«РИА Новости» (რუსეთი):საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიწოდება რეგიონში ძალთა ბალანსს დაარღვევს (ანალიზი)
«Region Plus» (აზერბაიჯანი): თურქეთი-რუსეთი: მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პარტნიორებად იქცნენ // აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის პოზიციები
«Кавказский узел» (რუსეთი): ქართულმა ოპოზიციამ „პრორუსული გადახრა“ იგრძნო
——————–
«РИА Новости» (რუსეთი), 12 დეკემბერი, 2014 წელი
http://ria.ru/world/20141211/1037753016.html
ანალიზი: საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიწოდება რეგიონში ძალთა ბალანსს დაარღვევს
ამ ორიოდე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ინფორმაცია საქართველოს მცდელობების თაობაზე – შეისყიდოს ახალი თანამედროვე იარაღი დასავლეთის ქვეყნებიდან, კერძოდ, შეერთებული შტატებისაგან. „ეს მონაცემები გარკვეულ კითხვებს ბადებს და, რაც მთავარია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
როგორც ცნობილია, რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა და მას შემდეგ მრავალჯერ აქვს გაცხადებული, რომ საქართველოს ყოფილი ავტონომეიბის სუვერენიტეტის აღიარება არსებულ რეალიებს ასახავს და ის არარ გადაისინჯება.
რას ფიქრობენ მეცნიერ-ექსპერტები საქართველოს მცდელობებზე ახალი სამხედრო ტექნიკის შესყიდვის მიზნით?
როგორც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტ/უნივერსიტეტის („მგიმო“) მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი ამბობს, თანამედროვე იარაღის მიწოდება საქართველოსთვის რეგიონში ძალთა ბალანსს შეცვლის. განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო და ანტირაკეტული თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფის საკითხი, რომელსაც დაბეჯითებით ითხოვდა ამერიკისაგან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. „ასეთი იარაღის მიწოდება რეგიონში ძალთა ბალანსს შეცვლის. არა იმდენად იმიტომ, რომ საქართველო შეტევას მოამზადებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ რას დაუპირისპირებს რუსეთი ამ იარაღს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაცავად“, – აღნიშნავს ექსპერტი და ხაზს უსვამს: მართალია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თავდაცვით სისტემებთან, მაგრამ ეს მაინც სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში საკმაოდ ძნელია მკვეთრად გამიჯნო თავდაცვითი და შემტევი შეიარაღება. ამიტომაც სრულიად გასაგებია, რომ საქართველოს სამხედრო ძლიერება ზოგადად მოიმატებს“, – აცხადებს ნიკოლაი სილაევი.
„მგიმოს“ მეცნიერ-თანამშრომელს ნაწილობრივ ეთანხმება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსეი ფენენკო, რომლის აზრით, იარაღის მიწოდება რადიკალურად ვერ შეცვლის ძალთა რეალურ ბალანსს, მაგრამ ზოგადად საქართველოს შეიარაღებული ძალების ელიტაში სამხედრო პოტენციალის გაძლიერების ასოციაციებს გამოიწვევს, რაც ნეგატიურ შედეგების მომტანი იქნება. „რადიკალურად ძალთა ბალანსი არ შეიცვლება, რადგან რუსეთის არმია, უბრალოდ, რეგიონის ქვეყნებზე სამხედრო თვალსაზრისით დომინირებს, რამდენჯერმე აღემატება ყველას, ერთად არებულს, მაგრამ ფსიქოლოგიურ გავლენას კი ნამდვილად მოახდენს. ამერიკული იარაღის მიწოდება ქართულ სამხედრო ელიტას განწყობას გამოუკეთებს და კვლავ გამოაცოცხლებს მყვირალა ლოზუნგებს – „ამერიკა ჩვენთანაა“, „წინ, რევანშისათვის“, „კიდევ ერთხელ შევეცადოთ“ და ასე შემდეგ. აი, ეს იქნებოდა ყველაზე სახიფათო სცენარი“, – ამბობს ალექსეი ფენენკო.
ამასთანავე რუსი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებს 2008 წლის სცენარის გამეორების შესაძლებლობას, როცა საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს და ცხინვალის დაკავება სცადა. მისი აზრით, ასეთი სიტუაციის გამოეორება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლებაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი რადიკალური პოლიტიკოსები მოვლენ. „და თუ მსგავსი რადიკალები არ იქნებიან, ვფიქრობ, ქართველები მხოლოდ ძალის დემონტრირებას შეეცდებიან. [საქართველოს ხელისუფლება] მშვენივრად ხვდება იმას, თუ რა შედეგები მოჰყვბეა შეტაკებების გამეორებას. რუსეთის არმიასთან სამხედრო დაპირისპირებას საქართველოს არმიის სრულ მარცხს გამოიწვევს“, – ამბობს ალექსეი ფენენკო და დასძენს, რომ ამგვარ კატასტროფას ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაც მოჰყვება.
იგივე თვალსაზრისი აქვს ნიკოლაი სილაევსაც: „ნაკლებადსავარაუდოა, რომ ქართველები კვლავ შეეცდებიან სამხრეთ ოსეთი სამხედრო ძალის გამოყენებით მიიერთონ, გნებავთ ამერიკული იარაღით. ამშემთხვევაში იარაღის წარმომავლობას მნიშვნელობა არ ექნება. 2008 წლის ანალოგიური სცენარი აღარ განმეორდება. ალბათ, მოხდება უარესი: ეს იქნებოდა საქართველოს სრული დანგრევა“, – ამბობს ნიკოლაი სილაევი და ვარაუდობს, რომ რეგიონში დაინტერესებულ მხარეებს შორის „არსებობს იურიდიულად დაუფიქსირებელი თანხმბობა, რომ სტატუს-ქვოს შესაცვლელად ძალა აღარ გამოიყენონ“.
„რასაკვირველია, ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიული შეთანხმება არ არის, მაგრამ ქართული მხარე ამას პერმანენტულად იმეორებს. ეს ტქვა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს ევროპარლამენტში გამოსვლისას. მართალია, ვინც მიხეილ სააკაშვილს იცნობს, მის სიტყვებს ნაკლებად დაუჯერებს და სერიოზულად არ მიიღებს, მაგრამ მსგავსი განცხადებები გააკეთა ახალმა ხელისუფლებამაც, რომ იარაღს არ გამოიყენებს. ანუ საქართველოს ექს-პრეზიდენტის დეკლარაციის დეზავუირება არ მომხდარა“, – ამბობს ნიკოლაი სილაევი. მისი აზრით, იარაღის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნას ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშიც, რომელიც ინციდენტების თავიდან აცილებას ემსახურება. „ამ დიალოგის დროს პარტნიორები ერთმანეთს აუხსნიან, რა და რატომ ხდება“.
თავის მხრივ, ალექსეი ფენენკო აღნიშნავს, რომ დღეს ამერიკისათვის არ არის პრიორიტეტული იარაღის მიწოდება ქართული არმიისათვის, ახლა უფრო მეტად აქცენტი აშშ-ის ფლოტის შავ ზღვაში ყოფნაზეა გადატანილი, უკრაინის ამბებსა და ყირიმის რუსეთის სემადგენლობაში შესვლასტან დაკავშირებით. „ამჟამად ამერიკელებს საქართველოსათვის იარაღის მიწოდების საკითხი იმედენად არ აღელვებთ, რამდენადაც რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე, ყირიმის მიერთებისა და აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით. ალბათ, სამომავლოდ ფოთსა და ბათუმსაც განიხილავენ თავიანთი გემებისათვის. აი, ამის დარდი აქვთ დღეს ამერიკელებს“, – აცხადებს ალექსეი ფენენკო.
«Region Plus» (აზერბაიჯანი), 12 დეკემებერი, 2014 წელი
http://www.regionplus.az/ru/articles/view/3324
თურქეთი-რუსეთი: ყოფილი მოწინააღმდეგეები ერთმანეთის ახლო პარტნიორებად იქცნენ
აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის პოზიციები
„რუსეთ-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივ თანამშრომლობას არამარტო სინერგიული ეფექტის მოცემა შეუძლია, არამედ რთული გეოპოლიტიკური პრობლემების გადაჭრაც, მათ შორის კავკასიის რეგიონშიც… ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ანკარაში ვიზიტის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს დაურეკა და რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების პერსპექტივის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა“, – წერს სტატიის ავტორი, პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეკოვი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი.
„მართალია, ოფიციალურად არ გაჟღერებულა, რომ რეჯეფ ერდორანმა და ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელეს, მაგრამ, ცხადია, ისინი ამ პრობლემას გვერდს ვერ აუვლიდნენ… მოსკოვიც და ანკარაც იძულებულნი არიან სინქრონულად იმოქმედონ.
პრაქტიკულად იმავე დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თავის თურქ კოლეგას ანკარაში ხვდებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია-24“-ს, რომლის დროსაც მან დაადასტურა აზერბაიჯან-რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ყოველმხრივი განვითარება. ამიტომაც ბაქო მოსკოვ-ანკარის დაახლოების გამო კი არ ეჭვიანობს, არამედ პირიქით, ყველანაირად მიესალმება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გარღმავებას. შესაბამისად, გვჯერა, რომ ამ თანამშრომლობით ყველა მოიგებს – ჩვენც, თურქეთიც და რუსეთიც…
ძალიან ძნელია ასე ითქვას სომხეთზე, რომელიც, მართალია, რუსეთის ხელქვეითია, მაგრამ თურქეთისადმი მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, დამყარებული არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, საზღვრები კი დახურულია – აზერბაიჯანის ტერიტორიის უკანონო ოკუპირების გამო. ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ ერდოღანის მოლაპარაკებამ ერევანში პანიკური სიტუაცია შექმნა და სომხებს ასი წლის წინანდელი ამბები გაახსენა, როცა ვლადიმირ ლენინი და მუსტაფა ქემალი ასევე ერთმანეთს დაუახლოვდნენ. იმ პერიოდში რუსეთმა შეძლო სომხების უსაფუძვლო ტერიტორიული ამბიციების შეჩერება. ახლა ერევანში ეშინიათ, ვაითუ ანკარამ და მოსკოვმა გაეროს იმ რეზოლუციის რეალიზება დაიწყოს, რომელიც სომხეთისაგან აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას, ლტოლვილების დაბრუნებასა და კომუნიკაციების გახსნას მოითხოვსო. საქართველო, სომხეთისგან განსხვავებით, თურქეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ რუსეთთან კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფება, რომელიც აფხაზეთთან ხელმოწერილი შეთანხმების გამო ბოლო ხანებში შესამჩნევად გამწვავდა. ამის მიუხედავად, თურქეთისა და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოებას ზოგადად შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს რეგიონის სამხედრო-პოლიტიკურ ატმოსფეროზე, განამტკიცოს ურთიერთნდობა და ერთმანეთის პატივისცემა. აზერბაიჯანი, რასაკვირველია, პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების მიხედვით განსხვავდება როგორც სომხეთისაგან, ასევე საქართველოსაგან: ბაქოს მჭიდრო ურთიერთობა აქვს მოსკოვთან, პლუს ფლობს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, ჰყავს ისეთი ბიზნესმენები და სპეციალისტები, რომლებიც კარგად ერკვევიან როგორც რუსეთის, ასევე თურქეთის სიტუაციებში. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თურქების პარტნიორებად ვიყოთ რუსეთში პროექტების განხორციელების დროს და რუსების პარტნიორებად – თურქეთში“, – აღნიშნავს ავტორი.
«Кавказский узел» (რუსეთი), 12 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.vestikavkaza.ru/analytics/Gruzinskaya-oppozitsiya-pochuvstvovala-prorossiyskoy-kren.html
ქართულმა ოპოზიციამ „პრორუსული გადახრა“ იგრძნო
გიორგი კალატოზიშვილი
(შემოკლებით)
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ განგაში ატეხეს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობაში „პრორუსული ძალების პოზიციების გაძლიერება ხდებაო“. პარლამენტის „ნაციონალმა“ წევრმა გიორგი კანდელაკმა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილის დანიშვნა სწორედ ამგვარ „გაძლიერებად’ მიიჩნია. საქმე ის გახლავთ, რომ ლევან ღირსიაშვილი პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტიის – „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. კანდელაკმა საქართველო მთავრობას ამ დანიშვნის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა: „აუცილებელია მთავრობამ განმარტოს, რასთან გვაქვს საქმე, როცა ხელისუფლებაში რუსეთის ოფიციალური პარტნიორის წარმომადგნელმა შეაღწია… იქნებ თვით „ქართული ოცნებაც“ პრორუსულ ძალებს შეერწყა?“.
ჯერ-ჯერობით „ქართულ ოცნებას“ არავითარი „ახსნა-განმარტება“ არ გაუკეთებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტმა ნინო ბურჯანაძის გააქტიურება გამოიწვია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ქართულ-რუსული „სიუჟეტის“ განვითარებისა და რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტად გამოდის მასმედიით და რადიკალურ წინადადებებს ახმოვანებს: „მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მოსკოვი სოხუმთან არანაირ შეთანხმებას არ გააფორმებდაო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მან ასევე საკმაოდ მოულოდნელი ინიციატივა წამოაყენა რუსეთ-თურქეთის ახალ გაზსადენთან დაკავშირებითაც, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე, უკვე მოქმედ „ცისფერი ნაკადის“ პარალელურად კი არ უნდა ჩაიდოსო, როგორც ვლადიმერ პურინმა და რეჯეფ ერდოღანმა მოილაპარაკეს, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გატარდესო. მართალია, სპეციალისტების ვარაუდით, იმის ალბათობა, რომ მოსკოვი და ანკარა ამ ვარიანტს განიხილავენ, ნულის ტოლია (როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით), მაგრამ აქ მთავარი მნიშვნელობა აქვს გზავნილს: ნინო ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ მის ნათქვამს მოსკოვში გაიგებენ და იქ ღირსეულად შეაფასებენ მის ძალისხმევას საქართველოში „პრორუსული დისკურსის“ შექმნის მიზნით (შესაძლოა პირველად 25 წლის განმავლობაში).
სწორედ ამიტომ ნინო ანზორის ასულის განცხადებები ნატოს მიმართაც სულ უფრო კატეგოიული და ერთმნიშვნელოვანი ხდება: ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ „საქართველო ვერასდროს ვერ შეძლებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებას“ და გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადება – „საქართველო იმ გზაზე არ დგას, რომელიც ნატოსკენ მიდისო“.
ხუთი და მით უმეტეს, ათი წლის წინათ „პრორუსული დისკურსის“ შექმნის მცდელობა პოლიტიკური სიკვდილის მომტანი იქნებოდა, მაგრამ დღეს, უკრაინის მოვლენებისა და საქართველოსათვის „მაპ“-ის მიცემის საკითხში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უარის ფონზე, თბილისში პრორუსული ძალების პოზიციები თანდათან უფრო მტკიცე ხდება. შესაბამისად, სახელისუფლო სტრუქტურებში მათი წარმომადგენლების დანიშვნა უკვე აღარავის აკვირვებს. ყოფილი მმართველი პარტიის ადეპტებმა კი „პრორუსულ კურსზე“ რამდენიც უნდათ, იმდენი იყვირონ….
ნიშანდობლივია, რომ „საქართველოს პრობლემების მიმართ დასავლეთის მიერ გამოჩენილი გულგრილობის“ ფონზე (ეს ნარატივი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება), ხელისუფლება აღარც კი უარყოფს ბრალდებას „კურსის შეცვლაზე“ ისე, როგორც ამას ადრე, რამდენიმე წლის წინათ