globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 11th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Polskie Radio» (პოლონეთი): პოლონეთის ზარაფხანაში საქართველოსთვის 192 ტონა 1-ლარიანი და 20-თეთრიანი მონეტები მოჭრეს

«Die Zeit//Frankfurter Allgemeine» (გერმანია): ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიის საიდუმლოებანი: მეტეხელია თუ ლენინგრადელი?

———————-

«Polskie Radio» (პოლონეთი), 11 მაისი, 2015 წელი

http://www.radiopolsha.pl/6/138/Artykul/206156

პოლონეთის ზარაფხანაში საქართველოსთვის 192 ტონა ერთლარიანი და ოცთეთრიანი მონეტები მოჭრეს

დენის შპიგოვი, ვარშავა

პოლონეთის ზარაფხანამ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ერთლარიანი და ოცთეთრიანი 15-15 მილიონი მონეტა მოჭრა. როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, მოჭრილი მონეტების მთლიანი წონა 192 ტონას შეადგენს.

ლარი საქართველოს ფულის ერთეულია, რომელიც 100 თეთრს შეიცავს.

პოლონეთის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტების ნომინალური ფასი 18 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 28 მილიონი ზლოტის (ანუ 7 მილიონი ევროს) ექვივალენტია.

ქართული მონეტები შესრულებულია იმ დიზაინით, რომელიც ემიტენტის [საქართველოს ეროვნული ბანკის] მიერ წარდგენილ პროექტს შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი პოლონეთთან პირველად არ თანამშრომლობს: ამ რამდენიმე ხნის წინათ ქართული ვალუტა დაიბეჭდა პოლონეთის ფასიანი ქაღალდების სტამბაშიც.

«Die Zeit//Frankfurter Allgemeine» (გერმანია), 10 მაისი, 2015 წელი

http://www.zeit.de/feature/vladimir-putin-mat

http://www.faz.net/aktuell/politik/ausland/europa/wer-waren-die-eltern-des-russischen-praesidenten-putin-13584564.html

ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიის საიდუმლოებანი: მეტეხელია თუ ლენინგრადელი?

გერმანულ პრესაში, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერულ ფაშიზმზე საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების გამარჯვების 70-ე წლისთავის ზეიმით აღნიშვნის ფონზე, საკმაოდ ბევრი სტატია გამოქვეყნდა რუსეთის ლიდერის – პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესახებ. პუბლიკაციებში ხაზგასმულია მისი ბიოგრაფიის „თეთრი ლაქები“.

ამ მხრივ თვალშისაცემია გაზეთ «Die Zeit»-ში („დრო”) ჟურნალისტ შტეფან დობერტის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია სათაურით „ვერა პუტინას უძღები შვილი“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიის ალტერნატიული ვერსია მოცემული: თითქოსდა  ვლადიმირ პუტინი ნაშვილებია, იგი ნამდვილ მშობლებს არ გაუზრდიათ, ხოლო მისი ბიოლოგიური დედა დღემდე საქართველოში ცხოვრობს. გაზეთი ძირითადად მოწმედ ასახელებს ჩეჩენ რუსტამ დუდაევს (გვარი შეცვლილია), რომელიც დღეს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში ცხოვრობს. მას თურმე ხელში ჩაუვარდა ვიდეჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ვლადიმირ პუტინის ნამდვილი დედ-მამა ვლადიმირ სპირიდონოვიჩ პუტინი და მარია ივანოვნა შელომოვა კი არ არიან, არამედ  პლატონ პრივალოვი და  ვერა პუტინა. მეტეხელი მოხუცი ქალბატონი ჰყვება, რომ როგორც კი 1999 წელს ტელევიზორით ვალიდიმირი დაინახა, მან თავისი შვილი იმწუთშივე იცნო. „ვოვა მეტეხში ათი წლის ასაკამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი მამის მშობლებთან – ბებია-ბაბუასთან წაიყვანეს პერმის ოლქის ქალაქ ოჩერში. ეს დასტურდება ადგილობრივ სკოლაში არსებული ჩანაწერით, რომლის თანახმად, იქ 1959-1960 წლებში ვალოდია პუტინი სწავლობდა, ეროვნებით „ქართველი“.

ჯერ კიდევ 2000 წელს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსტამ დაუდოვი შეეცადა მასალები ცნობილი ჟურნალისტისთვის არტემ ბოროვიკისათვის გადაეცა, მაგრამ სულ მალე არტემ ბოროვიკი და მისი კომპანიონი, ჩეჩენი ბიზნესმენი ზია ბაჯაევი ავიაკატაროფაში დაუღუპნენ (ამბობენ, ეს კატასტროფა რუსეთის სპეცსამსახურმა მოაწყოო).

რუსტამ დაუდოვს იმედი ჰქონდა, რომ მის ხელთ არსებული მასალებს თურქული მედიაჰოლდინგი „იჰლას-ჰოლდინგი“ გამოაქვეყნებდა, მაგრამ ანკარაში რუსეთის საელჩოს ჩარევით მასალა გამოქვეყნებისთანავე გააუქმეს და განაცხადეს, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

მოგვიანებით ვიდეოჩანაწერით დაინტერესდა იტალიელი სამხედრო კორესპონდენტი ანტონიო რუსო, რომელიც დათანხმდა თბილისში ჩასულიყო და რუსტამ დაუდოვს შეხვედროდა, თუმცა ცნობისმოყვარე იტალიელი ჟურნალისტი, ჩეჩენთან შეხვედრისა და ვიდეოს ასლის მიღების შემდეგ, 2000 წლის ოქტომბერში, თბილისთან ახლოს მოკლული იპოვეს: როგორც გაირკვა, იგი გაიტაცეს და სატვირთო მანქანით გადაუარეს. სასტუმროს ნომრიდან გაქრა კომპიუტერი და ვიდეოკასეტა. ანტონიო რუსოს მკვლელობა ბოლომდე არ იყო გამოძიებული. უდრო მეტიც – დაიღუპნენ ის პოლიციელებიც, რომლებიც მის საქმეში იყვნენ გარეულები.

გაზეთ «Die Zeit»-ის რედაქციამ შეკითხვები ვლადიმირ პუტინის ბავშვობის წლების შესახებ ჯერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შემდეგ კი პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს გაუგზავნა და სთხოვა, რომ კომენტარი გაეკეთებინა. გარდა ამისა, გერმანული გამოცემა ითხოვდა აგრეთვე კომენტარსაც არტემ ბოროვიკის, ზია ბაჟაევისა და ანტონიო რუსოს სიკვდილის თაობაზეც. როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცახდა, „ეს ძალიან რთული საკითხებია“ და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა თავისი ბავშვობის წლების შესახებ მოგონებები ჟურნალ „რუსსკიი პიონერის“ («Русский пионер») 2015 წლის მაისის ნომერში გამოაქვეყნა და იმით იხელმძღვანელეთო. რასაკვირველია, ჟურნალში დაბეჭდილ მასალში პრეზიდენტი, თავის მშობლებზე საუბრისას, არაფერს ამბობს არც საქართველოზე და არც ვერა პუტინას შესახებ.

„შესაძლოა, ეს არის იმის მცდელობა, რომ ომის დამთავრების 70-ე წლისთავის ზეიმის დღეებში პრეზიდენტმა რუს ხალხს თავიდან ამოუგდოს მცირე ეჭვებიც კი მისი ბიოგრაფიის თაობაზე“, – წერს «Die Zeit», რომლის ჟურნალისტი საქართველოში, სოფელ მეტეხში მიმდინარე წლის თებერვლის თვეში იმყოფებოდა. მეზობლებმა მას აცნობეს, რომ „სპეცსამსახურებმა“ ვერა პუტინას თავის შვილზე საუბარი აუკრძალეს. მათი თქმით, ამ ორიოდე წლის წინათ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, რომლებმაც საკუთარი თავის ქართველ პოლიციელებად წარადგინმეს, ვერა პუტინასაგან სისიხლის ანალიზი აიღეს და გაქრნენ. უფრო ადრე კი წაიღეს ყველა სამხილი და ნივთი, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ ვლადიმირ პუტინი მისი შვილი იყო.

«Die Zeit»-ის გარდა, იგივე თემაზე სტატია ქეთრინ ჰოლმის ავტორობით 10 მაისს გამოქვეყნდა აგრეთვე უფრო სერიოზულ გაზეთ «Frankfurter Allgemeine Zeitung»-ში. სავარაუდოდ, რედაქციამ პუბლიკაცია სწორედ იმ დღეს დაამთხვია, როცა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა….

რამდენად სწორია გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები?

როგორც თვითონ «Die Zeit»-ის ჟურნალისტი წერს, გერმანელმა ანთროპოლოგმა ანდრეა ფოიგტმა გამოიკვლია 3 და 14 წლის ვლადიმირ პუტინის სურათები და მათ მორფოლოგიური ანალიზი გაუკეთა. მეცნიერის შეფასებით, სერიოზული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ბავშვობის სურათები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან…

გერმანული გამოცემა მკითხველებს ახსენებს, ვერა პუტინის შესახებ სტატია 2008 წელს ბრიტანულ პრესაშიც გამოქვეყნდა.

Comments are closed