globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 12th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Le Figaro» (საფრანგეთი): როგორ მოახვია საკუთარი თავი მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას

«Deutsche Welle» (გერმანია): დასავლეთის რეაქცია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ (მიმოხილვა-კომენტარები)

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): „მიხეილ სააკაშვილის გარღვევა“: შემდეგ რა?

«КП в Украине» (უკრაინა): თვითნებობა გრძელდება: ხუთი არასასიამოვნო დასკვნა „მიხეილ სააკაშვილის გარღვევასთან“ დაკავშირებით

«Iran Russian Radio//ParsToday» (ირანი): მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკოსი, რომელსაც სამშობლო არ აქვს (კომენტარი)

«Независимая газета» (რუსეთი): ექს-პრეზიდენტის დეპორტაცია საქართველოს ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნის

—————-

«Le Figaro» (საფრანგეთი), 11 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.lefigaro.fr/international/2017/09/10/01003-20170910ARTFIG00171-mikhail-saakachvili-empeche-d-entrer-en-ukraine.php

როგორ მოახვია საკუთარი თავი მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას

პიერ ავრილი

(შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ გმირი, რომკელმაც საქართველოში ბოლო მოუღო საბჭოური მართვის სისტემას, შემდეგ კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი, დრეს მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. მას თვაის პირველ სამშობლოშიც დევნიან „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების“ გამო, უკრაინაში კი მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნაც აუკრძალეს. ამის მიუხედავად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მაინც მოახერხა კვირა საღამოს უკრაინაში პოლონეთის ტერიტორიიდან შესულიყო და განაცხადა, „ეს ჩემი უფლებების დაცვის მიზნით გავაკეთეო“.

უფრო ადრე [ჯერ ავტობუსში, შემდეგ კი მატარებელში მყოფი] მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ქალაქ პერემიშლში უკრაინის ხელისუფლების ბრზანებით გააჩერეს, მაგრამ იგი ისევ ავტობუსით გაემართა ერთ-ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტისაკენ და მხარდამჭერების წყალობით, მესაზღვრეთა კორდონის გარღვევა მოახერხა და უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. ფანტასტიკური ავანტიურის შემდეგ, საქართველოს ყოფილი ლიდერი ავტომობილით ლვოვში მივიდა. მიხეილ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით თავისი ოპონენტი პეტრო პოროშენკო  პოლიტიკურად  დაამცირა.

„ხედავთ, როგორ არაადამიანურ მეთოდებს იყენებს პრეზიდენტი ჩემს წინააღმდეგ… ჯერ მოქალაქეობა წამართვა საბჭოური მეთოდებით, ახლა კი მთელი მატარებელი მგზავრებით უცხო ქვეყანაში მძევლად აიყვანა… და თანაც სად – ევროკავშირის ტერიტორიაზე…“ – გულისწყრომით ამბობდა მიხეილ სააკაშვილი. მას თან ახლდა ცოლ-შვილი, უკრაინელი მხარდამჭერები და… იულია ტიმოშენკო, უკრაინის პირველი რევოლუციის (2004 წელი) ყოფილი მუზა!

ქარიზმატული რეფორმატორის მიხეილ სააკაშვილის ვარსკვლავმა გაფერმკრთალება რუსეთთან ომის დროს (2008 წლის აგვისტოში) დაიწყო, როცა იგი [სამხრეთ ოსეთზე] და აფხაზეთზე კონტროლის აღდგენას შეეცადა. უკრაინის მაიდნის დროს მიხეილ სააკაშვილმა კიევში ქართველი თანამზრახველებიც ჩაიყვანა, რომლებიც თბილისში ახალი ხელისუფლების მოსვლის გამო იძულებულნი გახდნენ საქართველოს გარიდებოდნენ. იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მედასავლეთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელგაშლილად მიიღო და, რეფორმების გატარების მიზნით, „ქართველი მეგობარი“ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მიხეილ სააკაშვილს ოდესაში მუშაობის დროს ის ანტიკორუფციული მეთოდებიი უნდა გამოეყენებინა, რომლებმაც ადრე საქართველოში საკმაოდ ეფექტური შედეგი გამოიღო. პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა, თუმცა რადგანაც საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, ქართველმა ექს-პრეზიდენტმა საქართველოს პასპორტის ფლობის უფლება დაკარგა.

სამი წლის შემდეგ მიხოსა და პეტროს შორის მეგობრობის თაფლობის თვე პოლიტიკური კონფრონტაციით დასრულდა. გუბერნატორს, სამსახურის დატოვების შემდეგ, მოქალაქეობაც ჩამოართვეს, თუმცა მოქალაქეობის ჩამორთმევის სამართლიანობას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს. მიხეილ სააკაშვილმა ერთი წლის წინ, თავისი ქართველი მხარდამჭერის დავით საყვარელიძის (უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილის) დახმარებით ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა, რომელიც, როგორც ჩანს, ახლა ოპოზიციის გამაერთიანებელი გახდება პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლებისა და მისი დიპლომატიისათვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბავი (მათ შორის ისიც, რომ კიევი ვარშავასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა არასასურველი სტუმრის გამო) მტკივნეულ ჩავარდნას წარმოადგენს. გარდა ამისა, კიევს მოუწევს რეაგირება მოახდინოს საქართველოს მიმართვაზეც – ექს-პრეზიდენტის დაკავებისა და მისი ექსტრადირების შესახებ. წარმოგიდგენიათ, როგორ „არაადამიანურ მეთოდებს“ იყენებენ?

«Deutsche Welle» (გერმანია), 12 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.dw.com/ru/a-40455161?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

დასავლეთის რეაქცია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ

სტატიაში მიმოხილულია დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარები საქართველოს ექს-პრეზიდენტისა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე უკანონოდ გადასვლასტან დაკავშირებით (ავტორი – მაქსიმ დრაბოკი).

„ლიტველი ევროდეპუტატი პიატრას აუშტრივიაჩუსი შოკირებულია პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარი ფაქტით, როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. ევროდეპუტატის თქმით, იგი წინა დღეებში მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში შეხვდა და ექს-პრეზიდენტმა მას აღუთქვა, რომ საზღვარზე გადასვლისას ძალადობრივი მეთოდით არ ისარგებლებდა. „მე მას ბრალდებულად და ძალადობრივი პოლიტიკის პოლიტიკის მომხრედ არ ვთვლი, მაგრამ ის, რაც საზღვარზე გადასვლისას მოხდა, მიუღებელია: როცა შენ ხალხს მიმართავ და ამ დროს უმართავი ბრბოს ნაწილად იქცევი, სიტუაციის გაკონტროლება ძნელია. პოლიტიკოსისთვის ხალხისადმი აპელირება სახიფათოა, რადგან შემდეგ იგი ბრბოს მიერ ჩადენილი ქმედების მონაწილედ იქცევა. ის, თუ როგორი მეთოდით შევიდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, აუცილებლად აისახება მის პოლიტიკურ კარიერაზე“, – ამბობს ევროდეპუტატი „დოიჩე ველე“-სთან ინეტრვიუში. პიატრას აუშტრივაჩიუსის აზრით, ევროკავშირის პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ასეთი იქნება: „თავი დაგვანებეთ, თქვენს საქმეს თქვენვე მიხედეთ, ამ მოვლენებში ნუ ჩაგვრთავთ. ეს მოვლენა პოლიტიზებულია, ბევრი უკრაინელი პოლიტიკოსი ცდილობს მასში ჩართვას. მე პირადად ევროკავშირის ინტერესს ვერ ვხედავ. ჩვენ, ევროკავშირს, მხოლოდ ის გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე სწრაფად და სამართლიანად გადაწყდეს. ახლა სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის. უკრაინას აქვს შანსი კანონის უზენაესობა აჩვენოს“.

პოლონელმა ევროდეპუტატმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ საკითხს ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე დააყენებს, თუმცა, როგორც მისი კოლეგა პიატრას აუშტრივიაჩუსი თვლის, საკითხის დაყენება არაფრის მომტანი არ იქნება: „ვიმეორებ – ევროპარლამენტი ამ პოლიტიკური საქმით დაინტერესებული არ არის. ევროპარლამენტს არ სურს მედიატორი იყოს მიხეილ სააკაშვილისა და სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის მიმდინარე დისპუტში“.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ „საზღვრის გარღვევა“ დასავლეთის დიდ რეაქციას არ გამოიწვევს. მიუხედავად მისი დამსახურებისა საქართველოს რეფორმირების საქმეში, მიხეილ სააკაშვილის ბოლო მოქმედება ძალიან პათოსური და არასერიოზულია“, – ამბობს „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ჯ.მარშალის გერმანული ფონდის ანალიტიკოსი იორგ ფორბრიგი. „მიხეილ სააკაშვილი აქტიურად იყენებს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს პოლიტიკური რეანიმაციისათვის. ამასტან, იგი ერთიანდება იულია ტიმოშენკოსთან, რომ;ის დემოკრატობა ძალიან საეჭვოა. ამ ორ ადამიანს პოპულისტობა ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი და ბრძოლაში იწვევენ „გაუბედავ რეფორმატორ“ პეტრო პოროშენკოს. ეს ის არაა, რაც დასავლელ პოლიტიკოსებს სურთ. ისინი ამ ე.წ. „ბიზანტიური ისტორიისაგან“ შორს ყოფნას ამჯობინებენ“, – ამბობს ინტერვიუში იორგ ფორბრიგი.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი სტივენ პაიფერი „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული სიტუაცია პოლიტიკურ ცირკს წარმოადგენს: „პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თეატრალური სპექტაკლი დადგა, როცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. თავის მხრივ, ექს-პრეზიდენტმაც უკრაინაში დაბრუნება თეატრალური გზით გადაწყვიტა. ორივეს მოტივი საეჭვოდ მიმაჩნია. ამით დასავლეთში უკრაინის იმიჯი  ზიანდება“, – დარწმუნებულია ამერიკელი დიპლომატი.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 12 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.bbc.com/ukrainian/news-russian-41231863

მიხეილ სააკაშვილის გარღვევა“: შემდეგ რა?

„საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვარზე გადასვლა ახალი პოლიტიკური სეზონის ყველაზე ხმაურიან მოვლენად იქცა“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ასევე გადმოცემულია უკრაინელი ექსპერტების თვალსაზრისიც მომხდარ ფაქტზე.

ერთ-ერთმა აქტიურმა „გამრღვევმა“ იულია ტიმოშენკომ უკვე გამოაცხადა „ოპოზიციური პროევროპული ძალების“ გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ, ხელისუფლება კი „გარღვევის“ მონაწილეთა უკანონო მოქმედების გამოძიებისათვის ემზადება.  პოლიტოლოგების აზრით, სიტუაცია შეიძლება მძაფრ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს.

ვადიმ კარასევის აზრით, ეს სიტორია თვითონ ხელისუფლებამ შექმნა: ჯერ ოფიციოზმა დაარღვია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, შემდეგ კი თვითონ მიხეილ სააკაშვილმა – სახელმწიფოს საზღვრის ხელშეუხებლობა. ასე რომ, როცა ექს-გუბერნატორს სახელმწიფოს იმიჯისადმი ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ, ჩინოვნიკები საკუთარ მოქმედებაზეც უნდა დაფიქრდნენ. ახლა საჭიროა პაუზა ორივე მხარისაგან, რომ სასამართლომ თავისი სიტყვა თქვას. თუმცა უკვე გასაგებია, რომ ოპოზიციამ „დროშა“ მიიღო საპროტესტო გამოსვლებისათვის. ოპოზიცია ერთიანდება, რაც ხელისუფლებისათვის საშიშია და კრიზისს გამოიწვევს.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი სერგეი გაიდაი თვლის, ეს გაერთიანება ოპოზიციის კლასიკური გაერთიანება კი არაა, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ირგვლივ: „ერთიანი მტკიცე პოლიტიკური ძალა ასე არ იქმნება“. თუმცა პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რასაც მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად იყენებს თავის სასარგებლოდ, პოლიტიკური კარიერისათვის. „მართალია, იგი პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით ვერ გახდება, მაგრამ თავის ადგილს მაინც მოძებნის. რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს, იგი წაგებული დარჩება, თუ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილქვეშ ყოფნას გააგრძელებს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ იულია რეიტინგული პოლიტიკოსია, იგი მიხეილ სააკაშვილის კონკურენტიც შეიძლება გახდეს: ორივე ლიდერობას ცდილობს. ყველაზე გასაკვირი „საზღვრის გარღვევის“ საქმეში ის იყო, რომ მასში მონაწილეობა ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა მიიღეს, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტობაზე და ევროპულობაზე გაჰყვირიან. მიხეილ სააკაშვილისგან ეს გასაგებია, მაგრამ სხვებისთვის შეუფერებელი. ამ სიტუაციამ გრანდიოზულ პროვოკაციამდე და უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტის დამცირებამდე მიგვიყვანა. არ მესმის, როგორ შეიძლება ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილს, როგორც გმირს, ისე შეხვდეს – ექს-გუბერნატორმა ხომ დანაშაული ჩაიდინა! ისტორია რომ გავიხსენოთ, 1917-1920 წლებშიც ასე მოხდა, როცა უკრაინის სახელმწიფოებრიობა დაემხო: სწორედ „პატრიოტებმა“ მოახდინეს სიტუაციის დესტაბილიზება, დაამხეს ჯერ ცენტრალური რადის, შემდეგ პავლო სკოროპადსკის, ბოლოს კი დირექტორიის მთავრობა, საბოლოოდ კი ბოლშევიკები მიიღეს.

ყოველ პოლიტიკოსს, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის გვერდით დადგება, უნდა ესმოდეს, რომ იგი პოლიტიკური პროვოკატორის კამპანიაში იქნება. სწორედ ასეთ როლს ასრულებს დღეს მიხეილ სააკაშვილი. მის მოქმედებას უკრაინაში კატასტროფის გამოწვევა შეუძლია“, – ასკვნის სერგეი გაიდაი.

«КП в Украине» (უკრაინა), 12 სექტემბერი, 2017 წელი

http://kp.ua/politics/586105-volnytsa-prodolzhaetsia-5-nepryiatnykh-vyvodov-o-proryve-mykhayla-saakashvyly

თვითნებობა გრძელდება: ხუთი არასასიამოვნო დასკვნა „მიხეილ სააკაშვილის გარღვევასთან“ დაკავშირებით

ალექსი გაზუბეი

(შემოკლებით)

ისტორიამ, რომელიც 2015 წლის 30 მაისს მიხეილ სააკაშვილისათვის („როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პიროვნებისთვის“) უკრაინის მოქალაქის პასპორტის საზეიმო გადაცემით დაიწყო, ახალი ჯადოსნური ბიძგი მიიღო.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 10 სექტემბერს საზღვარზე მომხდარი ამბავი კიდევ გაგრძელდება ახალ-ახალი ხისტი დაპირისპირებებით და სპექტაკლებით. „მიხოს გარღვევამ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა უკრაინის პოლიტიკისა და საზოგადოების პრობლემები:

პირველი – საზღვარს კლიტე თურმე სულაც არ ადევს! ეს რა საზღვარია, თუ პიკნიკივით გამოდის – „ქართველი მოგვყავს! მომაწოდე მარილი, მოგაწვდი პურს“;

მეორე – იულია ტიმოშენკოსა და ანდრეი სადოვოისთვის 10 სექტემბერი „დიდების საღამოდ“ იქცა. სამივემ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თავიანთი ძალა აჩვენეს – ჯერ კიდევ არ გამოგვლევია ენერგია, ჯერ კიდევ შეგვიძლია მოსახლეობის აზვირთებაო. მართლაცდა, ლვოვში რომ კარვეწბი დადგმულიყო, ხელისუფლება სრულიად უსუსური აღმოჩნდებოდა. გალიციაში კიევის მითითებებს არ დაემორჩილებოდნენ. ხომ გახსოვთ?

მესამე – საჭიროა ობიექტურად ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის გარღვევა 2014 წელს მომხდარ სამინისტროების შენობების დაკავებას ჰგავს. მაშინაც და ახლაც მილიცია//პოლიციის სრული უმოქმედობა და მართვის პარალიჩი. „სახალხო სეირნობა“ გრძელდება;

მეოთხე – რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი პეტრო პოროშენკოს მიერ გადადგმულმა მოულოდნელმა ნაბიჯმა გამოიწვია, როცა მან მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვითომდა ანკეტაში დაშვებული შეცდომისათვის. ისე გამოდის, რომ თავის დროზე, როცა მან მიხოს მოქალაქეობა მიანიჭა, ბრძანებულებაზე ხელი ისე მოაწერა, რომ არც დაუხედავს – ჩემი ძმა და მეგობარიაო… ჰოდა, პასუხიც მიიღო ძმისა და მეგობრისაგან.

მეხუთე – ძალა ძალის წინააღმდეგ თუ ვინაა „კრემლის აგენტი“ და ვინ „ბარიგა“? საქმე იმაშია, რომ ორივე მხარე ტყუის. მიშისტები საზღვრის უკანონო გადაკვეთას იმით ამართლებენ, რომ „აბა, მაშ რა გვექნა, პეტრომ მიხოს მოქალაქეობა ხომ უკანონოდ ჩამოართვაო“, ანუ მომდევნო დანასაულს წინა დანაშაულით ამართლებენ! არც პრეზიდენტის მომხრეები არ არიან ანგელოზები – ჩვენ არ ჩავრეულვართ მოვლენების პროცესშიო. აბა, პერემიშლში მატარებელი თავისით ხომ არ გაჩერდებოდა? თითქოს კიევისაგან არანაირი მითითება არ ყოფილა!

მოკლედ, ყველა ცდილობს თავი გაიმართლოს: ჩვენ კი არა, ისინი არიან დამნაშავენიო. იულია ტიმოშენკოს ახლა მოფერებით „ბებიას“ („ბაბუშკას“) ეძახიან.

პოლიტოლოგები ახლა პასუხს ეძებენ კითხვაზე, თუ ვინ მოიგებს თუ წააგებს მომხდარი ამბებით, დაიჭერენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს და რატომ გამოჩნდა ამ მოვლენებში იგორ კოლომოისკი (თუმცა მის გარეშე როგორ იქნებოდა!).

ნათელი მხოლოდ ერთი მომენტია: ჩვენთან სტაბილური სახელმწიფო და პოლიტიკური სიტემა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მიზანია და არა მომხდარი ფაქტი.

«Iran Russian Radio//ParsToday» (ირანი), 11 სექტემბერი, 2017 წელი

http://parstoday.com/ru/news/world-i74469

მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკოსი, რომელსაც სამშობლო არ აქვს

ირანის რუსული რადიოს კომენტარი

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა უკრაინაში შესვლა მაინც მოახერხა – ჯერ ავტობუსით ეცადა, მერე მატარებლით, შემდეგ კი ისევ ავტობუსში გადაჯდა და მხარდამჭერების მეშვეობით საზღვარზე მოწყობილი პოლიციის კორდონი გადალახა.

ჩვენს რადიომსმენელებს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ერთ-ერთი -სახელმწიფო საკუთრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით (5 მლნ. დოლარი) მიტაცების გამო. 2013 წელს იგი მართლმსაჯულებას გაექცა და თავი ჯერ ამერიკას, შემდეგ კი უკრაინას შეაფარა, სადაც მან მეორე მოქალაქეობა მიიღო: 2015 წელს   პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს არა მარტო ქვეყნის ქვეშევრდომობა უბოძა, არამედ ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მოგვიანებით თავის ახალ პატრონს – პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდა და იგი „უკრაინის მოქალაქეების გაძარცვაში“ დაადანაშაულა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა და ამერიკაში წავიდა. სწორედ ამ მომენტში იდროვა პეტრო პოროშენკომ და მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ანუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პრაქტიკულად მოქალაქეობის გარეშე დარჩა.

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის სახელი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში მომხდარ „ფერად რევოლუციებთან“ ასოცირდება, კერძოდ, საქართველოში 2003 წლის შემოდგომაზე მომხდარ „ვარდების რევოლუციასთან“. იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ახალი ფორმატის პოლიტიკოსად იყო მიჩნეული: მან ხელისუფლებას ჩამოაშორა საბჭოური ბიუროკრატი ედუარდ შევარდნაძე და პრეზიდენტად ორი ვადის განმავლობაში იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს „მართვადი დემოკრატიის“ პერიოდად მოიხსენიებენ – ისევე როგორც ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობას უკრაინაში. ორივე ლიდერი დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამგვარმა „მართვადმა დემოკრატიამ“ ნეგატიური შედეგები გამოიღო და საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობისათვის პრაქტიკულად არანაირი მიღწევები არ მოუტანია, პირიქით – მოსახლეობა უმძიმეს სოციალურ პირობებში აღმოჩნდა, სახელმწიფოს კი ტვირთად დააწვა მზარდი საგარეო ვალი.

სწორედ ამიტომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა ძალიან მალე აღმოჩნდა იმედგაცრუებული მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მედასავლეთე პოლიტიკოსებით და „ფერადმა რევოლუციებმაც“ თანდათანობით აქტუალობა დაკარგა.

«Независимая газета» (რუსეთი), 12 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-09-12/6_7071_deportation.html

ექს-პრეზიდენტის დეპორტაცია საქართველოს ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნის

„საქართველოში დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ეს კანონზომიერიცაა, რადგან მოვლენების განვითარების ერთ-ერთ ვარიანტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დეპორტაცია წარმოადგენს. არადა, მისი ექტრადირება მმართველი „ქართული ოცნებისათვის“ ყველაზე ნაკლებად მისაღები სცენარია“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

„თუ უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეამინირება ჰქონდა განზრახული, ჩათვალეთ, რომ ბოლო მოვლენებით ოფიციალუირმა კიევმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკვე ცუდ დრეში იყო ჩავარდნილი: გუბერნატორბამ მას დივიდენდები ვერ მოუტანა, მხარდამჭერთა არმია მცირდებოდა, რეიტინგი ზალიან დაუვარდა, მშობლიურ საქართველოში დაპატიმრებას უმზადებენ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების ალოგიკურმა მოქმედებამ სიტუაცია უეცრად შეცვალა – მიხოს მხარდამჭერებს „მეორე სუნთქვა“ გაეხსნათ და სულისკვეთება გაუმტკიცდათ, იმედი მიეცათ, რომ ცვლილებები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც მოხდებაო.

ექს-პრეზიდენტის სამშობლოში „მიხოს გარღვევის“ მიმართ ხალხის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: მისი პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“ სიხარულით მეცხრე ცაზეა და ზეიმობს: „აი, ხედავთ, მიშა რა მაგარია, ყველა თავის ადგილზე მოსვა.. მას დასავლეთიც მხარს უჭერს, ივანიშვილისა და პოროშენკოს ხრიკები ჩაფლავდა“.

„აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქმედება საქართველოს საარჩევნო სიტუაციაზეც მოახდენს გარკვეულ გავლენას. ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალებს“ წარმატების შანსები ნაკლები აქვთ, ნეგატიურ ფონს ქმნის პარტიაში მომხდარი ამასწინანდელი განხეთქილება – რიგმა ლიდერებმა (გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ და სხვებმა) მიხეილ სააკაშვილს ზურგი აქციეს და ახალი პარტია „ევროპული საქართველო“ ჩამოაყალიბეს. ჰოდა, ახლა „ევროპელებისათვის“ მიხეილ სააკაშვილის ყოველი წარმატება დარტყმის ტოლფასია. შემთხვევითი არაა, რომ ისინი კომენტარებს თავშეკავებულად აკეთებენ.

საქართველოს ხელისუფლება დემომტრაციულ გულგროლობას ამჟღავნებს: კახა კალაძის (თბილისის მერობის კანდიდატის) თქმით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უკრაინაში მომხდარ ამბებს. „ქართული ოცნების“ სხვა წარმოამდგენლებიც იგივეს იმეორებენ, თუმცა სინამდვილეში ასეთი „გულგრილობა“ ხედლოვნურია. თვითონ განსაჯეთ: ვთქვათ და პეტრო პოროშენკომ კვანძის გახსნა მოისურვა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოახდინა (რაც სიტუაციას დროებით კი განმუხტავს, მაგრამ დასავლეთის ნეგატიურ რეაქციასაც გამოიწვევს, მაგრამ ამას მაინც გააკეთებს), მასინ რას იზამს თბილისი? ერთია – მოითხოვო ექსტრადირება, მეორე – მიიღო და სასამართლო მოუწყო, რომელიც დასავლეთის ყურადღების ცენტრში მოექცევა… თანაც ეს წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის გააქტიურების დროს. რაც არ უნდა ითქვას, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული პოპულარობით ჯერ კიდევ სარგებლობს და მისი მსგავსი ქარიზმატული პიროვნება ჯერ კიდევ არავინ არ გამოჩენილა.

ქართველი იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ექს-პრეზიდენტი საბოლოოდ მაინც ექსტრადირებული იქნება და იგი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება, მისი დანაშაულის დამტკიცება ადვილი საქმე არ იქნება. მარტალია, მას ბევრი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული (ოპოზიციური მიტინგის დარბევა, ტელეკომპანია „იმედის“ დახურვა, ქარტთლი „ომონის“ მიერ დეპუატატის ცემა, სახელმწიფო ბიუჯეტის ტანხების განიავება), მაგრამ მას შეუძლია თქვას, რომ „ეს მე კი არა, ჩემმა ხელქვეითებმა ჩაიდინესო“, რაც შეეხება ბრალდებას ფულის ხარჯვაზე პირადი მოხმარებისათვის, ამ საკითხშიც ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: არსებობს სახელისუფლებო წარმომადგენლობითი ხარჯვის მუხლი ბიუჯეტში – ანუ პრეზიდენტს სამედიცინო მომსახურების უფლება აქვს, ასევე ტანსაცმლის შეძენისა და ა.შ. კაცმა რომ თქვას, საზოგადოებაში ამგვარი ბრალდებები (პიჯაკების რაოდენობა) უფრო გაღიზიანებას იწვევს, ვიდრე დიდ აღფრთოვანებას.

როგორც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა ტელერახ „პირველის“ ეთეღსი გამოსვლისას, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა მოეთხოვა მესამედ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება. „თუ იგი მართლაც გადმოეცემა საქართველოს, მაშინ პრობლემების მთელი ტვირთი საქართველოს დააწვება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ის ამერიკელი კონგრესმენები არიან, რომელთა გავლენა ბოლო დროს განმტკიცდა. მიხეილ სააკაშვილი მათი პროექტია და, ცხადია, ისინი მას ბედის ანაბარად არ მიატოვებენ. გაითვალისწინა თუ არა ეს ყველაფერი ჩვენმა ხელისუფლებამ? მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი მძიმე საქმეებია აღძრული, რომ მათზე აუცილებლად დამარწმუნებელი განაჩენი უნდა იყოს გამოტანილი, რათა ეჭვები არავინ შეიტანოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Comments are closed