globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 11th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Hürriyet» (თურქეთი): რეჯებ ერდოღანი – რუსებს: „რატომ შეიჭერით საქართველოში? რა გინდოდათ იქ?“

«Milliyet» (თურქეთი): თურქეთი: სავიზო რჟიმი საქართველოსთან?

«Trend» (აზერბაიჯანი): ვინ უფრო მეტს დაკარგავს აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლებით – თბილისი თუ ბაქო?

——————–

«Hürriyet» (თურქეთი), 8 იანვარი, 2016 წელი

http://www.hurriyet.com.tr/erdogandan-basika-sorusuna-cevap-40037696

რეჯებ ერდოღანი – რუსებს: „რატომ შეიჭერით საქართველოში? რა გინდოდათ იქ?“

თურქულ პრესაში ყურადღება დაეთმო პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის განცხადებას რუსეთის საგარეო პოლიტიკის თაობაზე. როგორც გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, პრეზიდენტი 8 იავარს, იმამ ალის მეჩეთში პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა და შეკითხვებს უპასუხა.

რეჯებ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა კრემლის აგრესიული მოქმედება სირიის მიმართ და ამ კონტექსტში საქართველოც მოიხსენია:

„რუსები ამბობენ, რომ სირიაში ისინი ქვეყნის მთავრობამ მიიწვია. ისინი [რუსები] ამბობენ, რომ ჩვენს [ოპერაციას] გაერო ლეგიტიმურად თვლისო. შეიძლება თვლის, მაგრმ თქვენ არ ხართ ვალდებული წახვიდეთ იქ, სადაც დაგიძახებენ. რატომ შეიჭერით ადრე საქართველოში? იმიტომ შეიჭერით, რომ დაგიძახეს? რა გინდოდათ საქართველოში? უკრაინაში იმიტომ შეიჭერით, რომ დაგიძახეს? ჰო, რატომ შეიჭერით უკრაინაში?“, – განაცხადა რეჯებ ერდოღანმა.

გარდა ამია, მან აღნიშნ, რომ რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არ იბრძვის: „ისინი [რუსები] იქ ზომიერ ოპოზიციონრებს ბომბავენ, აგრეთვე ჩვენს თანამემამულე თურქმენებს… გუშინ ბირბუჯაკელ თურქმენებს ვესაუბრე და ისინი ამბობე, რომ რუსები მათ სოფლებს ბომბავენ. სამწუხაროდ, სიტუაცია ისეთია, რომ მოსკოვი მსოფლიოს ატყუებს სერიოზულ, კარგად ორგანიზებული დეზინფორმაციული პოლიტიკით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

«Milliyet» (თურქეთი), 8 იანვარი, 2016 წელი

http://www.milliyet.com.tr/turkiye-89-ulke-ile-yaptigi-vize-gundem-2176007/

თურქეთი: სავიზო რჟიმი საქართველოსთან?

თურქეთის პრესაში 8 იანვარს გამოქვეყნდა აგრეთვე სტატიები 2016 წლიდან მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. როგორც გაზეთი „მილიეთი“ იუწყება, ევროკავშირის მოთხოვნით, 2016 წლის ივნისიდან თურქეთის მთავრობა გეგმავს ქვეყანაში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესდეს მსოფლიოს 89 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრინის, ყაზახეთის, ირანის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, რუსეთის მოქალაქეებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია მოგვიანებით თურქეთის ხელისუფლებამ არ დაადასტურა. თურქული ტელეკომპანია «TRT»-ის ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული მასალის თანახმად, თურქეთი, საქართველოს ჩათვლით 89 ქვეყანას ვიზებს არ დაუწესებს. „თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და თურქეთის 1 ივნისიდან გარკვეულ ქვეყნებში ვიზას შემოიღებს, სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ამიტომ ამჟამად თურქეთი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს“

(წყარო: www.trt.net.tr/georgian/თურქეთი/2016/01/09/თურქეთი-საქართველოს-ჩათვლით-89-ქვეყანას-ვიზებს-არ-დაუწესებს-456413)

გარდა ამისა, ანატოლიის ქალაქ აფიონკარაჰისარში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ პასუხი გასცა ჟურნალისტთა კითხვებს, თითქოსდა ანკარა მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ვიზას დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ასეთივე ვიზები აქვთ დაწესებული ევროკავშირის მხრიდან. მისი თქმით, ასეთი ინფორმაციები არასწორია და მხოლოდ დეზინფორმაციებს წარმოადგენენ. „თურქეთი ევროკავშირში რომც გაწევრიანდეს, მას მაინც თავისი საკუთარი სავიზო რეჟიმი ექნება – ზუსტად ისეთივე, როგორიც გააჩნიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინგლისს და ირლანდიას, რომლებიც არ შედიან შენგენის სავიზო რეჟიმში და აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ მათ საკუთარი სავიზო პოლიტიკა გააჩნიათ, სწორედ ასეთი პოლიტიკა ექნება თურქეთსაც. ანუ ანკარა თვითონ, ბრიუსელის დაუკითხავად, გამოიტანს დადგენილებას, ვის დაუწესოს სავიზო რეჟიმი და ვის არა“, – განაცხადა მევლუდ ჩავუშოღლუმ

(წყარო: http://www.trt.net.tr/georgian/თურქეთი/2016/01/10/ ანკარა-სავიზო-რეჟიმს-არ-დააწესებს-456789

«Trend» (აზერბაიჯანი), 10 იანვარი, 2016 წელი

http://www.trend.az/business/energy/2478490.html

ვინ უფრო მეტს დაკარგავს აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლებით – თბილისი თუ ბაქო?

მაქსიმ ცურკოვი, მიმომხილველი

შეტყობინებები, რომ საქართველო ბოლო დროს საიდუმლო და ღია მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, გაკვირვებას იწვევს და გარკვეულ კითხვებსაც ბადებს. კერძოდ, საინტერესოა ის მიზეზები, რომლის გამოც ქვეყანა, რომელიც არანაირი პრობლემები არ აქვს გაზმომარაგებაში აზერბაიჯანის მხრიდან, ცდილობს დაარღვიოს უკვე ჩამოყალიბებული კავშირები ისეთ საიმედო პარტნიორ-მიმწოდებელთან, როგორიც მისთვის ბაქოა. ჩნდება კითხვა: ვინ უფრო მეტს დაკარგავს ასეთი პოლიტიკუით – თვითონ საქართველო თუ აზერბაიჯანი?

ამ დღეებში ქართულ მასმედიაში კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა – ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომის“ წარმომადგენელს საიდუმლოდ შეხვდაო. მაინც რატომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რუსული გაზის ნევსზე დაჯდომას? ამის გაგება საკმაოდ ძნელია იმ ფონზე, რომ ევროპა, საითაც საქართველო იმზირება, თვითონ ცდილობს რუსული გაზისაგან მოშორებას.

ერთი რამ ზუსტად ნათელია: პრობლემა იმაში ნამდვილად არ არის, რომ  „სოკარი“ ვითომდა თავის ვადებულებას არ ასრულებს. „სოკარის“ შვილობილი კომპანიის „სოკარ ენერგი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა მახირ მამედოვმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის გრძელვადიანი შეთანახმება არსებობს და აზერბაიჯანი თვის ვალდებულებას სრული მოცულობით ასრულებს.

ეჭვებს იწვევს საქართველოს განცხადებები: თბილისი დამატებითი გაზის  ძიებას თითქოსდა იმიტომ ცდილობს, რომ მას მზარდი მოთხოვნილებები გაუჩნდა. მოდით, ვიმსჯელოთ: დღეს საქართველო დაახლოებით ორ მილიარდ კუბმეტრს მოიხმარს და მისი ყოველწლიური ზრდა მხოლოდ 8-10%-ს შეადგენს. ზრდის ტემპებს აზერბაიჯანი ითვალისწინებს და ამ დამატებით 8-10%-ს საქართველოს უპრობლემოდ აწვდის აზერბაიჯანის წილი საქართველოსს გაზით მომარაგებაში თითქმის 80%-ია და გასული წლის 11 თვის მონაცემებით, „სოკარმა“ საქარველოს 1,5 მილიარდი კუბმეტრი გზი მიაწოდა. თანაც მხედველობაშია მისაღები ის ფაქტორი, რომ საქართველო „შაჰ-დენიზის“ პროექტის ჩარჩოებში აზერბაიჯანიდან გაზს შეღავათიანი ფასით ღებულობს – ათას კუბმეტრს 55 დოლარად. გარდა ამისა, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს სოციალური ფაქტორიც: „სოკარი“ საქართველოში  გაზიფიკაციას აქტიურად ახორციელებს და განზრახული აქვს 2017 წლისათვის ქვეყნის გაზიფიცირების დონე 82%-მდე გაზარდოს. განა „გაზპრომი“ საქართველოში ამგვარ მუშაობას გასწევს? პასუხი აშკარაზე აშკარაა.

ასე რომ, ყველაზე სავარაუდო მიზეზი ღთი რამ შეიძლება იყოს: საქართველო ცდილობს „გაზპრომ“-თან მოლაპარაკებით შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, ვითომდა საქართველოს გაზის ბაზარზე კონკურენცია არსებობს და „სოკარი“ ისედაც დაბალი ფასების კიდევ უფრო შემცირებაზე აიძულოს. ასე მაგალითად, დღეს თბილისის მოსახლეობისათვის მოხმარებული გაზის ტარიფი ათას კუბმეტრზე 190 დოლარია, რეგიონებში კი – 170-დან 210-მდე. რაც შეეხება გაზის კომერციულ მომხმარებლებს, მათთვის ფასი ათას კუბმეტრზე 350 დოლარს შეადგენს. თანაც „სოკარი“ ფასების მატებას ქართველი მომხმარებლებისათვის არ გეგმავს.

იმავდროულად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ თუ საქართველო რუსეთს მაინც გაურიგდება, თბილისს აზერბაიჯანული გაზი მაინც დაჭირდება – იგივე მოცულობით, როგორსაც დღეს ღებულობს. თბილისმა უნდა იცოდეს, რომ აზერბაიჯანს შეუძლია საქართველოსათვის განკუთვნილი ბუნებრივი გაზი თურქეთს ან ევროპას მისცეს და უფრო მაღალ ფასად, ვიდრე საქართველოს აძლევს. თურქეთიც და ევროპის ქვეყნებიც მოხარულნი იქნებიან, რომ მათ რუსული გაზის ალტერნატიული საწვავის დამატებითი მოცულობა მიიღონ. ასეთ სიტუაციაში აშკარა ხდება პასუხი კითხვაზე: ვინ უფრო მეტს დაკარგავს აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლებთ – თბილისი თუ ბაქო?

Comments are closed