globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 14th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): პროკურორის განცხადებით, მას უკვე აქვს მტკიცებულებები რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულობათა გამოსაძიებლად

«Новое время» (სომხეთი): აზერბაიჯანი თბილისის ენერგეტიკულმა გეგმებმა შეაშფოთა

«Lragir» (სომხეთი): ყარსის ხელშეკრულება ახალ სიცოცხლეს იძენს?

————-

«The Wall Street Journal» (აშშ), 14 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.wsj.com/articles/prosecutor-says-she-has-evidence-to-probe-russia-georgia-war-crimes-1444772265

პროკურორის განცხადებით, მას უკვე აქვს მტკიცებულებები რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულობათა გამოსაძიებლად

ვალენტინა პოპი, ბრიუსელიდან

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

გუშინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალმდებელმა განაცხადა, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულება, რათა დაიწყოს წინასწარი გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებათა შესახებ. როგორც პროკურორმა ფატუ ბენსოუდამ აღნიშნა, არსებობს საკმარისი საფუძველი იმ ვარაუდისათვის, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი.

2008 წლის ზაფხულში საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან ხუთდღიანი ომი ჰქონდათ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რომლის შემდეგაც მოსკოვმა საქართველოს სეპარატისტული ნაწილი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მართალია, რუსეთის მოკავშირე ზოგიერთმა  ქვეყანამ მოსკოვს მიჰბაძა, მაგრამ დღემდე საერთაშორისო თანამეგობრობა სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში მიიჩნევს.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებამდე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიძიოს ომის დროს მომხდარი სამხედრო დანაშაულებანი, რომელიც ჩაიდინეს როგორც პრორუსულმა ოსმა სეპარატისტებმა, ასევე საქართველოს არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა. საქმის განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს ცალკეული პირები და პასუხისმგებლობა დააკისროს გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამო.

პროკურორის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ოსი სეპარატისტების მიერ მოსახლეობის იძულებით გადაადგილების პროცესში ასამდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 18 500 ქართველი იძულებული გახდა მშობლიური ადგილები დაეტოვებინა, დაინგრა დაახლოებით 5 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. „ერთი მხრივ, ომს თან ახლდა ეთნიკურ ქართველთა მკვლელობები, ძარცვა-გლეჯა, ქონებრივი უფლებების დარღვევები, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის იძულებით გადასახლება… კონფლიქტის ზონაში ეთნიკურ ქართველთა რაოდენობა 75%-ით შემცირდა“.

„მეორე მხრივ, ქართული სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად ათამდე რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30-მდე დაჭრილი. განადგურდა რუსეთის სამშვიდობო ძალების ბაზა, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებიც“, – აღნიშნეს პროკურორის ოფისში.

ევროკავშირის კომისიის მოხსენებაში, რომელიც 2009 წელს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ომის დროს დაიღუპა 850-მდე ადამიანი, ხოლო 100 ათასი იძულებული გახდა მშობლიური ადგილები მიეტოვებინა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ომი საქართველომ დაიწყო (ოსი სეპარატისტების მრავალთვიანი პროვოკაციების შემდეგ) და რომ საერთაშორისო სამართალი ორივე მხარემ დაარღვია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მტკიცებით, ქართული და რუსული მხარის მიერ წარმოებული გამოძიება ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამასთან, არავითარი სერიოზული საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ სასამართლოს მიერ ნებადართული გამოძიების დროს მართლმსაჯულება დაირღვევა“, – განაცხადა ფატუ ბენსოუდმა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პროკურორის ამ ნაბიჯს მიესალმებიან. „რუსული და ქართული მხარის გამოძიებაში პროგრესი არ შეიმჩნევა, დაზარალებულები დღემდე ელოდებიან სამართლიან გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ელიზაბეთ ევენსონმა, „ჰიუმან რაით ვოთჩის“ უფროსმა მრჩეველმა.

————-

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, ფატუ ბენსოუდმა ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულებათა გამოძიებას აპირებს. სისხლის სამართლის სამამართლო მას დაეთანხმა, თუმცა საჭირო იყო მტკიცებულებების წარდგენა. გუშინ პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ მას ასეთი მტკიცებულებები უკვე ხელთ აქვს. თბილისი რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტად მიიჩნევს, მოსკოვი კი სამშვიდობო მოქმედებად („იძულებითი დამშვიდების ოპერაციად“). ამასთან, საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს (წესდებას)

«Новое время» (სომხეთი), 14 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.nv.am/politika/46274-2015-10-13-06-36-33

აზერბაიჯანი თბილისის ენერგეტიკულმა გეგმებმა შეაშფოთა

სომხურმა პრესამ ყურადღება მიაქცია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიეღტობაში მომხდარ მცირე გაუგებრობას, გაზით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. გაზეთ „ნოვოე ვრემიაში“ ასეთი რეპლიკაა დაბეჭდილი:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შაბატს მოულოდნელი ბლიც-ვიზიტი განახორციელა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა და მას სამი საათის განმავლობაში ესაუბრა. მოლაპარაკებს დეტალებზე ოფიციალური ინფორმაცია ძალიან მმწირია. ქართული და აზერბაიჯანული მასმედია მოკლედ იტყობინება, რომ საუბარი ორმხრივ ურთიერტობასა და რეგიონში შექმნილ სიტუაციას შეეხოო. რასაკვირველია, შეხვედრის დროს, როგორც ყოველთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმატებებზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს „ერთობლივი ენერგეტიკული და ლოჯისტიკური პროექტების მნიშვნელობას“.

სხვათა შორის, აფშერონზე ქართველი პრემიერის ასეთი ნაჩქარევი ვიზიტი სერიოზული მიზეზებითაა გამოწვეული. ქართულმა მასმედიამ საიდანღაც გაიგო, რომ საქართველოს მთავრობას, კახა კალაძის სახით, რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმართვს. მიხეილ სააკასვილის ყოფილმა მმარტველმა პარტია „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ იმწუთშივე განაცხადა, რომ მოლაპარაკებას კულისებიდან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დირიჟორობსო. იგი თურმე დაინტერესებულია იმით, რომ თბილისმა „იაფი და სტაბილური აზერბაიჯანული გაზი“ რუსული „ძვირი და არასტაბილური გაზით“ ჩაანაცვლოს. ოპოზიცია ამ ნაბიჯს „ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დასუსტებად“ მიიჩნევს და ეროვნუოლი უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევას მოითხოვს, რათა გაირკვეს, საით მიჰყავს ქვეყანა დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც პრორუსულობის წითელ ხაზს უკვე გადააბიჯა“.

აშკარაა, რომ ბაქო შეშფოთდა – ვთქვათ და თბილისი მართლაც შეამცირებს აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას და ხელს შეუშლის ტრანზიტს, რა მოხდება მერე? დღევანდელი კრიზისის პირობებში აზერბაიჯანის სულთანათისათვის ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა, რომელსაც შემოსავლები ისედაც შეუმცირდა. ამიტომაც ჩავიდა ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი – პარტნიორისათვის სიტუაციის ასასხსნელად და დასამშვიდებლად, რომელზეც საქარტველო 100 პროცენტითაა დამოკიდებული. უცაური ისაა, რომ საქართველოში ბევრი ვერ ხვდება იმას, რომ რუსული გაზის შესყიდვით, ანუ გაზმომარაგების დივერსიფიცირებით. ქვეყნის უსაფრთხოება კი არ დაასუსტებოდა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდებოდა.

«Lragir» (სომხეთი), 13 ოქტომბერი, 2015 წელი

http://m.lragir.am/index/rus/1/comments/view/44720

ყარსის ხელშეკრულება ახალ სიცოცხლეს იძენს?

„13 ოქტომბერი ყარსის ხელშეკრულების „დაბადების დღეა“, – აღნიშნულია სომხური ელექტრონული გაზეთის „ლრაგირის“ მიერ გამიოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ნაირა აირუმიანი).

„ხელშეკრულება 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო და იურიდიულად რუსეთ-თურქეთის მიერ მოსკოვში გაფორმებული შეთანხმების აღსრულებას წარმოადგენს: ამ დოკუმენტით სომხური მიწა-წყალი თურქეთმა, რუსეთმა და აზერბაიჯანმა გაჰყვეს. ყარსის შეთანხმების პრინციპები სევრის ხელშეკრულების (1920 წლის 10 აგვისტოს) პირობებს ეწინააღმდეგებოდა, რომლის თანახმად, დასავლეთის სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, ნამდვილი და დამოუკიდებელი დიდი სომხეთი უნდა შექმნილიყო. ყარსის ხელშეკრულება უვადოა, მაგრამ 2005 წელს საქართველომ, რომელიც ხელმომწერი მხარეა, მისი დენონსირება მოახდინა, 2011 წელს კი რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თურქეთს მეგობრული ჟესტი გაუკეთა და ხელშეკრულების ორიგინალი პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანს გადასცა – მასზე ხელმოწერის 90 წლისთავის აღსანიშნავად.

თურქეთში სულ უფრო ხშირად ადარებენ ერთმანეთს დღევანდელ და ოსმალეთის იმპერიის დაშლის დროინდელ სიტუაციას. მაგალითად, გაზეთი „ჰურიეთი“ წერს, რომ არის მცდელობები იმისა, რომ თურქეთის ტერიტორია კვლავ იქნეს დაყოფილი, სევრის ხელშეკრულების თანახმად. და თუ იმ პერიოდში თურქეთი სიტუაციიდან წარმატებით გამოვიდა, დღეს ამის გაკეთება უფრო რთულია. „თურქეთის გამარჯვებისა და მხსნელის როლი მაშინ ყარსის ხელშეკრულებამ შეასრულა – მეოცე საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში რუსეთმა თურქეთი სრული დაშლისაგან გადაარჩინა და დიდი სომხეთის შექმნას ხელი შეუშალა. იმ პერიოდიდან არაფერი არ შეცვლილა და ახლაც რუსეთი თურქეთთან ერთად ეწინააღმდეგება სუვერენული სომხური სახელმწიფოს შექმნას. რუსეთმა სომხეთი იძულებით შეათრია ევრაზიულ კავშირში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და სხვა პროექტებში, რათა ერევანი დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სუბიექტი ვერ გახდეს და ყოველთვის ეთანხმებოდეს ყარსის ხელშეკრულების პირობებს.

სომხეთი რუსეთის ფორპოსტია. დამოუკიდებელი სომხეთი არ არსებობს. მაგრამ თუ დასავლეთი შეძლებს და ახლო აღმოსავლეთს კვლავ ახლებურ სევრის ხელშეკრულებამდე მიიყვანს, მაშინ მოსკოვიც და ანკარაც შეეცდებიან ახალი ყარსის ხელშეკრულება გააფორმონ. ალბათ, ყარაბაღის თაობაზე…

——–

შენიშვნა: სტატიაში დაშვებული შეცდომა: საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას ყარსის ხელშეკრულების დენონსაცია არ მოუხდენია. როგორც ჩანს, სტატიის ავტორი გულისხმობს ე.წ. „საქართველოს უზენაესი საბჭოს“ 2005 წლის 21 ოქტომბრის „დადგენილებას“, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს (ს.კ.).

წყარო: https://www.facebook.com/ZviadGamsaxurdiasQucha/posts/602174146521366?stream_ref=5

Comments are closed