globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 12th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lidove Noviny» (ჩეხეთი): ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან: „თუ ჩვენ რუსეთი თავს დაგვესხმება, განა თქვენ ბედის ანაბარად მიგვატოვებთ?“

«Эхо» (აზერბაიჯანი): „ოდესური მოთხრობები“ ბაქოსა და მოსკოვისათვის // რით ემუქრება და რას ჰპირდება საქართველოს ექს-პრეზიდენტის „სუპერპროექტი“ აზერბაიჯანს?

——————-

«Lidove Noviny» (ჩეხეთი), 12 აგვისტო, 2015 წელი

http://www.lidovky.cz/kdyz-nas-rusko-napadne-nechate-nas-napospas-pta-se-evropy-gruzinska-ministryne-obrany-grc-/zpravy-svet.aspx?c=A150806_160736_ln_zahranici_msl

ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან: „თუ ჩვენ რუსეთი თავს დაგვესხმება, განა თქვენ ბედის ანაბარად მიგვატოვებთ?“

მაგდალენა სლეზაკოვა

„ევროპა რომ უფრო მკაცრი ყოფილიყო მოსკოვის მიმართ, როცა საქართველო რუსეთის აგრესიის პირისპირ აღმოჩნდა, დღეს უკრაინის საკითხი არ იქნებოდა“, – ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაზეთ „ლიდოვე ნოვინი“-სათვის  მიცემულ ინტერვიუში, რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომის მეშვიდე წლისთავის კომენტირებისას, – „რუსეთის შუასაუკუნებრივ ლოგიკაში არაფერი გასაკვირი არ არის: ეს ქვეყანა ერთი ომის დროს მეორე ომს გეგმავს, სანამ მას ვინმე არ შეაჩერებს“.

- რუსეთ-საქართველოს ომიდან შვიდი წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ უცხო ჯაების კონტროლქვეშ რჩება. თქვენ გსურთ ნატოში გაწევრიანება, მაგრამ არის თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი გადაულახავი ბარიერი თქვენი მიზნის განსახორციელებლად?

- მე არ ვფიქრობ, რომ ის სიტუაცია, როგორშიც საქართველო იმყოფება, უფრო შედარებით უარესია, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნებისათვის. დიახ, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ და ევროპა ერთნაირი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე ვდგავართ – ექსპანსიური რუსეთის წინაშე, რომელიც ყოველდღიურად ახდენს   თავის სასტიკი სახის დემონსტრირებას, ტერორიზმის საფრთხის წინაშე, რომელიც უპირველეს ყოვლისა „ისლამურის სახელმწიფოს“ მხრიდან გვემუქრება. ჩვენ ერთი სივრცის ნაწილი ვართ და გამოწვევა-საფრთხეებიც ერთნაირია. ჩვენს წარმოდგენაში ევროპული სამყარო განუყოფელია.

- მაგრამ მისი ერთიანობა აბსოლუტური არ არის: ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გერმანია და საფრანგეთი აშშ-ისა და პოლონეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომლებსაც საქართველოსთვის „მაპ“-ის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მიცემა სურდათ. გასულ სამიტზე კი, უელსში, მხოლოდ „მჭიდრო თანამშრომლობაასა“ და „სავარაუდო წევრობაზე“ იყო საუბარი. შეუძლია თქვენს მთავრობას შეამოკლოს ეს გაჭიანურებული გრძელი გზა?

- ჩვენ არ ვითხოვთ „მაპ“-ის დაუყონებლივ მოცემას. თქვენ სწორი ბრძანდებით: ჩვენ მართლაც მივისწრაფვით ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ იმავდროულად რეალისტებიც ვართ და მზად ვართ ამ მიზნის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ. ჩვენ ღიად ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და წინადადებები, რომლებიც ხელს შეგვიწყობს ნატოში გაწევრიანებისთვის. ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტის სპეციალურ კომუნიკეში დაგვპირდნენ ალიანსის წევრობას, თუ ჩვენ გარკვეულ პირობებს შევასრულებდით. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, შესაბამისად, გვჭირდება ამ პირობის დადასტურება. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ნატოს ღია კარი მბრუნავ კარად არ გადაიქცეს და ალიანსში გაწევრიანების პრეტენზიების მქონე ქვეყნისათვის არ დაიბლოკოს, როგორც პარლამენტის თამჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა ამას წინათ.

მიმდინარე წლის დეკემბერში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საკვანძო სხდომა გაიმართება. სწორედ იქ იქნება მიღებბული ძირითადი გადაწყვეტილებები არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ჩერნოგორიისათვის. თუ ჩერნოგორია როგორც ნატოს წევრობის კანდიდატი, წარმატებას მიაღწევს, მაშინ ეს იქნება იმის მანიშნებელია, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა მუშაობს. საქართველოს წინ ჯერ კიდევ ინტენსიური მოლაპარაკებები  ელოდება. სხვათა შორის, პრაღაშიც სწორედ ამისთვის ვიმყოფები, ჩემს ჩეხ კოლეგასთან შესახევდრად.

- დავუშვათ, თქვენ ნატოს წევრი გახდით. გაქვთ თუ არა იმის იმედი, რომ ალიანსის მეშვეობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს მოაგვარებთ?

- ნატოში გაწევრიანებისაგან დამოუკიდებლად, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში  საქართველოს მოქმედების საკუთარი სტრატეგია გააჩნია, თუმცა თავდაცვის სამინისტრო ამაზე მასმედიის წარმომადგენლებთან ვერ ისაუბრებს. თუმცა მე შემიძლია გავიხსენო გერმანიის მაგალითი, რომელიც ნატოს წევრი გახდა (1955 წელს) იმის მიუხედავად, რომ მისი ტერიტორიის ნახევარი [აღმოსავლეთი ნაწილი] რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული. ეს მხოლოდ უპირატესობის მიცემის ფაქტია და არა განსხვავება. რაც შეეხება საქართველოს ჰიპოთეტურ წევრობას, გეტყვით, რომ ხშირად მეკითხებიან ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თაობაზე და თან რაღაც აპოკალიფსზე მიანიშნებენ: რას გააკეთებს ნატო, თუ რუსეთი საქართველოს თავს დაესხმის? მე ვპასუხობ: რა იქნება, თუ რუსეთი საქართველოს დღეს დაესხმება თავს? განა თქვენ მეტყვით, რომ „საქართველო არ გვაინტერესებს, რადგან თქვენ ნატოს წევრი არ ხართ“ და ბედის ანაბარად მიგვატოვებთ, განადგურებისა და დასაღუპავად გაგვწირავთ? არა მგონია. ევროპული დემოკრატია, რომელიც მე ჯერ კიდევ ბავშვობიდან წარმომისახეს და რომელსაც მე კარგად ვიცნობ, ევროპული დემოკრატია, რომლის პირობებში მე მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და შევიყვარე, ასე არ მოიქცევა.

- მაშ რას იტყვით იმ პოზიციაზე, რომელიც ევროპამ შვიდი წლის დაიკავა და საქართველო რუსეთს პირისპირ შეატოვა? თქვენი აზრით, ევროპას მაშინ მკაცრი პოზიცია რომ დაეკავებინა, უკრაინის კრიზისი ახლა არ იქნებოდა?

- დიახ, მე ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირება თუ მსოფლიოსათვის გამაფრთხილებელი ვერ აღმოჩნდა, ახლა ამას უკრაინა აკეთებს. რუსეთმა კვლავ დაიწყო ომი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ახლა ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, თუ რას უნდა ელოდნენ რუსეთისაგან როგორც  „პარტნიორისაგან“. ყოველთვის, როცა მოსკოვი თავს გამარჯვებულად გრძნობს, რუსეთი ახალ თავდასხმას გეგმავს – ყველაფერი ძალიან მარტივადაა. რუსეთის შუასაუკუნებრივ ლოგიკაში არაფერი გასაკვირი არ არის: რუსეთი ჯერ კიდევ ისეთი სახელმწიფოა, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ტანკებით შედის. ეს ქვეყანა ერთი ომის დროს მეორე ომს გეგმავს და ამას მანამ გააგრძელებს, სანამ მას ვინმე არ შეაჩერებს.

- უკრაინის პრობლემა, უკრაინელი ხალხის ტრამვა საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა. შეგიძლიათ უკრაინას რაიმეთი დაეხმაროთ?

- ხუმრობით გეტყვით, რომ უკრაინაში ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი მთელი თავისი გუნდით გავგზავნეთ… სერიოზულად კი ვიტყვი, რომ ეს საკითხი ორმხრივი ურთიერთობის საკითხია. მთავრობის დონეზე კიევთან ჩვენ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და თუ გაჩნდება რაიმე ახალი შესაძლებლობა კიევის დასახმარებლად, ჩვენ მზად ვართ. საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ ერაყში, კოსოვოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ძლიერი და ერთგული პარტნიორები ვართ. ჩვენთვის უკრაინა ძალიან ახლობელ ქვეყნად ითვლება.

- ჩემი კოლეგა ჟურნალისტი პეტრა პროხაზკოვა დონბასში ამასწინანდელი მივლინების დროს იქ ქართველებს სეხვდა, რომლებიც პრორუსული სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან. თბილისში იციან ამის შესახებ?

- არა, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ქართველები, რომლებიც უკრაინაში წავიდნენ, რუსების მხარეზე არ იბრძვიან. მესმის, რომ ჩვენს ხალხები ადრე ერთ სახელმწიფოში იყვნენ გაერთიანებული და უკრაინაში დღემდე ცხოვრობენ ქართული ფესვებისა და სახელების მქონე ადამიანები, მაგრამ ისინი დემოკრატიული საქართველოს მოქალაქეები არ არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმის გამო, რომ მათ ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, ისინი ვერ იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. და რადგანაც მათ ასეთი სტატუსი არ აქვთ, ჩვენი მთავრობა მათზე პასუხს არ აგებს, მით უმეტეს, ვერც გააკონტროლებს.

- აბა, მათ რა ელოდებათ, რომლებიც თქვენს კომპეტენციაში არიან? მე მხედველობაში მყავს ის ჯიჰადისტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებია – მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური სირიაში უმარ ალ-შიშანი, რომელიც წარმოშობით მშფოთვარე პანკისის ხეობიდანაა…

- პანკისში ისლამური ექსტრემიზმის პრობლემა, სამწუხაროდ, ახალი არ არის: ის 15 წლის განმავლობში გრძელდება. გარდა ამისა, ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყვავდა ათი წლის მანძილზე, რომელიც ამ პრობლემის გადასაწყვეტად არაფერს აკეთებდა. ჩვენ ორ წელიწადში ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. თავდაცვის სამინისტრო ის უწყება არ არის, რომელსაც ამ საკითხში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამ საკითხით უნდა იყოს დაკავებული შინაგან საქმეტა და განათლების უწყებები, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ მათ გამოცდილებასა და რესურსებს ვუზიარებთ. პასუხისმგებლობა ეკისრებათ აგრეთვე მესაზღვრეებს, რომლებიც, სხვათა შორის, კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალებებს და ხელი შეუშალეს პანკისელი ახალგაზრდების საზღვარგარეთ წასვლას. მთავარი კი მაინც პროფილაქტიკური მუშაობაა, პანკისელებისათვის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა უნდა შეიქმნას, მათ განათლება და სამსახური უნდა ჰქონდეთ.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის, [მტკიცე] საზღვრების საკითხი დღემდე გადასაწყვეტია. მით უმეტეს, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომლის მოქალაქეები ახლო აღმოსავლეთში საომრად მიდიან. აბა, რას იტყვით დიდ ბრიტანეთზე? სხვათა შორის, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თანამედროვე საქართველო სტანდარტული ევროპული დემოკრატიის ნაწილია, გნებავთ ამჯერად ამ სიტყვის ცუდი გაგებითაც. მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია. ვინ დაიტრაბახებს ჩვენს შორის იმით, რომ ის არის ყველაზე საუკეთესო?

«Эхо» (აზერბაიჯანი), 11 აგვისტო, 2015 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=87498

„ოდესური მოთხრობები“ ბაქოსა და მოსკოვისათვის

რით ემუქრება და რას ჰპირდება საქართველოს ექს-პრეზიდენტის „სუპერპროექტი“ აზერბაიჯანს?

„ოდესის გუბერნატორის „რეფორმები“ მასმედიის ყურადღების ცენტრში რჩება, მაგრამ თუ რუსული პრესა მუდმივად იმეორებს აკვიატებულ თემას ქართველი ექს-პრეზიდენტის პირადი დანაშაულის თაობაზე ცხინვალის ამბებსა და რუს მშვიდობისმყოფელთა დაღუპვის საკითხში, რომ მას „ხელფასს ამერიკელები უხდიან“, უკრაინის მასმედიას სხვა თემა აინტერესებს – როგორ უნდა გადააქციოს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქი საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძად, ანუ როგორ უნდა გახდეს ოდესა კომუნიკაციების ე.წ. „ჰაბი“, – წერს აზერბაიჯანული გაზეთი „ეხო“.

სტატიის ავტორებს მხედველობაში აქვთ საქართველოს ექს-ლიდერის განცხადება, რომელიც მან უკრაინის ტელეკომპანია „მე-5 არხის“ ეთერში გააკეთა: „ჩვენ ამჟამად „აბრეშუმის ახალი გზის“ გეგმას ვამუშავებთ. [აზიიდან ევროპაში] ტვირთების გადატანას რუსეთის გავლით 30 დღე უნდება, ილიჩოვსკის ნავსადგურის მეშვეობით კი მხოლოდ ცხრა დღე. გარდა ამისა, ვაპირებთ მარშრუტში ჩავრთოთ რენის ნავსადგური თავისი სარკინიგზო კომუნიკაციებით და ოდესის ახალი აეროპორტიც… თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს, ახალ გზებსაც გავიყვანთ“.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის ანალიზისას, უკრაინული და რუსული მასმედია აღნიშნავს, რომ საქმე ეხება – არც მეტი, არ ნაკლები – იმის მცდელობას, რომ რუსეთის ტერიტორიიდან ტვირთების „აბრეშუმის ახალ გზაზე“ გადამისამართება მოხდეს: „ოდესის გუბერნატორის ინიციტივის მიზანი ისაა, რომ ჩინეთიდან ევროპაში გაგზავნილი ტვირთების მარშრუტი შეიცვალოს და მათი გადატანა, რუსეთის ტერიტორიის ნაცვლად, უკრაინის ტერიტორიაზე გავლით მოხდეს, ანუ „აბრეშუმის ახალი გზით“.

მართალია, რუსული მასმედია მიხეილ სააკაშვილს თითქმის ყოველთვის აკრიტიკებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი განცხადება ზოგიერთმა რუსულმა გამოცემამ, მაგალითად, „სვობოდნაია პრესამ“ სერიოზულად აღიქვა. რატომ? იმიტომ, რომ „აბრეშუმის გზის“ ჩინური ვერსია სამ ვარიანტს მოიცავს:

პირველი, საბაზო ვარიანტი, მოიცავს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიებს (სტამბოლამდე); მეორე – ირანის ტერიტორიას და მხოლოდ მესამე  ვარიანტი გადის რუსეთზე – ჩინეთიდან ყახაზეთის და თათრეთის (ყაზანის) გავლით სანქტ-პეტერბურგამდე. თეორიულად, ჩინეთისათვის მესამე ვარიანტი უფრო მომგებიანია, რადგან ყაზახეთი და რუსეთი ევრაზიული კავშირის წევრები არიან და ტვირთების ნაკადს მხოლოდ ორი საბაჟოს გავლა მოუხდებათ. მით უმეტეს, ეს მარშრუტი სხვებზე მოკლეა. მაგრამ რუსეთი დიდხანს ყოყმანობდა მასში ჩართვაზე და მხოლოდ 2015 წლის მაისში დათანხმდა, მოსკოვში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ვიზიტის დროს. ამრიგად, რუსეთმა დრო ხელიდან გაუშვა, ამჟამად რეალურად მხოლოდ ერთი მარშრუტი მუშაობს – აზერბაიჯანზე და საქართველოზე გავლით.

იყო პერიოდი, როცა მოსკოვი ქედმაღლურად, ზემოდან უყურებდა სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მცდელობას რეგიონთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის მიზნით და აცხადებდა, თქვენი მიზნები ვერ განხორციელდება, ფუჭია, რადგან არსებობს ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალიო. ახლა კი სიტუაცია იცვლება: ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ბაქოს ნავსადგურში პირველი სატესტო მატარებელი შემოვიდა ჩინეთის შიხეცზის პროვინიიდან სულ რაღაც ერთ კვირაში.

2011 წლამდე ჩინეთიდან გერმანიაში (შანხაიდან დუისბურგამდე) ტვირთები  ძირითადად საზღვაო გზით გადაადგილდებოდა და 36 დღე ჭირდებოდა. 2011 წლიდან კი ჩინეთის ქალაქ ჩუნცინიდან მატარებელს დუისბურგამდე მხოლოდ 16 დღე დაჭირდა (11 ათასი კმ.). 2015 წელს კი, როცა ბაქომდე მხოლოდ 7 დღე დაჭირდა, დუისბურგამდე, ალბათ, ათ დღეში მივა. „ახლა ამ გზაზე უკრაინაც ეტენება“, – წერს „სვობოდნაია პრესა“.

საქართველოს ექს-ლიდერის წინადადება, თავისი არსით, „აბრეშუმის გზის“ პირველ, უმთავრეს ვერსიას მხოლოდ მცირედ ცვლის. ოდესის გუბერნატორი ჩინელებს ასეთ მარშრუტს სტავაზობს: ჩინური ტვირთები გამოივლის ყახაზეთზე, შემდეგ ბორნით კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე (ფოთში) და შავი ზღვის ბორნებით ილიჩოვსკამდე, იქიდან კი რკინიგზით – ევროპაში (რენის გავლით, რუმინეთიდან გერმანიაში).

რუსი ექსპერტების სამწუხაროდ, პეკინი ამგვარ მარშრუტს სავსებით მისაღებად მიიჩნევს: ჩინეთის ელჩი კიევში ჩან სიუნი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს ანდრეი პივოვარსკის შეხვდა და ამ ახალ „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზეც ესაუბრა და ინვესტირების მიზნით ჩინური ბანკების პოტენციურ მზადყოფნაც აღნიშნა.

აზერბაიჯანისთვის ეს ყველაფერი, პრინციპში, მომგებიანია, ბაქოსათვის არანაირი ეკონომიკური რისკები  არ არსებობს და სრულიადაც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მართალია, ოდესის გუბერნატორის გეგმით, „აბრეშუმის გზის“ გეოგრაფია მცირედ იცვლება თურქეთის მიმართ, საქართველოს საზღვარზე (მხედველობაშია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა), მაგრამ განა სარეზერვო გზის არსებობა ცუდია? მით უმეტეს, რომ ორივე მომენტში აზერბაიჯანის მაინც კომუნიკაციები იქნება გამოყენებული.

სხვა საქმეა პოლიტიკური რისკების არსებობა, უფრო ზუსტად კი რუსეთის მცდელობა ხელი შეუშალოს მისთვის არასასურველი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას: „ჩვენი ქვეყნისთვის ეს არასასიამოვნო სიგნალია. თუ რუსეთი აბრეშუმის გზის მიღმა აღმოჩნდება, ჩინეთისა და დასავლეთის ვაჭრობა რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით იწარმოებს“, – წუხს “სვობოდნაია პრესა“.

Comments are closed