globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 12th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Новое время» (აზერბაიჯანი): აშშ-ის სამხედრო ბაზები სამხრეთ კავკასიაში რეალური ხდება? // როგორც ჩანს, ამერიკა საქართველოში ორ სახმელეთო და ერთ საზღვაო ბაზას დაარსებს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენიც რუსეთს აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

«RFE//RLРадио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „მოდა მოჩვენებით და არა ჭეშმარიტ დასავლურ ფასეულობებზე – ეს ჩემი ქვეყნის ტრაგედიაა“

—————-

«Новое время» (აზერბაიჯანი), 11 აგვისტო, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w101723/…/#.WY0u8oqQzs0

აშშ-ის სამხედრო ბაზები სამხრეთ კავკასიაში რეალური ხდება?

როგორც ჩანს, ამერიკა საქართველოს ტერიტორიაზე ორ სახმელეთო და ერთ საზღვაო ბაზას დაარსებს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენიც რუსეთს აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

რ. ველიევი

(შემოკლებით)

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას შეუჩერებლად, პერმანენტულად აგრძელებს. ამერიკის სეერთებული შტატები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ყოფნას აძლიერებს, თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებას საქართველოს მეშვეობით ცდილობს. ბოლო დროს თბილისს აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ – ამ დღეებში საქართველოს აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი მარკ მაილი ეწვია…

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, თბილისსა და ვაშინგტონს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება სამხედრო მომზადების ცენტრის დაარსების საკითხში, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენები კურირებენ (ამ ინიციატივას პენტაგონშიც ჰყავს ლობისტები – გენერლები ფედერიკ ჰოჯესი და ანტონიო აუგუსტო). თუ საბოლოო ჯამში კონგრესი ამ წინადადებას მოიწონებს, არაა გამორიცხული, რომ 2018 წლისათვის საქართველოში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების 25-ათასიანი კონტინგენტი გამოჩნდეს. ამით საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს დასავლეთის მიმართულებით, კიდევ ერთი ძაფით მიებმება ოკეანისიქით მდებარე ქვეყნის სამხედრო სტრუქტურებს.

რაც შეეხება სამხედრო ბაზებს: როგორც ჩანს, ამერიკა საქართველოს ტერიტორიაზე ორ სახმელეთო და ერთ საზღვაო ბაზას დაარსებს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენიც რუსეთს აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მართალია, ამერიკული ბაზების დანიშნულება ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ,  სახმელეთო ბაზებიდან ერთ-ერთი სამხედრო საჰაერო ბაზა იქნება. როგორტც ცნობილია, აშშ იყენებს თურქეთში მდებარე ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზას, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვაშინგტონი ინჯირლიყს სრულად ვერ აკონტროლებს, რადგან, მისი მართვა თურქეთთან ერთად ხდება. ანკარის პოლიტიკის გათვალისწინებით (იყო შემთხვევები, როცა თურქეთმა ამერიკას ბაზით სარგებლობა შეუზღუდა), ვაშინგტონისთვის ინჯირლიყის ბაზის შეცვლა საქართველოში მდებარე ბაზით სასარგებლო იქნებოდა, თუმცა ამერიკას, პოლიტიკური მოსაზრებით, თურქეთიდან წასვლაც არ უნდა, რადგან ერაყთან და ირანთან ახლოს ყოფნა სურს. რა თქმა უნდა, ბაზის საქართველოში გადატანით, 500-700 კილომეტრი თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავისათვის მაინცდამაინც დიდი მანძილი არ არის, მაგრამ სამხედრო-სტრატეგიულმა ფაქტორმა ჯერ-ჯერობით პოლიტიკური ვერ გადასძალა.

ცხადია, ამერიკელებისათვის ძალიან მაცდურია საქართველოში სამხედრო-საჰაერო ბაზის დაარსება, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების გათვალისწინებით.  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცესთან დისტანცირებასაც გულისხმობს, მოვა დრო და შეიძლება ეს გეგმაც განხორციელდეს: აშშ-ის უმაღლეს ხელისუფლებაში საკმაოდ ბევრია კონსერვატიული პოლიტიკოსები, რომლებიც იდეას მხარს უჭერენ.

საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის დაარსების საკითხზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა: მისი თქმით, ყოველი ქვეყანა თვითონ ირჩევს საგარეო და თავდაცვით პოლიტიკას, აზერბაიჯანი კი სხვა ქვეყნების საქმეებში არ ერევა. „რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას, აზერბაიჯანი მიუმხრობლობის მოძრაობის ორგანიზაციის წევრია და ბლოკებსგარეშე სტატუსს ინარჩუნებს. ბაქო ზუსტად ასრულებს თავის ვალდებულებას ამ ორგანიზაციის წინაშე. სწორედ ამიტომ მიუმხრობლობის მოძრაობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი აზერბაიჯანში ჩატარდება, პირველად ევროპაში 1989 წლის შემდეგ“, – აღნიშნა ჰიქმეთ გაჯიევმა.

არადა, რამდენიც არ უნდა აცხადოს აზერბაიჯანმა თავისი ნეიტრალობის თაობაზე, მეზობელ ქვეყანაში თუ აშშ-ის ბაზა დაარსდება, ბაქო იძულებული გახდება თავის პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს შეიმუშაოს. ვნახოთ, რა რეაგირებას მოახდენს აზერბაიჯანი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე.

«RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 11 აგვისტო, 2017 წელი

https://www.ekhokavkaza.com/a/28671974.html

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „მოდა მოჩვენებით და არა ჭეშმარიტ დასავლურ ფასეულობებზე – ეს ჩემი ქვეყნის ტრაგედიაა“

აშშ-ის რადიოსადგურის „|თავისუფლება/თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის – „რადიო სვობოდა//ეხო კავკაზას“ ეთერში ისაბრეს ჟურნალისტმა ვადინ დუბნოვმა და „პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ცნობილია, ნინო ბურჯანაძეს განზრახული აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრა. რადიოეთერში საუბარიც სწორედ ამ საკითხს შეეხო. ნინო ბურჯანაძის თქმით, პირდაპირი დიალოგი აუცილებელია აფხაზური და ოსური პრობლემების მოსაგვარებლად. მას დიდი ხანია სურდა ამ იდეის განხორციელება, მაგრამ თავის დროზე ხელშემშლელი პირობები არსებობდა, ახლა კი იგი აუცილებლად მიიჩნევს სოხუმელ და ცხინვალელ ლიდერებთან შეხვედრას: „სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება, რადგან საქართველოს ხელისუფლება არასწორად მოქმედებს“.

ვადიმ დუბნოვის კითხვაზე, როგორი დღის წესრიგი შეიძლება არსებობდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან მოლაპარაკების დროს“, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ არანაირი წინასწარი პირობები არ უნდა იქნეს წაყენებული: „ჩემი პოზიცია ყველასათვის ცნობილია: ჩემთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ერთიანობა წმიდათა წმინდა საკითხია. არასოდეს არ დავთანხმდები დანაწევრებაზე და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე… ამასთან, საჭიროა, რომ აფხაზებმა და ოსებმა ჯერ გაიგონ – ქართველების მხრიდან მათ არავითარი საფრთხე არ დაემუქრებათ, შემდეგ კი ჩვენი წინადადება შევთავაზოთ – როგორ წარმოუდგენიათ მათ თავი ღირსეულ მოქალაქეებად ერთიან ქართულ სახელმწიფოში“.

კორესპონდენტის შენიშვნაზე, „სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელობამ თქვენს ინიციატივას საკმაოდ არამეგობრული კომენტარი გაუკეთა და ალბათ, იგივეს იტყვიან აფხაზეთის ლიდერებიცო“, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ რასაკვირველია, მის წინადადებას ცხინვალსა და სოხუმში აღტაცებულნი არ შეხვდებიან, „რადგან ჩვენს ხალხებს შორის მომხდარი ტრაგედიის კვალი ჯერ კიდევ ძლიერია. მესმის მათი სკეპტიციზმი… ამიტომაც ეს საკითხი ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა უნდა გადაწყდეს. მე არც ველოდებოდი, რომ ჩემს ინიციატივას სიხარულით შეხვდებოდნენ. ამ შემთხვევაში ობიექტურნი უნდა ვიყოთ და მოვლენებს პრაგმატულად შევხედოთ“.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მისი წინადადება პოზიტიურად აღიქვა, რაც შეეხება პოლიტიკოსებს – „შოკირებული ვარ იმით, თუ როგორაა ქართული პოლიტიკური ელიტა არა იმდენად რაღაც დასავლური კონიუნქტურის, არამედ აშშ-ის განსაზღვრული წრეების (მაგალითად, ჯონ მაკკეინის გუნდის) მონებად გადაქცეული… არცერთს ქართული პოლიტიკური ელიტიდან არ უთქვამს, რომ „წარმატებას გისურვებთ, იქნებ რაღაც გამოვიდეს თქვენი ინიციატივიდანო“. პირიქით – დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ „აი, შეხედეთ, ის ხომ პრორუსია, ვიცით, რომ დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგია“. განა ასეთი ლაპარაკი შეიძლება? ჩვენ ხომ ჩვენ ხალხს უნდა ვესაუბროთ – აფხაზებს და ოსებს, რომელთა წინაშე, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ რაღაც ბრალი მიგვიძღვის და იმათაც ჩვენს წინაშე. განა პრორუსული ნაბიჯია მათთან შეხვედრაზე წასვლა? თუ პირიქით – ყველაზე პატრიოტული ქართული პოზიცია? აი, ესაა მონობა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს. ანუ მოდა ზოგადად დასავლეთზე, მოჩვენებით და არა ჭეშმარიტ დასავლურ ფასეულობებზე. ეს ჩემი ქვეყნის ტრაგედიაა“.

ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე პასუხობს ჟურნალისტ ვადიმ დუბნოვის სხვა კითხვებსაც -  სტატუსის და უფლებამოსილების თაობაზე („მოლაპარაკებებს არაოფიციალური ხასიათი ექნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებისათვის“), საპრეზიდენტო არჩევნებში სავაუდო მონაწილეობაზე („თუ იქნება პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები და არა პარლამენტის წევრების მიერ, ამ შემთხვევაში მონაწილეობას მივიღებ“) დ ა.შ.

Comments are closed