globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 15th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ТВ Россия-1» (რუსეთი): ქართული აგრესიის შემდეგ: აფხაზეთი თვითონ წყვეტს, ვისთან იყოს და ვისი დროით ისარგებლოს

«Огонёк» (რუსეთი): ქართული მირაჟი: აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი?

«Радио Говорит Москва» (რუსეთი): ესაუბრა თუ არა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თავის კოლეგა არსენ ავაქოვს?

«Le Parisien» (საფრანგეთი): სენ-დენი: ავტომანქანაში მჯდარ საქართველოს ელჩს ჩანთა წაართვეს

—————-

«ТВ Россия-1» – «Вести» (რუსეთი), 13 აგვისტო, 2017 წელი

http://www.vesti.ru/doc.html?id=2920438

ქართული აგრესიის შემდეგ: აფხაზეთი თვითონ წყვეტს, ვისთან იყოს და ვისი დროით ისარგებლოს

„აფხაზეთი – ასეთი სახელწოდების მქონე ქვეყანას უცხოურ რუკებზე ვერ იპოვით, მათზე ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაშია ნაჩვენები. იმპორტული სმარტფონებიც კი, როგორც კი აფხაზეთის საზღვარს გადაკვეთთ, ავტომატურად თბილისის დროზე ერთვებიან – მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკა უკვე ცხრა წელია სუვერენულია და დამოუკიდებლად წყვეტს, ვისთან იყოს და ვისი დროით ისარგებლოს. დღეს აქ სხვა სიტუაციაა: აფხაზებმა მიაღწიეს იმას, რაზედაც თაობები ოცნებობდნენ – დამოუკიდებლობას: თავიანთი მამა-პაპეული ტერიტორია – კოდორის ხეობა – უკანასკნელ ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის აგვისტოში დაატოვებინეს“, – ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია «Россия-1»-ის პროგრამა «Вести недели»-ში 13 აგვისტოს საღამოს (20.00) გადაიცა (წამყვანი – დენის დავიდოვი). მასში გახსენებულია 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, კერძოდ – თუ როგორ სწრაფად დატოვეს „დემორალიზებულმა“ ქართულმა სამხედრო ნაწილებმა კოდორის ხეობა და ყველაფერი მიატოვეს.

ვიდეოსიუჟეტში დიდი ადგილი ეთმობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფნას ბიჭვინთაში, მის შეხვედრას აფხაზეთის ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან. ხაზგასმულია ვლადიმერ პუტინის სიტყვები: „ჩვენ აფხაზეთს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების დაცვის საიმედო გარანტიას ვაძლევთ“.

რუსეთისა და აფხაზეთის ლიდერების შეხვედრა ნიკიტა ხრუშჩოვის ყოფილ აგარაკზე გაიმართა. აფხაზეთი საკურორტო მხარეა, აქ მუდამ მრავლად იყო დამსვენებელი. ტურიზმი დღესაც ეკონომიკის მნიშვნელოვანი საყრდენია. გარდა ამისა, „აფხაზეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იდეალური კლიმატია, ადგილობრივ აფხაზ ფერმერებს რუსული ბანკები აფინანსებენ – სიტუაცია პროდუქციის ექსპორტის სფეროში გამოსწორდა, ისე ცუდად აღარაა, როგორც წლების წინ იყო: შექმნილია სახელმწიფო კომპანია „აფხაზპროდექსპო“, რომელიც პროდუქციის რუსეთში ექსპორტით არის დაკავებული“, – ამბობს აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე ამირან ლაგვილავა (მასალაში ჩამოთვლილია აფხაზური ექსპორტის მაჩვენებლები და ძირითადი კომპონენეტები).

სიუჟეტში ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობაზე: „რუსეთი და აფხაზეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ომი დიდი ხანია დასრულდა, სოხუმსა და თბილისს შორის სამშვიდობო შეთანხმება ჯერაც არ არის ხელმოწერილი. აფხაზები არავისზე თავდასხმას არ გეგმავენ, მაგრამ თუ მათ ვინმე შეუტევს, უპასუხოდ არ დატოვებენ. ქვეყნის სუვერენიტეტს 6-ათასიანი არმია დაიცავს, რეზერვისტები და საერთოდ, თითოეული მცხოვრები… სუვერენიტეტის დაცვაში აფხაზებს რუსეთის სამხედრო ბაზაც ეხმარება: ამ დაჯგუფებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაში. „ჩვენ ბოლო დროს უახლეს იარაღს ვრებულობთ. აი, მაგალითად, ახალი ტანკები, რომლებიც სულ ახლახან გადმოვიდნენ ქარხნის კონვეიერიდან“, – უყვება კორესპონდენტს სამხედრო ბაზის მეთაური იგორ ეგოროვი (ტელესიუჟეტში საუბარია ბაზის ყოველდღიურ საქმიანობაზე).

„აფხაზეთის დამოუკიდებლობა დღემდე მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ აღიარა, თუმცა ეს ფაქტი ახალგაზრდა სახელმწიფოს ნაკლებად აღელვებს. პატარა, მაგრამ ამაყი ხალხისათვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თვითონ არიან დამოუკიდებლები. გავა დრო და, ალბათ, ამას სხვებიც მიხვდებიან“, – აღნიშნულია ტელესიუჟეტის დასასრულს.

«Огонёк» (რუსეთი), №32, 14 აგვისტო, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3378147

ქართული მირაჟი

აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი?

„საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკოს სტუდენტობის დროინდელმა მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად იქნა დანიშნული. მისგან სისტემურ გარდაქმნებს, „ქართულ სასწაულს“ და კორუფციასთან ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად დასრულდა: „რეფორმატორმა“ პოსტიც დაკარგა და მოქალაქეობაც. რატომ ვერ გაუგეს ერთმანეთს ყოფილმა მეგობრებმა და რატომ ვერ ჩაეწერა მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკურ ლანდშაფტში?“, – ასე იწყება ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერაა გაანალიზებული უკრაინაში (ავტორი – იური ტკაჩევი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს ქვესათაურების მიხედვით:

„შენ ოდესელი ხარ, მიშა!“

გადმოცემულია ოდესის ცხოვრება მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნამდე და დანიშვნის შემდეგ: ადრე აქ დნეპროპეტროვსკელი ოლიგარქის იგორ კოლომიისკის კაცი – იგორ პალიცა ბატონობდა. ეს პერიოდი „წაყინვებით“ გამოირჩეოდა, არასტაბილურობით, კორუფციით. ყველანაირი საუბრები ოლქის თვითმყოფადობაზე კრამოლად ითვლებოდა… მიხეილ სააკაშვილმა კი თავიდანვე ლაპარაკი უკრაინაში ოდესის უნიკალურობაზე დაიწყო, მან გაიხსენა ადგილობრივი კოლორიტი, მრავალფეროვნება… შეიძლება ითქვას, მან ოდესაში „დათბობა“ მოიტანა: იგორ პალიცას დროინდელ მკვეთრ რეპრესიებს მიხეილ სააკაშვილმა რბილი ფორმები, ლიბერალიზმი დაუპირისპირა, მოსახლეობას რწმენა ჩაუნბერგა…

რეფორმების ლაბორატორია

ბევრ ეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქშიც „ქართულ სასწაულს“ მოახდენდა. ოდესისი ოლქი „რეფორმების ვიტრინა“ უნდა გამხდარიყო. ასეთი მიდგომა ოდესელბსაც მოსწონდათ – მათ აზრით ხომ „ოდესა პირველი არაა, მაგრამ არც მეორეა“. პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის დროს საკუთარი სტრატეგია ჰქონდა. მისმა გუნდმა ექს-პრეზიდენტის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ გარიგება დადო ოდესის მერთან გენადი ტრუხანოვთან – ერთგვარი საპირწონეს სახით. აშკარაა, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა გარკვეული მიზანს ემსახურებოდა – ექს-პრეზიდენტს მოქმედი პრეზიდენტის იმიჯი უნდა გამოეწორებინა ოდესის ოლქში. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე ადმინისტრაციულ-მმართველობითი. კიევის ხედვით, მიხო ილუზიონისტი უნდა ყოფილიყო, რომელიც ოდესელების ყურადღებას მიიპყრობდა, სხვა პროცესების მიმართ კი ყურადღებას მოადუნებდა, თუმცა 2015-ში ამას ბევრი ვერ ხვდებოდა. რა თქმა უნდა, თვითომ მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა თავისი გეგმები: მას გუბერნატორობა პოლიტიკური კარიერისთვის სჭირდებოდა – ტრამპლინის სახით.

ჩავიდა ოდესაში…

ამ ქვეთავში ასახულია ის პრობლემები, რასაც მიხეილ სააკაშვილი ოდესაში შეეჯახა. მან იქ თავისი გუნდის წევრებიც ჩაიყვანა, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებში (გიორგი ლორთქიფანიძე, დავით საყვარელიძე…). დაიწყო დაჭერები („ბრილიანტის საქმე“…), მაგრამ ყველა დაწყებული საქმის დასამთავრებლად მიხეილ სააკაშვილს არც კვალიფიკაცია და არც უფლებამოსილება არ ჰქონდა. მოგვიანებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავს გაიმართლებს – ოლიგარქები წინააღმდეგობას მიწევდნენ, კიევი კი არ მეხმარებოდაო. თუმცა ეს თავიდანაც აშკარა იყო: უკრაინის პოლიტიკური სისტემა პრინციპში, არ ითვალისწიონებს იმას, რომ რეფორმები გუბერნატორებმა განახორციელონ. არის მეორე ფაქტორიც, რაზედაც „დიდი რეფორმატორი“ და მისი გუნდი ლაპარაკს ერიდებიან: ისინი სერიოზული მუშაობისათვის კომპეტენტურები არ აღმოჩნდნენ.

… ააზვირთა, მაგრამ…

რარაც-რაღაცეებში მიხეილ სააკაშვილმა მართალც მიაღწია წარმატებას, მაგრამ არა კორუფციასთან ბრძოლაში: მან უმიკლეს დროში გააბა კავშირები ოდესელ ოლიგარქებთან და თავის გარშემო გავლენიანი მდიდრების წრე შექმნა (სტატიაში საუბარია ბიზნესმენებზე – კაუფმანისა, გრანოვსკის, ანდრეი სტავნიცერის, ოლეგ ქუთათელაძის და სხვების შესახებ, რომლებიც გუბერნატორის მფარველობით სარგებლობდნენ). შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ფინანსების მიღებას იმედოვნებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი გათვლებში შეცდა – უკრაინის რეალობა ბოლომდე ვერ გაითვალისწინა. ცენტრს გუბერნატორის მოქმედება არ სიამოვნებდა, დაიწყო კონფლიქტი პრეზიდენტთან და რესპუბლიკურ უწყებების ხელმძღვანელებთან… თუმცა იყო მომენტები, როცა მიხეილისა და პეტროს მიზნები სინქრონული იყო, მაგალითად, არსენ იაცენიუკის წინააღმდეგ, მაგრამ პრეზიდენტის თანაკურსელმა პრემიერის გაგდებით ვერაფერი მიიღო: პეტრო პოროშენკომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვლადიმერ გროისმანს – თავის კაცს უბოძა, მიხეილ ნიკოლოზოვიჩს კი ფარული იმედები გაუცრუვდა.

არაფერი პირადული…

არსენ იაცენიუკის მიმართ გათამაშებული კომბინაციის დასრულებით მიხომ ყველაფერი წააგო, რაც გააჩნდა. მისი ფუნქცია ამოიწურა, უკრაინაში ხელისუფლება ფაქტიურად მთლიანად პრეზიდენტის ხელში გადავიდა. პეტრო პოროშენკო კი ისეთი ადამიანი არ იყო, რომელიც ფუნქციადაკარგულ პირებს მოითმენდა: 2016 წლიდან ყოფილ მეგობრებს შორის კონფრონტაცია ღრმავდება. ცენტრი ჯერ ოდესის საბაჟოს ურტყამს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელ იულია მარუშევსკაიას „უკანონობაში“ ამხელს, შემდეგ კი გენპროკურატურა, რომელსაც უკვე პეტრო პოროშენკოს კაცი – იური ლუცენკო ხელმძღვანელობს, მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ დაარსებულ ე.წ. ოდესის საქველმოქმედო ფონდით დაინტერესდა და თემურ ნიშნიანიძის საქმიანობის გამოძიება დაიწყო. ფონდის ოფისში ჩატარებულმა ჩხრეკამ მიხეილ სააკაშვილის ისტერიკა გამოიწვია, მაგრამ მისმა ყოფილმა „მეგობარმა“ იური ლუცენკომ პროტესტებს ყურიც არ ათხოვა: არაფერი პირადული, მხოლოდ კანონი. მოკლედ, მომზადდა ნიადაგი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ წასულიყო გუბერნატორის პოსტიდან, შექმნა პარტია… ამჯერად უკვე პრეზიდენტს ექს-პრეზიდენტმაც შეუტია, მაგრამ საბოლოო ჯამში „ქართული იერიში“ ჩაფლავდა: თავი იჩინა იმავე პრობლემამ, რაც გუბერნატორობის დროს იყო – მიხოს რეგიონებში მომხრეები არ ჰყავდა. როგორი ქარიზმატულიც არ უნდა იყო, მხოლოდ ქარიზმით შორს ვერ წახვალ, აუცილებელია რეგიონებში პარტუჯრედების ჩამოყალიბება და ბოლოსდაბოლოს, ფულიც. მიხეილ სააკაშვილის რეიტინგმა განუხრელი დაცემა დაიწყო…

და ბოლოს, როგორც ჭექა-ქუხილი მოწმენდილ ცაზე: მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა და მისი უკრაინული პასპორტი გაუქმდა. აშშ-ში ჩასული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეობის არმოქნე პირად იქცა. მართალია, იგი [ნაცნობი პოლიტიკოსების წყალობით] ევროპაში მიდი-მოდის, მაგრამ სად ჰპოვებს თავშესაფარს მოხეტიალე ყარიბი, ამ ეტაპზე უცნობია. სამშობლოში თუ დაბრუნდება, მას საპყრობილე ელოდება ჩადენილი დანაშაულებების გამო. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება ქართველების ხელით – ასეთი რამ პეტრო პოროშენკოსათვის უცხო არაა.

რეჟიმისაგან წამებული?

მაინც რა მოხდა ყოფილ მეგობრებს შორის?? ამბობენ, რომ პეტრო პოროშენკოს შეეშინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი კონკურენტი გახდებოდა საპრეზიდენტო არცევნებში. ამჟამად, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი ისეთია, რომ დღეს რომ არჩევნები იყოს, იგი, ალბათ, პირველ ტურშიც ვერ გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილს კი, ნაკლოვანებების გათვალისწინებით, მაინც შეუძლია გარკვეული პროცენტით ხმების მიღება, რაც პეტრო პოროშენკოს დააკლდება და მისთვის კრიტიკული იქნება.

ამასობაში მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ მოულოდნელი რიკოშეტი გამოიწვია: ბევრი უკრაინელი ოპოზიციონერი, რომლებსაც ადრე ექს-გუბერნატორი არ მოსწონდათ, ახლა მის მიმართ სიმპათიით განეწყვნენ და პეტრო პოროშენკოს ნაბიჯი დაგმეს. ეს გასაგებიცაა: მათთვის მიხეილ სააკაშვილი უკვე საშიში აღარაა, იგი პოლიტიკური თამაშიდან გავარდა, „რეჟიმის მსხვერპლად“, „რეჟიმის მიერ წამებულ“ ადამიანად იქცა, ახლა ოპოზიციის ისრები მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის – პეტრო პოროშენკოსკენაა მიმართული. მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდაჭერა ახლა ოპოზიციას თავისი რეიტინგის ასაწევად ჭირდება. ასე რომ, საქართველოს ექს-პრეზიდენტს თუ ბედი გაუღიმებს, უკრაინის პოლიტიკაში რაღაც როლს კიდევ შეასრულებს: როგორც მინიმუმი, გამორჩეული სტატისტის როლს, ერთგვარი მოლაპარაკე დეკორაციის სახით. პოლიტიკა ხომ ძალიან ცინიკური სფეროა…

——–

უკრაინულ და რუსულ მასმედიაში ფართოდ განიხილება რუსი პრანკერის ალექსი სტოლიაროვის (მეტსახელად „ლექსუსის“) სატელეფონო საუბარი საქარტველოს შინაგან საქმეტა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან, რომელსაც იგი ვითომდა მისივე კოლეგის – უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის პირით ელაპარაკა. როგორც ცნობილია, ამ „რეალურ-არარეალური“ სატელეფონო საუბრის დროს დროს ქართველმა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სასურველი არ არისო.

რადგანაც ამ ფაქტმა დიდი გამოხამურება გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა გუშინ, 13 აგვისტოს სპეციალური განცხადება გაევრცელებინა, რომლის თანხმად, მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ამ თემაზე არავისთან საუბარი არ ჰქონია. გუშინვე რუსმა პრანკერმა ალექსი სტოლიაროვმა რადიოსადგურ «Говорит Москва»-ს ეთერში განაცხადა, რომ გიორგი მღებრიშვილი პირველი არ არის, რომელიც მათთან საუბარს უარყოფს. ასე მოიქცა თავის დროზე თურქეთის ლიდერი რეჯებ ერდოღანი, ნატოს გენერალური მდივანი და სხვები… ჩვენ შეგვიძლია ეს სატელეფონო საუბარი ექსპერტიზაზე გადავცეთ ნამდვილობის დასადასტურებლად. რასაკვირველია, მინისტრის რეპუტაციას ზიანი მიადგა – მას, შიდა ინსტრუქციის თანახმად, არ უნდა ესაუბრა ასეთ უხერხულ თემაზე ღია სატელეფონო არხებით. იგი ბათუმში იმყოფებოდა და აზერბაიჯანელ და ბელორუს კოლეგებთან ერთად ისვენებდა. რაც შეეხება მობილური ტელეფონის ნომერს, ჩვენ ის გვაქვს და თუ საჭირო იქნება, გავამხელთ. ვფიქრობთ, ეს მისმა გარემოცვამაც იცის“ (წყარო: https://govoritmoskva.ru/news/130994).

«Le Parisien» (საფრანგეთი), 13 აგვისტო, 2017 წელი

http://www.leparisien.fr/saint-denis-93200/saint-denis-l-ambassadrice-de-georgie-se-fait-voler-son-sac-au-volant-13-08-2017-7190844.php

სენ-დენი: ავტომანქანაში მჯდარ საქართველოს ელჩს ჩანთა წაართვეს

ქურდებმა იცოდნენ, რომ დიპლომატს ძარცვავდნენ თუ ყველაფერი შემთხვევით მოხდა?

პარასკევს, საღამოს 16 საათსა და 40 წუთზე პარიზის გარეუბან სენ-დენში საქართველოს ელჩი ძარცვის მსხვერპლი გახდა. როცა მისმა ავტომობილმა A1 ავტოსტრადიდან სტადიონ „სტად დე-ფრანს“-ისკენ გადაუხვია და მანქანების ნაკადში მცირე ხნით შეჩერდა, მის გვერდით მოტოროლერი გაჩნდა. მასზე მჯდარმა ორმა ადამიანმა მინა ჩაამტვრია, დიპლომატი ქალის ჩანთა აიღეს და გაიქცნენ. მსხვერპლი უვნებლად გადარჩა, მან პარიზის პოლიციის მე-17 კომისარიატს მიაშურა და საჩივარი დაწერა. გატაცებული ნივთი მოგვიანებით იპოვეს, ღამით, მეზობელ კვარტალში.

Comments are closed