globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 10th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას ქართველების აშენებულ აგარაკზე შეხვდა (მიმოხილვა)

«Foreign Policy» (აშშ): ომის დაწყების მორიგ წლისთავზე ვლადიმერ პუტინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას ეწვია

«Politico» (აშშ): ნატო ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს საქართველოს სადაო ტერიტორიაზე ყოფნის გამო

«Le Temps» (შვეიცარია): ვლადიმერ პუტინი – რუსული მიწების შემკრებ-გამაერთიანებელი

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): როგორ შეიძლება ყირიმში და აფხაზეთში ისე შესვლა, რომ დამნაშავედ არ შეგრაცხონ

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი): ინტერვიუ ი.კობალაძესთან: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პრობლემები

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/russia-president-putin-visits-breakaway-georgian-region-abkhazia/3979128.html

https://www.amerikiskhma.com/a/state-dept-on-putins-visit/3979778.html

ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას ქართველების აშენებულ აგარაკზე შეხვდა

ზაზა წულაძე

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაფრენით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ 2008 წლის ომის შედეგები “გადახედვას არ ექვემდებარება” და მოსკოვი არ აპირებს დაპყრობილი ქართული მიწების გათავისუფლებას.

მიმომხილველთა აზრით, ეს იყო კრემლის მყისიერი პასუხი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე თბილისში, რა დროსაც მაიკ პენსმა რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია ღიად დაგმო და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.

ვლადიმერ პუტინი ზუსტად ამ დროს, მონღოლეთის საზღვარზე, ტუვის რესპუბლიკაში წერზე და ქირჭილაზე თევზაობით ერთობოდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირველ აგვისტოს სწორედ ტუვის ტაიგიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს მოინახულებდა. 8 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი მოსკოვიდან ჯერ სოჭში ჩაფრინდა, შემდეგ კი ოკუპირებულ ბიჭვინთაში ვერტმფრენით გადაფრინდა. რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის მიზნით, შვეულმფრენთა ესკადრილია ტრადიციულად, რამდენიმე, ერთნაირი MI-8MTV ტიპის ვერტმფრენისგან შედგებოდა.

ოკუპირებულ ანკლავში ყოფნისას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, “გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების” გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ ბოლომდე დაიცავს: „ყველაზე მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთთან განსაკუთრებული, სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება მომავალშიც“.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ოკუპირებული სოხუმის „საქალაქო საბჭოს თავმჯდომარემ“ კონსტანტინე ფილიამ ოფიციალური წერილით მიმართა აფხაზთა ლიდერ რაულ ხაჯიმბას და სოხუმის ცენტრალური პარკისთვის ვლადიმირ პუტინის სახელის მინიჭება ითხოვა.

ვინაიდან ვიზიტი სასწრაფო წესით დაიგეგმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ჩასულა ოკუპირებულ სოხუმში. იგი რაულ ხაჯიმბას ორი საათით, ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალში მდებარე სახელმწიფო აგარაკზე – „ჩაიკა- მ“-ში შეხვდა. ამ აგარაკის მშენებლობა 1988 წელს, საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით დაიწყო, არქიტექტორი მერაბ ჩხენკელი იყო, ხოლო შიდა დიზაინის დიდი ნაწილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელს ეკუთნის.

„ჩაიკა-მ“-ი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, თუმცა კავშირი ისე დაინგრა, რომ აგარაკის დასრულება ვერ მოესწრო და მიხეილ გორბაჩოვიც იქ ერთხელაც არ ყოფილა. 1993 წლიდან, მას შემდეგ რაც თბილისმა აფხაზეთის ავტონომიაზე კონტროლი დაკარგა, მიუსერაში უკვე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები ცხოვრობენ.

რაულ ხაჯიმბამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ იგი აფხაზეთს სიმბოლურად, სწორედ 8 აგვისტოს ეწვია:  „8 აგვისტო, ეს სამახსოვრო თარიღია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. ამ დღეს დაიწყო საქართველოს არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების გადამჭრელმა მოქმედებებმა გახადა შესაძლებელი – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების შენარჩუნება და დამოუკიდებლობის შემდგომი აღიარება, რისთვისაც უღრმესს მადლობას გეუბნებით“.

ოკუპირებულ ანკლავში არსებული სრული ქაოსის ფონზე (რუსი ტურისტების მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, არასრულწლოვანთა გაუპატიურება, საბრძოლო მასალების აფეთქება, რამაც ასევე რუსი ტურისტების სიცოცხლე შეიწირა) რაულ ხაჯიმბას კლანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ვლადიმერ პუტინის ღია მხარდაჭერა.

რუსეთის პრეზიდენტი აფხაზებს 2020 წლამდე 6 მილიარდი რუბლის (დაახლოებით – 100 მილიონი აშშ დოლარის) „ინვესტიციის“ გამოყოფას დაპირდა. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, ბოლო 9 წლის მანძილზე – რუსეთმა აფხაზეთის “შესანახად” – 37 მილიარდი (616 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო „სამხრეთ ოსეთში“ – 52 მილიარდი რუბლი (867 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა. ექსპერტთა აზრით, ამ თანხების 50 პროცენტი უბრალოდ გამქრალია.

ორსაათიანი ვიზიტის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ბიჭვინთა ისევ ვერტმფრენით დატოვა და თან რაულ ხაჯიმბაც გაიყოლა. მოგვიანებით, მათ სოჭში, უკვე პრემიერ დიმიტრი მედვედევთან ერთად, საბრძოლო სამბოს ტურნირს მიადევნეს თვალი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ოკუპირებულ ბიჭვინთაში ჩასვლა, „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებად“ შეაფასა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვიქტორია ნაუერტის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას. პრეს-სპიკერმა დასძინა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვს და უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის აღიარება.

———

ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ყოფნის თაობაზე მასალები აშშ-ის სხვა ცნობილმა გამოცემებმაც გაავრცელეს. ჟურნალ Foreign Policy-ის ვებ-გვერდზე რვა აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ომის დაწყების მორიგ წლისთავზე ვლადიმერ პუტინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას ეწვია“ (ავტორი – ემილი ტემკინი). „რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი აფხაზეთში განხორციელდა ზუსტად ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. მან საჯაროდ დაუჭირა მხარი საქართველოს იმედებს ნატოში გაწევრიანების თაობაზე“, – ნათქვამია მასალაში. „ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან საქართველოსთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო – სწორედ ასე იქნა იტერპრეტირებული ეს ფაქტი“, – ხაზს უსვამს ავტორი.

პუბლიკაციაში გადმოცემულია როგორც ქართული მხარის პოზიცია (ციტირებულია საქართველოს სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილისა და აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებები), ასევე რუსული მხარის თვალსაზრისიც აფხაზეთის პრობლემის შესახებ (ციტირებულია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პრემიერ დიმიტრი მედვედევის გამონათქვამები)/

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო და რუსეთი 2008 წლის ომს სხვადასხვანაირად უყურებენ: „თბილისისათვის აგვისტოს ომი იყო რუსეთის თავდასხმა, რუსეთის არმიის შეჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, კრემლის მიერ გადადგმული ძალისმიერი ნაბიჯი სწორედ იმ მომენტში, როცა კავკასიის პატარა ქვეყანას ნატოში გაწევრიანების საკითხზე დასავლეთთან ფლირტი ჰქონდა. ეს იყო პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას თავისი გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევდა“ (წყარო: http://foreignpolicy.com/2017/08/08/putin-heads-to-occupied-georgia-territory-on-war-anniversary).

გაზეთ «Politico»-ში რვა აგვისტოს დაიბეჭდა სტატია სათაურით „ნატო ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს საქართველოს სადაო ტერიტორიაზე ყოფნის გამო“ (ავტორი – დევიდ ჰერშენჰორნი), რომელშიც გადმოცემულია ნატოს ნეგატიური პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ყოფნის თაობაზე (ციტირებულია ჩრდილოატლამტიკური ალიანსის წარმომადგენლის დილან უაიტის განცხადება). „რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თითქმის მიიერთა. ორივე თავს ირჩენს მხოლოდ მოსკოვის ეკონომიკურ-ფინანსური დახმარებით, რუსეთის არმიისა და უშიშროების ძალების მათ ტერიტორიაზე ყოფნით… საქართველოსმ და დასავლეთმა არაერთხელ დაგმეს რუსეთი იმის გამო, რომ მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და [ოკუპირებული რეგიონების] „საზღვრებს“ ქვეყნის შიგნით სწევს“, – აღნიშნავს ავტორი (წყარო: www.politico.eu/article/nato-criticizes-vladimir-putin-visit-to-disputed-georgia-territory-abkhazia).

რაც შეეხება ევროპულ პრესას:

საინტერესო კუთხითაა განხილული ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი შვეიცარიის გაზეთ «Le Temps»-ში, რომელშიც 9 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიის სათაური „ვლადიმერ პუტინი – რუსული მიწების შემკრებ-გამაერთიანებელი“ პუბლიკაციის დედააზრზე მიგვანიშნებს: როგორც სტატიის ავტორი ემანუილ გრინშპანი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაოფიციალურ მზადებას იწყებს და ამისათვის საკუთარი პიროვნების, როგორც რუსეთის ყოფილი იმპერიის მიწების შემკრებ-გამაერთიანებლის სახელის მოხვეჭას ცდილობს, ბოლო 18 წლის განმავლობაში, როცა იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. „ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში გამგზავრებაც ამ სიტუაციის ფონზე უნდა იქნეს განხილული, -  წერს ავტორი, – როგორც ცნობილია, 9 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა თავის მოკავშირეებს – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს სამხედრო დახმარების ხელი გაუწოდა და გამარჯვება მოიპოვა ქართულ არმიაზე. ამით ვლადიმერ პუტინის პოპულარობამ უცებ აიწია 80%მდე. შემდეგ კი იყო უკრაინა – ყირიმი, დონბასი… პოლიტიკურმა კომენტატორებმა ვლადიმერ პუტინს „რუსული მიწების შემკრებ-გამაერთიანებელი“ უწოდეს. შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას იმპერიული ფაქტორი კვლავ წინა პლანზე გამოდის“. „ამჟამად ვლადიმერ პუტინისათვის მხოლოდ ერთადერთი იმპერატივი არსებობს: გამარჯვებულის იმიჯის შენარჩუნება, სხვაგვარად მას საკუთარი ხალხის რისხვა დაატყდება, ცხოვრების დონის დაცემის გამო“, – ასეთი დასკვნაა გამოტანილი ავტორის მიერ (წყარო: https://www.letemps.ch/monde/2017/08/08/vladimir-poutine-rassembleur-terres-russes).

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 10 აგვისტო, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/news-40880540

როგორ შეიძლება ყირიმში და აფხაზეთში ისე შესვლა, რომ სისხლის სამართლის დამნაშავედ არ შეგრაცხონ

„ევროპაში რამდენიმე ტერიტორია არსებობს, სადაც იქაური კანონების დარღვევის გარეშე შესვლა ძალიან რთულია და ხშირად შეუძლებელიც… ამ ტერიტორიების უმრავლესობა პოლიტიკურად რუსეთთან არიან დაკავშირებულნი და შესაბამისად, იურიდიულ სირთულეებს ძირითადად უკრაინის საქართველოს და მოლდოვას მოქალაქეები აწყდებიან“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური ვენდიკი).

პუბლიკაციაში საუბარია ყირიმზე და დონბასზე, მთიან ყარაბაღზე, დნესტრისპირეთზე და, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე:

„ეს ორი რეგიონი საქართველოს რუსეთის სამხედრო დახმარებით ჩამოშორდა. ორივენი ისეთ ტერიტორიებს მიეკუთვნება, სადაც მოგზაურობა საკმაოდ რთულია და უფრო მეტიც – შესაძლოა დამნაშავედაც კი ჩაგთვალონ იმ ქვეყნის (საქართველოს) კანონმდებლობით, რომელსაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის თანახმად მიეკუთვნება.

რუსეთთან ომის შემდეგ სამი თვე იყო გასული, როცა საქართველომ, 2008 წლის ოქტომბერში მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიოების სესახებ“, რომლის თანახმად, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში შესვლა მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შეიძლება [ანუ თბილისის ნებართვით]. თანაც სოხუმი და ცხინვალი ამ დროს პირიქით ითხოვენ – ჩვენს ტერიტორიაზე ვისაც უნდა შემოსვლა, ნებართვა ჩვენგან უნდა მიიღოსო. თავდაპირველად ქართული კანონის დამრღვევები 2-4 წლიანი პატიმრობით ისჯებოდნენ ან დიდ ფულად ჯარიმას იხდიდნენ, მოგვიანებით კი, 2013 წელს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ პატიმრობა გააუქმა და შეამცირა ჯარიმა იმ პირებისათვის (400 ლარამდე), ვინც აფხაზეთში შესვლის ცდუნების ანკესს პირველად წამოეგო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით,  სეპარატისტულ რეგიონებში უნებართვოდ შესვლის გამო 2006-2016 წლებში სულ 363 პიროვნება დასჯილა.

აფხაზეთი, სადაც ბევრი რუსი ტურისტი მოგზაურობს, თავისთან უვიზოდ უშვებს რუსეთისა და დსთ-ის წევრი ქვეყნბების მოქალაქეებს. ისინი აფხაზეთში შედიან რუსეთთან არსებული საზღვრის გადაკვეთისას. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კი ვიზა ჭირდებათ, რომლის აღება  ელექტრონული ფოსტითაც შეიძლება – გააგზავნი შევსებულ ანკეტას და სხვა საჭირო დოკუმენტებს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვიზაც მზად გექნებათ. მაგრამ აქვე შეგახსენებთ: აფხაზეთში შესვლის ასეთი წესი, საქართველოს კანონით, დანაშაულებრივად ითვლება“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ყირიმისა და დონბასის ცნობილი მოვლენების შემდეგ უკრაინამ თავის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და მათ, რომლებიც კიევის ნებართვის გარეშე ამ სეპარატისტული რეგიონების მონახულებას გადაწყვეტს, უნდა იცოდნენ, რომ დაისჯებიან.

რაც შეეხება მთიან ყარაბაღს: „აზერბაიჯანის კანონებით, იქ შესვლა, ბაქოს ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება (საპყრობილეში მოთავსებით). მთიანი ყარაბაღი ფაქტიურად სომხეთის ნაწილად ითვლება, თუმცა ფორმალურად თავს ცალკე სახელმწიფოდ მიიჩნევს და უცხოელებისათვის იქ შესვლის საკუთარი წესები აქვს, რომელთა მიხედვით, გარდა აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ბალტიის რესპუბლიკების მოქალაქეეებისა, მთიან ყარაბაშში შესასვლელად ვიზა არავის ჭირდება. ამასთან ერევანში მოქმედ „მთიანი ყარაბაღის საელჩოში“ ვიზა შეიძლება ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშეც აიღოთ – ექვს დოლარს გადაიხდით და ვიზაც თქვენი იქნება“.

დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა ყველაზე ლიბერალურია პოსტსაბჭოთა წარმონაქმნებს შორის, სასაზღვრო რეჟიმის თვალსაზრისით. თვითონ განსაჯეთ: მოლდავეთსა და დნესტრისპირეთს შორის მოსახლეობის გადაადგილება სრულიად თავისუფლად ხდება. (ისევე როგორც დნესტრისპირეთსა და უკრაინას შორის). პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისა და დასავლეთის სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის არანაირი ვიზა საჭირო არაა. ერთადერთი გამონაკლისი: ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეებმა დნესტრისპირეთში შესვლისას ათი დღის ვადაში მილიციაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ყურადღებას ამახვილებს გიბრალტარზე, რომელიც ასევე სადაო ტერიტორიად ითვლება (ესპანეთს და დიდ ბრიტანეთს შორის), თუმცა, ამის მიუხედავად, უცხოელს იქ შესასვლელად, პრინციპში, რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება: ბრიტანელები და ამერიკელები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. გიბრალტარი თვითონ აწესებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს ჭირდება ვიზა და ამ მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების საიტზე შესაბამისი სიაა გამოქვეყნებული. ესპანეთისთვის სულ ერთია, ვინც გიბრალტარშია ნამყოფი ან შესასვლელად ემზადება: მათ არანაირი რეპრესიები და შეზღუდვები არ ემუქრებათ.

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი), 09 აგვისტო, 2017 წელი

http://www.azerizv.az/news/a-23308.html

ინტერვიუ იური კობალაძესთან: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პრობლემები

ინტერვიუში ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, წარსულში კი საბჭოთა „კაგებე“-სა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი, პროფესორი იური კობალაძე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზეც საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენ ცნობილი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ პირველ რიგში მაინც ქართველი ხართ. როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს პრობლემების მიმართ?

- დიახ, მე ქართველი ვარ და ასაკის მომატების კვალობაზე, ამას სულ უფრო მეტად ვგრძნობ. ძალიან ვდარდობ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო. ძალიან მძიმედ გადავიტანე 2008 წლის აგვისტოს ომიც. მე რუსეთის მიერ დაშვებულ ძალიან დიდ შეცდომად ვთვლი სავიზო რეჟიმის დაწესებასაც საქართველოსთან, რადგან ამით ქართველი ახალგაზრდების მთელი თაობა რუსეთს ჩამოშორდა. წლების განმავლობაში არ იყო ავიარეისები, არ იყო ვიზის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. ქართველი ახალგაზრდების დღევანდელმა თაობამ რუსული ენა პრაქტიკულად არ იცის, მათ რუსული ენა აღარ ჭირდებათ, ისინი ყველა დასავლურ ენებზე, ინგლისურად ლაპარაკობენ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და ახლო მომავალში თბილის-მოსკოვის ურთიერთობა ისეთ კალაპოტში ჩადგება, როგორიც უნდა იყოს. მე არ მინდა ახლა ორივე მხარის მოქმედება შევაფასო – ვინაა მართალი და ვინ – მტყუანი, ცხადია, რომ ორივე მხარემ შეცდომები დაუშვა. ამასთან ფაქტია ის, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ, ქართველებისთვის კი რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია“.

კორესპონდენტის კითხვაზე, „როგორია თქვენი აზრი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებო“, იური კობალაძე პასუხობს: „მე, როგორც ქართველი, ამ კონფლიქტის გარჩევაში არ ჩავერევი… ზოგადად კი ვიტყვი, რომ ყოველ მხარეს პასუხისმგებლობა ეკისრება და მათ შორის დიალოგი

Comments are closed