globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 15th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Московский комсомолец» (რუსეთი): „ნუ დააბრუნებთ მიხოს!“ // საქართველოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩაჯენა კი არა, მისი ბომჟად ყოფნა სურს

«Ժողովուրդ» – „ხალხი“ (სომხეთი): რატომ ირჩევენ სომხეთის მოქალაქეები დასასვენებლად საქართველოს?

—————-

«Московский комсомолец» (რუსეთი), 15 აგვისტო, 2017 წელი

http://www.mk.ru/politics/2017/08/13/gruziya-khochet-sdelat-zasranca-saakashvili-ne-uznikom-a-bomzhom.html

„ნუ დააბრუნებთ მიხოს!“

საქართველოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩაჯენა კი არა, მისი ბომჟად ყოფნა სურს

ელენე გამაიუნი

(შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრებთან ახლოს დასუნსულებს და ხელისუფლებას აშინებს – საზღვარზე „ღრეჩოს“ ვიპოვი და ქვეყანაში „უსანქციოდ“ მაინც შემოვძრებიო. ახლა იგი უნგრეთშია, რის გამოც ამ ქვეყანასთან უკრაინის საზღვრის საკონტროლო-გამსვლელი პუნქტები „ჩოპი“ და „ბერეგოვო“ „საბრძოლო მზადყოფნაშია“ მოყვანილი. როგორც ჩანს, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს სერიოზულად აქვს ჩაფიქრებული უკრაინაში დაბრუნება, მით უმეტეს, რომ  რუსი პრანკერის „ლექსუსის“ მორიგი გათამაშების შედეგად გაირკვა – მას საქართველოში ექსტრადიცია აღარ ემუქრება: პრანკერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან მისი უკრაინელი კოლეგის არსენ ავაქოვის სახელით ისაუბრა.

მითიურმა „არსენ ავაქოვმა“ მთავარ ქართველ სამართალდამცველს მიხეილ სააკაშვილის დაჭერა და მისი საქართველოში ექსტრადირება შესთავაზა (თუ ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდება), მაგრამ მადლობის ნაცვლად ქართველმა გიორგი მღებრიშვილმა უკრაინელ „არსენ ავაქოვს“ სთხოვა, რომ თუ ეგ პრო…ი კაცი („ზასრანეც“) თქვენთან გამოჩნდება, უმჯობესია მანდ ბომჟად იყოს, ვიდრე აქ, ჩვენთან ციხეში იჯდესო“. უფრო მეტიც – საუბრიდან ირკვევა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს უთხოვია პეტრო პოროშენკოსათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა აღარ გვინდაო. გიორგი მღებრიშვილმა „საუდუმლოდ“ გაანდო კოლეგას, რომ ერთი წლის წინათ საქართველოს პროკურატურას მართლაც სურდა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება, მაგრამ ახლა, თუ მიხეილ სააკაშვილს საპყრობილეში ჩასვამენ, იგი გმირი გახდება. გარდა ამისა (და ეს მთავარი მომენტია!), ამჟამად საქართველოს სრულებით არ სურს აშშ-სთან დავა მიხეილ სააკაშვილის გამო.

გასაგებია, რომ რადგან შეერთებულმა შტატებმა მიხეილ სააკაშვილს ძალადაკარგული უკრაინული პასპორტით მსოფლიოში სიარულის ნება მისცა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი ვაშინგტონს ჯერ კიდევ ჭირდება – მაგალითად, „საფრთხობელად“ პეტრო პოროშენკოს მიმართ იმის მანიშნებლად, რომ დროა ხელისუფლებამ რეალობა გააცნობიეროს. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ზურგში ამერიკის დიდ მხარდაჭერას გრძნობს: როცა იმავე „ლექსუსმა“ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სახელით დაურეკა (გიორგი მღებრიშვილთან საუბრის შემდეგ), დაუმორჩილებელი მიხო დაიმუქრა: „შენს შეფს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, მე ვინ ვარ? მე ხომ დიდი ენერგია მაქვს, ბევრი კავშირები, ავტორიტეტი… ყველაფერს გამოვიყენებ კონკრეტული მიზნის მისაღწევად ოლიგარქიული ტიპაჟების წინააღმდეგ. თუ მე უკრაინაში არ შემომიშვებენ და მოქალაქეობას არ დამიბრუნებენ, მთელი პროგრამით ვიმოქმედებ. ვაჩვენებ მაგათ სეირს!“. რაღაც არ ჰგავს მიხოს სიტყვები დავარდნილ-დაბეჩავებული ბომჟის კვნესას.

«Ժողովուրդ» – „ხალხი“ (სომხეთი), 14 აგვისტო, 2017 წელი

http://www.tert.am/ru/news/2017/08/08/zhoghovurd/2452038

რატომ ირჩევენ სომხეთის მოქალაქეები დასასვენებლად საქართველოს?

დასვენების ადგილის ამორჩევისას სომეხი ტურისტების დიდი ნაწილი უპირატესობას მეზობელ საქართველოს აძლევს. სხვათა შორის, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში არამარტო ისვენებენ, არამედ იქიდან სხვა ქვეყნებშიც მიფრინავენ შვებულების გასატარებლად – თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტების მეშვეობით. მიზეზი იაფ ფასებშია: მაგალითად, ერევან-ათენის ავიაბილეთი (12-დან 20 აგვისტოს ჩათვლით) 483 დოლარი ღირს, თბილისიდან კი – 365 დოლარი. ესპანეთისაკენ თბილისიდან შეიძლება 545 დოლარად იმგზავრო, ერევნიდან კი – 705 დოლარად. იაფია საფრანგეთის მიმართულებაც: თბილისიდან 443 დოლარი, ერევნიდან – 531.

სხვათა შორის, სომხეთი უკვე რამდენიმე წელია [უცხოური ავიაკომპანიებისათვის] „ღია ცის“ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ერევნის მოქმედებით მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები იგებენ, დანარჩენე

Comments are closed