართველო მკვეთრად დასავლური ორიენტაციის გზაზე გადეყვანა, რომ ქვეყანა რუსეთის გავლენისგან გამოსულიყო. შესაბამისად, ამ კონფქლიტიდან წარმოიქმნა რეგიონალური კონფლიქტი, სადაც ერთ მხარეს რუსეთია, ხოლო მეორე მხარეს საქართველო და დასავლეთი, ის ქვეყნები რომლებიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას უჭერდა მხარს. აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ მედვედევმა თავის გამოსვლაში რუსეთის გავლენის სფეროებზე და ასევე დასავლეთის ინტერესებზე და გავლენაზეც ისაუბრა რეგიონში. აგვსიტოს ომში სწორედ ამ სამი ფაზის ერთობლიობაა – ადგილობრივი, ნაციონალური და და გეოპოლიტიკური კონფლიქტი. ამიტომაც არის ეს ომი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა.”

მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად რუსეთი, როგორც ალექსანდრ ქული ამბობს, კონფლიქტის ახალ სახეობას იყენებს, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასაზღვრო ბანერების თვითნებურ გადმოტანას გულისხმობს. ბოლო შემთხვევა სამი კვირის წინ მოხდა, როდესაც რუსებმა სასაზღვრო ნიშნულები 300 მეტრით საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწიეს, ამ მონაკვეთში აზერბაიჯანის და თურქეთის მაკავშირებელი მილსადენი გადის. საუკუნის პროექტი გასულ საუკუნეში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა და საქართველოს უსაფრთხოების ერთგვარ გარანტს წარმოადგენს.

ალექსანდრ ქული: ამგვარი მოძრაობა კონფლიქტის ახალი სახეობაა. ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების უკეთ შერწყმის მიზნით მათი დამოუკიდებლად აღიარების პოლიტიკას მიმართა და ცდილობდა სხვა ქვეყნებსაც მოეხდინათ მათი აღიარება. ეს აღიარების პოლიტიკა ურთიერთოებების ფორმალურობას ემსახურებოდა. ამის შემდეგ რუსეთმა უკრაინის კრიზისის დროს ასევე ჩვეულებრივად დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი და არსებული საერთაშორისო კანონმდებლობა. თუმცა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა ქვეყნებმა არ გაიზიარეს აღიარების პოლიტიკა და ის, რისი დემონსტრირებაც მოხდა ამ ტერიტორულ საკითხებთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთში არის ის, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას შეცვალოს კანონები და წესები, საზღვრები განსაკუთრებით სადავო ტეროტორიებზე, რაც თავის მხრივ საკმაოდ არასტაბილურ მდგომარეობას ქმნის. მეორე მიზეზი რისთვისაც მათ გადმოწიეს საზღვარი არის  მილსადენის კონტროლი, რომელიც საქართველოს გზაზე გადის. ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ რუსეთს აქტიურად სურს კონტორლი ამ მილსადენზე და ნიშანი, რომ მისი ზედამხედვეელობის ქვეშ უნდა მოექცეს სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტები საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვფიქრობ ეს საკმაო საფრთხეა. რუსეთი აანალიზებს და იცის, რომ სამართლებრივად არ მოქმედებს თუმცა, მე ვფიქობ ეს მეტწილად უკრაინის კრიზისიდან არის გამოწვეული, სადაც რუსეთს სურს პირდაპირ ჩაერიოს უკრაინის საქმეებში, პოსტ-საბჭოთა სივრცის ნაწილში უხეშად შეიჭრას და თავისი წესრიგი დაამყაროს.

ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რუსი სამხედროების კონფლიქტის ზონიდან გასვლაა.

ალექსანდრ ქული: „რუსების ჯარების გაყვანა ძალიან რთული იქნება. ეს პრობლემაა საქართველოში, მოლდოვაში ,უკრაინაში. ასე ცხადია, კონლიქტები მიმდინარეობს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დასავლური ორიენტაცია აქვთ. საქართველოს რაც შეუძლია არის ის, რომ უნდა შეძლოს რუსეთის პოლიტიკას არ ჰყავდეს მხარდამჭერი ძალები, და ასევე გააგრძელოს რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის საჯაროობა საერთაშორისო დონეზე. ასევე არ უნდა აყვნენ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობას და ამით არ მისცენ საშუალება მეტი გააკეთონ ამ მხრივ. უნდა გაგრძელდეს დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორობა და კავშირების გამყარება უკრაინასთან, მოლდოვასთან იმ ქვეყნებთან სადაც, ხელისუფლებას ასევე არ აწყობს ამ გაყინული კონფლქიტების გამწვავება. საქართველო ღიად აფიქსირებს თავის სწრაფვას ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ახლა შესაძლოა, რომ უფრო მეტი მიზეზი არსებობდეს რომ ის ნატოს წევრი გახდეს, თუმცა არსებობენ ქვეყნები რომლებიც ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს სწორედ ამ კონფლქიტის გამო“.

რამდენად რეალისტურია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება და ამის საფუძველზე ურთიერთობების თუნდაც ეკონომიკურ დონეზე მოწესრიგება. ალექსანდრ ქული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმაურება. “ჩვენ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას” -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდ ქული: „ღარიბაშვილის განცხადება რეალისტურია. საქართველოში რთული ეკონომუკური სიტუაცია, სანქციები ისევ მოქმედებს. საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები აქვს და ნუ დაგვავიწყდება ამ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში საქართველოს ლიდერშიპი ცდილობს, ეკონომკური საკითხების გამო ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან დაამყაროს კავშირი, მათ შორის, ახალ ალტერნატიულ პარტნიორებას ეძებს. ეს რეალისტური მიდგომაა, რომ რუსეთთან გაუმჯობესებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს საქართველომ.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღარ არსებობს.  არც მაღალ დონეზე ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა შემდგარა. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერც ჟენევის ფორმატით გამართული მოლაპარაკებების დროს თანხმდებიან.

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი), 9 აგვისტო, 2015 წელი

http://www.bbc.com/news/world-europe-33675488

თვალსაზრისი: რა დგას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის მოქმედების უკან?

ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი“-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია ლონდონის საგარეო ურთიერთობათა კვლევის ცენტრის „ჩეთემ ჰაუს“-ის თანამშრომელი გიორგი მჭედლიშვილი, გადმოცემულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემები, ბოლო მოვლენების ფონზე: აქცენტი გადატანილია „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.

„რუსეთის ბოლო მოქმედებანი საქართველოს წინააღმდეგ იმას მიგვანიშნებს, რომ მოსკოვს განზრახული აქვს თბილისს პროდასავლური კურსი შეაცვლევინოს და ამ მიზნით ყველა მეთოდს იყენებს“, – აღნიშნულია სტატიაში და ამის დამადასტურებლად აღწერილია გასულ თვეში მომხდარი ფაქტები, რომლებიც რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გამმიჯვნელი ხაზის დაფიქსირებას მოჰყვა. „რუსეთმა ამ პროცესებში თავისი მონაწილეობა უარყო“, – წერს ავტორი და იქვე შენიშნავს: „მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ რეგიონებს იურიდიულად ისევ საქართველოს შემადგენლობაში თვლის“.

საქართველოს პროდასავლური კურსი რუსეთს თვალში ეკლად ხვდებოდა ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა მოსკოვმა ამაზე სერიოზული რეაგირება მხოლოდ 2000-იანი წლებიდან დაიწყო. რუსეთის ზეწოლა განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. მან დიდი ზალისხმევა გასწია რეფორმების გასატარებლად და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრირებისათვის, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი მოსკოვმა „ვაშინგტონის მარიონეტად“ შერაცხა. ნატოს სამშვიდობო ოპრაციებში საქართველოს აქტიურმა მონაწილეობამ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ მოსკოვი დაარწმუნა, რომ საქართველო საბოლოოდ „ხელიდან წაუვიდა“. რუსეთი, როგორც ჩანს, იმანაც გააღიზიანა, რომ ბოლო დროს საქართველოში საუბარია ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნაზე და ქართველეი მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ინტეგრირება დასავლეთთან და მათი წარმატებული ეკონომიკური განვითარება რუსეთის მმართველი რეჟიმისათვის ნეგატიური მოვლენაა, რადგან რუსეთის მოსახლეობა დაინახავს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმატებებს და შესაძლოა თავიანთი განვითარების მოდელი ეჭვქვეშ დააყენოს.

რუსეთის მოქმედების პრინციპი ცნობილია: მოსკოვი ცდილობს იმ ქვეყნის დასუსტებას, რომელიც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ამიტომაც სეპარატიზმს აღვივებს, მხარს უჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. რუსეთი თავისი მოქმედებისთვის მომგებიან დროს ირჩევს ხოლმე: 2008 წლის საქართველოსთან ომი პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაამთხვია, ხოლო ბოლო ხანებში სამხრეთ ოსეთის მოვლენები კი იმ დროს დაიწყო, როცა მსოფლიო „ისლამური სახელმწიფოს“, ირანისა და საბერძნეთის პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული. რადგანაც ბალტიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები უკვე ნატოს წევრები არიან და მათზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ძალა ვრცელდება, რუსეთი უფრო იოლ მიზანს ეძებს. ასეთი მიზანი მისთვის საქართველო აღმოჩნდა.

თბილისისათვის მოსკოვთან დაპირისპირებაში ერთადერთი დამხმარე მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობააა, თუმცა დასავლეთის რეაქცია მხოლოდ „შეშფოთება-აღშფოთაბაში“ გამოიხატება ხოლმე. ე.წ. „საზღვართან“ დაკავშირებული მოვლენებიც  მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ევროსაბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში და მისი ჩასვლა ინციდენტის ადგილზე. თუ დასავლეთი რუსეთს მკაფიო და მკაცრს სიგნალს არ გაუგზავნის ასეთი პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე, მაშინ მოსკოვი გათამამდება და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. და თუ ეს ასე იქნება, თბილისი იძულებული გახდება რუსეთის ზეწოლას დაემორჩილოს და თავისი პროდასავლური კურსი პრორუსულით შეცვალოს.

სომხეთი უკვე მტკიცედაა მოქცეული რუსეთის ორბიტაში, რადგან ეს ქვეყანა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია გაწევრიანებული. აზერბაიჯანიც პრორუსულ განწყობებს ამჟღავნებს. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის სერიოზული დასაყრდენს წარმოადგენს და მისი დაკარგვა, პრაქტიკულად, მთელი რეგიონის რუსეთის კონტროლქვეშ, მისი გავლენის სფეროში მოქცევას ნიშნავს – რეგიონისა, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ენერგოშემცველების სატრანზიტოდ, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, – ასეთი დასკვნაა მოცემული სტატიის დასასრულს.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 9 აგვისტო, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150808-vozobnovit-li-rossiya-embargo-na-gruzinskuyu-produktsiyu

გაანაახლებს თუ არა რუსეთი ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე?

საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსადგურის „რადიო ფრანსე ინტერნასიონელეს“ რუსული სამსახურის მიერ საქართველოს შესახებ ეთერში გადაცემულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში (ავტორი – გიორგი ლებანიძე) რამდენიმე თემაა განხილული:

ა) თბილისის დამოკიდებულება დასავლეთის ანტირუსული სანქციებისადმი

საქართველოს ხელისუფლება, იმის გამო, რომ თბილისი ევროკავშირის სანქციების ერთ ნაწილს მიუერთდა (ყირიმული პროუქციის აკრძალვის საკითხში), შიშობს, რომ  საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა, სავარაუდოდ, გაუარესდება, შეიძლება ემბარგო კვლავ აღდგეს, რაც მტკივნეული იქნება საქართველოს ეკონომიკისათვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ექსპორტის შემცირებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. ასეთმა ვითარებამ უკვე ელექტრონერგიის ტარიფების მომატება გამოიწვია და, შესაბამისად, არის იმის საფრთხე, რომ მოსახლეობა მასობრივად გამოხატოს პროტესტი. როგორც ავტორი აღნიშნავს, თბილისი ცდილობს ბრიუსელს აუხსნას, თუ რატომ არ უჭერს მხარს სრულად სანქციებს სრულად: პირველი არგუმენტი ისაა, რომ ევროკავშირს რუსეთის მიმართ საქნციები არ დაუწესებია 2008 წლის ომის შემდეგ, როცა მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა; მეორე – ევროკავშირის დოკუმენტში ანტირუსული სანქციების დაწესების თაობაზე, უკრაინისა და ყირიმის მოვლენების გამო,  საერთოდ არაა ნახსენები არც საქართველო და არც სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თუმცაღა თბილისმა საკმაოდ დაბეჯითებით მოითხოვა, რომ პრობლემა საერთო კონტექსტში განხილულიყო.

ბ) „ელექტრომაიდნის“ აჩრდილი საქართველოში

საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, რომელიც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიური ვითარების რთულმა მდგომარეობამ განაპირობა. ლარის გაუფასურება ელექტროენერგიაზე ფასების მატებას იწვევს: კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ტარიფის 40%-ით გაზრდა მოითხოვა, ხელისუფლებამ კი 35%-ით დააკმაყოფილა. ამასთან, მთავრობა შიშობს, ვაითუ თბილისშიც ერევნის მსგავსი მოვლენები განვითარდესო. ამ საკითხზე რადიოსიუჟეტში პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი საუბრობს, რომლის თქმით, ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ორმაგ თამაშს ეწევა და საერთოდ, ამ კომპანიასთან მიმართებით საკმაო ეჭვი არსებობს, რომ ის თითქოსდა რუსულ „ინტერ-რაო“-სტანაა დაკავშირებული. „მივაქციოთ ყურადღება: ისინი ტარიფის გაზრდას ითხოვენ და იმავდროულად კომპანიის გაყიდვაზეც მოლაპარაკებას მართავენ, რომ მყიდველისათვის მიმზიდველი გახადონ“, – ამბობს გია ხუხაშვილი და კომენტარს უკეთებს აგრეთვე რუსეთის სავარაუდო რეაგირებას საქციებტან დაკავშირებით: „რუსეთთან ვაჭრობის გაუმჯობესება ჯერ-ჯერობით ერთადერთი მიღწევაა და, შესაბამისად, თუ ემბარგო კვლავ განახლდება, ეს მტკივნეული იქნება საქართველოსათვის.  ეს ქართული ეკონომიკისათვის „უკანასკნელი წვეთი“ შეიძლება აღმოჩნდეს“.

გ) ექს-პრეზიდენტი იძებნება… მხოლოდ საქართველოში

საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი თავის ტკივილი გახდა ინტერპოლის გადაწყვეტილება ძებნილად არ აღიაროს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. არადა, მთავარმა პროკურატურამ ლიონში ყველა დოკუმენტაცია გადააგზავნა. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეცაა აღძრული.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ამბობს, რომ ინტერპოლის გადაწყვეტილება სრულიად თავსდება თანამედროვე გეოპოლიტიკურ „კონიუნქტურის“ ჩარჩოებში: „საერთოდ, ინტერპოლთან მიმართებით მსგავს მოვლენებს საკმაოდ ხშირად ვხედავთ: ბევრი პიროვნება, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში იძებნებიან, სრულიად გარკვეულ ადგილებში იმალებიან და ეს პირველად არ ხდება. აქ საუბარი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე არ არის. სამწუხაროდ, სამართლებრივი პროცედურები ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ხშირად პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენება. ეს ხდებოდა ადრეც, როცა რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელიც რომელიღაც ქვეყნისათვის საჭირო პიროვნებას წარმოადგენდა, სამართლებრივ დევნას თავს არწევდა ხოლმე“, – ამბობს ნანა დევდარიანი.

შეკითხვაზე, „შესაძლოა ინტერპოლს ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან“,  ნანა დევდარიანი პასუხობს: „ინტერპოლს პოლიტიკური საკითხების განსჯის ამოცანა არ აქვს, მას აქვს სრულიად მკაფიო ამოცანა: ის მტკიცებულებათ პაკეტს რებულობს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელტა საფუძველზე ვალდებულია ამა თუ იმ პირის ძებნა გამოაცხადოს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ინტერპოლს მხოლოდ ძებნის ფუნქცია აქვს, ექსტრადირების გადაწყვეტილებას კი თვით სახელმწიფო ღებულობს“.

ამასთან, ბევრი ქართველი ექსპერტი ამბობს, რომ „საერთაშორისო პოლიციის“ უარი საქართველოს თხოვნაზე ეფუძნება არა იმდენად ორგანიზაციის წესდებას, არამედ საღ აზრსაც: თუ ინტერპოლის ფუნქცია მხოლოდ დამალულის ძებნაა, ექს-პრეზიდენტი არასადაც არ იმალება, იგი ოდესის ოლქის გუბერნატორია, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. თუ საკითხი მის დაკავებასა და ექსტრადირებას ეხება, ეს უკვე საქართველო-უკრაინის ურთიერთობის საკითხია.

«Независимая газета» (რუსეთი), 10 აგვისტო, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-08-10/6_rustavi.html

„რუსთავი-2“ ქონების გარეშე რჩება: საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია კვლავ პრობლემები გაუჩნდა

სტატია ეხება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას: მისი ქონების დაყადაღებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ადრინდელი მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, ტელეკომპანიის ხელმძღვანელისა და ქართველი პოლიტიკოსების კომენტარებს ამ ფაქტთან დაკავშირებით (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ნიკა გვარამიას, გიორგი მარგველაშვილის, დავით უსუფაშვილის კომენტარები, განსაკუთრებით ხაზგასმულია პარლამენტის სპიკერის გამონათქვამი: „მე მახსოვს, თუ როგორ იქმებოდა ტელეკომპანია ეროს კიწმარიშვილის მიერ 1990-იან წლებში. იქიდან მოყოლებული „რუსთავი-2“-ის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. სამწუხაროდ, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე აქტიური მედიასაშუალება ამ პრობლემების მუდმივ ჯაჭვშია და ეს დღესაც არ წყდება“.

როგორც სტატიაში ნათქვამი, „რუსთავი-2“-მა ოპოზიციური ტელეარხის რეპუტაცია მოიპოვა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და „მოქალაქეტა კავშირის“ მმართველობის დროს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „მოქკავშირის“ ხელისუფლების დამხობასა და „ვარდების რევოლუციის გამარჯვებაში, რომლის შედეგად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა.

„პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაეწყო „რუსთავი-2“ პრობლემები: გაჩნდა დაპირისპირებები მფლობელთა შორის, ისინი ხშირად იცვლებოდნენ. ტელეარხის ერთ-ერთი მფლობელი იყო ქიბარ ხალვაში, მაშინდელი გენპროკურორისა და მოგვიანებით თავდავის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და როცა ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა, პრობლემები გაუჩნდა ქიბარ ხალვაშსაც, რომელიც იძულებული გახდა თავისი აქციები გაეყიდა. იგი ახლა აცხადებს, რომ ტელეკომპანიის გაყიდვა დარღვევებით მოხდა.

მფლობელები კი იცვლებოდა, მაგრამ ტელეკომპანიის გენერალური ხაზი უცვლელი რჩებოდა: „რუსთავი-2“ მხარს უჭერდა და უჭერს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანებას იწვევდა – მას არ მოსწონდა ერთი ტელეარხის ლიდერობა ქართულ მედიასივრცეში. სხვა ტელეკომპანიები კი გაძლიერდნენ, მაგრამ „რუსთავი-2“-ის მეტოქეობა რიგი მიმართულებებით ვერავინ შეძლო.

ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებამ ქართულ საზოგადოებაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში ზოგადად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მომხდარი ამბის აქტიური განხილვა მიმდინარეობს აგრეთვე სოციალურ ქსელებშიც. ზოგიერთებს მიაჩნიათ, ამის მიზეზია საპარლამენტო არჩევნების მოალოება, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს: „რუსთავი-2“ „ნაციონალების“ ეფექტურ საინფორმაციო რესურსს წარმოადგენს, „ქართული ოცნება“ კი თავის ძალებში დარწმუნებული არ არის და ამიტომაც ცდილობს თავისი მთავარი და ერთადერთი სერიოზული კონკურენტის შევიწროვება აქედანვე დაიწყოს. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასეთი თვალსაზრისი მმართველი კოალიციის ლიდერების განცხადებებს ეწინააღმდეგება, არჩევნებამდე კი ჯერ კიდევ ერთი წელია დარჩენილი.

Comments are closed